თბილისი:
მანჩესტერი:
19-09-2020, 14:55
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2567,
კომენტარები: 21
სოლსკიაერის პასუხი ტრანსფერების შესახებ
ზოგჯერ ყველაფერი ისე არ არის, როგორც გვსურს.
სოლსკიაერის პასუხი ტრანსფერების შესახებ
"მანჩესტერ იუნაიტედის" კონკურენტები საკმაოდ ძლიერდებიან.

ლონდონის "ჩელსიმ" ზიეჩი, ტომო ვერნერი, კაი ჰავერცი, ტიაგო სილვა, ბენ ჩიველი გაიფორმა. "ლივერპულმა" უკვე დაადასტურა ტიაგო ალკანტარას და დიეგო ჟოტას ტრანსფერი. "ტოტენჰემმა" გარეთ ბეილი დაიმატა და სერხიო რეგილონის გაოფიციალურებას ელოდება. "არსენალმა" ვილიანი უფასოდ მოიყვანა.


ამის ფონზე "წითელმა ეშმაკებმა" ვან დე ბეკი შეიძინეს "აიაქსიდან" და ისიც იმიტომ, რომ "რეალმა" კორონა კრიზისის გამო ვერ შეძლო ფეხბურთელში თანხის გადახდა. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა როგორც დონის აგენტმა, ასევე თავად ფეხბურთელმა.

რატომ დუმს "მანჩესტერ იუნაიტედი"? ამის შესახებ პრესკომფერენციაზე სოლსკაიერს შეკითხვა დაუსვეს.

"ჩვენ დავსხედით და განვიხილეთ სამოქმედო გეგმები. თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც დაგეგმილია. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დრო არის და თუ რამე შეიცვალა, ყველა ერთად ვნახავთ."

"აქვე ვიტყვი, რომ მე ჩემ ფეხბურთელებს ვენდები და ბედნიერი ვარ, რომ ამ ფეხბურთელებთან ვმუშაობ." - დაასრულა ნორვეგიელმა.

https://www.goal.com/en
ინტერვიუები
21 კომენტარი
№21
ავტორი: Россия
25 სექტემბერი 2020 21:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
აუსილებლად გვინდა ერტი 4-3 ტრანკსფერი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top