თბილისი:
მანჩესტერი:
19-09-2020, 14:55
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2576,
კომენტარები: 21
სოლსკიაერის პასუხი ტრანსფერების შესახებ
ზოგჯერ ყველაფერი ისე არ არის, როგორც გვსურს.
სოლსკიაერის პასუხი ტრანსფერების შესახებ
"მანჩესტერ იუნაიტედის" კონკურენტები საკმაოდ ძლიერდებიან.

ლონდონის "ჩელსიმ" ზიეჩი, ტომო ვერნერი, კაი ჰავერცი, ტიაგო სილვა, ბენ ჩიველი გაიფორმა. "ლივერპულმა" უკვე დაადასტურა ტიაგო ალკანტარას და დიეგო ჟოტას ტრანსფერი. "ტოტენჰემმა" გარეთ ბეილი დაიმატა და სერხიო რეგილონის გაოფიციალურებას ელოდება. "არსენალმა" ვილიანი უფასოდ მოიყვანა.


ამის ფონზე "წითელმა ეშმაკებმა" ვან დე ბეკი შეიძინეს "აიაქსიდან" და ისიც იმიტომ, რომ "რეალმა" კორონა კრიზისის გამო ვერ შეძლო ფეხბურთელში თანხის გადახდა. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა როგორც დონის აგენტმა, ასევე თავად ფეხბურთელმა.

რატომ დუმს "მანჩესტერ იუნაიტედი"? ამის შესახებ პრესკომფერენციაზე სოლსკაიერს შეკითხვა დაუსვეს.

"ჩვენ დავსხედით და განვიხილეთ სამოქმედო გეგმები. თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც დაგეგმილია. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დრო არის და თუ რამე შეიცვალა, ყველა ერთად ვნახავთ."

"აქვე ვიტყვი, რომ მე ჩემ ფეხბურთელებს ვენდები და ბედნიერი ვარ, რომ ამ ფეხბურთელებთან ვმუშაობ." - დაასრულა ნორვეგიელმა.

https://www.goal.com/en
ინტერვიუები
21 კომენტარი
№1
ავტორი: ozymandias
19 სექტემბერი 2020 15:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 416
კონფორმისტი მაძუგა :DDD კაროჩე თუ კი არა უნდა ვქნათ იძახეთ ბიჭო.ამ შემადგენლობას შენ შეეწირები თორე მე რა ვიქნები აქ ისევ. რა არ გამოდის ერთი აბა?თძქვენ გინდოდათ 20 მილიონად სანჩო რომელიც მბაპესთან ერთად უდიდესი ტალანტია დამ აგას დორტმუნდი რო არ შეჭამს კი იცით.ტელესსაც აგვახევს ახლა პსჟ და იძახე მერე თუ თუ თუ თუ გინდა, თუ თუ თუ თუ ეძებ :DDDDDD მოიყვანენ პერიშიჩებს და კOშტებს და უყურე მერე მაგათ ხოხიალს ნასილკებზე.ან რა პრინციპები გაქვთ ასეთი რო ყველანაირად იჭედებით.ფულის ხარჯვა არ გინდათ და მსოფლიო დონის ტალანტები გინდათ და რანაირად?20 მილიონად კოშტა მოვა ალბათ და ეგეც ასაკში თქვენს პრინციპებში არ ზის.მე არ ვიცი ძმაო რაც გინდა ის ქენით გაგვხევდეს კრისტალ პალასი დღესმ ეტი არ მინდა არაფერი.ბრუნსაც არ მოიყვანდით ზედიზედ რო არ მივეწვინეთ ფარჩაკებს

ვუდვორდის ინტერვიუც დაიდო და ტიპმა არ ელოდოთო ტრანსფერებსო ბაზარი იყო რა.ბლა ბლა ბლა პანდემია რთული მდგორამეობა ახალი კონტრაქტები გავაფორმეთო მოვიყვანეთო ვან დე ბეეკი და მომავალში გავძლიერდებითო :DDDDDDDD ეს ვერ არის მგონი.ტელესით გაძლიერებული გუნდი არ გაიშვას ეგ კაცი იყო ჩელსისთვის მესამე ვარიანტი ჩილუელის და რეგილონის მერე და ჩვენ ვყიდულობთ:DDDDDDDDDDDDDDანუ რა გამოდის თითქმის ჩვენი დონის ჩელსი იწყებს უფრო დიდი მიზნებისთვის სვლას ვიდრე ჩვეენ? :D დაჟე ევერტონიც და ტოტენჰემიც.
2
№2
ავტორი: SANDROGRIGA
19 სექტემბერი 2020 17:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ყველაზე ცუდი იცით რა არის? ბევრჯერ დამტკიცდა რო გუნდის მენეჯმენტმა ტრანსფერების კეთება არ იცის, უბრალოდ იცის, ყოველ შემთხვევაში აქამდე იცოდა დიდი თანხების გასროლა და ორმაგის გადახდა ამა თუ იმ ფეხბურთელში, თუმცა აქ ვუდვორდის ბრალეულობა ნაკლებია. მე პირადად დღემდე ვერ ვგებულობ რატო არ ყავს გუნდს სპორტული დირექტორი, რატო?! ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, თუ არსებობს კიდე და რაღაც უაზრო მიზეზი აქვთ ამის რო ვუდვორდს აბარია ეს საქმე და მაგიტოო. ხოდა ვერ აბარია კარგად, მაგას უშუალოდ რაც ევალება იმას კარგად აკეთებს, მარა წმინა სატრანსფერო ამბები არ იცის ამ კაცმა, კონკრეტულად არ იცის მოლაპარაკება აგენტთან, ფეხბურთელთან, კლუბის წამომადგენლებთან, თორე ბოლო წლებში, გრძელი საპნის ოპერების მერე ასტრონომიულ ფასში კი ყიდულობს მოთამაშეებს, თუმცა ეს არაა საკმარისი.

ჯერ მარტო იმით ჩანს ამათი უნიათობა რო ერთ ტრანსფერს ლამის ერთი დეკადა უნდებიან მართლა, ამას დამატებული ჩემთვის მთავარი კითხვაა რატო იციან ერთ ფეხბურთელზე ჩაციკვლა და ამის გამო გარშემო სხვას ვეღარავის ხედავენ, რამდენი იყო და არი ასეთი, სანჩო, ბეილი, მაგუაიერი (იყიდე ბოლოს და ბოლოს მაინც დაგვაგოიმა ლესტერმა) და რავიცი კიდე რამდენი... ეს ზაფხული წაიღო ფაქტობრივად სანჩომ, ვან დე ბეეკზე ვან დერ სარს რო არ ეაქტიურა მაგასაც ვერ იყიდიდნენ ასე მგონია, ნუ ყოველ შემტხვევაში ასე მალე. სანჩოს გამო პარალელურად ვერ აწარმოებს მოლაპარაკებები, იმიტორო ერთი ვუდვორდია და ისიც ჯეიდონს დასდევს, და ვართ ასე... კონკურენტებმა იყიდეს ნახევარი გუნდი. სანჩოს გარდა არავინ არაა მაგ პოზიციაზე თუ რა ხდება, მგონია რო სკაუტებიც ცუდი ყავს გუნდს, გრანდები ისეთ ფეხბურთელებს აღმოაჩენენ და იაფად ყიდულობენ რო ვარსკვლავები ხდებიან ეს ბიჭები, დეივისის მაგალითი რად ღირს მარტო. ესენი კიდე ინგლისელი თუ არაა დიდად ყურადღებას არ აქცევენ, დარწმუნებული ვარ სანჩო კანადელი რო იყოს ასე არ ჩააცივდებოდნენ, მოკლედ ძაან ბევრი რამე მიკვირს და ვერ ვგებულობ ამათი საქმინაობისას. დანიშნონ სპორტული დირექტორი და ერთი ორად გაადვილდება საქმე, კი ბატონო იმათმა უკეთ იციან მარა შედეგი რო ძაან ცუდია მაგათი მიდგომების მაგას ხო ხვდებიან.
2
№3
ავტორი: ikeoni
19 სექტემბერი 2020 18:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ძალიან ცუდი
0
№4
ავტორი: Vaskaa
19 სექტემბერი 2020 19:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
წელს ექვსეულში შევალთ?
0
№5
ავტორი: Tiji
19 სექტემბერი 2020 20:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
რას ერჩიან ამ გუნდს...იგივე დაემართა ბარსასაც რაც გუნდს...აკადემია არ ფუნქციონირებს ისე როგორც ფერგის დროს იყო,უაზრო ტრანსფერებმა რაც დამართა გუნდს სახეზეა,ფერგის მერე 4 -ია გუნდის მაქსიმუმი
1
№6
ავტორი: Chesterman
19 სექტემბერი 2020 21:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
ჯეიმსი პიონერია ყველანაირ ყ*ეობაში )))დარხეული გვაქ სერიოზულად თუ პირველი ტაიმით ვიმსჯელებთ
1
№7
ავტორი: Dato kutaisi
19 სექტემბერი 2020 21:20
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ვუყურებ ახლა მთელს გუნდს,ვცდილობ ნეიტრალური მხრიდან შევხედო,წარმოვიდგინე სანჩოც მარჯვენა ფლანგზე და მაინც ვერ ვხედავ ამ გუნდს გუნდად.ვუდვორდ არ მოგიყვანია სანჩო და შენს ოჯახში მაინცდამაინც.მინდა შევხედო რა გუნდი ვიქნებით სანჩოსთან ერთად
1
№8
ავტორი: mishamisha
19 სექტემბერი 2020 21:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 26
მდააა...ფოსუ მენსა,ჯეიმსი, ლუკ შოუ,ლინდელოფი,გაპიარებული რეშფორდი.სტადიონზე რას აკეთებენ მაინტერესებს,აი ხომ ვართ არა მანჩესტერის ფანები,ამ გუნდს ამ ფეხბურთელებით რამე მომავალის თქვენ ხედავთ?რაც მთავარია სოლსკაიერი ტრანსფერებით და ამ სასტავით კმაყოფილია.სანჩოს ვზდევთ მარტის მერეა.ვააახ როგორ გინდა არ შეიგინო.წადი ძმაო რა კარდიფში და გაიყოლე ეს ნაბიჭვრები.
2
№9
ავტორი: SANDROGRIGA
19 სექტემბერი 2020 21:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ლინდელოფი და ფოსუ მენსა საშინლად თამაშობენ, ჯეიმსმა მიგვაჩვია უკვე ასეთ თამაშს, ცენტრში ვერ იჭერენ ბურთს წესიერად, მომკლაით და მაკტომინეი ვერ დავამურამე, ამსიმაღლეა რო შეხედავ ფიზიკურად ძლიერი უნდა იყოსო იტყვი და ყველა მაგას ათრევს პატარა ბავშვივით, თუ ართმევს კიდე ბურთს ვინმეს და იმასაც ჯარიმის ხარჯზე. მატიჩი ძაან აკლია გუნდს.
1
№10
ავტორი: ILoveUtd
19 სექტემბერი 2020 21:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 316
ჯეიმსის უნიჭობას უკვე საზღვარი არ აქვს
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top