თბილისი:
მანჩესტერი:
27-02-2013, 07:49
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2256,
კომენტარები: 26
ინტერვიუ ტონი სტრადვიკთან!
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფიზიკური მომზადების მწვრთნელმა ტონი სტრადვიკმა ისაუბრა ცნობილ გამოცემა "Inside United-თან" და საკუთარი აზრი გამოთქვა "იუნაიტედის" მიმდინარე სეზონზე.....
ინტერვიუ ტონი სტრადვიკთან!
კმაყოფილი ხართ კლუბი მიმდინარე ფორმის მდგომარეობით?

დიახ. ჩვენ გავიარეთ სეზონის ურთულესი ნაწილი და კარგ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ჩვენ ეს პროცესი ნელა დავიწყეთ, რამაც გამოიწვია დიდი რაოდენობით ტრავმები და ფეხბურთელების დაღლილობა, რომლებიც დამატებით ევროპულ ჩემპიონატებზეც მონაწილეობენ. მაგრამ, ფიტნესის თვალსაზრისით, ეს კარგიც იყო. წინა სასეზონო მომზადებას ჩავურთეთ რამოდენიმე ახალი ვარჯიში, რის მეშვეობითაც ფეხბურთელი 50-60 მატჩს ჩაატარებს დაღლილობის გარეშე. ასევე, გავაუმჯობესეთ სამედიცინო მომზადებაც.
ამ სეზონში უკვე მოვიპოვეთ დიდი გამარჯვებები: "ლივერპულთან", "ნიუკასლთან" და "სიტისთან". მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი დაგვრჩა გასავლელი. წინა სეზონშიც კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ თქვენ ვითონაც დაინახეთ, თუ როგორ შეუძლია ყველაფრის შეცვლა ორ წარუმატებელ მატჩს. ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ, სეზონის დასრულების ეტაპზე. თითქმის ყველა მოთამაშე, რომელსაც ტრავმა აწუხებდა, ახლა ჯანმრთელადაა და ცდილობენ, რომ საუკეთესო ფორმაში შევიდნენ. ეს მიეხმარება კლუბს, იბრძოლოს ყველა ჩემპიონატში.

შეიცვალა თუ არა ფიტნეს კონტროლის მუშაობა კლუბში? გვექმნება წარმოდგენა, რომ მოთამაშეები როგორებიც არიან:მაიკლ კერიკი და პატრის ევრა - შეუძლიათ ყოველ მატჩში 90 წუთის ჩატარება.

რათქმაუნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთში - მოთამაშეები არიან. მაგრამ კლუბის მუშაობასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პატრისმა, მაიკლმა და რობინმა საშობაო პერიოდზე, ათ დღეში ოთხი მატჩი ჩაატარეს. პირველ ადგილზე გადავიდა ფეხბურთელების რეაბილიტაციის კურსები. ზოგს დასვენება სჭირდება, ზოგს კი ბევრი დატვირთვა. ჩვენი კარგად თამაშის არსი მომდინარეობს იქიდან, რომ ფეხბურთელები მაღალ დონეზე ემზადებიან ყოველი მატჩისთვის. რასაკვირველია, როდესაც კლუბში თამაშობს 25-30 ფეხბურთელი, ყველას ჭირდება პერსონალურად მიდგომა.

რამდენად მნიშვნელოვანია ფეხბურთელებთან აღდგენითი პროცესების ჩატარება, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კლუბი გადამწყვეტ მატჩებს, სეზონის ბოლოს ატარებს?

ეს პროცესი უდაოდ საჭიროა. ამ კლუბს ძალიან დიდი მოთხოვნილება და მოლოდინი აქვს, ასე რომ შენ ყოველთვის მზად უნდა იყო, რომ ერთ კვირაში სამი მატჩის ჩატარება შეგეძლოს. სწორედ ამიტომაა აუცილებელი ფეხბურთელების აღდგენის პროცესი, სეზონის ამ ნაწილში. დიდი აქცენტი კი იმაზე კეთდება, რომ ყოველი მატჩისთვის მაქსიმალური რაოდენობის ფეხბურთელი იყოს მზად.

წინასასეზონო მატჩებამდე ჯერ დიდი გზაა, მაგრამ კლუბმა უკვე გამოაქვეყნა თუ სად გაემგზავრება სათამაშოდ. რასაკვირველი, თქვენ ბევრი რამ გექნებათ დაგეგმილ ამ მოგზაურობისთვის?

ჩვენ ვცდილობთ წინასწარ ვიფიქროთ. ეს ჩვენთვის ცოტა არ იყოს რთული იქნება, რადგან ძალიან ბევრ წვრილმანს უნდა მიექცეს ყურადღება. დიდი ყურადღება ისევ ფიტნეს მიეპყრობა, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფრენის დროს ფეხბურთელების გაუჭირებათ დროის შეცვლა. როდესაც დავრწმუნდებით, რომ ყველაფერი რიგზეა, მუშაობასაც შევუდგებით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან კარგი მოგზაურობა იქნება.


წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
26 კომენტარი
№21
ავტორი: ლადო
27 თებერვალი 2013 14:57
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
David De Gea,
გამოგზავნე და შEმოწმდება თუ კარგი იქნება დაიდება თუ არადა წაიშლება....პმში მომწერე ხოლმე რაც გაგიჭირდება...

1000 კომენტარიიიი მაგადიააა gun2
0
№22
ავტორი: Mr. Rooney
27 თებერვალი 2013 15:07
  • სიახლეები: 33
  • კომენტარები: 205
Lado Ghonghadze

ოკ :))

Lado Ghonghadze
გამოვაგზავნე ;)
0
№23
ავტორი: love united
27 თებერვალი 2013 16:33
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ ლადო...
0
№24
ავტორი: buka oboladze
27 თებერვალი 2013 18:26
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
საღოლ საინტერესოა
0
№25
ავტორი: TrueRed
27 თებერვალი 2013 18:52
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
amis didi wvlilia rom ar etyobat chvenebs dagliloba
0
№26
ავტორი: Jubo
27 თებერვალი 2013 21:01
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ყველაზე მეტად ფეხბურთელებს სამწვრთნელო შტაბიდან ეს კაცი არ მოსწონთ biggrin2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

TOP.GE
Top