თბილისი:
მანჩესტერი:
27-02-2013, 07:49
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2254,
კომენტარები: 26
ინტერვიუ ტონი სტრადვიკთან!
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფიზიკური მომზადების მწვრთნელმა ტონი სტრადვიკმა ისაუბრა ცნობილ გამოცემა "Inside United-თან" და საკუთარი აზრი გამოთქვა "იუნაიტედის" მიმდინარე სეზონზე.....
ინტერვიუ ტონი სტრადვიკთან!
კმაყოფილი ხართ კლუბი მიმდინარე ფორმის მდგომარეობით?

დიახ. ჩვენ გავიარეთ სეზონის ურთულესი ნაწილი და კარგ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ჩვენ ეს პროცესი ნელა დავიწყეთ, რამაც გამოიწვია დიდი რაოდენობით ტრავმები და ფეხბურთელების დაღლილობა, რომლებიც დამატებით ევროპულ ჩემპიონატებზეც მონაწილეობენ. მაგრამ, ფიტნესის თვალსაზრისით, ეს კარგიც იყო. წინა სასეზონო მომზადებას ჩავურთეთ რამოდენიმე ახალი ვარჯიში, რის მეშვეობითაც ფეხბურთელი 50-60 მატჩს ჩაატარებს დაღლილობის გარეშე. ასევე, გავაუმჯობესეთ სამედიცინო მომზადებაც.
ამ სეზონში უკვე მოვიპოვეთ დიდი გამარჯვებები: "ლივერპულთან", "ნიუკასლთან" და "სიტისთან". მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი დაგვრჩა გასავლელი. წინა სეზონშიც კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ თქვენ ვითონაც დაინახეთ, თუ როგორ შეუძლია ყველაფრის შეცვლა ორ წარუმატებელ მატჩს. ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ, სეზონის დასრულების ეტაპზე. თითქმის ყველა მოთამაშე, რომელსაც ტრავმა აწუხებდა, ახლა ჯანმრთელადაა და ცდილობენ, რომ საუკეთესო ფორმაში შევიდნენ. ეს მიეხმარება კლუბს, იბრძოლოს ყველა ჩემპიონატში.

შეიცვალა თუ არა ფიტნეს კონტროლის მუშაობა კლუბში? გვექმნება წარმოდგენა, რომ მოთამაშეები როგორებიც არიან:მაიკლ კერიკი და პატრის ევრა - შეუძლიათ ყოველ მატჩში 90 წუთის ჩატარება.

რათქმაუნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთში - მოთამაშეები არიან. მაგრამ კლუბის მუშაობასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პატრისმა, მაიკლმა და რობინმა საშობაო პერიოდზე, ათ დღეში ოთხი მატჩი ჩაატარეს. პირველ ადგილზე გადავიდა ფეხბურთელების რეაბილიტაციის კურსები. ზოგს დასვენება სჭირდება, ზოგს კი ბევრი დატვირთვა. ჩვენი კარგად თამაშის არსი მომდინარეობს იქიდან, რომ ფეხბურთელები მაღალ დონეზე ემზადებიან ყოველი მატჩისთვის. რასაკვირველია, როდესაც კლუბში თამაშობს 25-30 ფეხბურთელი, ყველას ჭირდება პერსონალურად მიდგომა.

რამდენად მნიშვნელოვანია ფეხბურთელებთან აღდგენითი პროცესების ჩატარება, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კლუბი გადამწყვეტ მატჩებს, სეზონის ბოლოს ატარებს?

ეს პროცესი უდაოდ საჭიროა. ამ კლუბს ძალიან დიდი მოთხოვნილება და მოლოდინი აქვს, ასე რომ შენ ყოველთვის მზად უნდა იყო, რომ ერთ კვირაში სამი მატჩის ჩატარება შეგეძლოს. სწორედ ამიტომაა აუცილებელი ფეხბურთელების აღდგენის პროცესი, სეზონის ამ ნაწილში. დიდი აქცენტი კი იმაზე კეთდება, რომ ყოველი მატჩისთვის მაქსიმალური რაოდენობის ფეხბურთელი იყოს მზად.

წინასასეზონო მატჩებამდე ჯერ დიდი გზაა, მაგრამ კლუბმა უკვე გამოაქვეყნა თუ სად გაემგზავრება სათამაშოდ. რასაკვირველი, თქვენ ბევრი რამ გექნებათ დაგეგმილ ამ მოგზაურობისთვის?

ჩვენ ვცდილობთ წინასწარ ვიფიქროთ. ეს ჩვენთვის ცოტა არ იყოს რთული იქნება, რადგან ძალიან ბევრ წვრილმანს უნდა მიექცეს ყურადღება. დიდი ყურადღება ისევ ფიტნეს მიეპყრობა, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფრენის დროს ფეხბურთელების გაუჭირებათ დროის შეცვლა. როდესაც დავრწმუნდებით, რომ ყველაფერი რიგზეა, მუშაობასაც შევუდგებით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან კარგი მოგზაურობა იქნება.


წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
26 კომენტარი
№11
ავტორი: Mr. Rooney
27 თებერვალი 2013 13:06
  • სიახლეები: 33
  • კომენტარები: 205
საღოლ ავტორ კაია ;)

მოგესალმებით ახალი ვარ და სიახლეებს დავდებ ხოლმე :)

Lado Ghonghadze
პუბლიშბერი რამდენ სიახლეზე გაიცემა? :)
0
№12
ავტორი: I L C
27 თებერვალი 2013 13:33
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
კაი სტატიაა good2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№13
ავტორი: Luka Gelashvili
27 თებერვალი 2013 13:42
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
David De Gea,
წესით 50 მარა კარგად და გამართულად თუ დადებ უფრო მალე მიიღებ სტატუსს თან მწერლები გვჭირდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№14
ავტორი: ლადო
27 თებერვალი 2013 13:49
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
David De Gea,
50 მაგრამ კარგებს თუ დაწერ და გამართულს უფრო ადრეც მოგცემენ....მე კარგად ვშრომობდი და 12 სიახლეზე მომცეს ფულიშერი
0
№15
ავტორი: Vodafone
27 თებერვალი 2013 13:59
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
აშკარად ეტყობა ფიზიკური მდგომარეობის გამოსწორება ჩვენებს.

ისე საქართველოშიც რომ ჩამოგვაკითხონ რა მოხდება wink
0
№16
ავტორი: ლადო
27 თებერვალი 2013 14:09
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საიტზე ვინც ახლები ხართ და სტატიების დადებას აპირებთ, ამ საიტებიდან დადეთ http://www.picz.ge/img/s2/1302/27/3/3f8de02cd2e2.jpg.........


და კიდევ ისეთი სიახლეები არ გამოგზავნოთ რაც იუნაიტედს არ შეეხება...მაგალითად წეღან ვიღაცამ ბარსელონა რეალის მიმოხილვა გამოგზავნაა.....wtf?
0
№17
ავტორი: TrueRed
27 თებერვალი 2013 14:13
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
მაგარია ეს
0
№18
ავტორი: Mr. Rooney
27 თებერვალი 2013 14:39
  • სიახლეები: 33
  • კომენტარები: 205
Lado Ghonghadze

კარგი გავითვალისწინებ და სურათებს რომ აწერთ Redarmy.ge როგორ უნდა დავაწერო? :)
0
№19
ავტორი: Luka Gelashvili
27 თებერვალი 2013 14:48
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
David De Gea,
ფოტოშოფია საჭირო პირადში მომწერე და აგიხსნი თუ გაქ ფოტოშოპი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№20
ავტორი: Mr. Rooney
27 თებერვალი 2013 14:54
  • სიახლეები: 33
  • კომენტარები: 205
Lado Ghonghadze
TrueDeviL 

ერთი სტატია ვიპოვე სხვა საიტიდან The Times რუნიზეა თან ტრანსფერზე დავდო :) კაია :)

უკვე მზად მაქვს :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top