თბილისი:
მანჩესტერი:
30-09-2019, 17:27
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 2321,
კომენტარები: 26
"არსენალი" - მეტოქის ტაქტიკური ანალიზი.
"არსენალი" - ტაქტიკური შეცდომები, რომელსაც უნაი ემერი ხშირად უშვებს.
"არსენალის" ტაქტიკური ფორმაციების გამოცნობა წინასწარ ძალიან რთულია, ვინაიდან საქმე საკმაოდ არაპროგნოზირებად მწვრთნელად გვაქვს საქმე. ბოლო მატჩებს თუ გადავავლებთ თვალს, "არსენალი" 4-2-3-1 ფორმაციასა და 4-3-1-2 შორის აკეთებს არჩევანს. გასვლით მატჩებში უნაი ემერიმ "უოტფორდთან" და "ლივერპულთან" 4-3-1-2 ფორმაციით ითამაშა, ვინაიდან ორივე მატჩში ცენტრზე იქნა ყურადღება გადატანილი. თუმცა არცერთ შემთხვევაში ჩანაფიქრმა არ გაამართლა, ვინაიდან უნაი ემერიმ ძალიან ბევრი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა.

1. ბურთის ამოტანა

უნაი ემერიმ ახალი ტენდეცია დაამკვიდრა ბურთის ამოტანის მხრივ "არსენალში", რომელიც მოიცავს მეკარიდან მოკლე პასით ამოსვლას, ცენტრალური და ფლანგის მცველები იწევენ უკან, ასევე ცენტრალური ნახევარმცველებიც, ხოლო თავმდამსხემელები ფლანგებზე გადაადგილდებიან, თუ წარმატებით დასრულდა ბურთის ამოტანა, სწრაფადვე ხდება ფლანგიდან - ცენტრში შემოტანა ბურთის და ძალიან დიდი სირვცის მოგება, თუმცა თუ წარუმატებლად იქნა ამოტანა, მაშინ მეტოქე გუნდს დიდი შანსი ეძლევა. თუ გავითვალისწინებთ "არსენალის" დაცვით რგოლს, წარუმატებლად ამოსვლის შანსი უფრო დიდია, ვიდრე წარმატებულად. "უოტფორდთან" მატჩმა ეს მინუსები მკაფიოდ დაგვანახა, როდესაც კიკე ფლორესმა ტაქტიკურად ბოლომდე მარცხი აწვნია უნაი ემერის, მან ძალიან მაღალი კაცი - კაცზე პრესინგი შესთავაზა, რითაც მოუკლა სივრცე და პასის გაკეთების არეალი, ცენტრალური მცველები და მეკარე ვალდებულები იყვნენ ბურთი მოეშორებინათ. ყველა წარუმატებელ მცდელობას, "უოტფორდის" წარმატებული შეტევა მოჰყვა.

2. ცენტრის დაკარგვა

"არსენალის" ალბათ ყველაზე დიდი შეცდომა, ნახევარმცველების პოზიციების დაკარგვაა, პოზიციურად უნაი ემერის შეგირდები ამ კომპონენტში საკმაოდ მოისუსტებენ, ვინაიდან 4-3-1-2 ფორმაცია, სადაც ე.წ 10 - ზე მოთამაშე ფეხბურთელს შავ საქმეს აშორებს მის უკან მდგარი 3 ნახევარმცველი, თუ ამ 3 ფეხბურთელიდან სულ მცირე 1 მაინც კარგავს მისთვის მინიჭებულ პოზიციას, ძალიან სახიფათო კონტრშეტევის საწინდარია.

გიუნდუზი საერთოდ გამოთიშულია ეპიზოდიდან.გიუნდუზი საერთოდ გამოთიშულია ეპიზოდიდან.

ასევე შეტევით ანსპექტში

ტორეირა - ჯაკას ძალიან ცუდი პოზიციატორეირა - ჯაკას ძალიან ცუდი პოზიცია

ასევე "არსენალი" ამ ხერხს რიგ შემთხვებში სპეციალურად მიმართავს, ვინაიდან მეტოქე შემოიტყუოს ცენტრისკენ და ბურთის ართმევის შემტხვევაში უპირატესობა შეიქმანს ფლანგური კონტრშეტევისთვის. თუმცა ძალიან ბევრ შემთხვევაში ტაქტიკურად ეს მცდელობა არ ამართლებს.

3. მეტოქის შეცდომებზე თამაშის აგება

უნაი ემერის თითქოსდა უყვარს "ჩასაფრებული" პოზიციიდან თამაში, რომელიც მოიცავს მეტოქე გუნდის შეცდომებზე სწრაფი, მიზანმიმართული კონტრშეტევის აწყობას. იგივე "უიტფორდთან" მატჩში "არსენალმა" ყველა გოლი ამის ხარჯზე გაიტანა, როდესაც შენიშნეს რომ მათ თამაშის დინამიკაში მეტოქის ნახევარდაცვას მოკლე პასებით ვერ ჭრიდნენ და პოზიციურად თითქმის ვერ უტევდნენ, გაზარდეს ზეწოლა უკნიდან და დაელოდნენ მეტოქის შეცდომას.

4. წნეხის ქვეშ ქაოსური მოქმედება

როდესაც მოტექე "არსენალის" საჯარიმოში წნეხს ზრდის და ბურთის კონტროლს ართმევს, ბურთის დაბრუნების თანავე უნაი ემერის შეგირდები ცდილობენ სწრაფი გრძელი პასით განმუხტონ სიტუაცია, ე.წ ბურთის მოშორებით სარგებლობენ, თუმცა ხიფათი ამ კუთხით ხშირად მოაქვს "არსენალს". თუმცა ძალიან ბევრ შემთხვევებში ამ ყველაფერს ცუდი ეფექტი მოაქვს, ვინაიდან მეტოქე გუნდის მცველებისთვის ასეთი პასები მარტივი ჩასაჭრელია.

სტატიები
26 კომენტარი
№21
ავტორი: ALEXFERGUSON
30 სექტემბერი 2019 23:49
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
კითხვა მაქვს ყველასთან. რაშფორდი როცა 1-1 ზე გადის ბურთს რატო მიათრევს მარცხნივ და რატო არ ურტყავს მომენტალურად? აი რა ფენომენია დაგიხატა პასი გარბიხარ დოღის ცხენივით სადღმა მიათრევს კუთხურისკენ ბურთს დაარტყი ეს დედა მოხნული რა.
0
№22
ავტორი: Svanchester
30 სექტემბერი 2019 23:49
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: Dato kutaisi
სულზე მოგვისწრო გოლმა

რასაც ვატყობ დავით ვცდილობთ სწორხაზოვნები არ ვიყოთ, პერეირამ კრეატიულობაზე გააკეთა აქცენტი და ზოგადად სახეზეა ფაქტი რომ ფეხბურთელები ცდილობენ მრავალფეროვნება შემატონ თამაშს, მაკტომინაი კარგად იზრდება და ტუანზებეც შესანიშნავი ფეხბურთელი უნდა გახდეს. აი რეშფორდის ფორვარდობა ალბათ უფრო მარსიალის,არყოფნის გამო თორე აშკარაა ეს ბიჭი ფორვარდად არუნდა იდგეს, კარგი ფორვარდი იმ მომენტიდან მინიმუმ მაგარ სეივს გააკეთებინებდა მეკარეს, ტაქტიკურად ნახევარდაცვის დაჭერას ვცდილობთ და სივრცეების მაქსიმალურად ათვისებას, ასე რომ დღეს პირველ ტაიმში გამოღვიძებულ სქემებს ვხედავ რომელიც ოლემ თავის შტაბთან ერთად დაამუშავა. ვნახოთ რა იქნება მეორე ტაიმში.
0
№23
ავტორი: SANDROGRIGA
30 სექტემბერი 2019 23:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შედარებით კარგი ტაიმი იყო, ვიდრე გასული მთლიანი მატჩები მარა ვუყურებ და მეცინება იანგის ყველა ქმედებაზე, ჯერ უაზროდ აუტის მოწოდებას რო უნდება წუთნახევარი, ლინგარდი საერთოდ ჩაიკარგა მგონი წელს, მაკტომინეის გოლი რო არ გაეტანა არ ვიყავი მაგით კმაყოფილი, პოგბას კიდე ეტყობა რო მაგის კლასის აქ არავინ არაა და ვერც უგებენ ელემენტალურად.
0
№24
ავტორი: giorgisamnidze99
30 სექტემბერი 2019 23:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ციტატა: Svani
ციტატა: Dato kutaisi
სულზე მოგვისწრო გოლმა

რასაც ვატყობ დავით ვცდილობთ სწორხაზოვნები არ ვიყოთ, პერეირამ კრეატიულობაზე გააკეთა აქცენტი და ზოგადად სახეზეა ფაქტი რომ ფეხბურთელები ცდილობენ მრავალფეროვნება შემატონ თამაშს, მაკტომინაი კარგად იზრდება და ტუანზებეც შესანიშნავი ფეხბურთელი უნდა გახდეს. აი რეშფორდის ფორვარდობა ალბათ უფრო მარსიალის,არყოფნის გამო თორე აშკარაა ეს ბიჭი ფორვარდად არუნდა იდგეს, კარგი ფორვარდი იმ მომენტიდან მინიმუმ მაგარ სეივს გააკეთებინებდა მეკარეს, ტაქტიკურად ნახევარდაცვის დაჭერას ვცდილობთ და სივრცეების მაქსიმალურად ათვისებას, ასე რომ დღეს პირველ ტაიმში გამოღვიძებულ სქემებს ვხედავ რომელიც ოლემ თავის შტაბთან ერთად დაამუშავა. ვნახოთ რა იქნება მეორე ტაიმში.

გეთანხმები მეგობარო ყველაფერში ეს სურათი უნდა ოლეს ამ სეზონში და მივესალმები ტოპებთან გამოდის ოლეს თამაში და იმედია ისწავლის აწი ბანძ გუნდებთანაც მის სხემას მოარგებს 10 ქულა რეშის გარდა ყველას პირველ ტაიმში იმედია ესე გააგრძელებენ მეორესაც
0
№25
ავტორი: JuanMata
1 ოქტომბერი 2019 00:29
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ტუანზებეს რა უნდა მარცხენა ფლანგზე? ტიპი გარტყმაში არაა, რა უნდა აკეთოს.
იმ მომენტში მემგონი ვაფშე დაავიწყდა რომ ფლანგის მცველია, ცენტრში იდგა და ფლანგზე ერთი იპოდრომი სივრცე დატოვა.

მაგუაიერი უკეთესი ფორვარდია, ვიდრე რეშფორდი
0
№26
ავტორი: Karanadze
1 ოქტომბერი 2019 00:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 463
Ra tyuila vachuqet goli ra. Ai gundi yomatobs

Ra tyuila vachuqet goli ra. Ai gundi yomatobs

Sul ro waagon mainc kmayofili var gundi tamashobs imena tamashobs da ar uuyurebs sxvis tamashs
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top