თბილისი:
მანჩესტერი:
30-09-2019, 17:27
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 2321,
კომენტარები: 26
"არსენალი" - მეტოქის ტაქტიკური ანალიზი.
"არსენალი" - ტაქტიკური შეცდომები, რომელსაც უნაი ემერი ხშირად უშვებს.
"არსენალის" ტაქტიკური ფორმაციების გამოცნობა წინასწარ ძალიან რთულია, ვინაიდან საქმე საკმაოდ არაპროგნოზირებად მწვრთნელად გვაქვს საქმე. ბოლო მატჩებს თუ გადავავლებთ თვალს, "არსენალი" 4-2-3-1 ფორმაციასა და 4-3-1-2 შორის აკეთებს არჩევანს. გასვლით მატჩებში უნაი ემერიმ "უოტფორდთან" და "ლივერპულთან" 4-3-1-2 ფორმაციით ითამაშა, ვინაიდან ორივე მატჩში ცენტრზე იქნა ყურადღება გადატანილი. თუმცა არცერთ შემთხვევაში ჩანაფიქრმა არ გაამართლა, ვინაიდან უნაი ემერიმ ძალიან ბევრი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა.

1. ბურთის ამოტანა

უნაი ემერიმ ახალი ტენდეცია დაამკვიდრა ბურთის ამოტანის მხრივ "არსენალში", რომელიც მოიცავს მეკარიდან მოკლე პასით ამოსვლას, ცენტრალური და ფლანგის მცველები იწევენ უკან, ასევე ცენტრალური ნახევარმცველებიც, ხოლო თავმდამსხემელები ფლანგებზე გადაადგილდებიან, თუ წარმატებით დასრულდა ბურთის ამოტანა, სწრაფადვე ხდება ფლანგიდან - ცენტრში შემოტანა ბურთის და ძალიან დიდი სირვცის მოგება, თუმცა თუ წარუმატებლად იქნა ამოტანა, მაშინ მეტოქე გუნდს დიდი შანსი ეძლევა. თუ გავითვალისწინებთ "არსენალის" დაცვით რგოლს, წარუმატებლად ამოსვლის შანსი უფრო დიდია, ვიდრე წარმატებულად. "უოტფორდთან" მატჩმა ეს მინუსები მკაფიოდ დაგვანახა, როდესაც კიკე ფლორესმა ტაქტიკურად ბოლომდე მარცხი აწვნია უნაი ემერის, მან ძალიან მაღალი კაცი - კაცზე პრესინგი შესთავაზა, რითაც მოუკლა სივრცე და პასის გაკეთების არეალი, ცენტრალური მცველები და მეკარე ვალდებულები იყვნენ ბურთი მოეშორებინათ. ყველა წარუმატებელ მცდელობას, "უოტფორდის" წარმატებული შეტევა მოჰყვა.

2. ცენტრის დაკარგვა

"არსენალის" ალბათ ყველაზე დიდი შეცდომა, ნახევარმცველების პოზიციების დაკარგვაა, პოზიციურად უნაი ემერის შეგირდები ამ კომპონენტში საკმაოდ მოისუსტებენ, ვინაიდან 4-3-1-2 ფორმაცია, სადაც ე.წ 10 - ზე მოთამაშე ფეხბურთელს შავ საქმეს აშორებს მის უკან მდგარი 3 ნახევარმცველი, თუ ამ 3 ფეხბურთელიდან სულ მცირე 1 მაინც კარგავს მისთვის მინიჭებულ პოზიციას, ძალიან სახიფათო კონტრშეტევის საწინდარია.

გიუნდუზი საერთოდ გამოთიშულია ეპიზოდიდან.გიუნდუზი საერთოდ გამოთიშულია ეპიზოდიდან.

ასევე შეტევით ანსპექტში

ტორეირა - ჯაკას ძალიან ცუდი პოზიციატორეირა - ჯაკას ძალიან ცუდი პოზიცია

ასევე "არსენალი" ამ ხერხს რიგ შემთხვებში სპეციალურად მიმართავს, ვინაიდან მეტოქე შემოიტყუოს ცენტრისკენ და ბურთის ართმევის შემტხვევაში უპირატესობა შეიქმანს ფლანგური კონტრშეტევისთვის. თუმცა ძალიან ბევრ შემთხვევაში ტაქტიკურად ეს მცდელობა არ ამართლებს.

3. მეტოქის შეცდომებზე თამაშის აგება

უნაი ემერის თითქოსდა უყვარს "ჩასაფრებული" პოზიციიდან თამაში, რომელიც მოიცავს მეტოქე გუნდის შეცდომებზე სწრაფი, მიზანმიმართული კონტრშეტევის აწყობას. იგივე "უიტფორდთან" მატჩში "არსენალმა" ყველა გოლი ამის ხარჯზე გაიტანა, როდესაც შენიშნეს რომ მათ თამაშის დინამიკაში მეტოქის ნახევარდაცვას მოკლე პასებით ვერ ჭრიდნენ და პოზიციურად თითქმის ვერ უტევდნენ, გაზარდეს ზეწოლა უკნიდან და დაელოდნენ მეტოქის შეცდომას.

4. წნეხის ქვეშ ქაოსური მოქმედება

როდესაც მოტექე "არსენალის" საჯარიმოში წნეხს ზრდის და ბურთის კონტროლს ართმევს, ბურთის დაბრუნების თანავე უნაი ემერის შეგირდები ცდილობენ სწრაფი გრძელი პასით განმუხტონ სიტუაცია, ე.წ ბურთის მოშორებით სარგებლობენ, თუმცა ხიფათი ამ კუთხით ხშირად მოაქვს "არსენალს". თუმცა ძალიან ბევრ შემთხვევებში ამ ყველაფერს ცუდი ეფექტი მოაქვს, ვინაიდან მეტოქე გუნდის მცველებისთვის ასეთი პასები მარტივი ჩასაჭრელია.

სტატიები
26 კომენტარი
№1
ავტორი: Dato kutaisi
30 სექტემბერი 2019 18:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ვნახოთ რას ვიზამთ.აღარ ვიტყვი ამგენსაც თუ არ მოვიგეთთქო,ისეთებისთვის უნდა მოგვეგო და წავაგეთ ვეღარ ვამბობ ვერაფერს.ვნახოთ რას შემოგვთავაზებენ ჩვენი ბედოვლათები.რაა სიყვარული თორე საერთოდ როგორ უნდა ელოდო ამათ თამაშებს.აი თამაში რო უნდა დაიწყოს ყველა წყენა მივლის და სუფთა ფირცლიდან ვიწყებ ყურებას იმედით და სურვილით რომ ამ თამაშში მაინც ვნახო ის რასაც ამდენი წელია ველოდებით მაგრამ ხო რო დაიწყება და მერე ყველა ვრაზი ერთად მასკდება ამგენის შემყურე
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
30 სექტემბერი 2019 18:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: Dato kutaisi
ვნახოთ რას ვიზამთ.აღარ ვიტყვი ამგენსაც თუ არ მოვიგეთთქო,ისეთებისთვის უნდა მოგვეგო და წავაგეთ ვეღარ ვამბობ ვერაფერს.ვნახოთ რას შემოგვთავაზებენ ჩვენი ბედოვლათები.რაა სიყვარული თორე საერთოდ როგორ უნდა ელოდო ამათ თამაშებს.აი თამაში რო უნდა დაიწყოს ყველა წყენა მივლის და სუფთა ფირცლიდან ვიწყებ ყურებას იმედით და სურვილით რომ ამ თამაშში მაინც ვნახო ის რასაც ამდენი წელია ველოდებით მაგრამ ხო რო დაიწყება და მერე ყველა ვრაზი ერთად მასკდება ამგენის შემყურე


მეც ეგრე ვარ დავით, მერე ვფიქრობ ნეტა როდესმე თუ ეშველება ამ გუნდსთქო და მეშლება ნერვები :) წლებია მსგავსი ფიქრებით ვუყურებ თამაშებს, პერიოდული გამონაკლისების გარდა, ფერგის დროსაც მქონდა ეს შემთხვევები მარა გაცილებით იშვიათად :))

დღეს შეეტყობა გუნდს რამდენად მოტივირებულია, მოტივაცია მაინც ქონდა ოლეს ხელში იუნაიტედს და ამ სეზონში ესეც აღარ აქვს. ტაქტიკა-სტრატეგიაზე არაფერს ვამბობ, იმიტომ რომ მე ვერაფერს ვატყობ მსგავსს ამ გუნდის თამაშს და ნაკლები შანსია ეს არაფროფესიონალიზმით იყოს გამოწვეული wink პროფესიონალი აგერ ოლეა და დაგვანახოს მაშინ რო ჩვენ ვცდებით.
0
№3
ავტორი: ikeoni
30 სექტემბერი 2019 18:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11432
Rac ar unda iyos mainc chveni bulkebi arian
1
№4
ავტორი: მალხაზი
30 სექტემბერი 2019 19:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
ციტატა: Dato kutaisi
ვნახოთ რას ვიზამთ.აღარ ვიტყვი ამგენსაც თუ არ მოვიგეთთქო,ისეთებისთვის უნდა მოგვეგო და წავაგეთ ვეღარ ვამბობ ვერაფერს.ვნახოთ რას შემოგვთავაზებენ ჩვენი ბედოვლათები.რაა სიყვარული თორე საერთოდ როგორ უნდა ელოდო ამათ თამაშებს.აი თამაში რო უნდა დაიწყოს ყველა წყენა მივლის და სუფთა ფირცლიდან ვიწყებ ყურებას იმედით და სურვილით რომ ამ თამაშში მაინც ვნახო ის რასაც ამდენი წელია ველოდებით მაგრამ ხო რო დაიწყება და მერე ყველა ვრაზი ერთად მასკდება ამგენის შემყურე


ზუსტად ასე ვარ მეც!..ყველა თამაშს იმედით შევყურებ და დამთავრებისას სტაბილურად იმედგაცრუებული ვარ!..არადა ისიც ვიცი რომ მუდამ წითელი ვიქნები და სხვაგან არც გავიხედავ!..
0
№5
ავტორი: Lalana
30 სექტემბერი 2019 20:42
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
როგორც სტატიაში აღინიშნა ქაოსურად მოქმედებს გუნდი როდესაც მეტოქე ზეწოლას ახორციელებს მათზე,ამიტომაც საჭიროა მჭიდრო და მძლავრი პრესინგი შევთავაზოთ მათ მცველებსა და მეკარეს,თან თუ იმას გავითვალისწინებთ რომ არსენალს არ ყავს ტოპ მცველები და ისეთი ტიპაჟები რომლებიც სწრაფად და გააზრებულად ამოიტანენ ბურთს ეს ჩვენთვის დიდი პლიუსი იქნება,მაგრამ თუ ასეთ პრესინგს შევთავაზებთ არსენალს,მაშინ დაცვის ცენტრიც უნდა ავწიოთ მაღლა,მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე პეპე,ლაკაზეტი და ობამეიანგი უფრო სახიფათონი იქნებიან,ამიტომ რამდენად გამოგვადგება მათთან ასეთი პრესინგის თამაში ვერ ვიტყვი,ეგ იმ შემმთხვევაში იქნებოდა კარგი ჩვენმა მცველებმა თამაშგარის ზღვარზე თამაში რომ იცოდნენ,მაგრამ ეს მათი პლიუსი ნამდვილად არ არის,მითუმეტეს როდესაც პოზიციურად შეცდომებს უშვებენ.
0
№6
ავტორი: Chaxrux
30 სექტემბერი 2019 21:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 212
Manchesters darcha erti shansi DIEGO SIMEONE, klopi da gvardiola aq momsvlelebi aghar arian... simeones motivacia taqtikebi da kontrshetevebze ki gvyvaavs sajishe cxenebi...)))) ar mevaseba yoveldghe mwvrtnelebis cvla, visac ar unda misce didi dro yvela izavs raghacas mainc mara jobia gamocdil da shedegebian kacs mieces eg dro da satransfero resursebi....
0
№7
ავტორი: Karanadze
30 სექტემბერი 2019 21:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 463
ოლეს ნომერი არიცით? მატა და პერეირა არ უნა იყოს ძირითადში. ჯონია ისევ ბავშვი იყოს ვინმე და არა ეს ორი. მატა საშინლად თამაშობს მიგებისთანავე ტრიალი და უკან მოკლე მოჯრილი პასი. პერეირა ჯილკაა მაგრამ არ გამოდის და ეს ჯილკა მარტო არგვარგია. ისევ თავხედი ბავშვები ჯობია ამათ

აი ბოლო დროს რომ არ უყურებენ ფეხბურთს და რო ეტყვი დღეს მანჩესტერი არსენალი არისთქო ეგრევე რო გპასუხობენ გააპობს მანჩეო და არადა რა დრო გვიდგას ((((
0
№8
ავტორი: setera
30 სექტემბერი 2019 22:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 68
ისევ საცოდაობას უნდა ვუყურო მგონი. მთავარია არ შევრცხვეთ ამ უარეს სირებთან.
0
№9
ავტორი: JuanMata
30 სექტემბერი 2019 22:36
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Lalana
როგორც სტატიაში აღინიშნა ქაოსურად მოქმედებს გუნდი როდესაც მეტოქე ზეწოლას ახორციელებს მათზე,ამიტომაც საჭიროა მჭიდრო და მძლავრი პრესინგი შევთავაზოთ მათ მცველებსა და მეკარეს,თან თუ იმას გავითვალისწინებთ რომ არსენალს არ ყავს ტოპ მცველები და ისეთი ტიპაჟები რომლებიც სწრაფად და გააზრებულად ამოიტანენ ბურთს ეს ჩვენთვის დიდი პლიუსი იქნება,მაგრამ თუ ასეთ პრესინგს შევთავაზებთ არსენალს,მაშინ დაცვის ცენტრიც უნდა ავწიოთ მაღლა,მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე პეპე,ლაკაზეტი და ობამეიანგი უფრო სახიფათონი იქნებიან,ამიტომ რამდენად გამოგვადგება მათთან ასეთი პრესინგის თამაში ვერ ვიტყვი,ეგ იმ შემმთხვევაში იქნებოდა კარგი ჩვენმა მცველებმა თამაშგარის ზღვარზე თამაში რომ იცოდნენ,მაგრამ ეს მათი პლიუსი ნამდვილად არ არის,მითუმეტეს როდესაც პოზიციურად შეცდომებს უშვებენ.


არც ჩვენი პრესინგია დალაგებული, კი დარბიან ენაგადმოგდებულები, მაგრამ არაა კარგად ორგანიზებული. დაცვაშიც ქაოსი გვაქვს, თან მარჯვენა ფლანგზე ტუანზებე დგას დღეს.
მოკლედ ორი არეული გუნდი ხვდება ერთმანეთს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

მთავარია დაცვაში არ ჩადგეს ოლე, როგორც უყვარს ხოლმე ტოპ 6-ის გუნდებთან. პრინციპში უკვე ტოპ 10-თანაც დაცვაში ვდგავართ.
0
№10
ავტორი: Chesterman
30 სექტემბერი 2019 22:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
ბისაკაა რატოო არაა ?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top