თბილისი:
მანჩესტერი:
21-07-2019, 17:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3026,
კომენტარები: 24
სოლსკიაერი: "გრინვუდი გიგზს მახსენებს"
სოლსკიაერმა დაადასტურა, რომ გრინვუდის იჯარით გაშვებას არ აპირებს.
სოლსკიაერი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა კლუბის ახალგაზრდა თავდამსხმელი მეისონ გრინვუდი ლეგენდარულ რაიან გიგზს შეადარა.

ნორვეგიელი მწვრთნელის შექება 17 წლის ფეხბურთელმა უკვე დაიმსახურა "ლიდსთან" გატანილი გოლის შემდეგ და ოლემ მიმდინარე კვირაში იმასაც გაუსვა ხაზი, რომ არ აშინებს მეისონის შეტევაში გამწესება მნიშვნელოვან მატჩებშიც.

შაბათს კი გრინვუდმა კვლავ აალაპარაკა ხალხი თავის თავზე, ვინაიდან სწორედ მისი გოლით დაამარცხა "იუნაიტედმა" "ინტერი" საერთაშორისო ჩემპიონთა თასის სტარტზე.

სოლსკიაერის თქმით, მეისონმა საკმარისზე მეტი გააკეთა იმისათვის, რომ პირველ გუნდში დარჩეს და იჯარით არ გაუშვან.

"არასდროს მიფიქრია იჯარით მეისონის გაშვებაზე. ის არის ფეხბურთელი, რომელიც ჩვენთან უნდა დავიტოვოთ და ვათამაშოთ, როცა ამის კარგი შესაძლებლობა გვაქვს. ამჟამად ის უბრალოდ შეუჩერებელია.

გიგზის ისტორიას მაგონებს. უბრალოდ ვერ გაუშვებ იჯარით. ჩემი აზრით, ამ გუნდში სათამაშოდ მზად არის.

ჯერ მხოლოდ 17 წლის არის და ყოველდღე სწავლობს თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშით. ჩვენთან მხოლოდ რამდენიმე თვეა იმყოფება, მაგრამ ახლა უფრო თავდაჯერებულად და სტაჟიანად გრძნობს თავს.

როგორც უკვე ვთქვი, რთულია, არ გაიყვანო ფეხბურთელი მოედანზე, როცა ასე კარგად ასპარეზობს. თუმცა, არც ნიადაგი უნდა დაკარგო, ვინაიდან ის მხოლოდ 17 წლისაა და მას დაცემისა და აღმაფრენის მომენტები კვლავ ექნება. ჯერჯერობით კი სიამოვნებას იღებს საკუთარი თამაშისგან",
- განაცხადა სოლსკიაერმა.
ინტერვიუები
24 კომენტარი
№21
ავტორი: bziki
22 ივლისი 2019 18:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ციტატა: ALEXFERGUSON
ციტატა: კახა ხოსროშვილი
«Манчестер Юнайтед» наконец-то согласился с условиями трансфера Магуайра за € 89 млн. Безумное количество денег, которое будет потрачено на него и Ван-Биссаку, но это было крайне необходимо, — написал Джонс в своём «твиттере».

აი მე იმ ფეხბურთის დ.შ. სადაც მაგუერი 89 მილიონი ღირს. მაგდენი ფული თუ გაქვთ თქვე ჩემისებო, დადგეს დაცვაში ლინდელოფი-ბაილი და მოიყვანეთ სავიჩი,ფერნანდეში,პეპე. იმენა ხე იყიდეს ტიპებმა რასაც ქვია ხე

ლინდელოფი ბაილი რო იდგა იმიტო ვართ უეფას ლიგაზე თუ ევროპა ლიგაზე
მანჩესტერი VS ყაზახის რუბი,ეგეთი აფიშები ნაღდათ აღარ მინდა.
შენი ლოგიკით სავიჩი,ფერნანდეში რო არ მოიყვანონ მატიჩი,ფრედი,პოგბა ვერ იდგება?თუ მაკტომინეი,პოგბა,ლინგარდი.
ბაილის ტრამვების მერე ჯონსის კლოუნი როჟის ყურებას მაგუაერი კი არა ევანსი დააბრუნონ ეგ ჯობია,ჯონსი:D:D:Dმალე ტოტალიზატორები ფსონების მიღებას დაიწყებენ რომელი უფრო ადრე დაიმტვრევა ბაილი თუ ჯონსი.
მთელი თამაში რო კონტრშეტევებზე ითამაშებენ და ბაილი ჯონსი მიჯაჭულები იქნებიან საჯარიმოში სიტისთან თუ ნებისმიერ ტოპ გუნდთან აი ეგ იქნება სრული ტრაგიკომედია,ერთმანეთს დაეჯახებიან
0
№22
ავტორი: David_Beckham7
22 ივლისი 2019 18:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ბაზარი არაა ყველა ვთანხმდებით რო მაგუაიერში კი არა ნებისმიერ მცველში ამდენის გადახდა ფეხბურთ უბრლწოდ აფუჭრბს. "პსჟ" როო მო... ყველაფერი სადწც შანსი მექნება ყველგან ვიტყვი რო მაგან გააფუჭა ერთ წელიწადში 400 მილიონი რო ნეიმარსა და მბაპეში მოსცა უკვე იმ საზომოთ ზომავენ ყველა. მაგრამ მაგუაიერი ფას რო თავი დავანებოთ გამოგვადგება. ბაი რო უტრწმბო იყოს მეაგრად მომწონს ბისაკასავით მოქნილია და კაია მაგრამ.მაგუაიერი კიდე უფრო გაზრდის კონკირენციას და იმედია როხოს და დარმიანს მაინც გაუშვენლბენ შემდეგ სეზონზე მაინც
0
№23
ავტორი: bziki
22 ივლისი 2019 18:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
სამწვრთნელო შტაბი პრიორიტეტად მველს აყენებს ვიდრე ნახევარმცველს ჩემი აზრით სრულიად ლოგიკურად,ნახევარმცველზე თან ბევრი კანდიდატია მინიმუმ 5-6 მაღალი კლასის.
ბაილი რო მაგუაერს ურჩევნია ვიღაცას და გონია რო ბაილით სეზონს ჩაატარებ ფეხბურთტან მაგარი უხეირო დამოკიდებულება აქ,ტიპი 3 თამაშზე მეტს ვერ ატარებს გადაბმულად და მაგ სამი თამაშიდან პირველი ორი საშინელი აქ სანამ ფორმას აკრიფავს,ნუ მერე იმტვრევა ისევ.
მაგუაერი კიდე ტრანსფერმარკეტზე 50 მილიონი ღირს,ვინც იცის საბაზრო ფასები მაგ 50 მილიონს მინიმუმ 10 მილიონს კიდე უმატებენ,თორე 80 რო არ ღირს ვუდვორდმაც იცის და მაგიტო გაიწელა ამდენი ხანი,ეხლა მაგუაერი ვირაცას პიროვნულად ეზიზღება ეგ სხვა ამბავია(მღვდელის და მრვდელის ცოლის )რეალურად მაგუაერში 65-70 ის გადახდა ნორმაა
0
№24
ავტორი: 100%Red
22 ივლისი 2019 21:25
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ვა დეხეამ ნახეთ რა რეჩი მისცა?)
კაპიტნობა უნდა ბიჭს
ხელები შორს ჩემი იანგისგან aggressive2
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top