თბილისი:
მანჩესტერი:
21-07-2019, 17:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3026,
კომენტარები: 24
სოლსკიაერი: "გრინვუდი გიგზს მახსენებს"
სოლსკიაერმა დაადასტურა, რომ გრინვუდის იჯარით გაშვებას არ აპირებს.
სოლსკიაერი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა კლუბის ახალგაზრდა თავდამსხმელი მეისონ გრინვუდი ლეგენდარულ რაიან გიგზს შეადარა.

ნორვეგიელი მწვრთნელის შექება 17 წლის ფეხბურთელმა უკვე დაიმსახურა "ლიდსთან" გატანილი გოლის შემდეგ და ოლემ მიმდინარე კვირაში იმასაც გაუსვა ხაზი, რომ არ აშინებს მეისონის შეტევაში გამწესება მნიშვნელოვან მატჩებშიც.

შაბათს კი გრინვუდმა კვლავ აალაპარაკა ხალხი თავის თავზე, ვინაიდან სწორედ მისი გოლით დაამარცხა "იუნაიტედმა" "ინტერი" საერთაშორისო ჩემპიონთა თასის სტარტზე.

სოლსკიაერის თქმით, მეისონმა საკმარისზე მეტი გააკეთა იმისათვის, რომ პირველ გუნდში დარჩეს და იჯარით არ გაუშვან.

"არასდროს მიფიქრია იჯარით მეისონის გაშვებაზე. ის არის ფეხბურთელი, რომელიც ჩვენთან უნდა დავიტოვოთ და ვათამაშოთ, როცა ამის კარგი შესაძლებლობა გვაქვს. ამჟამად ის უბრალოდ შეუჩერებელია.

გიგზის ისტორიას მაგონებს. უბრალოდ ვერ გაუშვებ იჯარით. ჩემი აზრით, ამ გუნდში სათამაშოდ მზად არის.

ჯერ მხოლოდ 17 წლის არის და ყოველდღე სწავლობს თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშით. ჩვენთან მხოლოდ რამდენიმე თვეა იმყოფება, მაგრამ ახლა უფრო თავდაჯერებულად და სტაჟიანად გრძნობს თავს.

როგორც უკვე ვთქვი, რთულია, არ გაიყვანო ფეხბურთელი მოედანზე, როცა ასე კარგად ასპარეზობს. თუმცა, არც ნიადაგი უნდა დაკარგო, ვინაიდან ის მხოლოდ 17 წლისაა და მას დაცემისა და აღმაფრენის მომენტები კვლავ ექნება. ჯერჯერობით კი სიამოვნებას იღებს საკუთარი თამაშისგან",
- განაცხადა სოლსკიაერმა.
ინტერვიუები
24 კომენტარი
№11
ავტორი: 100%Red
21 ივლისი 2019 22:27
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ციტატა: bero123
ციტატა: gogita1991
მაგუაიერი დავითრიეთ

სად ნახე ძმა?

მეც შემხვდა აქაიქ ეგ ნიუსი))
რავიცი იმედია გამოგვადგებადა დაცვაში პრობლემები აღარ გვექნება, მარა პირადად მე მაგრა არ მევასება nope2
0
№12
ავტორი: bziki
21 ივლისი 2019 23:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ხო რაგაც ინფოები არის მაგუაერზე,მარა სკაის ველოდები ხვალ დრეს მაინც კვირაა:)ისე სკაიბეთმა 1.2 დან 1.1 ზე დააგდო კუში სხვა გამოცემების გამო:):D:D:D
ხვალ დაწერს სკაი უეჭველი რა ხდება ცრუ განგაშია თუ არა,წესით დროის ამბავია,ბრუნოსაც ეშველება მაგუაერის დახურვა და ეგრევე ბრუნოზე გადართვა ერთი იქნება
0
№13
ავტორი: gogita1991
22 ივლისი 2019 01:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
ციტატა: bero123
ციტატა: gogita1991
მაგუაიერი დავითრიეთ

სად ნახე ძმა?

ტვიტერზე დაწერა ერთერთმა ინგლისელმა რეპორტიორმა ჯონსმა და ხვალ ალბათ სკაიც დაწერს
0
№14
ავტორი: PaLoMo
22 ივლისი 2019 01:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4130
ციტატა: gogita1991
ციტატა: bero123
ციტატა: gogita1991
მაგუაიერი დავითრიეთ

სად ნახე ძმა?

ტვიტერზე დაწერა ერთერთმა ინგლისელმა რეპორტიორმა ჯონსმა და ხვალ ალბათ სკაიც დაწერს

იმედია ვინმეს გაუშვებენ და ტუანზებეს დაიტოვებენ,ფოსუ მენსა სად გააქრეს ვერ ვხვდები.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№15
ავტორი: nika1983
22 ივლისი 2019 09:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
რა აჭამა შკრინიარს... და მაგას აფასებდნენ 100 მილიონ ევროს:)
0
№16
ავტორი: ikeoni
22 ივლისი 2019 09:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
ციტატა: PaLoMo
ციტატა: gogita1991
ციტატა: bero123
ციტატა: gogita1991
მაგუაიერი დავითრიეთ

სად ნახე ძმა?

ტვიტერზე დაწერა ერთერთმა ინგლისელმა რეპორტიორმა ჯონსმა და ხვალ ალბათ სკაიც დაწერს

იმედია ვინმეს გაუშვებენ და ტუანზებეს დაიტოვებენ,ფოსუ მენსა სად გააქრეს ვერ ვხვდები.

ტრამვა აქვს ძმა ძაან ცუდიი
0
№17
ავტორი: JuanMata
22 ივლისი 2019 10:40
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: nika1983
რა აჭამა შკრინიარს... და მაგას აფასებდნენ 100 მილიონ ევროს:)


შკრინიარს იმ თამაშში ყველამ აჭამა ვისაც არ დაეზარა wink
0
№18
22 ივლისი 2019 15:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 328
«Манчестер Юнайтед» наконец-то согласился с условиями трансфера Магуайра за € 89 млн. Безумное количество денег, которое будет потрачено на него и Ван-Биссаку, но это было крайне необходимо, — написал Джонс в своём «твиттере».
0
№19
ავტორი: bero123
22 ივლისი 2019 17:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
რა ხდება ჩაკვდა ყველა ყორი? wink
0
№20
ავტორი: ALEXFERGUSON
22 ივლისი 2019 17:26
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: კახა ხოსროშვილი
«Манчестер Юнайтед» наконец-то согласился с условиями трансфера Магуайра за € 89 млн. Безумное количество денег, которое будет потрачено на него и Ван-Биссаку, но это было крайне необходимо, — написал Джонс в своём «твиттере».

აი მე იმ ფეხბურთის დ.შ. სადაც მაგუერი 89 მილიონი ღირს. მაგდენი ფული თუ გაქვთ თქვე ჩემისებო, დადგეს დაცვაში ლინდელოფი-ბაილი და მოიყვანეთ სავიჩი,ფერნანდეში,პეპე. იმენა ხე იყიდეს ტიპებმა რასაც ქვია ხე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top