თბილისი:
მანჩესტერი:
22-04-2019, 15:04
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2431,
კომენტარები: 22
"იუნაიტედმა" სოლსკიაერის დანიშვნა იჩქარა"
დენი მილსის აზრით, "იუნაიტედმა" ოლე გუნარის დანიშვნა იჩქარა.
დენი მილსის განცხადებით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ოლე გუნარ სოლსკიაერის დანიშვნა იჩქარა. სოლსკიაერი ჟოზე მოურინიოს შემდეგ ჯერ დროებითი, შემდეგ კი მუდმივი მწრთვნელის პოზიციაზე დაინიშნა.

"არ მესმის რატომ მისცეს ოლე გუნარს ასე მალე ეს სამსახური. ის მაინც არ დატოვებდა ამ კლუბს. მისთვის სამსახური თუნდაც "ბარსელონას", "რეალ მადრიდს" ან პსჟ-ს შეეთავაზებინა, ყველას მიუტრიალდებოდა და ეტყოდა: "არა, სეზონის ბოლომდე მოვიცდი."

"არ იყო საჭირო მისი ასე სწრაფად დანიშვნა. უცებ მათ სამი მატჩი ზედიზედ წააგეს. ახლა რა ხდება?"

"დიახ, ნამდვილად კარგად დაიწყო ყველაფერი, მაგრამ უეცრად მისი შედეგები არც ისე კარგია. ზაფხულში ამ შედეგებით ბევრ კარგ ფეხბურთელს ვერ მიიზიდავენ."

"რა თქმა უნდა, ისინი მას ვერ დაითხოვენ, ეს არასდროს მოხდება, მაგრამ აირჩიეს კი სწორი პირი ამ სამსახურისთვის?"

დენი მილსმა "ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტის" ჩემპიონობის შესაძლებლობის შესახებაც ისაუბრა:

"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის ამაზე ფიქრი და ლაპარაკი რთულია. ისინი, ალბათ, ფიქრობენ: ვინ გვირჩევნია? "სიტი" თუ "ლივერპული"? მე ვიტყოდი, რომ უმეტესობას მაინც "სიტის" ჩემპიონობა ურჩევნიათ. "ლივერპულთან" საშინელი მტრობა აკავშირებთ პრემიერ ლიგის ტიტულების რაოდენობასთან დაკავშირებით."

"ასე რომ გულშემატკივრები შესაძლოა, რომ ამ მატჩს ცოტა სხვა განწყობით შეხვდნენ. ოლე გუნარმა თქვა, რომ მათი გულშემატკივრები მაგიურები არიან და ის მათგან იგივე გულშემატკივრობას ელის, მაგრამ ისინი ცოტათი უფრო შორს იქნებიან."


წყარო: SkySports
ინტერვიუები
22 კომენტარი
№21
ავტორი: kobinio
23 აპრილი 2019 13:26
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: mishiko1
ამ გუნდს ვერავინ უშველის იმიტომ რომ ხელმძღვანელობას ფულის დახარჯვა არ უნდა, გუნდში 4-5 ფეხბურთელის გარდა ყველა გასაშვებია და ახალი გუნდია გასაკეთებელი დიდი ფულია დასახარჯი, 200 მილიონი მხოლოდ სამ კარგ ფეხბურთელს თუ იყიდი და ეს საკმარისი არარის, ოლე რომ იძახის ერთი ცენტრალური მცველის დამატება საკმარისი იქნებაო ვის უწყვილებს? ჩვენი მცველები დირკები არიან ეს ევერტონთანაც და სხვა თამაშებშიც გამოჩნდა, ორი კარგი ცენტრი გვინდა ერთი მარჯვენა მცველი ყველა პოზიციაზე გვჭირდება გაძლიერება მეკარეების გარდა, რეალს ჩვენზე ათჯერ ძლიერი შემადგენლობა ყავს და 500 მილიონს ხარჯავენ გასაძლიერებლად და პლუს ბეილის გაყიდვიდან შემოსულ ფულს, და ამ იდიოტებმა თუ თვითონ არ იცია გუნდი როგორ გააძლიერონ აიღონ სხგა გუნდების მაგალითი იგივე რეალის ბარსელონას და სხვა წარმატებული გუნდების, მაგრამ ამათ ფულს ვერ დაახარჯინებ, გუნდი მსიფლიოში მეორეა შემოსავლებით რეალის შემდეგ.

ასიანი ხარ ძმაო.ამათი წუწკი დედავატირწ
0
№22
ავტორი: Svanchester
23 აპრილი 2019 17:00
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ვინც დღეს გუნდს უნდა სათავეში ის უდგას სწორედ, სულით და გულით მანჩესტერელი კაცი, დაიხვეწება ტაქტიკურად ბაბუსგან ისწავლის ბევრს და მჯერა რომ წარმატებული სამწვრთნელო კარიერა ექნება იუნაიტედში.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top