თბილისი:
მანჩესტერი:
22-04-2019, 15:04
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2426,
კომენტარები: 22
"იუნაიტედმა" სოლსკიაერის დანიშვნა იჩქარა"
დენი მილსის აზრით, "იუნაიტედმა" ოლე გუნარის დანიშვნა იჩქარა.
დენი მილსის განცხადებით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ოლე გუნარ სოლსკიაერის დანიშვნა იჩქარა. სოლსკიაერი ჟოზე მოურინიოს შემდეგ ჯერ დროებითი, შემდეგ კი მუდმივი მწრთვნელის პოზიციაზე დაინიშნა.

"არ მესმის რატომ მისცეს ოლე გუნარს ასე მალე ეს სამსახური. ის მაინც არ დატოვებდა ამ კლუბს. მისთვის სამსახური თუნდაც "ბარსელონას", "რეალ მადრიდს" ან პსჟ-ს შეეთავაზებინა, ყველას მიუტრიალდებოდა და ეტყოდა: "არა, სეზონის ბოლომდე მოვიცდი."

"არ იყო საჭირო მისი ასე სწრაფად დანიშვნა. უცებ მათ სამი მატჩი ზედიზედ წააგეს. ახლა რა ხდება?"

"დიახ, ნამდვილად კარგად დაიწყო ყველაფერი, მაგრამ უეცრად მისი შედეგები არც ისე კარგია. ზაფხულში ამ შედეგებით ბევრ კარგ ფეხბურთელს ვერ მიიზიდავენ."

"რა თქმა უნდა, ისინი მას ვერ დაითხოვენ, ეს არასდროს მოხდება, მაგრამ აირჩიეს კი სწორი პირი ამ სამსახურისთვის?"

დენი მილსმა "ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტის" ჩემპიონობის შესაძლებლობის შესახებაც ისაუბრა:

"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის ამაზე ფიქრი და ლაპარაკი რთულია. ისინი, ალბათ, ფიქრობენ: ვინ გვირჩევნია? "სიტი" თუ "ლივერპული"? მე ვიტყოდი, რომ უმეტესობას მაინც "სიტის" ჩემპიონობა ურჩევნიათ. "ლივერპულთან" საშინელი მტრობა აკავშირებთ პრემიერ ლიგის ტიტულების რაოდენობასთან დაკავშირებით."

"ასე რომ გულშემატკივრები შესაძლოა, რომ ამ მატჩს ცოტა სხვა განწყობით შეხვდნენ. ოლე გუნარმა თქვა, რომ მათი გულშემატკივრები მაგიურები არიან და ის მათგან იგივე გულშემატკივრობას ელის, მაგრამ ისინი ცოტათი უფრო შორს იქნებიან."


წყარო: SkySports
ინტერვიუები
22 კომენტარი
№1
ავტორი: 100%Red
22 აპრილი 2019 15:07
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ვინმე მეტყვის რო არ დაენიშნათ პოგბა ერთ ადგილს გაანძრევდა, იანგი გამოსწორდებოდა თუ ლინგარდი თამაშს ისწავლიდა??? მომკალიდა ვერ ვხდები რა მნიშვნელობა აქვს
ან ეს ექსპერტი თუ თვლის რო არიქა ოლემ კონტრაქტი მოხია დამერე დაიკიდა ყველაფერი მაშინ გაესინჯოს რა...
2
№2
ავტორი: Dato kutaisi
22 აპრილი 2019 15:16
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
აი ეს პროფესორობაა ნაღდად.რას ფიქრობს ნეტა ასე რო განვითარებულიყო მოვლენები და ოესთვის კონტრაქტი არ მიეცათ რა მაინც არ მიცემდნენ?მიცემდნენ.არა იმიტომ რომ არიქა და ოლე რახან არის მიტომ.უბრალოდ აქ არავინ მოდის არავინ გავიგოთ ეგ.ვის აქვს საშარო თავი რომ ყულფში გაყოს თავი?არავის.მიტომაც იყო არც გვარდიოლა მოვიდა არც სხვა ვინმე.მოკლედ ისევ საკუთარი ძალებით მოგვიწევს ამ ნეხვიდან ამოსვლა,მაგრამ მთავარია გასუფთავების კუთხით რა გაკეთდება.არც არაფერი ასე მგონია.იანგს მარსიალს პოგბას რეშს ლინგარდს არც არავინ გაუშვებს.ხოდა აბა დანარჩენი არ ზოგავს არცერთი თავს მაგრამ რაც გამოუდით კი არის სახეზე.ხოდა ბატონო ოლე შენც ამ ყველაფრის ტყვე ხარ უკვე და შენ თვითონვე მოგიწევს გამოსავლის პოვნა,წინააღმდეგ შემთხვევაში მიყვები წინა მწვრთნელების დინებას და წახვალ ნორვეგიაში.
დისციპლინა დააყენე გუნდში თორე ასე ვერაფერს იზამ სულ მთლად გენიალური სქემები რო დაალაგო.შესრულებით შენ თვითონ ვერ შეასრულებ.ასე რომ მოუწევს ბევრის სკამზე დასმა და შედეგად ურთიერთობების დაძაბვაც.რა ვქნათ ასეთი ყოფილა ხვედრი იყო მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელი
2
№3
ავტორი: ikeoni
22 აპრილი 2019 15:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Modi idi naxui raa
1
№4
ავტორი: bziki
22 აპრილი 2019 17:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
სწორს ამბობს არადა,იმ შედეგების მერეც კი ვარჩევდი პოჩეს იმიტო რო დატესტილია უკვე ეპლში გუნდის შენებაში.
უბრალოდ ძალიან დიდი მუხტი მოიტანა და არ გამოდიოდა შანსი რო არ მიეცათ მაგარი უსამართლებლობა იქნებოდა,ოთხეულში თუ ვერ შევიდნენ რისი შანსიც ძალიან დიდია ტრანსფერს ვერ გააკეთებენ,ვერ მიხვალ ტოპ იგროკთან მანჩესტერი ვართო მარტო მაგის ძახილით. კეინი,ერიქსენი,საული,ვარანი,რაბიო,გრიზმანი,კროოსი,ისკო საერთოდ არ განიხილავენ მანჩესტერის შეთავაზებას თუ რაგაც ასტრონომიული ხელფასი არ მიცეს,ვუდვორდია ღმერთი კი არაა, რა ტრანსფერებიც დადო პოგბა,ლუკაკუ,დიმარია,შვაინა,ზლატანა მაგათზეც საღოლ ხელფასის ხარჯზე მარა მკვდარ გუნდში მაგ დონის იგროკის მოყვანა მართლა შედეგია.
და საერთოდ ვერ ვხვდები ვუდვორდს რაში ამტყუნებს ვინმე,მოიესი იყო და ფერგის პირდაპირი ჩარევით დანიშნეს,ეცადნენ ტრანსფერებს მარა მოიესის პერსონის გამო არავინ მოვიდა.
შემდეგ ცადეს ყველა ტოპ ტრენერთან მოლაპარაკება(ფერგი იყო დაჟე ყველა ტრენერთან პირადათ ჩარეული კლოპთან,გვარდიოლასთან და სხვებთანაც) და არავინ მოვიდა ყველას შეეშინდა.
სპორტული დირექტორი რას იზავს ვერ ვხვდები ტრანსფერებს გააკეთებს?ტრენერი არაა გუნდში და რომელი სპორტული დირექტორი გაუკეთებს ტრანსფერს მოიესს? მოიყვანონ ჯერ ტოპ ტრენერი ვისაც რაღაც ხედვა ექნება და საქმეს გააკეთებს მარტო ლაპაკს არ ვგულისხმობ.
ყველა ტრენერეს ვუდვორდი ბოლომდე ედგა საკმაო ფულიც ხარჯა და ძალიან სერიოზულ ტრანსფერებზეც გავიდა მარა რა?ტრენერებმა ვერ გაქაჩეს.
1
№5
ავტორი: SANDROGRIGA
22 აპრილი 2019 17:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ინერციით და ოლეს ეფექტით მუშაობდა გუნდი, ფაქტია მუდმივმა კონტრაქტმა ეგრევე შეცვალა შედეგები, მე არ ვამბობ რო სეზონის ბოლოს გინდა თუ არა უნდა გაეშვათ, არა, მაგრამ უნდა მოეცადათ სეზონის დასრულებისთვის. ფაქტია რაღაც შეიცვალა, მუხტი გადავიდა, მიდგომაც დარბილდა ალბათ ოლეს მხირდან.
0
№6
ავტორი: shotkin
22 აპრილი 2019 18:05
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ლივერპულის ჩემპიონობას იასნა მირცევნია სიტის ჩემპიონობა ესენი ეულში შემსვლელები მაინც არ არიან რო ყოფილიყვნენ ევერტონს მოუგებდნენ და სიტისთან წაგებაც კი არ იქნებოდა ფატალური 4 ეულისთვი ბრზოლისთვის აი როგორ სეიძლება რამე გაცვალო ადამიანმა იმ დიდ საიმოვნებაზე რასაც ლუზერპულის უპრემიერლიგო 30 + წელი ქვია ? კიდე მრავალი წელი ვიღადავებდი და ვიცინებდი მაგათ მშრალ სერიაზე, შემდეგ წელს ლიგაზე რო გავიდეთ რა? იმედია თავს არ გაიგიჟებენ სიტისთან თორე ვსო ლივეპრულს ისეთი თამაშები დარჩა ჰადერსფილდს გარუნავენ სახლში და მერე გასვლაა ნიუკასლთანს ადაც ბენიტესიც წაეხმარება ლივერპულს და არავინ დამაჯეროს რო ეგრე არ იქნება და მერე ვულვზთან 1 თამაშის მოგება როცა ამხელა რამე დევს სასწორზე პრობლემა არ იქნება ასე რომ ცენზურა დააყენოს მანჩესტერმა და გააგრძელოს იანგებით ჩაწოდებები ამ თამაშში და ყველანაირი ის ყ ლეობა რასაც პე სეჟეს მერე აკეთებენ... ასე თუ სიე არსენალი კიდე წაუცენზურავენს ლესტერთან აქვს სათამაშო და ვილვზთან და მანდ 6 ქულას ვერ აიღებს შანსი არაა და მეორე მხარეს ჩელსია რომესსაც შეგვიძლია მოვუგოთ და გადავასწორთ თუ ლონდონელება დღეს ბარნლის ვერ მოუგეს
0
№7
ავტორი: stepno
22 აპრილი 2019 18:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
არ წააგებენ სიტისთან დარწმუნებული ვარ რატომღაც
1
№8
ავტორი: shotkin
22 აპრილი 2019 18:25
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: bziki
სწორს ამბობს არადა,იმ შედეგების მერეც კი ვარჩევდი პოჩეს იმიტო რო დატესტილია უკვე ეპლში გუნდის შენებაში.
უბრალოდ ძალიან დიდი მუხტი მოიტანა და არ გამოდიოდა შანსი რო არ მიეცათ მაგარი უსამართლებლობა იქნებოდა,ოთხეულში თუ ვერ შევიდნენ რისი შანსიც ძალიან დიდია ტრანსფერს ვერ გააკეთებენ,ვერ მიხვალ ტოპ იგროკთან მანჩესტერი ვართო მარტო მაგის ძახილით. კეინი,ერიქსენი,საული,ვარანი,რაბიო,გრიზმანი,კროოსი,ისკო საერთოდ არ განიხილავენ მანჩესტერის შეთავაზებას თუ რაგაც ასტრონომიული ხელფასი არ მიცეს,ვუდვორდია ღმერთი კი არაა, რა ტრანსფერებიც დადო პოგბა,ლუკაკუ,დიმარია,შვაინა,ზლატანა მაგათზეც საღოლ ხელფასის ხარჯზე მარა მკვდარ გუნდში მაგ დონის იგროკის მოყვანა მართლა შედეგია.
და საერთოდ ვერ ვხვდები ვუდვორდს რაში ამტყუნებს ვინმე,მოიესი იყო და ფერგის პირდაპირი ჩარევით დანიშნეს,ეცადნენ ტრანსფერებს მარა მოიესის პერსონის გამო არავინ მოვიდა.
შემდეგ ცადეს ყველა ტოპ ტრენერთან მოლაპარაკება(ფერგი იყო დაჟე ყველა ტრენერთან პირადათ ჩარეული კლოპთან,გვარდიოლასთან და სხვებთანაც) და არავინ მოვიდა ყველას შეეშინდა.
სპორტული დირექტორი რას იზავს ვერ ვხვდები ტრანსფერებს გააკეთებს?ტრენერი არაა გუნდში და რომელი სპორტული დირექტორი გაუკეთებს ტრანსფერს მოიესს? მოიყვანონ ჯერ ტოპ ტრენერი ვისაც რაღაც ხედვა ექნება და საქმეს გააკეთებს მარტო ლაპაკს არ ვგულისხმობ.
ყველა ტრენერეს ვუდვორდი ბოლომდე ედგა საკმაო ფულიც ხარჯა და ძალიან სერიოზულ ტრანსფერებზეც გავიდა მარა რა?ტრენერებმა ვერ გაქაჩეს.

პოჩეტინოს არ უნდოდა აქ თორე მაგას მოიყვანდენ და სწორიც იყო პოჩეტინო, ჯერ ერთი თავისი შრომით ააწყო ეგ გუნდი ყველაფერს რო თავი დაანებო და ტიტულის მოგებაც ეგეთი გუნდით არის ტკბილი და ურჩევნია მერე მეორე ახალ სტადიონს უშენებენ გუნდს და ეგ ფაქტორიცაა რაღაცა ახალი ისტორიის დაწერა შეუძლია ისეთი გუნდით რომელიც ჩვეულებრივი გუნდიდან შეიძლება მალე ძაან წარმატებული გახადოს და შუა გზაში რატო მიატოვებდა საქმეს? + რა კაი ფეხბურთელები ყავს და დღევანდელი ტოტე მანჩესტერზე 10 თავით მაღლა დგას და რატო უნდა წასულიყო ოლდ ტრაფორდზე? სწორი არცევანი გააკეთა რო დარცა შანსი აქვს რო ტოტეს ისტორიაში შევიდეს დაახლოებით ისე როგორც ფერი შევიდა აქ ჩვენთან ზაან კაი მწვრთნელია და ალბათ პრემიერ ლიგასაც დადებს უახლოეს წლებში და ზოგადად ტიტულებს
0
№9
ავტორი: kaizerstein
22 აპრილი 2019 19:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
მეტი ჟილკა გვინდა! მეტი დისციპლინა. ერერა რატო არაა?! ასეთი ფეხბურთელები გვინდა. არ გვინდა ეს ტრაწიანი მარსიალი და რეშფორდი და ლინგარდი... მარსიალი იოზილს დაემსგავსა რაც უფრო ასაკი ემატება მომატების მაგივრად ცენზურავდება, ლინგარდი კიდე სადაცაა 27 წლის გახდება პერსპექტიულის ძახილში.
0
№10
ავტორი: 100%Red
22 აპრილი 2019 19:31
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ციტატა: kaizerstein
მეტი ჟილკა გვინდა! მეტი დისციპლინა. ერერა რატო არაა?! ასეთი ფეხბურთელები გვინდა. არ გვინდა ეს ტრაწიანი მარსიალი და რეშფორდი და ლინგარდი... მარსიალი იოზილს დაემსგავსა რაც უფრო ასაკი ემატება მომატების მაგივრად ცენზურავდება, ლინგარდი კიდე სადაცაა 27 წლის გახდება პერსპექტიულის ძახილში.

ერთი ერერას გამაგებინა რა დაემართა, გონია მოკლეს და გვამი გადამალეს, არ აამხელენ აბა სად გაუჩინარდა, ვერც ის გავიგე მიდის თუ არა. aaaeee
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top