თბილისი:
მანჩესტერი:
31-08-2018, 00:49
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3341,
კომენტარები: 49
ჟოზე მოურინიო - დამნაშავე თუ უდანაშაულო ?
მწვრთნელი, რომელსაც უღალატეს...
ჟოზე მოურინიო - დამნაშავე თუ უდანაშაულო ?
27 მაისი, 2016 წელი - ჟოზე მოურინიო “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა !

ედ ვუდვორდი: “ყველაფერი მარტივადაა, ჟოზე მოურინიო მსოფლიოში საუკეთესო მენეჯერია და მოხარული ვართ, რომ ის ჩვენთანაა”

ჟოზე მოურინიო: “მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელობა ჩემთვის განსაკუთრებული ჯილდოა, მისტიკა და რომანი, რომელსაც ვერც ერთი სხვა გუნდი ვერ შეედრება”

27 აგვისტო, 2018 წელი - “მანჩესტერ იუნაიტედი” Vs “ტოტენჰემ ჰოთსპური” 0-3

გულშემატკივრები: “Mourinho Out”

ჟოზე მოურინიო: “დღეს დავრწმუნდი, რომ საუკეთესო შემფასებლები არიან გულშემატკივრები. დღეს ჩვენ წავაგეთ, მაგრამ ისინი ტაშს გვიკრავდნენ, რატომ ? იმიტომ რომ ეს დავიმსახურეთ. გახსოვთ “სევილიასთან” მარცხი ? მათ ჩვენ დაგვისტვინეს და ეს სრულიად სამართლიანი იყო, მაგრამ ისინი ხომ საუკეთესო შემფასებლები არიან, მათ იციან, რომ დღეს ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ, ყველაფერი გავაკეთეთ. მე წავაგე 0-3, მაგრამ იცით რას ნიშნავს ეს 3 ? დიახ, ეს ნიშნავს რომ ჩვენ სამი გოლი გავუშვით და წავაგეთ, მაგრამ სამი, ეს ნიშნავს, რომ მე 3-ჯერ მოვიგე პრემიერ ლიგა, ანუ იმაზე მეტჯერ, ვიდრე ეს დანარჩენი 19 გუნდის მწვრთნელმა ერთად გააკეთა, მათ ანგარიშზე 2 პრემიერ ლიგაა, ჩემს ანგარიშზე კი 3, გამოიჩინეთ უფრო მეტი პატივისცემა”


სად და რა მომენტში დაიძაბა ჟოზე მოურინიოსა და გულშემატკივრებს შორის ურთიერთობა ? ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე ? რა უნდა მოხდეს შემდეგ ?

ჩემ მიერ ზემოთ მოყვანილ კომენტარებს შორის სხვაობა სულ რაღაც 2 წელია. 2017 წლის 24 მაისს ჟოზე მოურინიომ “მანჩესტერ იუნაიტედს” “ევროპა ლიგა” მოაგებინა, ეს ჯერჯერობით ბოლო ტიტულია, რომელიც მან გუნდს მოაგებინა, მას შემდეგ 1 წელზე ოდნავ მეტია გასული, თუმცა გულშემატკივრები ორად არიან გაყოფილნი და ერთნი მოურინიოს გაშვებას ითხოვენ, მეორენი კი იმას, რომ მას დრო მიეცეს. რა თქმა უნდა, დრო სწრაფად გადის, გულშემატკივრების მოლოდინები და შეხედულებები იცვლება, მათ ხომ ყოველთვის მეტი სურთ…

ჩემი ლოგიკის გასავითარებლად პარალელებს “ლივერპულის”, “ჩელსის” ,“მანჩესტერ სიტის” და “ტოტენჰემის” მწვრთნელებთან გავავლებ. ვნახოთ, თუ რა დროა გასული ამ გუნდის მწვრთნელების ბოლოს მოპოვებული ტიტულებიდან:

პეპ გვარდიოლა: 1 თვეზე ნაკლები (ბოლო ტიტული - “კომუნიტი შილდი”, აგვისტო, 2018 წელი)

იურგენ კლოპი: 3 წელი

მაურისიო სარი: მაურისიო სარიმ “ჩელსი” სულ ახლახანს ჩაიბარა და მასთან პარალელის გავლება ალბათ ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ “ჩელსიში” ამ მწვრთნელისგან ნამდვილად ელიან ბევრს. მიუხედავად ამ მცირე დროისა, მას მაინც შეეძლო მოეპოვებინა პირველი ტიტული “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის რანგში, მაგრამ მისი გუნდი “უემბლიზე” გვარდიოლას “სიტისთან” დამარცხდა, ისე კი 28 წლიან სამწვრთნელო კარიერაში სარის არასდროს მოუგია ტიტული და ერთადერთი მისი მთავარი მიღწევა იტალიის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გასვლაა.

მაურისიო პოჩეტინო: 3 წელი

ჟოზე მოურინიო: 15 თვე (ბოლო ტიტული - “ევროპის ლიგა”, მაისი, 2017 წელი)

ჟოზე მოურინიოს სტატისტიკა ამ მხრივ კატასტროფული ნამდვილად არ არის. მოდით ამ მონაცემებს მივუმატოთ ისიც, თუ რა რაოდენობის თანხა დახარჯეს ამ მწვრთნელებმა დღემდე:

იურგენ კლოპი - 440 მილიონი ევრო (3 სრული სეზონი, 0 ტიტული)
პეპ გვარდიოლა - 600 მილიონი ევრო (2 სრული სეზონი, 3 ტიტული)
მაურისიო პოჩეტინო - 350 მილიონი ევრო (3 სრული სეზონი, 0 ტიტული)
ჟოზე მოურინიო - 371 მილიონი ევრო (2 სრული სეზონი, 3 ტიტული)

2018 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კარგად მოგეხსენებათ, რომ გუნდს ხმაურიანი ტრანსფერი არ განუხორციელებია. “იუნაიტედის” გულშემატკივრების ნაწილი კი იმასაც ამბობს, რომ მოურინიომ უკვე დახარჯა საკმარისი თანხა და ეს თანხა სრულიად არის საკმარისი იმისთვის, რომ გუნდის განახლების და გადახალისების პროცესი საბოლოოდ დასრულებულიყო და გუნდს უმაღლესი პოზიციებისთვის საბოლოოდ დაეწყო სტაბილურად ბრძოლა. ასეა კი ეს ნამდვილად ?

პეპ გვარდიოლამ 2016/17 წლებში კლაუდიო ბრავო და ნოლიტო შეიძინა, თუმცა “სიტის” ხემლძღვანელობას ნამდვილად არ განუცხადებია უარი გვარდიოლასთვის და მისთვის გუნდმა კვლავ შეიძინა მეკარე (ედერსონი) და შემტევი (გაბრიელ ჟეზუსი)

იურგენ კლოპმა 2016 წელს ლორის კარიუსი და რაგნარ კლავანი მოიყვანა, მატიპი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შუერთდა, მაგრამ არც ლივერპულის ხელმძღვანელობას განუცხადებია უარი კლოპისთვის და მათ გერმანელი სპეციალისტის მოთხოვნით მცველში სარეკორდო თანხა გადაიხადეს (საუბარია ვირჯილ ვან დაიკზე), შემდეგ ესეც არ იკმარეს და სარეკორდო თანხის სანაცვლოდ გუნდში მეკარეც მოიყვანეს, თუმცა შემდეგ ეს რეკორდი მალე დაემხო (საუბარია ალისონ ბეკერზე, რომელიც კეპა არიზაბალაგას “ჩელსიში” გადასვლამდე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახლდათ). იურგენ კლოპმა ლორიუს კარიუსი ლიგის ფინალში კარში დააყენა, საბოლოოდ ამ არჩევანმა მას ფინალი წააგებინა, რაგნარ კლავანი კი ბევრს ნამდვილად არ ახსოვს, მან უკვე დატოვა “ლივერპული”.

“იუნაიტედის” გულშემატკივრები ხშირად იშვერენ თითს ჟოზე მოურინიოსკენ და ამბობენ, რომ ფეხბურთელები, რომლებიც შეცდომებს უშვებენ სწორედ მისი მოყვანილია და მას ამ მხრივ საწუწუნო არაფერი აქვს, რადგან გუნდმა ჟოზეს ისედაც უკვე ბევრი “დაახარჯა”.

ჟოზე მოურინიომ მოიყვანა ზლატან იბრაჰიმოჩი, რომელმაც გუნდისთვის ძალიან ბევრი გააკეთა და ორი ტიტული მოუტანა (კომუნიტი შილდი და ლიგის თასი), ჰენრიხ მხითარიანი, რომელმაც გუდს ევროპის ლიგა მოუტანა, რის შემდეგადაც ის გაცილებით მაღალი კლასის ფეხბურთელში გაიცვალა (საუბარია ალექსის სანჩესზე, რომელიც გუნდმა უფასოდ შეიძინა). ნემანია მატიჩი, პოლ პოგბა და რომელუ ლუკაკუ არიან ფეხბურთელები, რომლებზეც ვფიქრობ, რომ კომენტარის გაკეთება არ ღირს, რადგანაც ვიმედოვნებ, რომ რომელიმე მათგანის შეძენაში გულშემატკივრები ჟოზეს არ ადანაშაულებენ. ერიკ ბაიი არის ფეხბურთელი, რომელიც გულშემატკივართა ძალიან დიდ ნაწილს უყვარს და გულშემატკივრობს, თუმცა “ბრაიტონთან” მატჩის შემდეგ ბევრმა ეს ტრანსფერიც არასწორად მონათლა. ვიქტორ ლინდელოფი ჩემი აზრით არის მოურინიოს ერთადერთი შენაძენი, რომელიც ნამდვილად ვერ ამართლებს, თუმცა კი კარგი მცველია, რომელსაც ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ დიდი მცველი გახდეს. ახლა კი კითხვა, არის კი ერთი ტრანსფერის, მოდი დავარქვათ ვერ გამართლება იმის საფუძველი, რომ გუნდმა და გულშემატკივარმა მწვრთნელს უარი განუცხადოს იმავე პოზიციაზე კიდევ ერთი ფეხბურთელის მოყვანაზე ? რა თქმა უნდა არა, ამის არგუმენტად ზემოთმოყვანილი მაგალითებიც გამოდგება !

ვუდვორდმა მოურინიო 2016 წელს იმ მიზნით მოიყვანა, რომ უპირველეს ყოვლისა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაში რეგულარულად მომხდარიყო. პირველ სეზონში მოურინიომ ვუვდორდს და ხელმძღვანელობას ეს დავალება შეუსრულა, გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე დააბრუნა და დამატებით 2 ტიტულის მოგებაც მოახერხა. შემდეგ იყო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა და ივან პერიშიჩი, ანუ ის ფეხბურთელი, რომელიც გუნდმა მოურინიოს ვერ/არ მიუყვანა. შეგვიძლია თუ არა მოვნათლოთ ეს შემთხვევა პირველ ღალატად მოურინიოსა და ვუდვორდის ურთიერთობაში ? დამეთანხმებით, რომ ეს შესაძლებელია და არ იქნება გადამეტებული. 2017/18 სეზონი გუნდმა კარგად ჩაატარა, ვთანხმდებით, რომ ნებისმიერ სხვა დროს ეს გუნდი ჩემპიონი გახდებოდა, რადგანაც “მანჩესტერ სიტიმ” ძალიან ძლიერი სეზონი ჩაატარა პრემიერ ლიგაში. ვუდვორდი და ხელმძღვანელობა ამას კარგად ხედავდა და იანვრის მიწურულს კიდეც გაუხანგრძლივა კლუბმა პორტუგალიელს კონტრაქტი. შემდეგ იყო თებერვალი, საოცარი მატჩები “კრისტალ პალასის”, “ჩელსის” და “ლივერპულის” წინააღმდეგ და შემდეგ მარცხი “სევილიასთან”...

2018 წლის 13 მარტი იყო კატასტროფა როგორც “იუნაიტედისთვის, ასევე მოურინიოსთვის. ამ მარცხის შემდეგ მოურინიომ ნამდვილად დაკარგა გულშემატკივართა დიდი ნაწილი და ალბათ ფეხბურთელებიც, ალბათ ხელმძღვანელობაც… აღნიშნული სეზონი გუნდმა მეორე პოზიციაზე დაასრულა, თასის ფინალში კი “ჩელსისთან” დამარცხდა. წინ იყო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა და ყველასთვის იყო ნათელი, რომ მოურინიოს კარიერისთვის ეს იქნებოდა უმნიშვნელოვანესი სეზონი და ის ყველაფერს გააკეთებდა თავის გადასარჩენად, ამისთვის კი მას სჭირდებოდა ფეხბურთელები. პრობლემური წერტილები კარგად ვიცოდით, ნათელი იყო, რომ გუნდს დაცვის ცენტრში აუცილებლად სჭირდებოდა ფეხბურთელი, გუნდს ფეხბურთელი სჭირდებოდა განაპირა ფლანგებზე, გვახსოვს ისიც, თუ როგორ დაესწრო მოურინიო რუსეთისა და ავსტრიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრას და გვახსოვს ისიც, თუ ვის აკვირდებოდა იგი ამ მატჩზე (საუბარია მარკო არნაუტოვიჩზე). საბოლოოდ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ ჟოზე მოურინიოს შერჩა (სწორი სიტყვაა) მომავლის იმედი (დიოგო დალო) და ფრედი (რომელიც “იუნაიტედმა” “სიტის” გამოგლიჯა), არანორმალურად გაძლიერებული “ლივერპული” და ისედაც ძალზედ ძლიერი “სიტი” რიად მაჰრეზით.

ახლა კი მოდი ვიკითხოთ, ვინ როგორი გუნდი ჩაიბარა თავის დროზე ?

პეპ გვარდიოლა - 2016 წელი, ჩაიბარა “სიტი”, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შეძლო გასვლა, მოიგო ლიგის თასი და დაასრულა სეზონი ოთხეულში.

იურგენ კლოპი - 2015 წელი, ჩაიბარა “ლივერპული”, გუნდი, რომელმაც 2014 წელს ლამის მოიგო ნანატრი პრემიერ ლიგა (თუმცა ამაში ხელი სწორედ ჟოზე მოურინიომ შეუშალა)

მაურისიო პოჩეტინო - 2015 წელი, ჩაიბარა გუნდი, რომელიც დღეს უკვე სხვა დონეზეა, თუმცა მოლოდინები “ტოტენჰემში” არასდროსაა მაღალი და ეს ყველამ კარგად ვიცით.

ჟოზე მოურინიო - 2016 წელი, ჩაიბარა გუნდი, რომელმაც ვერ დაძლია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, გავიდა მე-5 პოზიციაზე ჩემპიონატში და მოიგო ფედერაციის თასი “კრისტალ პალასის” წინააღმდეგ.

ზემოთჩამოთვლილიდან ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ ყველაზე რთულ საქმეს ხელი პორტუგალიელმა მოჰკიდა,“იუნაიტედი” უდიდესი მასშტაბების გუნდია უდიდესი მოთხოვნებით. კითხვები არც იმაზე უნდა ისმებოდეს, იყო თუ არა ეს გუნდი ახლად გადასაწყობი, რადგანაც “იუნაიტედი” ნამდვილად იყო გადასახალისებელი. პირველ სეზონში მოურინიომ ეს გადახალისება ბაიით, პოგბათი და მხითარიანით დაიწყო (არ ჩავთვალოთ იბრაჰიმოვიჩი), ანუ ფეხბურთელებით, რომლებიც მომავალში აუცილებლად იქნებიან გუნდის სასტარტო 11-ში (მხითარიანი ალექსისით ჩავანაცვლოთ), მეორე სეზონში მოურინიომ ნემანია მატიჩი, რომელუ ლუკაკუ და ვიქტორ ლინდელოფი მოიყვანა, თუ ლინდელოფის შეძენა შეცდომად მოვნათლეთ (მე მაინც მგონია, რომ შვედი მომავალში აუცილებლად ათამაშდება და მინიმუმ სკამისთვის ის კარგი ვარიანტია), ნემანია მატიჩი და რომელუ ლუკაკუ სასტარტოს ფეხბურთელები არიან. მესამე სეზონის წინ მოურინიოს შემადგენლობა დაახლოებით ასეთი იყო:

დავიდ დე ხეა - ეშლი იანგი, ერიკ ბაიი,კრის სმოლინგი (ფილ ჯონსი), ანტონიო ვალენსია - ნემანია მატიჩი, პოლ პოგბა - ალექსის სანჩესი, ჯესი ლინგარდი, ხუან მატა - რომელუ ლუკაკუ

ამ შემადგენლობაში მოურინიოს საკუთარი 5 ფეხბურთელი ჰყავს, მესამე სეზონში კი იმედოვნებდა, რომ მისი სასტარტო თერთმეტეული ასეთი იქნებოდა:

დავიდ დე ხეა - ალექს სანდრო, ერიკ ბაიი, ტობი ალდერვეირელდი, ანტონიო ვალენსია - ნემანია მატიჩი, პოლ პოგბა - ალექსის სანჩესი, ჯესი ლინგარდი, გარეტ ბეილი - რომელუ ლუკაკუ

არ არის არა ცუდი შემადგენლობა ? რა თქმა უნდა, დამეთანხმებით რომ არა. ზემოთ აღვნიშნე, რომ მოურინიოს ძირითადი შემადგენლობიდან საკუთარი 5 ფეხბურთელი ჰყავდა, მესამე სეზონში, ანუ სეზონში, სადაც მას კიდევ უფრო კარგი შედეგებისთვის უნდა ებრძოლა მას ძირითადში კვლავ 5 ფეხბურთელი ჰყავს…

როგორ განვლო ეს პროცესი გვარდიოლამ ?

ჰარტი - სანია,ოტამენდი,კომპანი,კლიში - ფერნანდო,ფერნანდინიო - ნავასი,სილვა,დე ბრუინი - აგუერო

საჩემპიონო სეზონში გვარდიოლამ 380 მილიონი ევრო დახარჯა, გადაახდევინა კლუბს სარეკორდო თანხები მცველებში და საბოლოოდ მიიღო შემდეგი:

ედერსონი - მენდი,ოტამენდი,კომპანი,უოლკერი - ფერნანდინიო, გუნდოგანი - სანე,სილვა,დე ბრუინი - აგუერო/ჟეზუსი

არ დაგვავიწყდეს როგორ ძლიერ სურდა გვარიდოლას ჟორჟინიოს შეძენა ფერნანდინიოს სანაცვლოდ, ასეთ შემთხვევაში მას ძირითადში საკუთარი 6-7 ფეხბურთელი ეყოლებოდა, თუმცა მან მთლიანად გამოცვალა “სიტის” როგორც ძირითადი, ასევე სათადარიგო ფეხბურთელები.

იურგენ კლოპს სრული 3 წელი დაჭირდა იმისთვის, რომ მიეღო ის გუნდი, რომელიც მას დღეს ჰყავს. შესაძლოა ჩვენ ვილაპარაკოთ იმ სარეკორდო თანხაზე, რაც მოურინიომ გუნდს პოგბაში გადაახდევინა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს სარეკორდო თანხად შეძენილი ვან დაიკი და ალისონი.

ზემოთ აღვნიშნე, რომ “სევილიასთან” მარცხის შემდეგ ურთიერთობა მოურინიოსა და გულშემატკივრებს შორის ნამდვილად გაფუჭდა, აღვნიშნე, რომ ურთიერთობა გაფუჭდა მოურინიოსა და ხელმძღვანელობას შორისაც, მაგრამ ერთი მარცხი ღირს კი ამად ? იურგენ კლოპმა პირველ სეზონში ლიგის თასის ფინალი წააგო, წააგო ევროპა ლიგის ფინალი, ვერ გაიყვანა იმ სეზონში გუნდი ევროთასების ზონაში, მეორე წელს გუნდი სრულიად იყო თავისუფალი ევროპული შეჯიბრებებისგან, მაგრამ კლოპმა ხელმძღვანელობა მხოლოდ ოთხეულით დააჯილდოვა, მესამე წელს გუნდი კვლავ ოთხეულში გავიდა და რაც ღირებული გააკეთა იყო ის, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, ამასთან გავიხსენოთ, კლოპის რეკორდები სათასო მატჩებში - ინგლისში ის თითქმის პირველივე ტურიდანვე ეთიშება სათასო გათამაშებებს - ყველაფერ ამის მიუხედავად მოითხოვა გულშემატკივარმა კლოპის გაშვება ? არა, ხელმძღვანელობამ უარი განუცხადა მხარდაჭერაზე ? არა, უტიტულო მწვრთნელს გუნდმა და გულშემატკივარმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და საბოლოოდ ამ ლოდინმა მოიტანა ის, რომ ახლა კლოპმა იპოვა და შეკრა ის გუნდი, რომელსაც შეუძლია ბევრის მიღწევა. პირველად კარიერაში გვარდიოლამ სეზონი მესამე პოზიციაზე დაასრულა, ვერ მოიგო ვერაფერი, გამოვარდა “მონაკოსთან”, შეიტანა გულშემატკივარმა ან ხელმძღვანელობამ ეჭვი იმაში, რომ შესაძლოა გვარდიოლა უკვე კრიზისშია და ის არასწორი კანდიდატურაა ? არა, აქაც გუნდი მწვრთნელს ბოლომდე დაუდგა გვერდში, დახარჯა ძალიან დიდი თანხები და მიიღო ის შედეგი, რაც ყველამ ვიცით.

ჟოზე მოურინიო აღარ არის ტოპ მენეჯერი და ის დასრულებულია, სიმართლეა ? მოდი ფაქტებით ვილაპარაკოთ. ბოლოს ჟოზე მოურინიომ ინგლისი დუბლით დაიპყრო და ეს 3 წლის წინ იყო, ბოლო ტიტული, რომელიც მან მოიპოვა იყო მხოლოდ და მხოლოდ 15 თვის წინ, ბოლო ფინალი, რომელიც მან ითამაშა იყო დაახლოებით 3 თვის წინ, ბოლო პოზიცია ჩემპიონატში, რომელიც მან დაიკავა იყო მე-2. ტოპ მწვრთნელებთან გასულ სეზონში მოურინიოს ასეთი სტატისტიკა ჰქონდა:

პეპ გვარდიოლა - 1 მოგება, 1 წაგება
მაურისიო პოჩეტინო - 2 მოგება, 1 წაგება
იურგენ კლოპი - 1 მოგება, 1 ფრე
ანტონიო კონტე - 1 მოგება, 2 წაგება
არსენ ვენგერი - 2 მოგება

როგორც ვხედავთ მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ჟოზე მოურინიო როგორც მწვრთნელი დასრულებულია საკამათაო და გადაჭრით ვერავინ იტყვის, რომ მოურინიო მართლაც დასრულდა და ვეღარაფერს მიაღწევს.

როგორია ფეხბურთის დონე, ის ხომ ანტიფეხბურთს თამაშობ ?

დღევანდელ ფეხბურთში ასეთი რეალობაა, არიან მწვრთნელები, რომლებიც სანახაობრივი ფეხბურთით აღწევენ შედეგს და არიან მწვრთნელები, რომლებიც უპირატესობას პრაგმატულ ფეხბურთს ანიჭებენ. გვახსენდება პეპ გვარდიოლა, რომელიც თავს სანახაობრივი ფეხბურთითაც იწონებს და შედეგებითაც, გვახსენდება პოჩეტინო და კლოპი, რომლებიც სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ შედეგს ვერ დებენ, გვახსენდება სიმეონე და ალეგრი, რომლებიც უპირატესობას პრაგმატულ ფეხბურთს ანიჭებენ და საჭირო შედეგსაც დებენ. სად არის მოურინიო ? მოურინიო პრაგმატული ფეხბურთის მოყვარულია და ეს ყველამ კარგად იცის. "იუნაიტედის" გულშემატკივრები ითხოვენ სანახაობრივ და შედეგიან ფეხბურთს, მაგრამ რამდენია ამ მომენტისთვის ისეთი მწვრთნელი, რომელიც მოურინიოს გათავისუფლების შემთხვევაში ერთდროულად შემოგვთავაზებს როგორც სანახაობრივ, ასევე შედეგიან ფეხბურთს ? დამეთანხმებით, რომ ამ მომენტისთვის ასეთი ბევრი არავინაა.

"იუნაიტედის" გულშემატკივრებმა იცოდნენ, თუ როგორ ფეხბურთს თამაშობდა ჟოზე მოურინიო და ამისთვის მზად ჯერ კიდევ მაშინ უნდა ყოფილიყვნენ, როდესაც ხელმძღვანელობამ პორტუგალიელი მთავარ მწვრთნელად დანიშნა. ჟოზე მოურინიო ფეხბურთის სპეციალისტია, რომელმაც უდიდეს წარმატებებს მიაღწია, ამიტომ ცოტა გასაკვირია, თუ რატომ უკვირთ გულშემატკივრებს მოურინიოს ასეთი სათამაშო სტილი. მოურინიო არ არის დამნაშავე იმაში, რომ ის ფეხბურთს ასე ხედავს, კითხულობს და ასე ათამაშებს გუნდს, დამნაშავე აქ უფრო ხელმძღვანელობაა, ვიდრე მოურინიო, რადგანაც კარგად იცოდა 2016 წელს ვუდვორდმა, თუ როგორ ფეხბურთს ითამაშებდა გუნდი მოურინიოს მოწვევით.

ვერდიქტი - დამნაშავეა თუ უდანაშაულო ?

"მანჩესტერ იუნაიტედი" ასოცირდება პირველობასთან და გულშემატკივრები წლების განმავლობაში მიჩვეულნი იყვნენ ამ პირველობასთან, გამარჯვებასთან. ყველანი ვთანხმდებით, რომ ფერგიუსონი უნდა დავივიწყოთ, რადგან მეორე ფერგიუსონი მსოფლიო ფეხბურთს აღარ ეყოლება. რა ხდება პოსტფერგიუსონის ერაში ? ჩვენ ვიხილეთ მოიესის და ვან გაალის "იუნაიტედი", გაცილებით უარესი, შერცხვენილი გუნდი, არანაირი სათამაშო სტილით და არანაირი შედეგით. გულშემატკივართა ნაწილი ამბობს, რომ მოურინიომ "იუნაიტედი" კიდევ უფრო დაანგრია, მაგრამ ეს სიმართლეა ? ფერგიუსონის შემდეგ "იუნაიტედის" სტანდარტები დაეცა, განადგურდა, ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ კი ეს სტანდარტები კვლავ აიწია და ამაში დამნაშავე სწორედ მოურინიოა, რადგანაც თუმცა კი მოიხსენებენ მას დასრულებულ მწვრთნელად, მაინც აქვთ გარკვეულწილად იმის იმედი და მოლოდინი, რომ ის გაიმარჯვებს.

სწორედ მაშინ, როცა მწვრთნელს ყველაზე მეტად სჭირდებოდა ხელმძღვანელობის მხარდაჭერა, ხელმძღვანელობამ ის უარით გაისტუმრა და გუნდი პირდაპირ გაუშვა რისკისკენ. ნათელი იყო, რომ არაჯანსაღი გარემო აუცილებლად იქონიებდა ზეგავლენას და ეს ყველაფერი პირველ სამ ტურში კარგად გამოჩნდა. ვინ არის ამაში დამნაშავე ? ერთპირონულად - ხელმძღვანელობა.

სამი წლის თავზე მოურინიოს არ ჰყავს "ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედი", სამი წლის თავზე ჟოზე მოურინიოს ჰყავს სერ ალექს ფერგიუსონის, ლუი ვან გაალის და დევიდ მოიესის + ჟოზე მოურინიოს მანჩესტერ იუნაიტედი. მოურინიო იმსახურებდა მეტ მხარდაჭერას, მითუმეტეს, როცა ამის საფუძველი მან ხელმძღვანელობას მისცა. გულშემატკივრები უნდა ემდუროდნენ ჟოზე მოურინიოს სათამაშო სტილზე, მაგრამ არა შედეგებზე, რომლებიც მან დადო.

გიფიქრიათ, ვის შეეძლო ჩაებარებინა "იუნაიტედი" 2016 წელს ? ვინ იყო ის თავისუფალი მწვრთნელი, რომელიც აიღებდა თავის თავზე ნომერ პირველ პრობლემურ სამუშაოს, მოვიდოდა გუნდში, გადაახალისებდა ამ გუნდს, ითამაშებდა ლამაზ ფეხბურთს და დადებდა იმ საოცნებო შედეგებს, რომლებზეც დღეს ასე ოცნებობს ბევრი ? შემიძლია დაგელოდოთ...

"ბრაიტონთან" მატჩის შემდეგ გუნდის ბევრმა ლეგენდამ გააკეთა კომენტარი და მათგან ალბათ გარი ნევილის სიტყვები ყველაზე უფრო კარგად იტყვის ჩემს საბოლოო სათქმელს:

"შენ არ შეგიძლია ააშენო სახლი ნახევრად და შემდეგ იქ საცხოვრებლად შეხვიდე. თუ შენ შენს მენეჯერს კონტრაქტს უხანგრძლივებ, ვალდებული ხარ მას ბოლომდე გვერდში დაუდგე"
სტატიები
49 კომენტარი
№21
ავტორი: Dato Sirabidze
31 აგვისტო 2018 13:08
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: bziki
ჟოზესს გარდა რა კანდიტაბები განიხილებოდნენ როცა დანიშნეს ახსოვს ვინმეს?იმ კანდიდატებს ჟოზე კი არა უმწვრთნელოთ ეთამაშათ ეგ ჯობდა.
სიტუაცია აირია სევილიის მერე მეც ისეთი გაბრაზებული ვიყავი ვუდვორდის ადგილას ეგრევე გავუშვებდი არა წაგების და გავარდნის გამო.ყველაფრის: მოტივაციის,სათამაშო სტილის,დისბალანსის,უფრო ჟინის არ ქონის გამო რომლის ქონაც აუცილებელია ლიგის ფლეიოფში და მაგ მოტივაცია-ჟინზე პირდაპირ პასუხისმგებელია მენეჯერი,მაქამდე ეგეთი დუხზე დავარდნილი ჟოზეს გუნდი არც მახსოვს.
სევილიასთან თამაშის მერეა რო ბალეშიკებიც და როგორც ჩანს ხელმძღვანელობაც განუდგა ჟოზეს მარა ხელმძღვანელობამ ზუსტად მაგ სევილიის მერე გაუგრძელა კონტრაქტი, ესეიგი მიცა მეორე შანსი.მერე რა შეიცვალა ჟოზემ და ვუდვორდმა იციან.
13 მილიონია კომპენსაცია რო გაუშვან,თუ შესაბამისი კანდიდატი ეყოლებათ 13 მილიონი არ შეაშინებთ,საქმე ისაა რო კანდიდატი არაა, სანამ იპოვიან ვინმეს აცდიან ჟოზეს ეგრე უტრანსფეროდ.
შემტევი სტილის კანდიდატიც მინიმუმ 2 წელს მოითხოვს ორი წლის ჩავარდნას არ აპატიებენ და შემდეგ შემტევი სტილის კანდიდატს ნახავენ რომელიც ისევ 2 წელს მოითხოვს და იქნება ეგრე,აბა შემტევი სტილიც და ეგრევე შედეგიც მარტო ჩემ "ძმის" Paulscholes1 სსიზმრებში თუა შესაძლებელი,მითუმეტეს ამ კონტიგენტით


კონტრაქტი იანვრის მიწურულს გაუხანგრძლივეს და მერე იყო გამარჯვებები ჩელსის და ლივერპულის წინააღმდეგ და ის ქამბექი კრისტალ პალასთან...საქმეც მაგაშია, რომ ჯერ კონტრაქტის გახანგრძლივება დააჩქარეს, რადგანაც შეეშინდათ, რომ პსჟ-ში არ წავიდესო, მერე დაიტოვეს, სევილიასთან ის ორი სამარცხვინო მატჩი ნახეს, დაასრულებინეს სეზონი, ზაფხულში არავინ მიუყვანეს და ისევ ახალი სეზონი დააწყებინეს...ჯერ თუ კონტრაქტს უხანგრძლივებ ხო უნდა დაუდგე კიდეც გვერდში, მერეც თუ კონტრაქტი უკვე გაუხანგრძლივე, მაგრამ სევილიასთან იმ მატჩების მერე იმედი აღარ გაქვს ახალ სეზონს რატო აწყებინებ ? ვუდვორდი უძლიერესია მარკეტინგულ ამბებში, მაგრამ ნულია ფეხბურთში, მოედნის გარეთ მაგრად მუშაობს, მაგრამ მოედანზე არ იცის არაფერი...აზრზე არაა რას აკეთებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№22
ავტორი: bziki
31 აგვისტო 2018 13:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Svani
რა გირჩევნია გყავდეს სიმეონე-მოუ-ალეგრი და ყოველ წელს იბძოლო ტიტულისთვის შეილება წააგო მარა ბრძოლას ნებისმიერი შეძლებს თუ ტრანსფერს გაუკეთებენ.
თუ უნაიემერი,ჟარდიმი,დიფრანჩესკო,ტუხელი თუ ლოპოტეგი რომლებიც მინიმუმ 2 წელს მოითხოვენ მარტო იმისთვის რო თავისი ხედვები დანერგონ,ეგ 2 წელი ტიტულზე ფიქრიც კი აბსურდია ოთხეული თუ დადეს ეგეც მაგარი შედეგი იქნება,აი მერეა საქმე მაგ 2 წლის მერე:D:D:D:Dთუ ვინმეს გონია რო ტუხელი თუ დიფრანჩისკო 2 წლის მერე თავის ხედვებს რო დანერგავენ გვარდიოლას მოუგებს ტიტულს რომელსაც უკვე ფესვები აქ გადგმული უბრალოდ არ იცის საგანი.
ამ კლუბში ესეთ დროს რო "ვიღაც" შემტევი სტილის ტიპს ნიშნავ ამბობ იმას რო ნაპოლის და ტოტენჰემის ამბიციები გაქ!!!
თორე ჩვენამდე პერესი დაიღალა მაგ შემტევი ტრენერების ცლით და ლოდინით იქნებ ვინმეს გაემართლებინა, მაიგტო მიიყვანა ჟოზე შედეგი რო მოენატრა,ანახა შდეგი პირველ წელსვე ჟოზემ და მერე სანახაობაც მოუნდათ.ეგრეა მადა ჭამაში მოდის არის ოთხეული არის პატარა ტიტულები ეხლა სანახაობაც გვინდა,მოიესის და ვანგაალის დრო თითქოს არც ყოფილა
0
№23
ავტორი: Gamkrelidze
31 აგვისტო 2018 13:22
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ეს ყველაფერი კარგი მაგრამ... დავიჯერო ხელმძღვანელობამ არ იცოდა რო მოურინიო რო მოყავდა გუნდში მისთვის ყველაფერი უნდა გაეღო? ერთი პოგბათი და ერთი საჩესით რო შედეგს ვერ დადებს გუნდი ეგ არ იცის? ან ის არ იცოდა რომ მის ხელში მარსიალი და რეშფორდი სულ სხვა თამაშს მოირგებდნენ და არანაირ კრეატივზე აღარ იქნებოდა საუბარი? მოურინიომ ამ პრაგმატიზმით პორტოს და ინტერს ლიგა მოაგებინა, რეალი გააცოცხლა და ჩელსიში ისტორია დაწერა. ანუ გამოდის მაინცდამაინც ჩვენთან განიცადა მენეჯერმა რეგრესი? სრული სისულელეა ის რო „მოუს დრო წავიდა“. ჯობია დააყენონ ერთი ადგილი და გაუკეთონ ტრანსფერები ამ კაცს და შედეგს დადებს. ან საერთოდ ადგნენ და დღესვე გაუშვან, უბრალოდ უკეთესს ვერავის ნახავენ.
0
№24
ავტორი: Malboro463
31 აგვისტო 2018 13:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ერთი და იგივეს წერა მომბეზრდა. სვანს ვეთანხმები ყბელაზე დიდი შეცდომა მაგის მოყვანა იყო
გუნდი რომელიც სანახაობრივ ფეხბურთს ვერ აჩვენებს და ჩელსიდან დათხოვნილ ავტობუსისვმძღოლს მოიყვან ეგ შეცდომა უკვე. მწვრთვნელსა და ფეხბურთელებს შორის უთანხმოება გუნდისთვის სასიკეთოდ არასდროს დამთავრებულა და სანამ დროა უნდა გაუშვან თორე სეზონის ბოლოს თუ რამე არ შეიცვალა ბევრი საჭირო ფეხბურთელიც მიყვება მერე უკვე ტრანსფერებს შეიძლება 500მლნ არ ეყოს

არანაირი მხარდაჭერა ამის გაჩერებას აზრი არ აქ. სანამ პეპი და კლოპი ინგლისში იქნება ტიტულთანამას არ მიუშვებენ და ლიგაზე დი მატეოს მსგავსად თუ გაუმართლებს ეგა
1
№25
ავტორი: vincent
31 აგვისტო 2018 13:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
მოგესალმებთ მეგობრებო. დავით მადლობა სტატიისთვის,შენი პოზიცია ასე გასაგებად რომ დაწერე და ენერგიას არ იშურებ (საკმაოდ დიდი ხანია აქ ვარ და ვხედავ რამხელა ენერგიასაც დებ საიტის კარგად მუშაობაში),რისთვისაც მე გიხდი პირადად მადლობას და ასევე სხვა წევრებსაც ვინც წერთ სტატებს და თქვენს აზრს აფიქსირებთ კომენტარების სახით. ამ საიტს ქონდა ყველა საიტისგან განსხვავებული მიდგომა,კომენტარებში ჩვენ პრობლემებზე ვსაუბრბდით,განვიხილავით ყველაფერს კლუბის ირგვლივ და ერთმანეთს არ ვეკინკლავებდით (ადრეც მაქვს ამაზე დაწერილი),ჩემი თხოვნა იქნება დასაბუთებულად ვიმსჯელოთ და ერთმანეთის აზრს პატივი ვცეთ,ნუ ემსგავსება ეს საიტი ლივერპულის და რეალის ფანების საიტებს,სადაც გინება და უაზრო ბლუყუნი უფრო ხშირია ვიდრე შინაარსიანი და საინტერესო კომენტარები. მადლობა ყურადღებისთის fellow manunited
2
№26
ავტორი: Svanchester
31 აგვისტო 2018 13:52
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: bziki
Svani

მირჩევნია "იუნაიტედის" თამაშით სიამოვნება მივიღო. მირჩევნია სურვილი მქონდეს მატჩის ჩართვის იმიტომ, რომ ჩემი საყვარელი გუნდი ითამაშებს იმ ფეხბურთს რაც შეეფერება, მირჩევნია ბრძოლაში წააგონ ბიჭებმა ვიდრე უსახური ფეხბურთით 1 - 0 მოვიგოთ და სახეზე ყველა მაინც დაღვრემილი იყოს რადგან ეს ფეხბურთი მათ არ სიამოვნებთ. ზინედინ ზიდანი მირჩევნია ყველას, იმიტომ რომ გავლენა აქვს ფეხბურთელებში, არ ვიძახი, რომ ზიდანი იფრენს, სასწაულ შეტევებს გვათამაშებს, მაგრამ ფაქტი ერთია, ზიდანის სიტყვა იქნება კანონი, ძალა, რომელსაც ვერავინ გადაახტება. პოგბამ ეს უნდა ათამაშოს ამდენი ხანი ერთი ადგილი? მოურინიომ დაკარგა ეს ნდობა ფხბურთელების მხრიდან. ძალიან ბევრჯერ გავიმეორე ძალიან ბევრჯერ, მოურინიო იუნაიტედში არუნდა დანიშნულიყო. 2 წელია კია გვარდიოლა მოურინიოს უპირისპირდება და კი გაგვასწრო 19 ქულით. ამ დროს როდესაც ნიშნავ ახალ მწვრთნელს გაქვს სიახლის მოლოდინი, გაქვს რაღაცის შეცვლის მოლოდინი, გაქვს იმის მოლოდინი, რომ ამ ჭაობს რასაც უყურებ წლებია უკვე დამთავრდება. შემტევი სპეციალისტს გააჩნია ვინ გსურს მოიყვანო, ემერი რა შუაშია, ან ტუხელი, არიან სპეციალისტები ვინც იმუშავებენ ჩვენთან ისე რო გუნდს ფეხბურთი ათამაშონ და არა სვარკა. მთავარი გართულება ეს არის ჩვენი, აქვს აზრი შენს მიერ დასახელებულ სპეციალისტის მოყვანას აქ? რათ გინდა ალეგრი, ან სიმეონე, მოურინიო გყავს მათ შორის ყველაზე მაგარი სვარკის მოთამაშე და როგორც შენ იტყვი ტიტულისთვის მებრძოლი კაცი მაგრამ რა დევს შედეგად? ევროპა ლიგა? ესაა ჩვენი ამბიცია? თუ ის სიტი 19 ქულით რო გასწრებს? შემტევი სპეციალისტის გუნდში მოყვანა ნიშნავს იმას, რომ კლუბი დაუბრუნდება იმ გზას რასაც მოურინიომ უკვე დიდი ხანია გადაუხვია, გუნდი დაუბრუნდება იმ სულისკვეთებას რაც აქამდე ფერგიუსონმა მოიტანა, არ დაინერგება მოურინიო სიმეონეს და ალეგრის ხედვები იუნაიტედის ისტორიის მქონე გუნდში და რატო გინდათ ესე უაზროდ იბრძოლოთ ტიტულისთვის და ითამაშოთ ამაზრზენი ფეხბურთი სადაც თავად ფეხბურთელებს არ სიამოვნებთ თამაში, ტრანსფერზე არავინ მოდის იმიტომ რომ იცის რა ფხბურთის თამაშიც მოუწევს იუნაიტედში.
0
№27
ავტორი: ALEXFERGUSON
31 აგვისტო 2018 13:53
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
[quote=Dato Sirabidze][quote=bziki]
კანდიდატი არის და ეს არის ზიდანი რომელიც ამ მომენტისთვის უგუნდოდაა. ამას დამატებული როცა უნაიტედი გთავაზობს მწვრთნელობას თუნდაც ეს ზიდანი იყოს, მეეჭვება მისი მხრიდან უარი წამოვიდეს.
2. არანაირი 2 წელი არ ჭირდება გუნდს. კარგად მახსოვს რაფა ბენიტესის დანიშვნა რეალში და ჩავარდნილი თამაშები. მერე ზიდანის მოსვლა და მეორე თამაშივე სხვა ხედვის რეალი მოედანზე,და 3-ჯერ ზედიზედ დადებული ლიგა და რეალის კარგი თამაში თითქმის ყველა. ასე რომ ის არგუმნეტი,რო მოვა შემტევი მწვრთნელი და იმას 2 წელი დაჭირდება უნაიტედი აათამაშოს და თან ის უნაიტედი რომელიც სწრაფი ახალგაზრდა და შემტევი ფეხბურთელებითაა სასვე.
0
№28
ავტორი: Lev
31 აგვისტო 2018 14:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ნაციონალურმა მოძრაობამ და ქართულმა ოცნებამ ბოლო 15 წელიწადში ბევრი შენობები ხიდები პორტები ფანტანები და ტუალეტები დახსნეს საზეიმოდ, მაგრამ მოსახლეობის 80 პროცენტი სიღარიბის ზღვარზეა.... მე მაინტერესებს რა კეთდება ყოველდღიურად და არა სტატისტიკა, კონკრეტული ფაქტები შედეგები თითოელ თამაშში და არა ის რა ცოტა დაუხარჯავს ან რა ბევრი დაუხარჯავს ვინმეს...იდექით და თვალეთ ყველაფერი..მაგრამ გუნდი რომ გამოდის და 11 კაცს თამაში არ უნდა დღეს ბრაიტონის წინააღმდეგ, ეს ვის დავაბრალო გიგზის ბო//ანდარა ცოლს?
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№29
ავტორი: bziki
31 აგვისტო 2018 14:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
კაია ზიდანი მერე კროოსი,კანტე,მბაპე,გრიზმანი,რამოსი,ვარანი მაგ ყველას ზიდანი ავტორიტეტად მიაჩნიათ უარს ვერ ეტყვიან.ნუ ზიდანი ხო უარს ვერ იტყვის იუნაიტედზე როგორც გვარდიოლა-კლოპი-ანჩელოტიმ ვერ თქვეს.
ისე მე ზიდანს გვარდიოლა მირჩევნია ზოგს ეგონია რო გვარდის ტიკი-ტაკა ვერ გაამართლებდა ეპლში მარა უკვე დატესტილია.
გვარდიოლა ჯობია ტიტულებსაც მოგვიტანს და ლამაზადაც გვათამაშებს. გვარდიოლა თუ არა კლოპი ჯობია ზიდანს.თუ არადა ფერგის დაბრუნება ჯობია ეხლახანს გამოუწერიათ საავადმყოფოდან.

კაია ზიდანი და კროოსები + ვარანები და მერე ტრებლები რა ჯობია ეგეთ მომავალს.
0
№30
ავტორი: K1llsw1tch
31 აგვისტო 2018 14:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
ციტატა: Lev
ნაციონალურმა მოძრაობამ და ქართულმა ოცნებამ ბოლო 15 წელიწადში ბევრი შენობები ხიდები პორტები ფანტანები და ტუალეტები დახსნეს საზეიმოდ, მაგრამ მოსახლეობის 80 პროცენტი სიღარიბის ზღვარზეა.... მე მაინტერესებს რა კეთდება ყოველდღიურად და არა სტატისტიკა, კონკრეტული ფაქტები შედეგები თითოელ თამაშში და არა ის რა ცოტა დაუხარჯავს ან რა ბევრი დაუხარჯავს ვინმეს...იდექით და თვალეთ ყველაფერი..მაგრამ გუნდი რომ გამოდის და 11 კაცს თამაში არ უნდა დღეს ბრაიტონის წინააღმდეგ, ეს ვის დავაბრალო გიგზის ბო//ანდარა ცოლს?


+1 მეგობარო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top