თბილისი:
მანჩესტერი:
31-08-2018, 00:49
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3341,
კომენტარები: 49
ჟოზე მოურინიო - დამნაშავე თუ უდანაშაულო ?
მწვრთნელი, რომელსაც უღალატეს...
ჟოზე მოურინიო - დამნაშავე თუ უდანაშაულო ?
27 მაისი, 2016 წელი - ჟოზე მოურინიო “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა !

ედ ვუდვორდი: “ყველაფერი მარტივადაა, ჟოზე მოურინიო მსოფლიოში საუკეთესო მენეჯერია და მოხარული ვართ, რომ ის ჩვენთანაა”

ჟოზე მოურინიო: “მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელობა ჩემთვის განსაკუთრებული ჯილდოა, მისტიკა და რომანი, რომელსაც ვერც ერთი სხვა გუნდი ვერ შეედრება”

27 აგვისტო, 2018 წელი - “მანჩესტერ იუნაიტედი” Vs “ტოტენჰემ ჰოთსპური” 0-3

გულშემატკივრები: “Mourinho Out”

ჟოზე მოურინიო: “დღეს დავრწმუნდი, რომ საუკეთესო შემფასებლები არიან გულშემატკივრები. დღეს ჩვენ წავაგეთ, მაგრამ ისინი ტაშს გვიკრავდნენ, რატომ ? იმიტომ რომ ეს დავიმსახურეთ. გახსოვთ “სევილიასთან” მარცხი ? მათ ჩვენ დაგვისტვინეს და ეს სრულიად სამართლიანი იყო, მაგრამ ისინი ხომ საუკეთესო შემფასებლები არიან, მათ იციან, რომ დღეს ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ, ყველაფერი გავაკეთეთ. მე წავაგე 0-3, მაგრამ იცით რას ნიშნავს ეს 3 ? დიახ, ეს ნიშნავს რომ ჩვენ სამი გოლი გავუშვით და წავაგეთ, მაგრამ სამი, ეს ნიშნავს, რომ მე 3-ჯერ მოვიგე პრემიერ ლიგა, ანუ იმაზე მეტჯერ, ვიდრე ეს დანარჩენი 19 გუნდის მწვრთნელმა ერთად გააკეთა, მათ ანგარიშზე 2 პრემიერ ლიგაა, ჩემს ანგარიშზე კი 3, გამოიჩინეთ უფრო მეტი პატივისცემა”


სად და რა მომენტში დაიძაბა ჟოზე მოურინიოსა და გულშემატკივრებს შორის ურთიერთობა ? ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე ? რა უნდა მოხდეს შემდეგ ?

ჩემ მიერ ზემოთ მოყვანილ კომენტარებს შორის სხვაობა სულ რაღაც 2 წელია. 2017 წლის 24 მაისს ჟოზე მოურინიომ “მანჩესტერ იუნაიტედს” “ევროპა ლიგა” მოაგებინა, ეს ჯერჯერობით ბოლო ტიტულია, რომელიც მან გუნდს მოაგებინა, მას შემდეგ 1 წელზე ოდნავ მეტია გასული, თუმცა გულშემატკივრები ორად არიან გაყოფილნი და ერთნი მოურინიოს გაშვებას ითხოვენ, მეორენი კი იმას, რომ მას დრო მიეცეს. რა თქმა უნდა, დრო სწრაფად გადის, გულშემატკივრების მოლოდინები და შეხედულებები იცვლება, მათ ხომ ყოველთვის მეტი სურთ…

ჩემი ლოგიკის გასავითარებლად პარალელებს “ლივერპულის”, “ჩელსის” ,“მანჩესტერ სიტის” და “ტოტენჰემის” მწვრთნელებთან გავავლებ. ვნახოთ, თუ რა დროა გასული ამ გუნდის მწვრთნელების ბოლოს მოპოვებული ტიტულებიდან:

პეპ გვარდიოლა: 1 თვეზე ნაკლები (ბოლო ტიტული - “კომუნიტი შილდი”, აგვისტო, 2018 წელი)

იურგენ კლოპი: 3 წელი

მაურისიო სარი: მაურისიო სარიმ “ჩელსი” სულ ახლახანს ჩაიბარა და მასთან პარალელის გავლება ალბათ ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ “ჩელსიში” ამ მწვრთნელისგან ნამდვილად ელიან ბევრს. მიუხედავად ამ მცირე დროისა, მას მაინც შეეძლო მოეპოვებინა პირველი ტიტული “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის რანგში, მაგრამ მისი გუნდი “უემბლიზე” გვარდიოლას “სიტისთან” დამარცხდა, ისე კი 28 წლიან სამწვრთნელო კარიერაში სარის არასდროს მოუგია ტიტული და ერთადერთი მისი მთავარი მიღწევა იტალიის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გასვლაა.

მაურისიო პოჩეტინო: 3 წელი

ჟოზე მოურინიო: 15 თვე (ბოლო ტიტული - “ევროპის ლიგა”, მაისი, 2017 წელი)

ჟოზე მოურინიოს სტატისტიკა ამ მხრივ კატასტროფული ნამდვილად არ არის. მოდით ამ მონაცემებს მივუმატოთ ისიც, თუ რა რაოდენობის თანხა დახარჯეს ამ მწვრთნელებმა დღემდე:

იურგენ კლოპი - 440 მილიონი ევრო (3 სრული სეზონი, 0 ტიტული)
პეპ გვარდიოლა - 600 მილიონი ევრო (2 სრული სეზონი, 3 ტიტული)
მაურისიო პოჩეტინო - 350 მილიონი ევრო (3 სრული სეზონი, 0 ტიტული)
ჟოზე მოურინიო - 371 მილიონი ევრო (2 სრული სეზონი, 3 ტიტული)

2018 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კარგად მოგეხსენებათ, რომ გუნდს ხმაურიანი ტრანსფერი არ განუხორციელებია. “იუნაიტედის” გულშემატკივრების ნაწილი კი იმასაც ამბობს, რომ მოურინიომ უკვე დახარჯა საკმარისი თანხა და ეს თანხა სრულიად არის საკმარისი იმისთვის, რომ გუნდის განახლების და გადახალისების პროცესი საბოლოოდ დასრულებულიყო და გუნდს უმაღლესი პოზიციებისთვის საბოლოოდ დაეწყო სტაბილურად ბრძოლა. ასეა კი ეს ნამდვილად ?

პეპ გვარდიოლამ 2016/17 წლებში კლაუდიო ბრავო და ნოლიტო შეიძინა, თუმცა “სიტის” ხემლძღვანელობას ნამდვილად არ განუცხადებია უარი გვარდიოლასთვის და მისთვის გუნდმა კვლავ შეიძინა მეკარე (ედერსონი) და შემტევი (გაბრიელ ჟეზუსი)

იურგენ კლოპმა 2016 წელს ლორის კარიუსი და რაგნარ კლავანი მოიყვანა, მატიპი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შუერთდა, მაგრამ არც ლივერპულის ხელმძღვანელობას განუცხადებია უარი კლოპისთვის და მათ გერმანელი სპეციალისტის მოთხოვნით მცველში სარეკორდო თანხა გადაიხადეს (საუბარია ვირჯილ ვან დაიკზე), შემდეგ ესეც არ იკმარეს და სარეკორდო თანხის სანაცვლოდ გუნდში მეკარეც მოიყვანეს, თუმცა შემდეგ ეს რეკორდი მალე დაემხო (საუბარია ალისონ ბეკერზე, რომელიც კეპა არიზაბალაგას “ჩელსიში” გადასვლამდე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახლდათ). იურგენ კლოპმა ლორიუს კარიუსი ლიგის ფინალში კარში დააყენა, საბოლოოდ ამ არჩევანმა მას ფინალი წააგებინა, რაგნარ კლავანი კი ბევრს ნამდვილად არ ახსოვს, მან უკვე დატოვა “ლივერპული”.

“იუნაიტედის” გულშემატკივრები ხშირად იშვერენ თითს ჟოზე მოურინიოსკენ და ამბობენ, რომ ფეხბურთელები, რომლებიც შეცდომებს უშვებენ სწორედ მისი მოყვანილია და მას ამ მხრივ საწუწუნო არაფერი აქვს, რადგან გუნდმა ჟოზეს ისედაც უკვე ბევრი “დაახარჯა”.

ჟოზე მოურინიომ მოიყვანა ზლატან იბრაჰიმოჩი, რომელმაც გუნდისთვის ძალიან ბევრი გააკეთა და ორი ტიტული მოუტანა (კომუნიტი შილდი და ლიგის თასი), ჰენრიხ მხითარიანი, რომელმაც გუდს ევროპის ლიგა მოუტანა, რის შემდეგადაც ის გაცილებით მაღალი კლასის ფეხბურთელში გაიცვალა (საუბარია ალექსის სანჩესზე, რომელიც გუნდმა უფასოდ შეიძინა). ნემანია მატიჩი, პოლ პოგბა და რომელუ ლუკაკუ არიან ფეხბურთელები, რომლებზეც ვფიქრობ, რომ კომენტარის გაკეთება არ ღირს, რადგანაც ვიმედოვნებ, რომ რომელიმე მათგანის შეძენაში გულშემატკივრები ჟოზეს არ ადანაშაულებენ. ერიკ ბაიი არის ფეხბურთელი, რომელიც გულშემატკივართა ძალიან დიდ ნაწილს უყვარს და გულშემატკივრობს, თუმცა “ბრაიტონთან” მატჩის შემდეგ ბევრმა ეს ტრანსფერიც არასწორად მონათლა. ვიქტორ ლინდელოფი ჩემი აზრით არის მოურინიოს ერთადერთი შენაძენი, რომელიც ნამდვილად ვერ ამართლებს, თუმცა კი კარგი მცველია, რომელსაც ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ დიდი მცველი გახდეს. ახლა კი კითხვა, არის კი ერთი ტრანსფერის, მოდი დავარქვათ ვერ გამართლება იმის საფუძველი, რომ გუნდმა და გულშემატკივარმა მწვრთნელს უარი განუცხადოს იმავე პოზიციაზე კიდევ ერთი ფეხბურთელის მოყვანაზე ? რა თქმა უნდა არა, ამის არგუმენტად ზემოთმოყვანილი მაგალითებიც გამოდგება !

ვუდვორდმა მოურინიო 2016 წელს იმ მიზნით მოიყვანა, რომ უპირველეს ყოვლისა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაში რეგულარულად მომხდარიყო. პირველ სეზონში მოურინიომ ვუვდორდს და ხელმძღვანელობას ეს დავალება შეუსრულა, გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე დააბრუნა და დამატებით 2 ტიტულის მოგებაც მოახერხა. შემდეგ იყო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა და ივან პერიშიჩი, ანუ ის ფეხბურთელი, რომელიც გუნდმა მოურინიოს ვერ/არ მიუყვანა. შეგვიძლია თუ არა მოვნათლოთ ეს შემთხვევა პირველ ღალატად მოურინიოსა და ვუდვორდის ურთიერთობაში ? დამეთანხმებით, რომ ეს შესაძლებელია და არ იქნება გადამეტებული. 2017/18 სეზონი გუნდმა კარგად ჩაატარა, ვთანხმდებით, რომ ნებისმიერ სხვა დროს ეს გუნდი ჩემპიონი გახდებოდა, რადგანაც “მანჩესტერ სიტიმ” ძალიან ძლიერი სეზონი ჩაატარა პრემიერ ლიგაში. ვუდვორდი და ხელმძღვანელობა ამას კარგად ხედავდა და იანვრის მიწურულს კიდეც გაუხანგრძლივა კლუბმა პორტუგალიელს კონტრაქტი. შემდეგ იყო თებერვალი, საოცარი მატჩები “კრისტალ პალასის”, “ჩელსის” და “ლივერპულის” წინააღმდეგ და შემდეგ მარცხი “სევილიასთან”...

2018 წლის 13 მარტი იყო კატასტროფა როგორც “იუნაიტედისთვის, ასევე მოურინიოსთვის. ამ მარცხის შემდეგ მოურინიომ ნამდვილად დაკარგა გულშემატკივართა დიდი ნაწილი და ალბათ ფეხბურთელებიც, ალბათ ხელმძღვანელობაც… აღნიშნული სეზონი გუნდმა მეორე პოზიციაზე დაასრულა, თასის ფინალში კი “ჩელსისთან” დამარცხდა. წინ იყო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა და ყველასთვის იყო ნათელი, რომ მოურინიოს კარიერისთვის ეს იქნებოდა უმნიშვნელოვანესი სეზონი და ის ყველაფერს გააკეთებდა თავის გადასარჩენად, ამისთვის კი მას სჭირდებოდა ფეხბურთელები. პრობლემური წერტილები კარგად ვიცოდით, ნათელი იყო, რომ გუნდს დაცვის ცენტრში აუცილებლად სჭირდებოდა ფეხბურთელი, გუნდს ფეხბურთელი სჭირდებოდა განაპირა ფლანგებზე, გვახსოვს ისიც, თუ როგორ დაესწრო მოურინიო რუსეთისა და ავსტრიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრას და გვახსოვს ისიც, თუ ვის აკვირდებოდა იგი ამ მატჩზე (საუბარია მარკო არნაუტოვიჩზე). საბოლოოდ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ ჟოზე მოურინიოს შერჩა (სწორი სიტყვაა) მომავლის იმედი (დიოგო დალო) და ფრედი (რომელიც “იუნაიტედმა” “სიტის” გამოგლიჯა), არანორმალურად გაძლიერებული “ლივერპული” და ისედაც ძალზედ ძლიერი “სიტი” რიად მაჰრეზით.

ახლა კი მოდი ვიკითხოთ, ვინ როგორი გუნდი ჩაიბარა თავის დროზე ?

პეპ გვარდიოლა - 2016 წელი, ჩაიბარა “სიტი”, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შეძლო გასვლა, მოიგო ლიგის თასი და დაასრულა სეზონი ოთხეულში.

იურგენ კლოპი - 2015 წელი, ჩაიბარა “ლივერპული”, გუნდი, რომელმაც 2014 წელს ლამის მოიგო ნანატრი პრემიერ ლიგა (თუმცა ამაში ხელი სწორედ ჟოზე მოურინიომ შეუშალა)

მაურისიო პოჩეტინო - 2015 წელი, ჩაიბარა გუნდი, რომელიც დღეს უკვე სხვა დონეზეა, თუმცა მოლოდინები “ტოტენჰემში” არასდროსაა მაღალი და ეს ყველამ კარგად ვიცით.

ჟოზე მოურინიო - 2016 წელი, ჩაიბარა გუნდი, რომელმაც ვერ დაძლია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, გავიდა მე-5 პოზიციაზე ჩემპიონატში და მოიგო ფედერაციის თასი “კრისტალ პალასის” წინააღმდეგ.

ზემოთჩამოთვლილიდან ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ ყველაზე რთულ საქმეს ხელი პორტუგალიელმა მოჰკიდა,“იუნაიტედი” უდიდესი მასშტაბების გუნდია უდიდესი მოთხოვნებით. კითხვები არც იმაზე უნდა ისმებოდეს, იყო თუ არა ეს გუნდი ახლად გადასაწყობი, რადგანაც “იუნაიტედი” ნამდვილად იყო გადასახალისებელი. პირველ სეზონში მოურინიომ ეს გადახალისება ბაიით, პოგბათი და მხითარიანით დაიწყო (არ ჩავთვალოთ იბრაჰიმოვიჩი), ანუ ფეხბურთელებით, რომლებიც მომავალში აუცილებლად იქნებიან გუნდის სასტარტო 11-ში (მხითარიანი ალექსისით ჩავანაცვლოთ), მეორე სეზონში მოურინიომ ნემანია მატიჩი, რომელუ ლუკაკუ და ვიქტორ ლინდელოფი მოიყვანა, თუ ლინდელოფის შეძენა შეცდომად მოვნათლეთ (მე მაინც მგონია, რომ შვედი მომავალში აუცილებლად ათამაშდება და მინიმუმ სკამისთვის ის კარგი ვარიანტია), ნემანია მატიჩი და რომელუ ლუკაკუ სასტარტოს ფეხბურთელები არიან. მესამე სეზონის წინ მოურინიოს შემადგენლობა დაახლოებით ასეთი იყო:

დავიდ დე ხეა - ეშლი იანგი, ერიკ ბაიი,კრის სმოლინგი (ფილ ჯონსი), ანტონიო ვალენსია - ნემანია მატიჩი, პოლ პოგბა - ალექსის სანჩესი, ჯესი ლინგარდი, ხუან მატა - რომელუ ლუკაკუ

ამ შემადგენლობაში მოურინიოს საკუთარი 5 ფეხბურთელი ჰყავს, მესამე სეზონში კი იმედოვნებდა, რომ მისი სასტარტო თერთმეტეული ასეთი იქნებოდა:

დავიდ დე ხეა - ალექს სანდრო, ერიკ ბაიი, ტობი ალდერვეირელდი, ანტონიო ვალენსია - ნემანია მატიჩი, პოლ პოგბა - ალექსის სანჩესი, ჯესი ლინგარდი, გარეტ ბეილი - რომელუ ლუკაკუ

არ არის არა ცუდი შემადგენლობა ? რა თქმა უნდა, დამეთანხმებით რომ არა. ზემოთ აღვნიშნე, რომ მოურინიოს ძირითადი შემადგენლობიდან საკუთარი 5 ფეხბურთელი ჰყავდა, მესამე სეზონში, ანუ სეზონში, სადაც მას კიდევ უფრო კარგი შედეგებისთვის უნდა ებრძოლა მას ძირითადში კვლავ 5 ფეხბურთელი ჰყავს…

როგორ განვლო ეს პროცესი გვარდიოლამ ?

ჰარტი - სანია,ოტამენდი,კომპანი,კლიში - ფერნანდო,ფერნანდინიო - ნავასი,სილვა,დე ბრუინი - აგუერო

საჩემპიონო სეზონში გვარდიოლამ 380 მილიონი ევრო დახარჯა, გადაახდევინა კლუბს სარეკორდო თანხები მცველებში და საბოლოოდ მიიღო შემდეგი:

ედერსონი - მენდი,ოტამენდი,კომპანი,უოლკერი - ფერნანდინიო, გუნდოგანი - სანე,სილვა,დე ბრუინი - აგუერო/ჟეზუსი

არ დაგვავიწყდეს როგორ ძლიერ სურდა გვარიდოლას ჟორჟინიოს შეძენა ფერნანდინიოს სანაცვლოდ, ასეთ შემთხვევაში მას ძირითადში საკუთარი 6-7 ფეხბურთელი ეყოლებოდა, თუმცა მან მთლიანად გამოცვალა “სიტის” როგორც ძირითადი, ასევე სათადარიგო ფეხბურთელები.

იურგენ კლოპს სრული 3 წელი დაჭირდა იმისთვის, რომ მიეღო ის გუნდი, რომელიც მას დღეს ჰყავს. შესაძლოა ჩვენ ვილაპარაკოთ იმ სარეკორდო თანხაზე, რაც მოურინიომ გუნდს პოგბაში გადაახდევინა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს სარეკორდო თანხად შეძენილი ვან დაიკი და ალისონი.

ზემოთ აღვნიშნე, რომ “სევილიასთან” მარცხის შემდეგ ურთიერთობა მოურინიოსა და გულშემატკივრებს შორის ნამდვილად გაფუჭდა, აღვნიშნე, რომ ურთიერთობა გაფუჭდა მოურინიოსა და ხელმძღვანელობას შორისაც, მაგრამ ერთი მარცხი ღირს კი ამად ? იურგენ კლოპმა პირველ სეზონში ლიგის თასის ფინალი წააგო, წააგო ევროპა ლიგის ფინალი, ვერ გაიყვანა იმ სეზონში გუნდი ევროთასების ზონაში, მეორე წელს გუნდი სრულიად იყო თავისუფალი ევროპული შეჯიბრებებისგან, მაგრამ კლოპმა ხელმძღვანელობა მხოლოდ ოთხეულით დააჯილდოვა, მესამე წელს გუნდი კვლავ ოთხეულში გავიდა და რაც ღირებული გააკეთა იყო ის, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, ამასთან გავიხსენოთ, კლოპის რეკორდები სათასო მატჩებში - ინგლისში ის თითქმის პირველივე ტურიდანვე ეთიშება სათასო გათამაშებებს - ყველაფერ ამის მიუხედავად მოითხოვა გულშემატკივარმა კლოპის გაშვება ? არა, ხელმძღვანელობამ უარი განუცხადა მხარდაჭერაზე ? არა, უტიტულო მწვრთნელს გუნდმა და გულშემატკივარმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და საბოლოოდ ამ ლოდინმა მოიტანა ის, რომ ახლა კლოპმა იპოვა და შეკრა ის გუნდი, რომელსაც შეუძლია ბევრის მიღწევა. პირველად კარიერაში გვარდიოლამ სეზონი მესამე პოზიციაზე დაასრულა, ვერ მოიგო ვერაფერი, გამოვარდა “მონაკოსთან”, შეიტანა გულშემატკივარმა ან ხელმძღვანელობამ ეჭვი იმაში, რომ შესაძლოა გვარდიოლა უკვე კრიზისშია და ის არასწორი კანდიდატურაა ? არა, აქაც გუნდი მწვრთნელს ბოლომდე დაუდგა გვერდში, დახარჯა ძალიან დიდი თანხები და მიიღო ის შედეგი, რაც ყველამ ვიცით.

ჟოზე მოურინიო აღარ არის ტოპ მენეჯერი და ის დასრულებულია, სიმართლეა ? მოდი ფაქტებით ვილაპარაკოთ. ბოლოს ჟოზე მოურინიომ ინგლისი დუბლით დაიპყრო და ეს 3 წლის წინ იყო, ბოლო ტიტული, რომელიც მან მოიპოვა იყო მხოლოდ და მხოლოდ 15 თვის წინ, ბოლო ფინალი, რომელიც მან ითამაშა იყო დაახლოებით 3 თვის წინ, ბოლო პოზიცია ჩემპიონატში, რომელიც მან დაიკავა იყო მე-2. ტოპ მწვრთნელებთან გასულ სეზონში მოურინიოს ასეთი სტატისტიკა ჰქონდა:

პეპ გვარდიოლა - 1 მოგება, 1 წაგება
მაურისიო პოჩეტინო - 2 მოგება, 1 წაგება
იურგენ კლოპი - 1 მოგება, 1 ფრე
ანტონიო კონტე - 1 მოგება, 2 წაგება
არსენ ვენგერი - 2 მოგება

როგორც ვხედავთ მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ჟოზე მოურინიო როგორც მწვრთნელი დასრულებულია საკამათაო და გადაჭრით ვერავინ იტყვის, რომ მოურინიო მართლაც დასრულდა და ვეღარაფერს მიაღწევს.

როგორია ფეხბურთის დონე, ის ხომ ანტიფეხბურთს თამაშობ ?

დღევანდელ ფეხბურთში ასეთი რეალობაა, არიან მწვრთნელები, რომლებიც სანახაობრივი ფეხბურთით აღწევენ შედეგს და არიან მწვრთნელები, რომლებიც უპირატესობას პრაგმატულ ფეხბურთს ანიჭებენ. გვახსენდება პეპ გვარდიოლა, რომელიც თავს სანახაობრივი ფეხბურთითაც იწონებს და შედეგებითაც, გვახსენდება პოჩეტინო და კლოპი, რომლებიც სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ შედეგს ვერ დებენ, გვახსენდება სიმეონე და ალეგრი, რომლებიც უპირატესობას პრაგმატულ ფეხბურთს ანიჭებენ და საჭირო შედეგსაც დებენ. სად არის მოურინიო ? მოურინიო პრაგმატული ფეხბურთის მოყვარულია და ეს ყველამ კარგად იცის. "იუნაიტედის" გულშემატკივრები ითხოვენ სანახაობრივ და შედეგიან ფეხბურთს, მაგრამ რამდენია ამ მომენტისთვის ისეთი მწვრთნელი, რომელიც მოურინიოს გათავისუფლების შემთხვევაში ერთდროულად შემოგვთავაზებს როგორც სანახაობრივ, ასევე შედეგიან ფეხბურთს ? დამეთანხმებით, რომ ამ მომენტისთვის ასეთი ბევრი არავინაა.

"იუნაიტედის" გულშემატკივრებმა იცოდნენ, თუ როგორ ფეხბურთს თამაშობდა ჟოზე მოურინიო და ამისთვის მზად ჯერ კიდევ მაშინ უნდა ყოფილიყვნენ, როდესაც ხელმძღვანელობამ პორტუგალიელი მთავარ მწვრთნელად დანიშნა. ჟოზე მოურინიო ფეხბურთის სპეციალისტია, რომელმაც უდიდეს წარმატებებს მიაღწია, ამიტომ ცოტა გასაკვირია, თუ რატომ უკვირთ გულშემატკივრებს მოურინიოს ასეთი სათამაშო სტილი. მოურინიო არ არის დამნაშავე იმაში, რომ ის ფეხბურთს ასე ხედავს, კითხულობს და ასე ათამაშებს გუნდს, დამნაშავე აქ უფრო ხელმძღვანელობაა, ვიდრე მოურინიო, რადგანაც კარგად იცოდა 2016 წელს ვუდვორდმა, თუ როგორ ფეხბურთს ითამაშებდა გუნდი მოურინიოს მოწვევით.

ვერდიქტი - დამნაშავეა თუ უდანაშაულო ?

"მანჩესტერ იუნაიტედი" ასოცირდება პირველობასთან და გულშემატკივრები წლების განმავლობაში მიჩვეულნი იყვნენ ამ პირველობასთან, გამარჯვებასთან. ყველანი ვთანხმდებით, რომ ფერგიუსონი უნდა დავივიწყოთ, რადგან მეორე ფერგიუსონი მსოფლიო ფეხბურთს აღარ ეყოლება. რა ხდება პოსტფერგიუსონის ერაში ? ჩვენ ვიხილეთ მოიესის და ვან გაალის "იუნაიტედი", გაცილებით უარესი, შერცხვენილი გუნდი, არანაირი სათამაშო სტილით და არანაირი შედეგით. გულშემატკივართა ნაწილი ამბობს, რომ მოურინიომ "იუნაიტედი" კიდევ უფრო დაანგრია, მაგრამ ეს სიმართლეა ? ფერგიუსონის შემდეგ "იუნაიტედის" სტანდარტები დაეცა, განადგურდა, ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ კი ეს სტანდარტები კვლავ აიწია და ამაში დამნაშავე სწორედ მოურინიოა, რადგანაც თუმცა კი მოიხსენებენ მას დასრულებულ მწვრთნელად, მაინც აქვთ გარკვეულწილად იმის იმედი და მოლოდინი, რომ ის გაიმარჯვებს.

სწორედ მაშინ, როცა მწვრთნელს ყველაზე მეტად სჭირდებოდა ხელმძღვანელობის მხარდაჭერა, ხელმძღვანელობამ ის უარით გაისტუმრა და გუნდი პირდაპირ გაუშვა რისკისკენ. ნათელი იყო, რომ არაჯანსაღი გარემო აუცილებლად იქონიებდა ზეგავლენას და ეს ყველაფერი პირველ სამ ტურში კარგად გამოჩნდა. ვინ არის ამაში დამნაშავე ? ერთპირონულად - ხელმძღვანელობა.

სამი წლის თავზე მოურინიოს არ ჰყავს "ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედი", სამი წლის თავზე ჟოზე მოურინიოს ჰყავს სერ ალექს ფერგიუსონის, ლუი ვან გაალის და დევიდ მოიესის + ჟოზე მოურინიოს მანჩესტერ იუნაიტედი. მოურინიო იმსახურებდა მეტ მხარდაჭერას, მითუმეტეს, როცა ამის საფუძველი მან ხელმძღვანელობას მისცა. გულშემატკივრები უნდა ემდუროდნენ ჟოზე მოურინიოს სათამაშო სტილზე, მაგრამ არა შედეგებზე, რომლებიც მან დადო.

გიფიქრიათ, ვის შეეძლო ჩაებარებინა "იუნაიტედი" 2016 წელს ? ვინ იყო ის თავისუფალი მწვრთნელი, რომელიც აიღებდა თავის თავზე ნომერ პირველ პრობლემურ სამუშაოს, მოვიდოდა გუნდში, გადაახალისებდა ამ გუნდს, ითამაშებდა ლამაზ ფეხბურთს და დადებდა იმ საოცნებო შედეგებს, რომლებზეც დღეს ასე ოცნებობს ბევრი ? შემიძლია დაგელოდოთ...

"ბრაიტონთან" მატჩის შემდეგ გუნდის ბევრმა ლეგენდამ გააკეთა კომენტარი და მათგან ალბათ გარი ნევილის სიტყვები ყველაზე უფრო კარგად იტყვის ჩემს საბოლოო სათქმელს:

"შენ არ შეგიძლია ააშენო სახლი ნახევრად და შემდეგ იქ საცხოვრებლად შეხვიდე. თუ შენ შენს მენეჯერს კონტრაქტს უხანგრძლივებ, ვალდებული ხარ მას ბოლომდე გვერდში დაუდგე"
სტატიები
49 კომენტარი
№11
ავტორი: Svanchester
31 აგვისტო 2018 10:20
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: levionok
ციტატა: Svani
ევროპა ლიგა წაიღოს სახლში, და კიდევ ასოციაციის თასი. ამ ფეხბურთით მოგებული არაფერი მინდა.

შენს ლოგიკას რომ მივყვეთ კიდევ უფრო დამნაშავეა,ხელმძღვანელობა თუ არ ენდობა მწვრთნელს და ამიტომ არ აკეთებს ტრანსფერებს ეს სრული დებილიზმია,მარტივია უნდა გაანთავისუფლო ის ვისაც არ ენდობი,მოიყვანო ის ვისაც ენდობი მოუსმინო მის მოთხოვნებს დამ ოიყვანო ის ფეხბურთელები რომლებსაც ის ჩათვლის საჭიროდ! გაგებუტე და არ გიყიდი ეს რას გავს

ციტატა: Svani
ამ ყველაფრის პასუხად არ შემიძლია ბოსნიჩის ამ წუთას დაწერილი სტატიიდან ციტატა არ მოვიყვანო:

ცალსახაა, რომ ტრანსფერებზე აქვს პრობლემა მაგრამ ხაზი გავუსვათ ერთ რაღაცას, მოურინიო მოშაობს კლუბისთვის და არა კლუბი მოურინიოსთვის.

თუ "იუნაიტედმა" გადაწყვიტა, რომ არ დახარჯოს მეტად ფული, მოურინიომ უნდა მიბაძოს პოჩეტინოს, რომელიც "ტოტენჰემში" წელსაც იმ შემადგენლობით თამაშობს რა შემადგენლობაც გასულ სეზონში ჰყავდა". - ციტირებს Omnisport - ბოსნიჩის სიტყვებს.

ტოტენჰემს არავინ თხოვს ტიტულებს ჩვენ კი ვთხოვთ ტიტულებს მანჩესტერს თორე სეზონს ჩაამთავრებს რა პრობლემააა

პირველი: ხელმძღვანელობის დანაშაულს ხაზი გავუსვი იმაში, რომ საერთოდ არუნდა დანიშნულიყო სვარკა ჟოზე იუნაიტედში. კაი დაინიშნა დაინიშნა, მაგრამ გავიდა 2 წელი დაიწყო მესამე და სახეზე რას ვიღებთ? დაპარკინგებულ ავტობუსს, და კიდევ უფრო დასაპარკინგებლად მოთხოვნილ ფეხბურთელებს, მცველები, პერიშიჩი მარცხენა ფლანგზე და მარსიალს რას უშვებით? ხელმძღვანელობამ მარტივი არჩევანი გააკეთა, რატო ეხდა ფული ტყუილად როდესაც კლუბში ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან რომელთაც უბრალოდ ათამაშება სჭირდებათ. ბეილი ამ კაცთან რო არ მოვიდოდა ცხადია და ასეთ იუნაიტედში, სადაც ფეხბურთელები რიგრიგობით გამოუხატავენ პროტესტს ჟოზეს. რაც შეეხება ტოტენჰემს, აქ ტოტენჰემს ვინ რას თხოვს ამაზე არაა საუბარი, საუბარია პოჩეტინოზე, რომელიც მუშაობს ისე როგორც პროფესიონალ და კარგ მწვრთნელს შეეფერება. არ წუწუნებს, მუშაობს იმ ფეხბურთელებთან ვინც ჰყავს. გამოდის ოლდ ტრაფორდზე და 3 - 0 ს იგებს. ამას მიაქციეთ ყურადღება თორე ტოტენჰემსაც თხოვენ დღეს ტიტულებს საქმე საქმზე რო მიდგეს და ბრაიტონსაც. ყველა ითხოვს ტიტულს. მოვალეობის მოხდის მიზნით ფეხბურთს არავინ თამაშობს.
0
№12
ავტორი: irakli87
31 აგვისტო 2018 10:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
პირველ და ყველაზე სერიოზულ პრობლემად მიმაჩნია ის რომ ფეხბურთელები არ თამაშობენ უკვე კლუბისთვის და არც მწვრთნელისთვის, მათ დაკარგეს ნდობა მხვრთნელის მიმართ და პატივისცემა კლუბის მიმართ. ეს შეიძლება მოურინიოს ბრალიც იყოს. მაგრამ თუ ვინმე ისეთი მწვრთნელი მოვა რომელსაც სწრაფი პროგრესი ექნება მივესალმები მოუს წასვლას. მეორე შემთხვევაში კი ვფიქრობ რო არ უნდა გაუშვან და ეცადონ პრობლემების მოგვარებას მოუს ჩათვლით. ფაქტია რო არც ფეღბურთელები არიან წმინდანები და არც ხელმძხვანელობა და იქნებ არც მოურინიოს აქვს უფლება ყველაფერი იბაზროს შიდა სამზარეულოზე. თუ ფეღბურთელებს თავიანთ ადგილს მიუჩენენ და მოურინიოც წავა რაღაც კომპრომისებზე ასევე ბოსებიც ვფიქრობ რომ მოურინიოს შეუძლია ტიტულების მოპოვება.
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
31 აგვისტო 2018 10:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გამოსავალი არც მორინიოს დატოვებაში ჩანს და მითუმეტეს არც უდროოდ გაშვებაში. ეს სეზონი ასე თუ ისე უნდა ჩაამთავროს ნორმალურად.
0
№14
ავტორი: Paulscholes1
31 აგვისტო 2018 10:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 183
Svani bolonde martali xar. Da vabshe rito azrovnebs aq zogi vai gulshematkivari ver vxvdebi am chmourinioze rom abodeben. Amatma fexburtis azri rom silamazeshi da sanaxaobashia ar ician ettoba da svarkis yureba siamovnebt
0
№15
ავტორი: Dato Sirabidze
31 აგვისტო 2018 11:24
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ძაან ტეხავს, როცა არც სიტყვების მარაგი გაქვს და არც შეფასების კულტურა და შენს ჩამოყალიბებულ აზრში მხოლოდ "*ლიადს" და "*ირს" იყენებ, ეგ უკვე ბევრზე მიუთითებს...

არანაირი პრობლემა არ მაქვს, თუ მეტყვიან, რომ გრამატიკულად გაუმართავი სტატიაა, თუ მეტყვიან რომ ფაქტებს ვამახინჯებ და ბევრ რამეს რასაც შესასწორებელია შემისწორებენ !

მე მოვიყვანე ფაქტები, მოვიყვანე "ვაიფანის" - გარი ნევილის კომენტარი... პრეტენზია შეგიძლია გამოთქვა იმ ფაქტებზე, რომლებიც მე სტატიაში მოვიყვანე და მითხრა, თუ რომელია მათგან არასწორი, მაგრამ მათგან ყველა სწორია და ამის გადამოწმებაც შეიძლება...რაც შეეხება ჩემ მიერ ჩამოყალიბებულ შეხედულებას/აზრს, ჩვენ ინდივიდები ვართ და ყველას საკუთარი მოსაზრება გაგვაჩნია, შენ შეიძლება მოგწონდეს ეს მოსაზრება ან არა, ეთანხმებოდე ან არა...

მაგრამ როდესაც "*ლიად" და "*ირობა" საუბარს ვერ ვცდებით, უნდა ვიცოდეთ, რომ "*ლიად" და "*ირობის" ენით დაგველაპარაკება სხვა !

"თუ "იუნაიტედმა" გადაწყვიტა, რომ არ დახარჯოს მეტად ფული, მოურინიომ უნდა მიბაძოს პოჩეტინოს, რომელიც "ტოტენჰემში" წელსაც იმ შემადგენლობით თამაშობს რა შემადგენლობაც გასულ სეზონში ჰყავდა"

სტატიაში დავწერე, რომ გულშემატკივრებს უფლება აქვთ ემდუროდნენ ჟოზეს სათამაშო სტილზე მეთქი, ასევე ისიც დავწერე, რომ ამაში მოურინიოს ბრალია ნაკლებადაა, რადგან ეს კაცი ასე თამაშობდა სულ...თავიდან არ მოეყვანათ მაშინ და იმედია მეთანხმები

რაც შეეხება იმას, რომ მოურინიომ პოჩეტინოს მიბაძოს...მიბაძავს პოჩეტინოს, ეგ არაა პრობლემა, მაგრამ განსხვავება რაშია იცი ? მართალი ხარ, რომ პოჩეტინო ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ მოუყვანენ თუ არ მოუყვანენ მას ფეხბურთელებს, სეზონის ბოლოს 0 ტიტულით მას არაფერს მოთხოვენ, ჟოზე მოურინიოს კი სეზონის ბოლოს კი არ მოთხოვენ, გაუშვებენ და იმედია ამაშიც მეთანხმები...

და საერთოდ, პოჩეტინო ჩემთვის იდეალური კანდიდატურაა მომავალი მანჩესტერისთვის, ზიდანზე მეტად მინდა ეს კაცი, მაგრამ მოურინიო პოჩეტინოს ვერ მიბაძავს, რადგან პოჩეტინო გაცილებით ნაკლები წნეხის და მოთხოვნების ქვეშაა, მაშინ როცა მოურინიოს სეზონის ბოლოს შედეგს სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გუნდიდან გაუშვებენ
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№16
ავტორი: Svanchester
31 აგვისტო 2018 12:05
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
შენ ეხლა უბრალოდ იცავ მოურინიოს. ჩვენ ორი სხვადასხვა მიმართულებით ვსაუბრობთ ასე მგონია. და სწორად მიგაჩნია ყოველთვის წუწუნი? სწორად მიგაჩნია ის, რომ სულ ახალ ფეხბურთელებს ითხოვ და გუნდში არსებული რესურსი საერთოდ არ გაინტერესებს? სწორად მიგაჩნია ის რომ მიკროფონთან თითს ყოველთვის სხვისკენ იშვერ? პოჩეტინოს რას მოთხოვენ და რას არა ეს ცალკე საკითხია, პოჩეტინოს პროფესიონალიზმს და ადამიანურობას რატო არ უსვამთ ხაზს? წუწუნზე მაქვს საუბარი მე წუწუნეზე. ყველა მოურინიოს გამოხტომებზე საუბრობს, ყვლა იმაზე საუბრობს რომ ზედმეტად ადანაშაულებს სხვას ზედმეტად, პოჩეტინო იქცევა ესე? მოურინიო ზედმეტად ცუდად იცავს თავს, ზედმეტად ცუდად. აქ იუნაიტედის იმიჯი დევს სასწორზე, არ შეიძლება ოლდ ტრაფორდზე მოხვიდე აურ დაურიო, ითამაშო სვარკობა, გამოვარდე სევილიასთან, გაგაფარჩაკოს ბრაიტონმა და მერე თითი სხვისკენ გაიშვირო, ესეიგი ბრაიტონთან წაგება ტრანსფერების ბრალი ყოფილა? ანუ ამ ფეხბურთელებით ვერ უგებს ხო ბრაიტონს? ამ ფეხბურთელებით ვერ უგებს ხო ტოტენჰემს? სევილიასთან პარკინგი იმიტო ვითამაშეთ და გულისამრევი ფეხბურთი რო შემადგენლობა არ გვყავს ხო? ბააიის დამცირება კი არ უნდა ერთი ჩაგდებული მატჩის გამო, უნდა დაუდგე გვერდში შენ ფეხბურთელს და ნდობა გამოუცხადო და არა ის რო განაცხადშიც არ შეგყავს ეს სირცხვილია და ტეხავს. ერერა არუნდა გეყენოს ცენტრალურ მცველად როდესაც გუნდში საკმარისზე მეტად არიან მცვლები. მოურინიო მაქსიმალურად ცდილობს დაიცვას თავი, არადა ფაქტი ერთია მანჩესტერში მისმა კარიერამ კრახი განიცადა და რატო? იმიტომ რომ ასეთიისტორიის კლუბს ამ ტაქტიკებით არუნდა ათამაშო, საერთოდ არუნდა მოსულიყო იუნაიტედში, ცადა მოვიდა მაგრამ ვერ დანერგა მისი პარკინგი აქ, და რა ხელმძღვანელობის ბრალია თუ მთელი ქვეყანა მანჩესტერის უხარისხო უნიათო ფეხბურთზე საუბრობს. თქვნ ინდივიდებს ის გინდოდათ რომ მენეჯმენტს ხელი შეეწყო ჟოზესთვის გაეკეთებინა დიდი ტრანსფერები და გაგრძელებულიყო საშინელი თამაშები უბურთო გულისამრევი თამაშები? არავის უნდა ამ ფეხბურთის თამაში როდესაც იუნაიტედში ირიცხები არავის. გაიგეთ.
0
№17
ავტორი: OzBeTa
31 აგვისტო 2018 12:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
ძალიან მაგარი სტატიაა ბრავო, კი ვეთანხმები ამ სტატიას რომ დღეს რაც მდგომარეობა გვაქვს მმართველების ბრალია და არა ტრენერის მთლად. ურთიერთობა რომ დაელაგებინათ და ყველა ის სურვილი შეესრულებინათ რაც ტრენერს ჭირდებოდა წარმატების მისაღწევად და რაც მთავარია ნდობა ჰქონოდათ დღეს გაცილებით მაღალი მიზნებისთვის გავიბრძოლებდით. მე ზოგადად არ მესმის მმართველების რომ თუ შე კაი კაცო დაკარგული გაქ ნდობა ჟოზესი და არც ტრანსფერებს უკეთებ სათანადოს მაშ რაღას გააჩერეთ ამ სეზონში ეს კაცი? არ ჯობდა პირდაპირ გაგეშვათ და სხვა ტრენერი მოგეყვანათ სამომავლო გათვლებზე? ტყვილად რატო კარგავთ სეზონს კიდე ტიტულის ვარეშე? ამ ურთიერთობით ტრენეერთან და არ გაკეთებული ტრანსფერებით რა შედეგს მოელიან ?! იასნად შედეგი არ იქნება და ეს მათაც კარგად იციან ვაბშე ყველაფერი მმართველების ბრალია და სწორი სტატიაა. თუ არ გიმდა ეს ტრენერი და აღარ ენდობი მაში ადექი და სეზონის დასაწყისამდე გაუშვი რაღას იჩერებ კიდე ტიტულის გარეშე უნდოდათ ძაან ყოფნა? და თუ აჩერებ კიდე ენდე კაცსბოლომდე და ის ტრანსფერები გაუკეთე რაც მოგთხოვა. სწორედ მმართველების ბრალია დღეს რაც ხდება და არა ჟოზესი . ჟოზესი ჰა ჰა 10%
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№18
ავტორი: bziki
31 აგვისტო 2018 12:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
გაორებული აზრები,გაორებული გულშემატკივრები,გაორებული კლუბის ლეგენდები თუ ეგრეთწოდებული ექსპერტები,მეც კი გაორებული შეხედულებები მაქ,რა ინფორმაციაც ჩემამდეა მოსული.

აქ ხალხი ამბობს რო დავიკიდოთ ტიტულები დავიკიდოთ შედეგი და ნაპოლი,ტოტენჰემი,არსენალივით ვითამაშოთ ლამაზი ფეხბურთი, გავიგეთ რო ვიღაცას მაგრა კიდია ტიტული გინდა 8 ადგილზე დავასრულოთ ლიჟბი "ვითამაშოთ".
ტოტენჰემს და პოჩეტინოს სიტისთან 5-0 რო ირღვევა მაინც არაფერს თხოვენ იმიტო თითონაც იციან სიტი უფრო ძლიერია.
იმედია მაგ ლამაზი თამაშის ლოდინით ნაპოლივით და ტოტენჰემივით არ მოგვიწევს 50 წელში ერთი ტიტულით გახარება, მარა რა ტიტული ზატო მაგ 50 წელს ლამაზ ფეხბურთს ვითამაშებთ და ჩემ "ძმა" Paulscholes1 ს (მანჩესტერის ნამდვილ ფანს,დედამისს რო ურჩევნია დაჟე მანჩესტერი:D:D:D)გული გაიხარებს.
სასტავი აქ ზიდანს და პოჩეტინოს ელოდება:D:D:D:D ვუდვორდი მაგის ბიჭია ეხლა ზიდანი რეალური ქონდეს და მარჩიელობა დაიწყოს:)მითუმეტეს რო ამ გუნდით დარწმუნებული ვარ განწირულია ზიზუც
ჩემ "ძმაის" Paulscholes1 ს ბილწსიტყვაობისთვის,რა ზიდანი რა გვარდიოლა-კლოპი იმენა კაი "ოცნების" გაკეთება შეილება ბიძინას ოცნებას რო დაუდგება ეგეთის.
ცოტა რეალურად რო შეხედოთ და მოურინიო,ელერდაისი,ჰოჯსონის ან ჟარდიმი-დიფრანჩესკოს შორის იოცნებოთ არ იქნება ურიგო.
ზიდანიც გამომივიდა ეხლა რეფორმატორი ისეთი მოლოდინებით არი სასტავი,კი ცდათ ნამდვილად ღირს თუ არის შანსი მარა არიქა და ზიდანი აგვაშენებს ბიძინასავით, არ ვიცი.
0
№19
ავტორი: Dato Sirabidze
31 აგვისტო 2018 12:47
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: Svani
შენ ეხლა უბრალოდ იცავ მოურინიოს. ჩვენ ორი სხვადასხვა მიმართულებით ვსაუბრობთ ასე მგონია. და სწორად მიგაჩნია ყოველთვის წუწუნი? სწორად მიგაჩნია ის, რომ სულ ახალ ფეხბურთელებს ითხოვ და გუნდში არსებული რესურსი საერთოდ არ გაინტერესებს? სწორად მიგაჩნია ის რომ მიკროფონთან თითს ყოველთვის სხვისკენ იშვერ? პოჩეტინოს რას მოთხოვენ და რას არა ეს ცალკე საკითხია, პოჩეტინოს პროფესიონალიზმს და ადამიანურობას რატო არ უსვამთ ხაზს? წუწუნზე მაქვს საუბარი მე წუწუნეზე. ყველა მოურინიოს გამოხტომებზე საუბრობს, ყვლა იმაზე საუბრობს რომ ზედმეტად ადანაშაულებს სხვას ზედმეტად, პოჩეტინო იქცევა ესე? მოურინიო ზედმეტად ცუდად იცავს თავს, ზედმეტად ცუდად. აქ იუნაიტედის იმიჯი დევს სასწორზე, არ შეიძლება ოლდ ტრაფორდზე მოხვიდე აურ დაურიო, ითამაშო სვარკობა, გამოვარდე სევილიასთან, გაგაფარჩაკოს ბრაიტონმა და მერე თითი სხვისკენ გაიშვირო, ესეიგი ბრაიტონთან წაგება ტრანსფერების ბრალი ყოფილა? ანუ ამ ფეხბურთელებით ვერ უგებს ხო ბრაიტონს? ამ ფეხბურთელებით ვერ უგებს ხო ტოტენჰემს? სევილიასთან პარკინგი იმიტო ვითამაშეთ და გულისამრევი ფეხბურთი რო შემადგენლობა არ გვყავს ხო? ბააიის დამცირება კი არ უნდა ერთი ჩაგდებული მატჩის გამო, უნდა დაუდგე გვერდში შენ ფეხბურთელს და ნდობა გამოუცხადო და არა ის რო განაცხადშიც არ შეგყავს ეს სირცხვილია და ტეხავს. ერერა არუნდა გეყენოს ცენტრალურ მცველად როდესაც გუნდში საკმარისზე მეტად არიან მცვლები. მოურინიო მაქსიმალურად ცდილობს დაიცვას თავი, არადა ფაქტი ერთია მანჩესტერში მისმა კარიერამ კრახი განიცადა და რატო? იმიტომ რომ ასეთიისტორიის კლუბს ამ ტაქტიკებით არუნდა ათამაშო, საერთოდ არუნდა მოსულიყო იუნაიტედში, ცადა მოვიდა მაგრამ ვერ დანერგა მისი პარკინგი აქ, და რა ხელმძღვანელობის ბრალია თუ მთელი ქვეყანა მანჩესტერის უხარისხო უნიათო ფეხბურთზე საუბრობს. თქვნ ინდივიდებს ის გინდოდათ რომ მენეჯმენტს ხელი შეეწყო ჟოზესთვის გაეკეთებინა დიდი ტრანსფერები და გაგრძელებულიყო საშინელი თამაშები უბურთო გულისამრევი თამაშები? არავის უნდა ამ ფეხბურთის თამაში როდესაც იუნაიტედში ირიცხები არავის. გაიგეთ.


ფაქტის აღნიშვნა დაცვაა ან გაკრიტიკება ? ეს რამე ახალი ტრენდია ? მე უბრალოდ ვთქვი, რომ ყველაფერში მოურინიო არ არის დამნაშავე...აზრს თუ არ ეთანხმები და მე შენგან განსხვავებულად ვფიქრობ ეგ იმას ნიშნავს რო ვინმეს ვიცავ ? ვცდილობ ობიექტურად შევაფასო ყველაფერი...ეს საიტი დიდი ხნის წინ სწორედ მაგისთვის შეიქმნა, აიღე და მოიყვანე არგუმენტები თუ რაშია მოურინიო დამნაშავე და რატომაა გასაშვები, მე სიამოვნებით წავიკითხავ და შევაფასებ, მაგრამ შენგან განსხვავებით თუ საპირისპირო არგუმენტებს მოიყვან მე სულაც არ "მიგაწერ" იმას, რომ ობიექტურად კი არ აფასებ სიტუაციას, არამედ მოურინიოს კრიტიკაზე ხარ ორიენტირებული და რეალობას არასწორად ხატავ მეთქი !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№20
ავტორი: bziki
31 აგვისტო 2018 12:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ჟოზესს გარდა რა კანდიტაბები განიხილებოდნენ როცა დანიშნეს ახსოვს ვინმეს?იმ კანდიდატებს ჟოზე კი არა უმწვრთნელოთ ეთამაშათ ეგ ჯობდა.
სიტუაცია აირია სევილიის მერე მეც ისეთი გაბრაზებული ვიყავი ვუდვორდის ადგილას ეგრევე გავუშვებდი არა წაგების და გავარდნის გამო.ყველაფრის: მოტივაციის,სათამაშო სტილის,დისბალანსის,უფრო ჟინის არ ქონის გამო რომლის ქონაც აუცილებელია ლიგის ფლეიოფში და მაგ მოტივაცია-ჟინზე პირდაპირ პასუხისმგებელია მენეჯერი,მაქამდე ეგეთი დუხზე დავარდნილი ჟოზეს გუნდი არც მახსოვს.
სევილიასთან თამაშის მერეა რო ბალეშიკებიც და როგორც ჩანს ხელმძღვანელობაც განუდგა ჟოზეს მარა ხელმძღვანელობამ ზუსტად მაგ სევილიის მერე გაუგრძელა კონტრაქტი, ესეიგი მიცა მეორე შანსი.მერე რა შეიცვალა ჟოზემ და ვუდვორდმა იციან.
13 მილიონია კომპენსაცია რო გაუშვან,თუ შესაბამისი კანდიდატი ეყოლებათ 13 მილიონი არ შეაშინებთ,საქმე ისაა რო კანდიდატი არაა, სანამ იპოვიან ვინმეს აცდიან ჟოზეს ეგრე უტრანსფეროდ.
შემტევი სტილის კანდიდატიც მინიმუმ 2 წელს მოითხოვს ორი წლის ჩავარდნას არ აპატიებენ და შემდეგ შემტევი სტილის კანდიდატს ნახავენ რომელიც ისევ 2 წელს მოითხოვს და იქნება ეგრე,აბა შემტევი სტილიც და ეგრევე შედეგიც მარტო ჩემ "ძმის" Paulscholes1 სსიზმრებში თუა შესაძლებელი,მითუმეტეს ამ კონტიგენტით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top