თბილისი:
მანჩესტერი:
20-05-2018, 18:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2294,
კომენტარები: 21
ლუკაკუმ თავად თქვა უარი სასტარტოდან დაწყებაზე
მოურინიო აცხადებს, რომ ბელგიელმა ფორვარდმა თავად მიიღო სკამზე დარჩენის გადაწყვეტილება.
ლუკაკუმ თავად თქვა უარი სასტარტოდან დაწყებაზე
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ რომელუ ლუკაკუს სურვილი იყო "ჩელსისთან" მატჩის სათადარიგოთა სკამიდან დაწყება.

"უემბლიზე" გამართულ ფინალში მოურინიოს გუნდს თითქმის ორმაგი უპირატესობა ჰქონდა ბურთის ფლობაში და კარის მიმართულებით 18-ჯერ დაარტყა, მაგრამ შეტევაში სანახაობრივი თამაში მაინც ვერ აჩვენა.

"წითელი ეშმაკების" თამაშს ძალიან აკლდა ლუკაკუ, რომელიც მხოლოდ 73-ე წუთზე გავიდა მოედანზე. მისი გამოყვანა ჟოზეს ადრე ან დასაწყისშივე არ შეეძლო, რადგან თავად ფეხბურთელის თხოვნა იყო სათადარიგოთა სკამზე გადასვლა და 29 აპრილს მიღებული ტრავმის შემდეგ სიფრთხილის შენარჩუნება.

"როცა ფეხბურთელი გეუბნება, რომ თამაში არ შეუძლია, როცა გეუბნება, რომ სასტარტოში ვერ ითამაშებს, კითხვა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, თუ რამდენი წუთის გატარებას შეძლებს მოედანზე.

როგორ შეიძლება გადავარწმუნო ფეხბურთელი, რომელიც მეუბნება, რომ მზად არ არის? ასე რომ, სათადარიგოთა სკამზე მისი დატოვება რთული არ იყო. გადაწყვეტილება მარტივად მივიღე",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: skysports
ახალი ამბები, ინტერვიუები
21 კომენტარი
№21
ავტორი: Malboro463
23 მაი 2018 21:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
ციტატა: VALERI.s
ეხლავე აგიხსნი ძმაო! მებრძოლია. კარგი დარტყმა აქვს. თავზე კარგად თამაშობს. ტანკივითაა და რომ იძახი ორ კსცთან მიუშვიო ორი კი არა ხუთი კაცი მონახავს ლუკაკუს გადაათელილი და რაც ყველაზე მეტად მომწონს არის ის რომ შეუძლია მოედნის ნებისმიერ ნაწილში იბრძოლოს ბურთისთვის და რაც შეეხება გოლებს არ დაგავიწყდეს რომ პირველი სეზონი იყო და თან იმ თამაშის ფონზე რასაც ვთამაშობთ! კიდევ ვიმეორებ ლუკაკუ კეინის მერე საუკეთესოა პრემიერლიგაში!

არ კმარა ძმა მებრძოლობა. ეგ პლიუსი აქვს ფიზიკურობის ხარჯზე რომ გადის ფონს თორე ტვინით ვერ თამაშობს არ აქ კლასი. თუ გვინდა რომ ის ფეხბურთი ითამაშოს გუნდმა რასაც სხვა გრანდები თამაშობს იქ ლუკაკუ არ გამოგვადგება რა შეხება საუკეტესობას აგუეროს ნუ დავივიწყებთ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top