თბილისი:
მანჩესტერი:
20-05-2018, 18:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2307,
კომენტარები: 21
ლუკაკუმ თავად თქვა უარი სასტარტოდან დაწყებაზე
მოურინიო აცხადებს, რომ ბელგიელმა ფორვარდმა თავად მიიღო სკამზე დარჩენის გადაწყვეტილება.
ლუკაკუმ თავად თქვა უარი სასტარტოდან დაწყებაზე
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ რომელუ ლუკაკუს სურვილი იყო "ჩელსისთან" მატჩის სათადარიგოთა სკამიდან დაწყება.

"უემბლიზე" გამართულ ფინალში მოურინიოს გუნდს თითქმის ორმაგი უპირატესობა ჰქონდა ბურთის ფლობაში და კარის მიმართულებით 18-ჯერ დაარტყა, მაგრამ შეტევაში სანახაობრივი თამაში მაინც ვერ აჩვენა.

"წითელი ეშმაკების" თამაშს ძალიან აკლდა ლუკაკუ, რომელიც მხოლოდ 73-ე წუთზე გავიდა მოედანზე. მისი გამოყვანა ჟოზეს ადრე ან დასაწყისშივე არ შეეძლო, რადგან თავად ფეხბურთელის თხოვნა იყო სათადარიგოთა სკამზე გადასვლა და 29 აპრილს მიღებული ტრავმის შემდეგ სიფრთხილის შენარჩუნება.

"როცა ფეხბურთელი გეუბნება, რომ თამაში არ შეუძლია, როცა გეუბნება, რომ სასტარტოში ვერ ითამაშებს, კითხვა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, თუ რამდენი წუთის გატარებას შეძლებს მოედანზე.

როგორ შეიძლება გადავარწმუნო ფეხბურთელი, რომელიც მეუბნება, რომ მზად არ არის? ასე რომ, სათადარიგოთა სკამზე მისი დატოვება რთული არ იყო. გადაწყვეტილება მარტივად მივიღე",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: skysports
ახალი ამბები, ინტერვიუები
21 კომენტარი
№11
ავტორი: giorgiginturi
21 მაი 2018 10:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
არადა ხო თითქოს მძორია დიდია მასაა, მარაა ააქვს საკმარისი სისწრაფეც და სუფთა გამოკვეთილი ძალიან მაგარი ფორვარდია სუფთა ცხრიანი, ეს სხვაგან ვერ ითამაშებს... მე უფრო გამისწორდებოდა მემარჯვენე რომ იყოს :)
0
№12
ავტორი: Malboro463
21 მაი 2018 13:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ბურთის წესიერად მიღება ამან არ იცის არ მახსოვს ერთი შეეხებით ამას ბურთი გაეჩერებინა. შესრულებადა კლასი აამას არაქ მის თავზე თამაშის აღება არ შეუზლია დდა რა დონეზე ლაპარაკობთ ვრ ვხვდები. რვპ ს მერე წესიერი თავდამსხმელი არ ღირსებიაგუნდს.
0
№13
ავტორი: wiking
21 მაი 2018 14:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
Aq ra mosatania, magram safrangets dembele daemtvra da uqneb marsiali waiyvanos
0
№14
ავტორი: giorgiginturi
21 მაი 2018 21:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ციტატა: Malboro463
ბურთის წესიერად მიღება ამან არ იცის არ მახსოვს ერთი შეეხებით ამას ბურთი გაეჩერებინა. შესრულებადა კლასი აამას არაქ მის თავზე თამაშის აღება არ შეუზლია დდა რა დონეზე ლაპარაკობთ ვრ ვხვდები. რვპ ს მერე წესიერი თავდამსხმელი არ ღირსებიაგუნდს.

მესმის შენი რასაც ამბობ ძმაო და მართალიც ხარ ბევრი რამ აქვს დასახვეწი, მაგრამ მოდი ვაღიაროთ ამაზე უკეთესი ვინ გვყავს ამ პოზიციაზე და ზოგადად შეტევაში... რეში? ტონი? ალეხსი? ცანცარა ლინგარდი? თუ ვიიინ?
არ ვადარებ ვან პერსის, ნისტელროის ძველ დროინდელ გიჟ რუნის დ.ა.შ. მარა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ რაც რეალობაა ჩვენი გუნდი დღეეს!!! ამის ფონზე ნორმალური ,,კარგი,, ფორვარდი გვყავს...
0
№15
ავტორი: Malboro463
21 მაი 2018 23:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: giorgiginturi
ესმის შენი რასაც ამბობ ძმაო და მართალიც ხარ ბევრი რამ აქვს დასახვეწი, მაგრამ მოდი ვაღიაროთ ამაზე უკეთესი ვინ გვყავს ამ პოზიციაზე და ზოგადად შეტევაში... რეში? ტონი? ალეხსი? ცანცარა ლინგარდი? თუ ვიიინ?
არ ვადარებ ვან პერსის, ნისტელროის ძველ დროინდელ გიჟ რუნის დ.ა.შ. მარა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ რაც რეალობაა ჩვენი გუნდი დღეეს!!! ამის ფონზე ნორმალური ,,კარგი,, ფორვარდი გვყავს

ხოდა რომ არ გვყავს ზუუსტად ისდროა ეხლარომ შემცვლელი მოიყვანო. 80 მილიონს რომგადაიხდიდან ნ1 ფორვარდი იქნება გუნდში იმანლიდერობა უნდა ითვისოს. ამ დონის ფეხბურტელები სკამზე რომ იჯდნენ მაშინ გავდა გუდი გუნდს. ამას რეალში,ბაირნში,ბარსელონაში უვე პსჯსიც სკამისთვისაცარ ისურვებდნენ და მანცესტერში რ უნდა. ძან უკლასოა ტიპი გრანდებთან ყოვრლთვისჩაისვრის
0
№16
ავტორი: VALERI.s
21 მაი 2018 23:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
მე აბსოლიტურად კმაყოფილი ვარ ლუკაკუს თამაშით და ვთვლი რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო ამისი ყიდვა მორატას ნაცვლად. კეინის მერე საუკეთესო ფორვარდია პრემიერლიგაში და მჯერა რომ შემდეგ სეზონს ბევრად უკეთესად ჩაატარებს! და ის რასაც უწუნებთ რომ ტექნიკა არ აქვს მაშინ გეტყვით იმასაც რომ მესი 2 მეტრიანი რომ იყოს თავით უფრო მეტ გოლს გაიტანდა. უნაკლო არავინაა და ყველამ ვიცით რომ ლუკაკუ ტექნიკური არაა მაგრამ ძალიან ბევრი თვისება აქვს რაც ვარსკვლავს უნდა ჰქონდეს და ვიცი რომ ეს ბიჭი ბევრს მიაღწევს!
1
№17
ავტორი: Malboro463
22 მაი 2018 08:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: VALERI.s

mainc ra tvisebebi?
0
№18
ავტორი: Svanchester
22 მაი 2018 10:09
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ლუკაკუ არის უძლიერესი ფორვარდი. ის შრომისუნარიანობა რასაც ეს მოედანზე ავლენს უბრალოდ უნდა დაინახო. და თუ ვერ ხედავ ესეიგი დაუნახავი ხარ ამ ფეხბურთელის მიმართ. დაჯდა სკამზე და რა დაგვემართა ხედავთ. კიდევ ბევრი გაიტანა ამან ჟოზეს სტილით, გვეთამაშა აგრესიული შეტევის სტილი და ვინ იქნებოდა ბომბარდირი ვნახავდით ყველა. ევერტონს მარტო ათრევდა გვახსოვს. დააფასეთ ცოტა ლუკაკუ ასეც არ შეიძლება.
0
№19
ავტორი: Malboro463
22 მაი 2018 11:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
იანგიც შრომის მოყვარეა და დარბის მარა აზრი? ერთი ფორვარდით თამAშობს და 34/16 აქ სტატისტიკა პრემიერ ლიგაში არც ისეთი კარგია როგორც გგონიათ
შეუცვლელად როგორც ამან ჩატარა სეზონი ცხრიანზე მარსიალი ან რეშფორდი რომ ყოფილიყო ეგ ვერ გაიტანდა მაგ 15 გოლს ბევრი 90 წუტიც მახსოვს არაფერი რომ არ გაუკეთებია ან 1 თამასში მხოლოდ 1 გოლით რომ გამოუჩენია თავი და დალშე ვერც ბურთს ვერ იღებდა და ვერაფერი. შემტევ სტილში შეიძLება გაიტანოს ბევრიც მარა მაინც დაბალი დონეა. 2 კაცი დაუყენე ახლოს ეთამაშე და ვერც ბურტს მიღებს წესიერად და ვერც ვერაფერს იზავს ესპანეთში ხომ საერთოდ დაიკარგება. ზუსტად ევერტონის,ლაციოს,ამდროინდელი მილანი- ინტერის დონის ფორვარდია. არც მანჩესტერია ამ ეტაპზე მაგათზე უკეთესი
0
№20
ავტორი: VALERI.s
22 მაი 2018 21:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
ციტატა: Malboro463
ციტატა: VALERI.s
მე აბსოლიტურად კმაყოფილი ვარ ლუკაკუს თამაშით და ვთვლი რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო ამისი ყიდვა მორატას ნაცვლად. კეინის მერე საუკეთესო ფორვარდია პრემიერლიგაში და მჯერა რომ შემდეგ სეზონს ბევრად უკეთესად ჩაატარებს! და ის რასაც უწუნებთ რომ ტექნიკა არ აქვს მაშინ გეტყვით იმასაც რომ მესი 2 მეტრიანი რომ იყოს თავით უფრო მეტ გოლს გაიტანდა. უნაკლო არავინაა და ყველამ ვიცით რომ ლუკაკუ ტექნიკური არაა მაგრამ ძალიან ბევრი თვისება აქვს რაც ვარსკვლავს უნდა ჰქონდეს და ვიცი რომ ეს ბიჭი ბევრს მიაღწევს!

mainc ra tvisebebi?

ეხლავე აგიხსნი ძმაო! მებრძოლია. კარგი დარტყმა აქვს. თავზე კარგად თამაშობს. ტანკივითაა და რომ იძახი ორ კსცთან მიუშვიო ორი კი არა ხუთი კაცი მონახავს ლუკაკუს გადაათელილი და რაც ყველაზე მეტად მომწონს არის ის რომ შეუძლია მოედნის ნებისმიერ ნაწილში იბრძოლოს ბურთისთვის და რაც შეეხება გოლებს არ დაგავიწყდეს რომ პირველი სეზონი იყო და თან იმ თამაშის ფონზე რასაც ვთამაშობთ! კიდევ ვიმეორებ ლუკაკუ კეინის მერე საუკეთესოა პრემიერლიგაში!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top