თბილისი:
მანჩესტერი:
19-05-2018, 10:57
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 3552,
კომენტარები: 30
მატჩის დღე: "იუნაიტედი" VS "ჩელსი"
სეზონის ბოლო მატჩი "უემბლიზე".
მატჩის დღე:
დასრულდა პრემიერ ლიგის 2017/18 წლების სეზონის გათამაშება. ინგლისის ჩემპიონობა, შესანიშნავად ჩატარებული სეზონის შემდეგ ხოსეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტიმ" მოიპოვა. ქალაქელებმა სარეკორდო 100 ქულის მოგროვება შეძლეს და უახლოეს მდევარ "მანჩესტერ იუნიტედს" შანსი არ დაუტოვეს.

ჟოზე მოურინიოს მონაგარი მიმდინარე სეზონში 81 ქულას შეადგენს. გარდა ამისა, "წითელი ეშმაკები" ასოციაციის თასის ფინალში გავიდნენ და "უემბლიზე" მოურინიოს თაოსნობით მეოთხე ტიტულის მოპოვებას შეეცდებიან.

რაც შეეხება მეორე ფინალისტს ლონდონის "ჩელსის", შეიძლება ითქვას, რომ შარშანდელი ტრიუმფის შემდეგ "არისტოკრატებმა" სეზონი უბრალოდ ჩააგდეს და სატურნირო ცხრილის მე - 5 - ე ადგილსაც დაჯერდნენ. რაც მანიშნებელია იმის, რომ მათ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ. მოპოვებული 70 ქულა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ასპარეზობის უფლება მოპოვებულიყო.

შემადგენლობებს რც შეეხება, მატჩისწინა პრესკონფერენვია გამართა "წითლების" პორტუგალიელ მენტორმა ჟოზე მოურინიომ რომელმაც განაცხადა, რომ გუნდი სათამაშოდ მზად არის. მწყობრშია "იუნაიტედის" შემადგენლობის ყველა წამყვანი ფეხბურთელი გარდა რომელუ ლუკაკუსა რომელმაც როგორც ჩანს ტრავმის ბოლომდე მოშუშება ვერ შეძლო და მატჩს სათადარიგო სკამიდან დაიწყებს.

ტრავმა მოიშუშა და სრულ მზადყოფნაშია ფრანგი შემტევი ენტონი მარსიალი რომელიც ბოლო დროს პრესის მხრიდან პოპულარობას არ კარგავს. მოგეხსენებათ ენტონის კლუბის დატოვებას უწინასწარმეტყველებენ. მოურინიომ ასევე განაცხადა, რომ ფინალში კარს დავიდ დე ხეა დაიცავს და არა სერხიო რომერო. რომელიც აღნიშნულ ტურნირზე ძირითადი მეკარის ადგილს იკავებდა.

შეხვედრა თბილისის დროით 20:15 სთ-ზე აიღებს სტარტს. საინტერრესოა თუ ვინ ჩაატარებს სეზონს უტიტულოდ, ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნიტედი" თუ ანტონიო კონტეს ლონდონის "ჩელსი".
ახალი ამბები
30 კომენტარი
№21
ავტორი: VALERI.s
19 მაი 2018 23:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
ამ ერთ თამაშში აისახებოდა მთელი ჩვენი სეზონი და შედეგი!
1
№22
ავტორი: Lasha_9
20 მაი 2018 09:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
რატომ როგორ და რანაირად მოხდა ამაზე ლაპარაკი რომ დავიწყო ათი ფურცელი არ მეყოფა ალბათ, ის რომ რეალურად ლუკაკუ გუნდის შეტევის 90 პროცენტს უდრის თუ მეტს არა, ის რომ ასეთ თამაშებში გაგეცინებათ და ფელაინიც საჭიროა იმიტომ რომ სად შეყოფს თავს არავინ იცის, ის რომ კი ბატონო დაუმსახურებლად წავაგეთ და მაინც მთავარი - იქნებ დროა დავსვათ ასეთი კითხვები არის თუნდაც მარსიალი ის ტალანტი რაც ყველას გონია? მარსიალს არაფერს ვერჩი უკეთესად არც პოგბას სანჩესს და რაშფორდს უთამაშიათ მაგრამ მაგათ არავინ გაუშვებს ეგეც ფაქტია, ხო შეიძლება არა გარდა სტოკის და რედინგების ერთხელ მარსიალმა სხვაგანაც ითამაშოს კარგად და მაინც მთავარი კითხვა რაც თამაშამდეც მქონდა და ახლაც მაქვს - რატომ ჯონსი და არა ბაილი? ამაზე თუ ვინმე გამცემს კითხვას ჩავთვლი რომ ჟოზესთან ძალიან ახლობლობს იმიტომ რომ ვერანაირი ახსნა ვერ მოეძებნება რატომ არ იყო ძირითადში ჩვენი საუკეთესო ცენტრალური მცველი...
0
№23
ავტორი: giorgiginturi
20 მაი 2018 10:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
agaraa sachiro amdeni ganxilva da tavis tkivili, daigruza iunaitedi da tais chelsis mices arc (ki) dagisves arc meti
0
№24
ავტორი: Manstark_United
20 მაი 2018 10:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
დიდი ხანია არაფერი დამიწერია საიტზე... იმდენად მაღიზიანებს გუნდის თამაშის სტილი და შედეგები...
მაგრამ ახლა დამთავრდა სეზონი და ფაქტია მეტი ვეღარაფრით იმართლებს თავს ჟოზეფინა...
დავიწყოთ კარგით.სეზონის სტარტი იყო ალბათ საუკეთესო.მაქსიმალური ქულებით დავიწყეთ და ჩანდა ისე,რომ სიტისთან ერთად ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდი ვიყავით.ვიყავით კიდევაც...ძალიან ჩვეულებრივად ჰქონდა გუნდის იმის რესურსი,რომ სიტის თუ ვერ აჯობებდა,ღირსეული კონკურენცია მაინც გაეწია.გუნდს შეტევაში ყავს ლუკაკუ,მარსიალი,რაშფორდი.ნახევარდაცვაში საუკეთესო (და არა დაცვაში) პოგბა და მატიჩი...საუკეთესო მეკარე...გუნდს თავიდანვე ეტყობოდა სადაც უჭირდა,ეს იყო დაცვა.მაღალი დონის ცენტრალური მცველების ნაკლებობაა გუნდში.დაცვის დუეტი არ გვყავს !!!
დაცვის ფლანგები...ვალენსია კარგი იყო...რა მეთქმის ცუდი მასზე...აი მარცხნივ სრული ქაოსია... შოუს არ ათამაშებდა და პრაქტიკასაც ვერ იღებდა...იანგის იმედად ვიყავით მთელი სეზონი და მაგის იმედზე ყოფნა მანჩესტერს არ ეკადრება რა...სხვა სახელი დატოვა ფერგიმ და სხვა სახელზე ათამაშებს მოსული სამი მწვრთნელი ამ გუნდს...ნახევარდაცვაში პოგბას,რომელსაც მატიჩის გვერდით ათამშებდა საყრდენ ნახევარმცველად (რაც წესით ერერას მოვალეობა უნდა ყოფილიყო და არა პოგბასი) და მთელი შეტევის კრეატივიც იკარგებოდა...მაგიტომაც მიექაჩებოდა მთელ გუნდს დაცვაში ყველაფერი...
ნუ კარგი...სიტი დაფრინავდა წელს და ეს თავიდანვე შევნიშნეთ და არავის მოუთხოვია მოურინიოსთვის გინდა თუ არა პრემიერ ლიგა დადე წელსო... მე-2 ადგილზეც თანახმა ვიყავით შუა სეზონში უკვე (ვიყავით და არ შემედავოთ,ყველამ ვიცოდით) ... გუნდმა გააკეთა არაფერში საჭირო სანჩესის ტრანსფერი,რომლის გახსნას და ათამშებასაც ველოდებით... არაა !!!! სანჩეზი მალე დაბერდება და შეგვრჩება ნაგვის ყუთად... მარსიალი რომ წავიდეს იცით რას იზამს??!! ტიპს იმხელა ტაალანტი აქვს რაც მის გარშემო მისი თაობის არცერთ ფეხბურთელს არ აქვს... ოქროს ბურთის კანდიდატზე ვლაპარაკობთ რამდენიმე წელიწადში... მაგრამ არა... სანჩეზი,რომელმაც ვერ მოაგვარა ფლანგის პრობლემა,იწყებს ძირითადში და რაშფორდს და მარსიალს უმცირებს სათამაშო დროს... მარტივი განტოლება- მოურინიომ მომავალი გაწირა !!!

და აი მივედით იმ დღემდე,როცა სევილიასთან მატჩიც მოვიდა... 0-0 რომ დამთავრდა ესპანეთში მშვიდად ვიყავი... ჩემს გუნდს ოლდ ტრაფორდზე რაის სევილია მოუგებს თქო... ჩემი ფეხებიი !!!!!! მოუგო და თან როგორ... ასეთ თამაშს არ უნდა თამაშობდეს მანჩესტერი ოლდ ტრაფორდზე !!!!! არააააააააააააააააა !!!!!!!!!! დამსახურებულად წავაგეთ და გამოვვარდით !!!! მერე რა ****ბებიც ილაპარაკა მოურინიომ მანჩესტერზე და რითიც იმართლა თავი (რომ ასოციაციის თასზე გადაერთო გუნდი) არც თქვენ გჯერათ და არც მე... უბრალოდ გამარჯვებულის მენტალიტეტი დაკარგა მოურინიომ... არაა საკმარისად ძლიერი ის ტვრითი ზიდოს,რასაც ფერგის მემკვიდრეობა ქვია...

რა ხდებოდა ამ დროს ჩვენს გარშემო... სიტი ჩემპიონია... ლივერპული ულამაზესი თამაშით მიდის ფინალამდე და ამ დროს მანჩესტერის ფანი რას შვება??? ვესტ ბრომვიჩთან წაგებულ მატჩს მისტირის !!! არ მინდა შედეგი,თუ ჩემი გუნდის თამაშს ხალისით არ ვუყურებ !!! არ უნდა მეძინებოდეს ჩემი გუნდის თამაშზე !!!
2
№25
ავტორი: bziki
20 მაი 2018 10:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Manstark_United
ბევრ რამეში შემიძლია დაგეთანხმო მარსიალის გარდა,რა ოქროს ბურთი:D:D იმაზე მეტი შანსი ქონდა ვიდრე რეალურად ეკუთვნის
მოდით ერთ რამეზე შევთანხმდეთ ან ვიყოთ გრანდი რომელიც იბრძვის ტიტულისთვის ან ტოტენჰემის კალიბრის გუნდი სადაც შოუს,მარსიალს თუ ზაჰას 15-20 თამაში ველოდებით როდის შევლენ ფორმაში.
რა მარსიალი ბევრად ნიჭიერი თაობა მინახავს ჩაყვინთული რო ვერ განვითარდნენ ზოგი რის გამო ზოგი რის რა მარსიალი და ოქროს ბურთი. დაჟე დეპაი უფრო ნიჭიერი იყო მარტო ნიჭი არაა ფეხბურთი თორე აიმარი ან სავიოლა,დენილსონი ეხლა ყველა დროის საუკეთესოობაზე უნდა იწევდნენ.

მარსიალი კი არა რობინოებმა,პატოებმა თუ "იანუზაებმა" ჩაყვინთეს.თუ არ გაქ ხასიათი,მენტალიტეტი რა აზრი აქ
P.S ოქრიაშვილი ჩემ უბანში თამაშობდა ხშირად ნანახი მაქ ბევრჯერ მაგის თამაში და იმდენადად ნიჭიერი იყო ხასიათი რო ქონოდა დღეს მასიალი მონაგონი იქნებოდა
0
№26
ავტორი: VALERI.s
20 მაი 2018 12:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
ერთი რაღაც ცხადია რომ. მარსიალი უნდა წავიდეს(რათქმაუნდა გამოსყიდვის უფლებით) და მოვიდეს ვინმე მარჯვენა ვინგერი(ცაცია) და რეალურად გუნდში მემარცხენე ფეხბურთელების დეფიციტია. გუნდმა თამაშების 80% ცაცია ფეხბურთელის გარეშე ჩაატარა და მე ვფიქრობ ეს სერიოზული პრობლემაა. პოგბას ვერ ვხედავ 4-5-1 წყობაში და ვფიქრობ მისი პოტენციალი მაგ წყობაში აბსოლიტურად იკარგება. მაგალითად თუ დაცვის ცენტრში მოვიყვანთ ვინმე სერიოზულ მცველს ორი საყრდენი აღარ იქნება საჭირო ბაილიზე მახსოვს იძახდნენ ნახევარმცველების სანატრელი მცველიაო ისე კარგად ეხმარებოდათ. საული რომ მოვიდეს და მარჯვენა ნახევარმცველად დადგას 4-3-3 ტაქტიკაში პოგბა მარცხნივ დადგება და გააგორებენ ბურთს + ფლანგებზე ბელერინი სანდრო და რაღა გვინდა გუნდი დაემსგავსება გუნდს და ბურთსაც დაიჭერენ, სწრაფადაც ამიუტანენ და პოზიციურადაც შეუტევენ. ძნელია ამისი მიხვედრაა!
წარმოიდგინეთ:
სანჩესი-ლუკაკუ-დიბალა
პოგბა-მატიჩი-საული
სანდრო-ალდერვეიელდი-ბაილი-ბელერინი
დე ხეა
0
№27
ავტორი: Phil Jones
20 მაი 2018 14:03
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
შევცდი, მეგონა მოიგებდნენ და მერე იტრაბახებდა მოურინიო და გააპრავებდა ამ სეზონს! ძალიანაც კარგი!!! სექტემბრიდან დაიწყება ახალი სეზონი და მისი იგივე შედეგი არ გაპრავდება!! შანსი არაა!! არცერთი პატიება.
0
№28
ავტორი: Svanchester
20 მაი 2018 15:09
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
საიტს რა ჭირს, თქვენც არ გიხსნით სრულ ვერსიას?
0
№29
ავტორი: Lasha_9
20 მაი 2018 16:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
ერთ რამეს დავამატებდი ჩემს ქვენო კომენტარს, ის რომ შემდეგ სეზონშიც იგივე არ მოხდეს ორი რამაა საჭირო - ან ჟოზე წავიდეს(რასაც მე არ ვემხრობი) ან შემადგენლობა გაძლიერდეს, რომ ამბობთ ჟოზეს ტაქტიკები მოძველდაო კი არ მოძველდა ამ კაცს სხვანაირად არ შეუძლია უბრალოდ, ან უნდა გყავდეს ისეთი შეკრული გუნდი როგორიც ფერგის დროს იყო კლევერლებით რომ ვიგებდით და ფაქტია ფერგი არ დაბრუნდება ან ჟოზეს პლუსები უნდა გამოვიყენოთ და პირველ რიგში ამისთვის კარგი შემსრულებლებია საჭირო, გავიხსენოთ ვინ ყავდა ჟოზეს ჩელსიში? დროგბა, ლემპარდი, ტერი, ჩეხი ანი ძალიან მაგარი შემსრულებლები ვისაც იგივე რაშფორდივით ორასი მომენტი არ ჭირდებოდათ რომ ერთი გაეტანათ, განა დროგბა გამაზავდა ერთი ერთზე მომენტს რაც რაშფორდმა გამაზა? ან პოგბას თავური რომელსაც არავინ უშლიდა? ჟოზეს ბევრ რამეში არ ვამართლებ მაგრამ ვფიქრობ რომ უკეთესი შემსრულებლებით ეგ კაცი გაცილებით ბერვს მიაღწევს, თუნდაც დროგბას და ლემპარდის დონის შემსრულებლებით...გაეტანა რაშფორდს გავათანაბრებდით და შეიძლება მოგვეგო კიდეც და ყველა იტყოდა რომ ჟოზეს ხელში პროგრესია, მაგრამ ასე არ მოხდა და ახლა ვიგინებით...მოდი გულახდილად ვთქვათ ფეხბურთელების უმრავლესობა ვინც ახლა გუნდში უბრალოდ...არაა კლასნი და შემსრულებელი ფეხბურთელი, მეტ ნაკლებად ლუკაკუა ეგეთი მაგრამ ეგეც არაა დროგბას დონის კი გადავეკიდე ამ დროგბას მაგრამ ისევ და ისევ ჟოზეს ჩელსისთან ვავლებ პარალელს და მაგიტომ...
0
№30
ავტორი: VALERI.s
20 მაი 2018 17:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
ციტატა: Lasha_9
ერთ რამეს დავამატებდი ჩემს ქვენო კომენტარს, ის რომ შემდეგ სეზონშიც იგივე არ მოხდეს ორი რამაა საჭირო - ან ჟოზე წავიდეს(რასაც მე არ ვემხრობი) ან შემადგენლობა გაძლიერდეს, რომ ამბობთ ჟოზეს ტაქტიკები მოძველდაო კი არ მოძველდა ამ კაცს სხვანაირად არ შეუძლია უბრალოდ, ან უნდა გყავდეს ისეთი შეკრული გუნდი როგორიც ფერგის დროს იყო კლევერლებით რომ ვიგებდით და ფაქტია ფერგი არ დაბრუნდება ან ჟოზეს პლუსები უნდა გამოვიყენოთ და პირველ რიგში ამისთვის კარგი შემსრულებლებია საჭირო, გავიხსენოთ ვინ ყავდა ჟოზეს ჩელსიში? დროგბა, ლემპარდი, ტერი, ჩეხი ანი ძალიან მაგარი შემსრულებლები ვისაც იგივე რაშფორდივით ორასი მომენტი არ ჭირდებოდათ რომ ერთი გაეტანათ, განა დროგბა გამაზავდა ერთი ერთზე მომენტს რაც რაშფორდმა გამაზა? ან პოგბას თავური რომელსაც არავინ უშლიდა? ჟოზეს ბევრ რამეში არ ვამართლებ მაგრამ ვფიქრობ რომ უკეთესი შემსრულებლებით ეგ კაცი გაცილებით ბერვს მიაღწევს, თუნდაც დროგბას და ლემპარდის დონის შემსრულებლებით...გაეტანა რაშფორდს გავათანაბრებდით და შეიძლება მოგვეგო კიდეც და ყველა იტყოდა რომ ჟოზეს ხელში პროგრესია, მაგრამ ასე არ მოხდა და ახლა ვიგინებით...მოდი გულახდილად ვთქვათ ფეხბურთელების უმრავლესობა ვინც ახლა გუნდში უბრალოდ...არაა კლასნი და შემსრულებელი ფეხბურთელი, მეტ ნაკლებად ლუკაკუა ეგეთი მაგრამ ეგეც არაა დროგბას დონის კი გადავეკიდე ამ დროგბას მაგრამ ისევ და ისევ ჟოზეს ჩელსისთან ვავლებ პარალელს და მაგიტომ...

არა ძმაო! ვერ დაგეთანხმები. ჯოზეს სტილის ფეხბურთელები არ არიან თორე შემსრულებლებიც არიან და კლასნებიც. და ის რომ კომბინაციები არ აქვთ დახვეწილი და ისე თამაშობენ თითქოს პირველად ხედავენ ერთმანეთს არამგონია ფეხბურთელების ბრალი იყოს. პრინციპში შენც მაგ აზრამდე მიდიხარ რომ ინდივიდუალურად ქმნიან ფეხბურთელები ყველაფერს და გუნდურობა და ურთიერთგაგება არ არს მოუს სტილში!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top