თბილისი:
მანჩესტერი:
19-05-2018, 10:57
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 3552,
კომენტარები: 30
მატჩის დღე: "იუნაიტედი" VS "ჩელსი"
სეზონის ბოლო მატჩი "უემბლიზე".
მატჩის დღე:
დასრულდა პრემიერ ლიგის 2017/18 წლების სეზონის გათამაშება. ინგლისის ჩემპიონობა, შესანიშნავად ჩატარებული სეზონის შემდეგ ხოსეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტიმ" მოიპოვა. ქალაქელებმა სარეკორდო 100 ქულის მოგროვება შეძლეს და უახლოეს მდევარ "მანჩესტერ იუნიტედს" შანსი არ დაუტოვეს.

ჟოზე მოურინიოს მონაგარი მიმდინარე სეზონში 81 ქულას შეადგენს. გარდა ამისა, "წითელი ეშმაკები" ასოციაციის თასის ფინალში გავიდნენ და "უემბლიზე" მოურინიოს თაოსნობით მეოთხე ტიტულის მოპოვებას შეეცდებიან.

რაც შეეხება მეორე ფინალისტს ლონდონის "ჩელსის", შეიძლება ითქვას, რომ შარშანდელი ტრიუმფის შემდეგ "არისტოკრატებმა" სეზონი უბრალოდ ჩააგდეს და სატურნირო ცხრილის მე - 5 - ე ადგილსაც დაჯერდნენ. რაც მანიშნებელია იმის, რომ მათ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ. მოპოვებული 70 ქულა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ასპარეზობის უფლება მოპოვებულიყო.

შემადგენლობებს რც შეეხება, მატჩისწინა პრესკონფერენვია გამართა "წითლების" პორტუგალიელ მენტორმა ჟოზე მოურინიომ რომელმაც განაცხადა, რომ გუნდი სათამაშოდ მზად არის. მწყობრშია "იუნაიტედის" შემადგენლობის ყველა წამყვანი ფეხბურთელი გარდა რომელუ ლუკაკუსა რომელმაც როგორც ჩანს ტრავმის ბოლომდე მოშუშება ვერ შეძლო და მატჩს სათადარიგო სკამიდან დაიწყებს.

ტრავმა მოიშუშა და სრულ მზადყოფნაშია ფრანგი შემტევი ენტონი მარსიალი რომელიც ბოლო დროს პრესის მხრიდან პოპულარობას არ კარგავს. მოგეხსენებათ ენტონის კლუბის დატოვებას უწინასწარმეტყველებენ. მოურინიომ ასევე განაცხადა, რომ ფინალში კარს დავიდ დე ხეა დაიცავს და არა სერხიო რომერო. რომელიც აღნიშნულ ტურნირზე ძირითადი მეკარის ადგილს იკავებდა.

შეხვედრა თბილისის დროით 20:15 სთ-ზე აიღებს სტარტს. საინტერრესოა თუ ვინ ჩაატარებს სეზონს უტიტულოდ, ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნიტედი" თუ ანტონიო კონტეს ლონდონის "ჩელსი".
ახალი ამბები
30 კომენტარი
№11
ავტორი: LewisHamilton
19 მაი 2018 20:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
არადა რო იკითხო ხო თითქოს ავტობუსს ათამაშებს გუნდს მოურინიო, მაგრამ საკმარისია მოწინააღმდეგე გუნდიდან რომელიმე თავდამსხმელი ოდნავ გაიქცეს, ეგრევე უზარმაზარი დირკა გვრჩება დაცვაში.. ხოდა ვეღარ გავიგე რანაირ დაცვას ვთამაშობთ თუ იდეაში დაცვაც არ შეგვიძლია ნორმალურად...
2
№12
ავტორი: Svanchester
19 მაი 2018 20:07
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ლუკაკუს გარეშე არაფერი ვართ. მოურინიო რო იძახის შემტევს არ ვიყიდითო, არ ვიყიდით კი არა სასწრაფოდაა გუნდში ლუკაკუს შემცვლელი მოსაყვანი. ესეიგი ეგ, რომ გაიტრავმოს მომვალ სეზონში დარხეული გვქონია. რეშფორდი უნდა იდგეს ფლანგზე ამას ცენტრალურ თავდსხმაში არაფერი ესაქმება.
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
19 მაი 2018 20:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: Svani
ლუკაკუს გარეშე არაფერი ვართ. მოურინიო რო იძახის შემტევს არ ვიყიდითო, არ ვიყიდით კი არა სასწრაფოდაა გუნდში ლუკაკუს შემცვლელი მოსაყვანი. ესეიგი ეგ, რომ გაიტრავმოს მომვალ სეზონში დარხეული გვქონია. რეშფორდი უნდა იდგეს ფლანგზე ამას ცენტრალურ თავდსხმაში არაფერი ესაქმება.


ლუკაკუ ხო თავისთავად მარა ვინგერის გარეშე რო თამაშობენ ეგ ორმაგად ამძიმებს, ლინგარდიც და სანჩესიც ცენტრშია შეწეული და ვერც იქედან ვერ შვებიან ვერაფერს, ვალენსია და იანგი კიდე სწორხაზოვან-ლიანდაგოვანი სირბილით ვერაფერს შვებიან.
1
№14
ავტორი: SANCHEZ 7
19 მაი 2018 20:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
შეცდომაა ამ კაცის აქ ყოფნე კარგი მწრთვნელია მაგრავ გავკარი მე ასეთ შედეგებს ეს ფეხბურთი არაა ეს ****ბა
1
№15
19 მაი 2018 20:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
2007 წლის ასოციაციის თასის ფინალი - ჩელსი 1:0 მანჩესტერ იუნაიტედი
ეს ანგარიში დაფიქსირდება დღესაც

ციტატა: ლეგენდა რუნი
2007 წლის ასოციაციის თასის ფინალი - ჩელსი 1:0 მანჩესტერ იუნაიტედი
ეს ანგარიში დაფიქსირდება დღესაც

მსაჯის გამო მაგ ყლიკოს გამოოო

სად ადინახააა ამ ყლოვირელმააა ააფსაიტიიი სააად შიიიიიიიიიგ ააააააქ

არაუშავს ხან წავაგებთ ხან წავაგებთ :) :(
0
№16
ავტორი: Malboro463
19 მაი 2018 21:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: ლეგენდა რუნი
2007 წლის ასოციაციის თასის ფინალი - ჩელსი 1:0 მანჩესტერ იუნაიტედი
ეს ანგარიში დაფიქსირდება დღესაც

ციტატა: ლეგენდა რუნი
2007 წლის ასოციაციის თასის ფინალი - ჩელსი 1:0 მანჩესტერ იუნაიტედი
ეს ანგარიში დაფიქსირდება დღესაც

მსაჯის გამო მაგ ყლიკოს გამოოო

სად ადინახააა ამ ყლოვირელმააა ააფსაიტიიი სააად შიიიიიიიიიგ ააააააქ

არაუშავს ხან წავაგებთ ხან წავაგებთ :) :(

რა ტყლად აგინებ მსაჯს იქ თუ მართლაშენ აფსაიდი ვერ დაინახე გამეორებაზე რას უყურებდი? + სუფთა პენალტი არ დაუდო ჩელსის
0
№17
ავტორი: LewisHamilton
19 მაი 2018 21:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
მდააჰ, მგონი სეზონის განმავლობაში პირველად მოწინააღმდეგეზე უკეთ გამოვიყურებოდით და მაინც წავაგეთ.. არ ვამბობ რო დაუმსახურებელი იყო რამე! კაროჩე არ ვიცი რა კომენტარი გავაკეთო, მაგრამ ყველაზე მეტად ის მიტყდება რო იმედგაცრუებასაც კი არ ვგრძნობ.. აი რაღაც ძაან წყნარად და მშვიდად მივიღე წაგება, თითქოს რაღაც რიგითი უმნიშვნელო მატჩი წავაგეთო.. ეტყობა შევეჩვიე ამ სეზონში ესეთ სიტუაციებს და ახალი ემოციები აღარ მიჩნდება))
0
№18
ავტორი: Svanchester
19 მაი 2018 21:26
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
რა შემიძლია ვთქვა გარდა იმისა, რომ კონტემ ჩვენი თამაშით მოგვიგო ჭკუა იხმარა, გაიტანა და დაგვიკეტა თამაში. დაგვიკეტა თამაში იმიტომ, რომ ჩაწოდებებზე ორიენტირებული გუნდი ვართ და ამ დროს მთავარი მოქმედი პირი ლუკაკუ სკამზე ზის. რატომ არ დაკეტავდა სულ მარტივად გააჩერა ჩვენი შეტევა. ერთი ორჯერ დავაკვირდი და სანჩესს ჩაუწოდეს გამეცინა, ამ ჩაწოდებებზე დაჩვეული ვეღარ ტვინავდნენ საჯარიმოში სანჩესი იდგა თუ ლუკაკუ. ტრანსფერები გვჭირდება მარჯვენა ფლანგი ჩვენთან არ არსებობს. რეში რომელიც იდგა ცენტრში უწევდა მარჯვნიდან შეტევების დაწყება სანჩესი ცენტრში იწეოდა მაღალ ბურთს ვერ გაუშვებდი დაბალს კეტავდნენ ეს იყო დღეს ჩვენი თამაში. ნუ დიდად ლუკაკუს შემოსვლამ არ გაამართლა ტრავმამ იმოქმედა. მარსიალს დაეტყო უთამაშებლობა დადგა მარცხნივ მაგრამ არაფერი ღირებული. თამაში მოიგო ინდივიდუალურად აზარმა შექმა მომენტი დაჯაბნა ჯონსი და გაიტანა პენალი ისიც მაგრად გაუმართლა, ეგიყოდაეგ ჩელსი ვერაფრით გვჯობდა. ჩაწოდებების იმედად თუ ვიქნებით მეორე სეზონში კარგად გვქონია საქმე. ვნახოთ კარგ ტრანსფერებს დადებს ჟოზე აამუშავებს ორივე ფლანგს და იქნებ გვეშველოს. ტრანსფერები თუ გადაგვარჩენს. ვალენსიას ერთ ადგილზე ხტუნაობამ და უკან პასმა დამღალა, იანგმა ერთი ორჯერ მოსესი გაუშვა მაწონზე მაგრამ რათ გინდა უჯარიმოდ ვერ გადიოდა უეჭველი უნდა წაექცია. მერე უკვე გამოჩნდა რომ ამდენი ენერგია ბებერ იანგს აღარ აქ. პოგბა კარგი იყო ყველაზე მონდომებული. ნუ სანჩესს არსენალის სტილი უფრო უხდებოდა ვიდრე ჩვენი, ტიპი არ ჩანს მოედანზე დაკარგულია. მომავლის იმედით ვიქნები პოზიტიურად :))) უტიტულოდ სეზონი მაინც ძაან ტეხავს.
ხო კიდე, მსაჯს შეეშვით, მაგრად იმსაჯა, თუ ჩვენი იყო პენალტი მანდ დასადები, იანგს 100 % ხელზე მოხვდა არ დადო თან მაგრად ჩანდა რომ მოხვდა, პლიუს ჟირუც საეჭვოდ წავაქციეთ არ მიაქცია ყურადღება, სანჩესის წაქცევაც არ იყო მაინცდამაინც პენალი. აი გოლი კი მართლა თამაშგარიდან გაიტანა ალექსისმა. ასე, რომ მსაჯთან უპრეტენზიო ვარ.
1
№19
ავტორი: lasha001
19 მაი 2018 21:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 128
Joze genacvale sheusrule kide erti sezoni da utitulod dagvtove magat egre ekutvnit shennairi siri wvrtneli unda yavdet rom ver xvdebian gagajmevinon aqedan
0
№20
ავტორი: Lalana
19 მაი 2018 22:07
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
მოკლედ რა უნდა ითქვას,სანამ არ გაგვიტანენ მაქამდე ვერ ვფხიზლდებით,მაგრამ ამ შემთხვევაში გატანის შემდეგაც ძაან უხარისხოდ ვთამაშობდით.მეორე ტაიმში გუნდმა აშკარად მოუმატა,მაგრამ ეს მომატება არ ეყო ჩელსის ბარიერების გადასალახად.ძალიან მწყდება გული რომ ასე საშინლად დავასრულეთ სეზონი.არ ვიცი რას უნდა ველოდო მეორე სეზონში,იქნება თუ არა რაიმე წინსვლა,ან რაიმე ღირებულს მოვიგებთ თუ არა,მაგრამ ახლა რასაც ვხედავ ეს არის გუნდი რომელიც ფლანგების გარეშე თამაშობს.შეიძლებაუფანტაზიო ჩაწოდებებით გავდივართ ფონს,მაგრამ არსებობს გუნდები,თუნდაც მადრიდის რეალი,რომელიც თითქმის სულ ასე გადის ფონს და სულ ფლანგების დატვირთვა მიდის.ჩვენ არ გვყავს შესაბამისი კადრი ამისთვის,რადგან წესიერი არც განაპირა მცველი გვყავს რომელიც შეტევაშიც კარგად ჩაერთვება და არც ვინგერი რომელიც მცველს გაიყოლებს და ცენტრში უფრო მეტ თავისუფალ ზონას შექმნის.სანჩესიც ცენტრისკენ იწევს და ლინგარდიც,ამასობაში ვალენსიასა და იანგს ზემოთ ასვლა უწევთ და დამზღვევი კი აღარ რჩებათ.ნეტავ მაგათ შეტევაში ჩართვას მაინც ჰქონდეს რაიმე შედეგი მაგრამ არც ეგ არის..აუცილებლად გვჭირდება მარჯვენა ვინგერი და მარჯვენა მცველი,ისევე როგორც მარცხენა მცველი.სასევე ცენტრში მოსაყვანია ისეთი ხალხი როგორებიც თუნდაც მებრძოლი ვიდალი,კანტე,ნაინგოლანი და მსგავსი ტიპები არიან,ასეთი არ გვყავს ცეტრში.არ ვიცი კიდევ რა ვთქვა,ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ ა არც ის ვიცი უნდა მქონდეს თუ არა მომავლი სეზონის იმედი.
2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top