თბილისი:
მანჩესტერი:
7-04-2018, 19:01
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2405,
კომენტარები: 36
მოურინიო მატჩის წინ
პორტუგალიელი 'სიტის" ჩემპიონობის გადადებას აპირებს.
მოურინიო მატჩის წინ
დღეს თბილისის დროით 20:30 სთ-ზე ინგლისური დერბი გაიმართება. ინგლისის ჩემპიონობასთან ახლოს მყოფი "მანჩესტერ სიტი" ცხრილის მეორეადგილოსან "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ტიტულს ოფიციალურად დაესაკუთრება.

თავის მხრივ სხვა გეგმები აქვს "იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს, რომელმაც განაცხადა, რომ აპირებს თანაქალაქელ გუნდს აღნიშნული ტიტულის ოფიციალურად მოპოვების ვადები სულ უფრო გაახანგრძლივოს და მოედანზე სამი ქულის მოსაპოვებლად გავა.

"ჩვენ ამ მატჩში გამარჯვების მიღწევა გვსურს, არ ვაპირებ "მანჩესტერ სიტის" ადვილად დავუთმო თამაში. ჩვენ უბრალოდ გვსურს გავიდეთ მოედანზე და თამაში მოვიგოთ, თუ ეს რა თქმა უნდა შესაძლებელი გახდება. მათთვის ჩემპიონობაში ხელის შეშლა გვინდა, ეს ნორმალურია.

დერბიში წარმატების მიღწევა საჭიროა. შემდეგ ტურში ისინი "ტოტენჰემს" დაუპირისპირდებიან, სადაც ასევე არ ექნებათ მარტივი თამაში. გვინდა, რომ მათი ჩემპიონობა ცოტახნით კიდევ გადავდოთ".
- ციტირებს Manchester Evening news - პორტუგალიელის სიტყვებს.

წყარო: euro-football
ინტერვიუები
36 კომენტარი
№21
ავტორი: Svanchester
7 აპრილი 2018 20:42
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
აი ეხლაა მთავარი ბურთი არ მივცეთ და ისევ შევუტიოთ
0
№22
ავტორი: ALEXFERGUSON
7 აპრილი 2018 20:43
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: Svani
ციტატა: Dato kutaisi
აღარც კი ვიცი რა ვთქვა.მაღალი პრესინგით რო დავიწყეთ გოლის მერე რატო არ გავაგრძელეთ ან საერთოდ შეტევაში რას ვაპირებთ ჩანს სადმე?მე მინდა რო 7:0 გადაგვიარონ რო მერე მაინც გაუშვან ეგ და მახევარი გუნდი.7:0 იმიტო რო გამტანი ჩვენ არ ვართ და ისე იტყვის 6:1 ფერგისაც აქვს წაგებული და ახალი არაფერი არააო

გეთანხმები დავით, ეს მართლა ის შემთხვევაა როცა არ იცი რა თქვა. მაგრამ მე მაინც ერთს ვიტყვი, რომ ამ ფილოსოფიით ვერც მომავალ წელს ვერ მოვიგებთ ვერაფერს. გასაშვებია ეს კაცი თავის გზაზე. არ ვიცი რა სიგიჟეებს ჩაიდენენ მეორე ტაიმში ნაკლებად მოსაკლოდნელია ეს მაგრამ სირცხვილ ნამუსი უნდა გქონდეს 45 წუთში კარისკენ რო ვერ დაარტყამ.

ეს არის იმის ბრალი,რომ გასახდელშI მწვრთნელი არ არსებობს. ახლა მახსენდება ფერგის სიტყვები. რომ არა გასახდელში კონტროლი,11 მილიონერი საიქიოში გაგისტუმრებდა. მაგრამ ახლა ყველამ იცის,თუ ვინმე გასცდება ჩემს კონტროლს თავად გაემგზავრება იქ. მომენატრა გუნდი,რომელიც 3-0 აგებდა 1 ტაიმში და მეორეში მოსაგებად გამოდიოდა და იგებდა კიდეც. მენატრება ის დრო როდესაც საათზე უთითებდა ბაბუ მსაჯებს და ამ დროს გამარჯვების გოლი გაგვქონდა. მენტრება საკუთარ საჯარიმოს მიჯაჭვული გუნდები,რომლებიც შეტევას ვერ იგერიებდნენ და ერთი სული ქონდათ მსაჯის სასტვენის ხმა გაეგოთ. ეს არის ამაზრზენი სირცხვილი და მეტი არაფერი. ეს არის მილიონრების ხროვა,რომლებსაც არ გააჩნიათ ის სული რაც ქონდათ სქოულზს,გიგზს, სოლცკიარეს,კოული-იორკს და ა.შ. მათ უნაიტედი უყვარდათ და გუნდს რომ გაჭირვებოდა თანახმა იყვნენ უფასოდაც ეთამაშათ. ესენი არიან სრულად გასაყრელები გუნდიდან. ფერგიო მოსაყვანი 1 წელი და მერე გიზგი-სქოულზის დუეტმა ჩაიბაროს უნდა გუნდი.
0
№23
ავტორი: LewisHamilton
7 აპრილი 2018 20:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
მთელი სეზონია იმას ვიძახი რომ როგორც კი გაბედავს გუნდი და შეუტევს, აი უმალვე ვიტანთ გოლს.ხშირ შემთხვევაში გოლებსაც კი. ხოდა ეს დედააფეთქებული თბილისიდან რო ვხედავ მე ამას, ეს გამოცენზურავებული მოურინიო მწვრთნელის სკამიდან ვერ ხვდება ამდენს? ხვდება კიდეც, პროსტა ნატურით ქვეშაჯვიაა და რაც თვითონაა ეგეთივე მენტალობას თესავს გუნდში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში სერიოზულად დაგვღუპავს. ნერვები მეშლება, მაინც და მაინც უნდა გადაგვიარონ იმისათვის რომ შეტევაზე დაფიქრდეს გუნდი? ამ სეზონის მერე რო მილიარდი პროცენტით გასაშვებია ეს ჩმორი მგონი უკვე ორი აზრი არ არსებობს..
0
№24
ავტორი: Svanchester
7 აპრილი 2018 20:51
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ყველაფერი რაც დღეს ხდება გუნდში არის მწვრთნელის ბრალი. ფერგიუსონი სწორედ ამ ფილოსოფიით გახდა იუნაიტედის ისტორია და არა იმით რო ეს კაცი პოგბას ვერ იმორჩილებს. როგორ გაუბედავდა პოგბა ფერგიუსონს სიტყვის ამოღებას. თუ ფეხბურთელი არ გემორჩილება ბუცი სახეში. სხვა ფეხბურთელი შეგხედავს ამ დროს რომ შენი რიდი უნდა ქონდეს. ცუდია მთელი ტაიმი უბურთოდ სირბილი. ჟოზეს სტრატეგია ეს არის უბურთოდ მოიგო თამაშები.
0
№25
ავტორი: Dato kutaisi
7 აპრილი 2018 20:52
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
გოოოოოოოლ
0
№26
ავტორი: Svanchester
7 აპრილი 2018 20:55
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
აი ესაა იუნაიტედი !!! შეატევინე გუნდს შე დალოცვილო შეატევინეეეეეეეე !!!

ეხლა ხო ვიცი დაავტობუსებს აქაურობას. პირიქით რაშფორდია შემოსაყვანი და კიდე შესატევი
0
№27
ავტორი: LewisHamilton
7 აპრილი 2018 20:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ციტატა: Svani
ყველაფერი რაც დღეს ხდება გუნდში არის მწვრთნელის ბრალი. ფერგიუსონი სწორედ ამ ფილოსოფიით გახდა იუნაიტედის ისტორია და არა იმით რო ეს კაცი პოგბას ვერ იმორჩილებს. როგორ გაუბედავდა პოგბა ფერგიუსონს სიტყვის ამოღებას. თუ ფეხბურთელი არ გემორჩილება ბუცი სახეში. სხვა ფეხბურთელი შეგხედავს ამ დროს რომ შენი რიდი უნდა ქონდეს. ცუდია მთელი ტაიმი უბურთოდ სირბილი. ჟოზეს სტრატეგია ეს არის უბურთოდ მოიგო თამაშები.

მწვრთნელის და ხელმძღვანელობისაც. თავიდანვე უნდა გაეთვალათ რომ მოურინიო და კლუბი გენეტიკურ დონეზე არ შეეთავსებიან ერთმანეთს და ადრე თუ გვიან მოხდებოდა ის რაც ამ სეზონში ხდება. ვან გაალის მერე შარშანდელი სეზონი და რაღაც მაინც შედეგი ძალიან კარგად ჩანდა მაგრამ რეალურად დრო გავიდა მას მერეც და სიტუაცია მე პირდაპირ ვიტყვი სრულად გაუარესებულია. სატურნირო ცხრილში ავიწიეთ ოდნავ და მეტი არაფერი. არ უნდა ამ ადამიანს რო გუნდმა ფეხბურთი ითამაშოს და მოკალი.ურჩევნია 90 წუთი ჩაბეტონებული იდგეს და თუ გაუვარდა ხო ძაან მაგარი დღე იქნება, თუარადა ნუ ფრეს მაინც როგორმე გამოაძრობს. არანაირი სტრატეგია და გეგმა აღარ აქვს ამ ადამიანს. გასაშვებია უმალვე და არანაირი ზედმეტი არგუმენტები და განხილვა აღარ სჭირდება მგონი ამ საკითხს..
0
№28
ავტორი: Svanchester
7 აპრილი 2018 20:58
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
როცა სულში და ისტორიაში შემტევი ფეხბურთი გიდევს აუცილებლად ამით უნდა იცოცხლოს გუნდმა. თამამი შეტევები გაბრაზებული შეტევები და სამი გოლი. ესაა იუნაიტედი და ყოველ თამაშში ესე უნდა იყოს. არ უნდა იყოს საჭირო გადაგიარონ პირველი ტაიმი და მერე გაჭედო და იფიქრო შეტევაზე. იმედია ამ სტრატეგიით ათამაშებს ეს კაცი მომავალ სეზონში გუნდს.
0
№29
ავტორი: JuanMata
7 აპრილი 2018 20:59
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
კომპანის სამაგიერო გადაუხადა სმოლინგმა wink
რავიცი, ვუყურებ და ეს ფეხბურთელები ცუდად არ თამაშობენ, ერთი და იგივე ფეხბურთელები, ორი სხვადასხვა გუნდი.
მგონი ფეხბურთელებამდე ჯერ მწვრთნელია შესაცვლელი, როცა სტაბილურ ნორმალურ თამაშს დაიწყებს გუნდი, მერე გამოჩნდება ვინ როგორი ფეხბურთელია, თორემ პირველ ტაიმში 10-ვე ფეხბურთელი საშინელი იყო.
0
№30
ავტორი: LewisHamilton
7 აპრილი 2018 21:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ძაან ბანალური იქნება როცა გუნდი იგებს კასეტა გამოცვალო და ადიდო და აქო ყველაფერი, მაგრამ მე ჩემს აზრზე დავრჩები. სულ რო 10 გოლი გავიტანოთ მაინც აღარ შემეცვლება არანაირი წარმოდგენა. არ შეიძლება ასე, რატო უნდა იყოს საჭირო ჯერ გადაგვიარონ და დაგვამცირონ იმისათვის რომ გუნდი აზრზე მოვიდეს და შეტევაზე დაფიქრდეს? არაა ამ მწვრთნელის მენტალობა ჩვენს გუნდთან არანაირ ტალღაზე და რას ვიზამთ. სასწრაფოდ გასაგდებია ეს ადამიანი და სწორი მენტალობის მწვრთნელი მოსაყვანი. შეიძლება რო ერთი და იგივე ფეხბურთელები სხვადასხვა ტაიმებში სხვადასხვა გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ? ამას ვიძახი რომ გუნდი საკმაოდ სოლიდურია, სათავეში დგას კრეტინი თორე ამ გუნდსაც შეეძლო იმაზე მეტზე ჰქონოდა პრეტენზია ვიდრე ახლა აქვს..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top