თბილისი:
მანჩესტერი:
4-04-2018, 21:15
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2692,
კომენტარები: 26
Don Balon: "კოლოსალური თანხა რონალდუს სანაცვლოდ"
პორტუგალიელს "ოლდ ტრაფორდი" უხმობს.
Don Balon:
ბოლოდროინდელი ეწარმატებული ასპარეზობის შემდეგ, კრიშტუანუ როინალდუ ჩვეულ ფორმას უბრუნდება და ჩვეულს სტილში თამაშობს. პორტუგალიელის ანგარიშზე ესპანეთის ჩემპიონატში 22 გატანილი გოლია და ლიდერ ლიონელ მესისთან ჩამორჩენა მხოლოდ 4 ბურთს შეადგენს. მაშინ როდესაც არგენტინელთან სხვაობა ძალიან დიდი იყო.

აღსანიშნავია კრიშტიანუს წარმატებული ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგაზეც, სადაც ის ტურნირის ერთპიროვნული ბომბარდირია და 10 ჩატარებულ შეხვედრიდან, 10- ივეში შეძლო ზედიზედ თავის გამოჩენა და გოლის გატანა.

ამ წარმატებული სვლის შემდეგ, მისი შეძენით აქტიურად ინტერესდება მისი ყოფილი კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედი". ჟოზე მოურინიოს პორტუგალიელის "ოლდ ტრაფორდზე ხილვა სურს.

როგორც Don Balon იუწყება, ვუდვორდმა მადრიდელთა შვიდიანის შესაზენად თანხა უკვე გამოყო და ის 200 მილიონ ევროს შეადგენს. იმის მიუხედავად, რომ რონალდუ უკვე 33 წლისაა, შესაძლოა გახდეს მიზეზი იმისა რომ პერესმა ასაკოვანი ფეხბურთელის სანაცვლოდ კოლოსალურ თანხაზე თანხმობა განაცხადოს.

შეგახსენებთ ლეგენდარული ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ, 2009 წელს სწორედ "იუნაიტედიდან" გადაბარგდა მადრიდის "რეალში". მიმდინარე სეზონში რონალდუს ანგარიშზე, 35 ჩატარებულ შეხვედრაში 37 გოლია, რაც ფეხბურთელის შესანიშნავ ფორმაზე მეტყველებს.
ჭორები
26 კომენტარი
№21
ავტორი: Svanchester
5 აპრილი 2018 01:31
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
ციტატა: Lalana
ციტატა: Svani
გასაგებია მეგობარო შენი კარგად ჩამოყალიბებული აზრი და გეთანხმები, მე გვარდიოლას ტაქტიკაში ვიგულისხმე შემტევი ფეხბურთის თამაში, მაღალი პრესინგი ეთამაშა იმიტომ რომ შეტევის სურვილი ქონდა კლოპს და მის გუნდს. მე უფრო იმ ხასიათზე გავამახვილე ყურადღება რაც თუნდაც 1-0 ის მერე იყო ან 2-0 ის მერე, მეტი პრესინგი და მეტი შეტევა, ესეც შემტევი ფეხბურთია, საკუთარ ნახევარზე რო შეაწუხებ გუნდს რომელსაც ბურთი უჭირავს, ართმევ და იტან გოლს, შემტევი სტილია გვარდიოლა და შემტევი სტილია კლოპი, კლოპმა დღეს გვარდიოლას სწორედ შემტევი სტილით მოუგო. ჩემთვის მაღალი პრესინგით თამაში შემტევი ფეხბურთის ჩვენების სურვილს ნიშნავს.

მაგაშI კი ნამდვილად ფერგიუსონს იმ მხრივ,რომ ფერგი მსგავსი სტილით ათამაშებდა მანჩესტერს,მაღალი პრესინგი,სწრაფი,მოძრაობა და სწწრაფი აზე ფიქრობენ.

ისე მოურინიოს სტილს, სიმართლე გითხრა ჩემო მეგობარო ისევ გვარდიოლას ტიკი ტაკა და ბურთის ცენტრში გორაობა მირჩევნია, ბურთს მაინც ფლობ და უბურთოდ არ ხარ მოედანზე. კლოპზე გეთანხმები, მე თუ მკითხავ კლოპს სერიოზული შემადგენლობა რო მისცე მაგარ შედეგებს დადებს. სარიც კარგი მწვრთნელია დაგეთანხმები მაგრამ ალბათ მგონია რო ჟოზეს მერე ვუდვორდი პრემიერ ლიგაში გამოცდილ მწვრთნელს მოიყვანს.
0
№22
ავტორი: Lalana
5 აპრილი 2018 01:40
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Svani
ისე მოურინიოს სტილს, სიმართლე გითხრა ჩემო მეგობარო ისევ გვარდიოლას ტიკი ტაკა და ბურთის ცენტრში გორაობა მირჩევნია, ბურთს მაინც ფლობ და უბურთოდ არ ხარ მოედანზე. კლოპზე გეთანხმები, მე თუ მკითხავ კლოპს სერიოზული შემადგენლობა რო მისცე მაგარ შედეგებს დადებს. სარიც კარგი მწვრთნელია დაგეთანხმები მაგრამ ალბათ მგონია რო ჟოზეს მერე ვუდვორდი პრემიერ ლიგაში გამოცდილ მწვრთნელს მოიყვანს.

ჩემთვის ერთიც და მეორეც მოსაწყენია.უბრალოდ ერთი ბურთით აკონტროლებს თამაშს,მეორე კი უბურთოდ,მაგრამ ამ ორივეს მირჩევნია ისეთი მწვრთნელი რომელიც გუნდს სრულიად სხვაგვარად დამუხტავს,აი როგორიც პოჩეტინოა,კლოპი და მისი მსგავსი მწვრთნელები.ჩემი ნება რომ იყოს დიდი სიამოვნებით მოვიყვანდი პოჩეტინოს,თან ახალგაზრდებსაც უამრავ შანს აძლევს და ასევე ძაან სწორ ტრანსფერებს აკეთებს,უბრალოდ რამდენად ააქვს ახლა სურვილი მანჩესტერში წამოსვლის აი ეგ არ ვიცი.აი სარის ნაპოლის კი ვუყურებ,ტიპს ჰყავს კალეხონები და ჰამშიკები,მაგრამ ამის და მიუხედავად მაინც უძLიერეს შემტევ ფეხბურთს თამაშობს,დიდი ხანია უკვე ნაპოლის თამაშებს აღარ ვტოვებ.ასევე ძაან მომწონს ლაიფციგის მწვრთნელი,ცოტა ხნის წინ ბაიერნს ისე შეუსრულეს რომ ბოლოს ალბათ ასე კლოპის დრტმუნდმაც კი ვერ მოუგო მაგ ბაიენრს.
0
№23
ავტორი: Rezimanutd
5 აპრილი 2018 03:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
ციტატა: Svani
მივესალმები ამ ტრანსფერს, გარდა მოედნისა რონალდუ ფეხბურთელებისთვის მოტივაცია გასახდელშიც იქნება, საჭიროა მუხტი რომელსაც რონალდუ ატარებს მოედანზე, პოგბას ხშირად მიუთითებს რომ მოედანზე არუნდა იაროს და რომ უნდა ირბინოს. თუმცა არამგონია მინიმუმ ერთი სეზონი კიდე რეალმა საუკეთესო ფორვარდად ჩამოყალიბებულკი ფეხბურთელი გაუშვას. ტიპი საჯარიმოს რისხვად გადაიქცა, გოლების მანქანაა. ჩემი აზრით, უკვე ფორვარდად უნდა ითამაშოს. ფლანგზე სისწრაფე დაკარგა და ვერაა იმდენად ეფექტური თუმცა აი ფორვარდად სახეზეა გოლი გოლზე გააქვს.

უკვე კაიხანია ფორვარდადაა ქცეული თუნდაც შარშანდელ სეზონშიც, ეგ ახალი ამბავი არაა და თვითონაც თქვა სტილი შევიცვალეო
0
№24
ავტორი: Dato kutaisi
5 აპრილი 2018 10:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
100% გეთანხმები lalana ორივე მწვრთნელი მოსაწყენია საშინლად.ერთი ცდილობს მილიონი უაზრო არაფრის მომცემი პასებით უბრალოდ ბურთი ქონდეს და კარში ვერ დაარტყას თუნდაც და თუ შეექმნება მომენტი გაიტანოს მეორე კი ზედმეტი სიფრთხილით 1:0 ზე ელოდება მეტოქის შეცდომას.ორივე მოსაბეზრებელია.მაგრამ ახლა რაც შეეხება კლოპს ამის ვითომ შემტევი ფეხბურთი არ გაიშვას.ტიპი ვერ დავამუღამე საერთოდ რა უნდა.უტევს ყველას როგორც შეუძლია ოღონდ როცა სალაჰი ყავს.სალაჰის გარეშე ვაფშე არაფერი არაა.აი სალაჰი დავკეტეთ ჩვენ და დამთავრდა ლივერპულიც.პრაგმატულობის გრამი არ აქვს.არსენალთან რაც ქნეს გემახსოვრებათ
0
№25
ავტორი: SANDROGRIGA
5 აპრილი 2018 10:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სანამ რონალდო ფეხბურთს ითამაშებს მანამდე იქნება ეს ჭორები
0
№26
ავტორი: Svanchester
5 აპრილი 2018 11:47
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
ციტატა: Rezimanutd
ციტატა: Svani
მივესალმები ამ ტრანსფერს, გარდა მოედნისა რონალდუ ფეხბურთელებისთვის მოტივაცია გასახდელშიც იქნება, საჭიროა მუხტი რომელსაც რონალდუ ატარებს მოედანზე, პოგბას ხშირად მიუთითებს რომ მოედანზე არუნდა იაროს და რომ უნდა ირბინოს. თუმცა არამგონია მინიმუმ ერთი სეზონი კიდე რეალმა საუკეთესო ფორვარდად ჩამოყალიბებულკი ფეხბურთელი გაუშვას. ტიპი საჯარიმოს რისხვად გადაიქცა, გოლების მანქანაა. ჩემი აზრით, უკვე ფორვარდად უნდა ითამაშოს. ფლანგზე სისწრაფე დაკარგა და ვერაა იმდენად ეფექტური თუმცა აი ფორვარდად სახეზეა გოლი გოლზე გააქვს.

უკვე კაიხანია ფორვარდადაა ქცეული თუნდაც შარშანდელ სეზონშიც, ეგ ახალი ამბავი არაა და თვითონაც თქვა სტილი შევიცვალეო

ვიცი რო კაი ხანია ფორვარდზე თამაშობს, და ახალი ამბავი რო არაა ეგეც ვიცი, მე უბრალოდ ბენზემას ადგილზე დადგომა ვიგულისხმე მთლიან მატჩში, თუ დააკვირდები ხანდახან ფლანგებიდან ცდილობს შეტევებს. როგორც ჩვენ ლუკაკუ ისე უნდა დადგეს რონალდუც ფორვარდად.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top