თბილისი:
მანჩესტერი:
4-04-2018, 21:15
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2687,
კომენტარები: 26
Don Balon: "კოლოსალური თანხა რონალდუს სანაცვლოდ"
პორტუგალიელს "ოლდ ტრაფორდი" უხმობს.
Don Balon:
ბოლოდროინდელი ეწარმატებული ასპარეზობის შემდეგ, კრიშტუანუ როინალდუ ჩვეულ ფორმას უბრუნდება და ჩვეულს სტილში თამაშობს. პორტუგალიელის ანგარიშზე ესპანეთის ჩემპიონატში 22 გატანილი გოლია და ლიდერ ლიონელ მესისთან ჩამორჩენა მხოლოდ 4 ბურთს შეადგენს. მაშინ როდესაც არგენტინელთან სხვაობა ძალიან დიდი იყო.

აღსანიშნავია კრიშტიანუს წარმატებული ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგაზეც, სადაც ის ტურნირის ერთპიროვნული ბომბარდირია და 10 ჩატარებულ შეხვედრიდან, 10- ივეში შეძლო ზედიზედ თავის გამოჩენა და გოლის გატანა.

ამ წარმატებული სვლის შემდეგ, მისი შეძენით აქტიურად ინტერესდება მისი ყოფილი კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედი". ჟოზე მოურინიოს პორტუგალიელის "ოლდ ტრაფორდზე ხილვა სურს.

როგორც Don Balon იუწყება, ვუდვორდმა მადრიდელთა შვიდიანის შესაზენად თანხა უკვე გამოყო და ის 200 მილიონ ევროს შეადგენს. იმის მიუხედავად, რომ რონალდუ უკვე 33 წლისაა, შესაძლოა გახდეს მიზეზი იმისა რომ პერესმა ასაკოვანი ფეხბურთელის სანაცვლოდ კოლოსალურ თანხაზე თანხმობა განაცხადოს.

შეგახსენებთ ლეგენდარული ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ, 2009 წელს სწორედ "იუნაიტედიდან" გადაბარგდა მადრიდის "რეალში". მიმდინარე სეზონში რონალდუს ანგარიშზე, 35 ჩატარებულ შეხვედრაში 37 გოლია, რაც ფეხბურთელის შესანიშნავ ფორმაზე მეტყველებს.
ჭორები
26 კომენტარი
№11
ავტორი: Svanchester
4 აპრილი 2018 23:42
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
სიტის ასეთ წაგებას კაი დადებითი მხარე აქვს, 3 ქულას დიდი ალბათობით წამოვიღებთ შემდეგ ტურში.
0
№12
ავტორი: Lalana
4 აპრილი 2018 23:52
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Svani
სიტის ასეთ წაგებას კაი დადებითი მხარე აქვს, 3 ქულას დიდი ალბათობით წამოვიღებთ შემდეგ ტურში.

An piriqit chvenze iyrian javrs,magram aramgonia chventan tamashze iyvnen amis shemdeg orientirebulni
0
№13
ავტორი: Dato kutaisi
4 აპრილი 2018 23:56
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ეს თამაში აშკარად კლოპმა მოიგო და მოიგო არა რაიმე დიდი ტაქტიკური წიაღსვლებით არამედ შემართებით.ეს კრიზისი სავსებით ლოგიკურია სიტისთვის უბრალოდ ძაან გაუგრძელდათ ბოგინი და აი აგერ წაიმტვრია ცხვირი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.არ ქონდა ბურთის ფლობა ლივერპულს და რა ვერ მოიგო?მოიგო.ახლა მთავარი აქ ის არის რო ვერ მოეგო ლივერს მაშინ გვარდიოლა იქნებოდა მწვრთნელების მეფე და ამ დროს ლივერს ჩვენ რო დავადეთ მაშინ კლოპი იყო სუსტი.ასე რომ აქ მე პრობლემას 100% დან 60%ს ფეხბურთელებს ვაბრალებ მაინც.ახლა ვინმემ არ დამაბრალოს მოუს იცავო.ის 40% არ არის ცოტა იმისათვის რო მწვრთნელი გალანძღო.აი ლივერის ფეხბურთელებს ვუყურებდი და მთელი გულით და სულით თამაშობენ და ჩვენებს რო შეხედავ ცხოვრება აღარ გინდა ადამიანს.აქ ვინმე მიპასუხებს ეგ მოტავაცია ტრენერის საქმეაო და ნაწილობრივ ვეთანხმები კიდეც მაგრამ თუ ამ ლოგიკას მივყვებით გამოდის ჩვენთან და ბევრთან ვისთანაც წააგო ლივერმა მაშინ მოტივაცია ვერ მოუყვანა ხომ გუნდს?პასუხი მარტივია.ლივერმა დაიწყო გაუვარდა და მიხვდა რო ეს შანსი იყო სიტის შოკი სათავისოდ გამოეყენებინათ და კიდეც მიიყვანეს ბოლომდე საქმე.ისე სიმართლე უნდა ითქვას რო პენალტის დანიშვნა აშკარად შეიძლება 80 წუთის მერე მცველმა რო ხელით ითამაშა ვარდნაში,აი ასეთ შემთხვევაში კიდევ რა სერჩებოდა ლივერს კაცმა არ იცის.მოკლედ კარგად წაუვიდა ლივერს თამაში მეტი არც არაფერი.ასე რომ ზედმეტად ამ ყველაფრის შეფასებისგან თავს შევიკავებ იმიტო რო ვიცი ხვალ ისევ ჩაისვრის აუტსაიდერთან.აი ჩვენ კი შესაბიშნავი შანსი გვაქ სიტისთან
0
№14
ავტორი: Svanchester
5 აპრილი 2018 00:22
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ციტატა: Lalana
ციტატა: Svani
სიტის ასეთ წაგებას კაი დადებითი მხარე აქვს, 3 ქულას დიდი ალბათობით წამოვიღებთ შემდეგ ტურში.

An piriqit chvenze iyrian javrs,magram aramgonia chventan tamashze iyvnen amis shemdeg orientirebulni

არამგონია, ეს სირცხვილი რაც დღეს აჭამა ლივერპულმა უნდა ჩამოირეცხონ. დაზოგავს ძალებს მაგრად. ჩვენთან ერთი რომელიმე წამყვანი ფეხბურთელის ტრავმა და დასრულებულია ყველაფერი.

ციტატა: Dato kutaisi
ეს თამაში აშკარად კლოპმა მოიგო და მოიგო არა რაიმე დიდი ტაქტიკური

დავით გაგიმარჯოს მეგობარო. მწვრთნელის გამო რატომაც მოიგო ლივერპულმა შემიძლია გითხრა, კლოპი მიხვდა, რომ გვარდიოლას მხოლოდ თავისი სტილით თუ მოუგებ, გაიტანა ერთი ლივერპულმა და შეასრულა ის პროგრამა რაც კლოპმა მისცა, შეეტიათ მეტი და მეტი, ავიღოთ მოურინიოს 100 % იანი ქმედება ამ დროს, შენი აზრით, 1-0- ზე არ დაკეტავდა თამაშს? ან თუნდაც 2-0 ზე ხო საერთოდ ამოკეტავდა ყველაფერს, ზედ შეგვაჯდებოდა სიტი და დიდი ალბათობით გაგვიტანდა, ასე რომ ეს თამაში ნამდვილად კლოპმა მოიგო გეთანხმები. და რაც შეეხება იმ თემას რომ ჩვენთან ვერ მოხოდაო და ყველასთან ვისთანაც წააგო კლოპმა გუნდი რო თქვი ჩემო მეგობარო, ეს უკვე როგორი თემაა იცი ყოველთვის გუნდს ზე მოტივაციით ვერ გამოიყვან მოედანზე, მნიშვნელოვან თამაშში რა რეაგირება მოახდინა და რა ტაქტიკა დაუპირისპირა გვარდიოლას კი გამოჩნდა, ნუ კიდე ჩვენთან რო ლივერპული ვერ მოიხოდება ვერასდროს ესეც ფაქტია )). ერთ რაღაცაზეც გამოგეხმაურები დავით, ჩვენი ფეხბურთელები ცხვირჩამოშვებულები მოედანზე დადიან მხოლოდ იმიტომ რომ სხვა სტილით თამაში ურჩევნიათ, რომელ გუნდს სიამოვნებს უბურთოდ სირბილი მოედანზე როცა მანჩესტერ იუნაიტედი გქვია, რომელი ირბენს ამ შემთხვევაში ხალისით, აქ უფრო საქმე გვაქ თითოეული ფეხბურთელის პირად გულისწყრომას მწვრთნელის ტაქტიკის მიმართ, მაგრამ ვერავინ ამჟღავნებს იმიტომ რომ ეგრევე სკამზე დაჯდება, გამოამჟღავნა პოგბამ და ხეხა სათადარიგო, არ ვიცი ფეხბურთელების უხასიათობას მე ამას ვაბრალი.
0
№15
ავტორი: Lalana
5 აპრილი 2018 00:49
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Svani
Svani
[ პასუხი ]

რაღაც-რაღაცეებში გეთანხმები მეგობარო,მაგრამ ზოგ საკითხშI არა.კლოპს არ მოუგია გვარდიოლას სტილით,კლოპმა მოიგო მაღალი პრესინგით.მოურინიოს რატომ უჭირს იცით გვარდიოლასთან?თუ გვარდიოლას მისცემ ცენტრს და ბოლომდე დაუთმობ ბურთის კონტროლს ის აუცილებლად მოგახვევს თავზე მის ტაქტიკას.მოურინიო კი ღრმად ჯდება დაცვაში,ამიტომაც მარტივად შეუძლია თავისი ტაქტიკით მიზანი მიაღწიოს მსგავს მწვრთნელთან.კლოპმა კი დღეს პირიქით ქნა,რაც ზოგადად სჩვევია ხოლმე,განსხვავებული არაფერი უქნია,ითამაშა მაღალი პრესინგი,არ მისცა ბურთის მარტივად გათამაშების უგლება,ყოველთვის ორი სამი კაცი აწუხებდა პრესინგზე სიტის ფეხბურთელებს,ამიტომაც ცენტრი მოიშალა,ფლანგებზე კი ისეთI სისწრაფის ხალხი ყავს რომ ძალიან რთულია კონტრშეტევაზე მაგათი დაჭერა.როდესაც თამაშOბ მაღა პრესინგს გუნდთან რომლის მცველებიც თითქმის ცენტრამდე არიან ამოწეულნი მათთვის ერთი ხელის შეშLა და კონტრშეტევაზე ისე მარტივად გადავლენ ასეთი სწრაფი ფეხბურთელები რომ ვერც კი გააცნობიერებენ მეტოქე გუნდის ფეხბურთელები.ჩვენთან იცი რატომ ვერ მოიგეს?ჩვენ ჩავჯექით უკან,კლოპის გუნდი არ სთავაზობს მეტოქეს სიტისმსგავსად პოზიციურ შეტევებს,მათი პლიუსი ფლანგებია და აი რომ არ დავუტოვეთ სივრცე ვერც ეგ ფლანგები გამოიყენეს წესიერად.მეორე ტაიმში კი რა ქნეს?არ ჩაჯდნენ უკან?კი ჩაჯდნენ და კარგადაც დაიცვეს თავი,მეორე ტაიმშI თითქმის არც გაუხედავთ სიტის კარისკენ.გავრდიოლაზე კი ერთ რამეს ვიტყვი,მას აქვს ყოველთვის გეგმა ა,თუ ეს გეგმა ამ არ გაამართლა მაშინ მთლიანად იშელბა მისი გუნდი,რადგან აქვს ერთი სქემა და თუ ეს არ გაუმართლდა თამასში გარდატეხის შეტანა ისე არ შეუძლია.ტიპები აგებდნენ სამით ნოლს და მაინც იმ კუანა ტაქტიკას მისდევდნენ და საკუთარ ნახევარზე აგორავებდნენ ბურთს გეგონება სულ არ ეჩქარებოდათო და კიდევ ერთს დავამატებ.გუნდს რომელსაც ამხელა რესურსი ჰქონდა და კიდევ ამხელა თანხას ახარჯებ,მგონი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალში მატჩში ერთXელ მაინც უნდა არტყამდე კარისკენ,მითუმეტეს როდესაც ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ხარ.დღეს გვარდიოლას შერჩა მხოლოდ ბურთის გორაობა რაც ყველაზე მეტად უყავრს.

ბოდიშით გრამატიკული შეცდომებისთვის,ნახევრად მძინავს და ისე ვწერ.იმედია გაიგებთ იმას რისი თქმაც მინდოდა wink
0
№16
ავტორი: Svanchester
5 აპრილი 2018 01:02
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ციტატა: Lalana
ციტატა: Svani
Svani
[ პასუხი ]

რაღაც-რაღაცეებში გეთანხმები მეგობარო,მაგრამ ზოგ საკითხშI არა.კლოპს არ მოუგია გვარდიოლას სტილით,კლოპმა მოიგო მაღალი პრესინგით.მოურინიოს რატომ უჭირს იცით გვარდიოლასთან?თუ გვარდიოლას მისცემ ცენტრს და ბოლომდე დაუთმობ ბურთის კონტროლს ის აუცილებლად მოგახვევს თავზე მის ტაქტიკას.მოურინიო კი ღრმად ჯდება დაცვაში,ამიტომაც მარტივად შეუძლია თავისი ტაქტიკით მიზანი მიაღწიოს მსგავს მწვრთნელთან.კლოპმა კი დღეს პირიქით ქნა,რაც ზოგადად სჩვევია ხოლმე,განსხვავებული არაფერი უქნია,ითამაშა მაღალი პრესინგი,არ მისცა ბურთის მარტივად გათამაშების უგლება,ყოველთვის ორი სამი კაცი აწუხებდა პრესინგზე სიტის ფეხბურთელებს,ამიტომაც ცენტრი მოიშალა,ფლანგებზე კი ისეთI სისწრაფის ხალხი ყავს რომ ძალიან რთულია კონტრშეტევაზე მაგათი დაჭერა.როდესაც თამაშOბ მაღა პრესინგს გუნდთან რომლის მცველებიც თითქმის ცენტრამდე არიან ამოწეულნი მათთვის ერთი ხელის შეშLა და კონტრშეტევაზე ისე მარტივად გადავლენ ასეთი სწრაფი ფეხბურთელები რომ ვერც კი გააცნობიერებენ მეტოქე გუნდის ფეხბურთელები.ჩვენთან იცი რატომ ვერ მოიგეს?ჩვენ ჩავჯექით უკან,კლოპის გუნდი არ სთავაზობს მეტოქეს სიტისმსგავსად პოზიციურ შეტევებს,მათი პლიუსი ფლანგებია და აი რომ არ დავუტოვეთ სივრცე ვერც ეგ ფლანგები გამოიყენეს წესიერად.მეორე ტაიმში კი რა ქნეს?არ ჩაჯდნენ უკან?კი ჩაჯდნენ და კარგადაც დაიცვეს თავი,მეორე wink

გასაგებია მეგობარო შენი კარგად ჩამოყალიბებული აზრი და გეთანხმები, მე გვარდიოლას ტაქტიკაში ვიგულისხმე შემტევი ფეხბურთის თამაში, მაღალი პრესინგი ეთამაშა იმიტომ რომ შეტევის სურვილი ქონდა კლოპს და მის გუნდს. მე უფრო იმ ხასიათზე გავამახვილე ყურადღება რაც თუნდაც 1-0 ის მერე იყო ან 2-0 ის მერე, მეტი პრესინგი და მეტი შეტევა, ესეც შემტევი ფეხბურთია, საკუთარ ნახევარზე რო შეაწუხებ გუნდს რომელსაც ბურთი უჭირავს, ართმევ და იტან გოლს, შემტევი სტილია გვარდიოლა და შემტევი სტილია კლოპი, კლოპმა დღეს გვარდიოლას სწორედ შემტევი სტილით მოუგო. ჩემთვის მაღალი პრესინგით თამაში შემტევი ფეხბურთის ჩვენების სურვილს ნიშნავს.
0
№17
ავტორი: Dato kutaisi
5 აპრილი 2018 01:13
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
SVAni და lalana ორივეს გეთანხმებით ზოგადად მაგრამ აქვე მინდა დავაგიქ**** რას ვგულისხმობდი.როცა ჩვენს პრობლემას ვუკეთებ ანალიზს ვხვდები რო მოუს ავტობუსობა და ასე შემდეგ ჩვენს სიტუაციაში არის არა პრობლემის სათავე არამედ გუნდის შოდა სამზარეულო და ამაში ვგულისხმობ სატრანსფერო და სახელფასო პოლიტიკას.მე უბრალოდ როდესაც დავწერე რო ჩვენთან რატომ ვერ განაწყო გუნდითქო შენ მიპასუხე რო ერთ თამაშზე მოტივირება სხვაა და ყველაზე სხვაო.აქ არ დაგეთანხმები.როდესაც მწვრთნელს მოტივატორი შემტევი მწვრთნელი გქვია სულ უნდა სეგეძლოს მოტივირება სასტავის აბა მანჩესტერზე პრინციპული მეტოქე ლივერს არ ყავს რაც არ უნდა ტურნირზე თამაშობდეს.ჩვენი თამაში სხვა განზომილებაა ფეხბურთს იქეთაც.უბრალოდ დღეს პრესინგი მაღალიც და დაბალიც გუნდმა ითამაშა ირბინა იმუშავა ყველამ და აი ჩვენთან კი ეგ ამ შემადგენლობით გამორიცხულია იმიტო რო სიცოცხლე ეზარებათ ამ **ებს.მოკლედ იმის თქმა მინდა რო კარგად წაუვიდა ლივერს თამაში და აი დომინანტ სიტის რა ეკეთებინა აღარ იცოდა.მე სულ ვამბობდი და სულ ამ აზრზე ვიქნები ვისაც ჩემი ძველი კომენტარები ახსოვს სულ ვამბობდი რო გვარდიოლა ჩემთვის არის ფეოლა.აი ვერ გავიგე ამ მწვრთნელის სიდიადე ვერაფერში და რა ვქნა.აწყობილ გუნდში მიდის სულ და ტიკი ტაკას ათამაშებს მეტი არაფერი.აი lalana-მ დაწერა სწორად მხოლოდ გეგმა ა აქვს გვარდიოლას მეტს ვერაფერს ვერ შვება გადაწყობას ვერ ახერხებს.აი ამ ტამაშის მერე ათჯერ მეტად მაინტერესებს რა იქნება ჩვენთან თამაში
0
№18
ავტორი: Lalana
5 აპრილი 2018 01:17
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Svani
გასაგებია მეგობარო შენი კარგად ჩამოყალიბებული აზრი და გეთანხმები, მე გვარდიოლას ტაქტიკაში ვიგულისხმე შემტევი ფეხბურთის თამაში, მაღალი პრესინგი ეთამაშა იმიტომ რომ შეტევის სურვილი ქონდა კლოპს და მის გუნდს. მე უფრო იმ ხასიათზე გავამახვილე ყურადღება რაც თუნდაც 1-0 ის მერე იყო ან 2-0 ის მერე, მეტი პრესინგი და მეტი შეტევა, ესეც შემტევი ფეხბურთია, საკუთარ ნახევარზე რო შეაწუხებ გუნდს რომელსაც ბურთი უჭირავს, ართმევ და იტან გოლს, შემტევი სტილია გვარდიოლა და შემტევი სტილია კლოპი, კლოპმა დღეს გვარდიოლას სწორედ შემტევი სტილით მოუგო. ჩემთვის მაღალი პრესინგით თამაში შემტევი ფეხბურთის ჩვენების სურვილს ნიშნავს.

მაგაშI კი ნამდვილად გეთანხმები,უბრალოდ მე ვერ გავიგე თავიდან კარგად.სიმართლე გითხრა თუ მაგ ორს შორის შემტევ ფეხბურთს თამაშობს უფრო კლოპია მსგავსი მწვრთნელი.ყველას თავისი შეხედულება აქვს,მაგრამ ჩემთვის როგორც მოურინიოს სტილია მოსაწყენი,ისეთივე მოსაწყენია გვარდიოლასიც,რომელიც ერთი საათი ათამაშებს ბურთს უაზროდ და როდესაც ეს უკან ჩამჯდარ გუნდს ყელში ამოუვა და საკუთარ სივრცეებს ტოვებენ აი მაშინ გადადიან შეტევებზე.ჩემთვის საერთოდ არ არის მომხიბლელი ეს,ზოგისთვის კი შეიძლება იყოს.კლოპი ძალიან ჰგავს ფერგიუსონს იმ მხრივ,რომ ფერგი მსგავსი სტილით ათამაშებდა მანჩესტერს,მაღალი პრესინგი,სწრაფი,მოძრაობა და სწწრაფი შეტევები ფლანგებიდან,მაგრამ ამასთანავე ფერგის მანჩესტერი ძალიან კარგად ახორციელებდა ცენტრიდან პოზიციურ,სწრაფ შეტევებს.უბრალოდ მანჩესტერული ხასიათი მომენატრა,თითოეული ფეხბურთელი რომ დაგეშილია ბურთზე,აი ეს არარ ჩანს ჩვენს გუნდში კარგა ხანია და ეს მწყვეტს გულს.ამიტომაც მინდა სარისნაირი მწვრთნელები გუნდშI,რომლის ფეხბურთელები ბურთის მიღებისთანავე შეტევაზე ფიქრობენ.
0
№19
ავტორი: Svanchester
5 აპრილი 2018 01:20
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ციტატა: Dato kutaisi
SVAni და lalana ორივეს გეთანხმებით ზოგადად მაგრამ აქვე მინდა დავაგიქ**** რას ვგულისხმობდი.როცა ჩვენს პრობლემას ვუკეთებ ანალიზს ვხვდები რო მოუს ავტობუსობა და ასე შემდეგ ჩვენს სიტუაციაში არის არა პრობლემის სათავე არამედ გუნდის შოდა სამზარეულო და ამაში ვგულისხმობ სატრანსფერო და სახელფასო პოლიტიკას.მე უბრალოდ როდესაც დავწერე რო ჩვენთან რატომ ვერ განაწყო გუნდითქო შენ მიპასუხე რო ერთ თამაშზე მოტივირება სხვაა და ყველაზე სხვაო.აქ არ დაგეთანხმები.როდესაც მწვრთნელს მოტივატორი შემტევი მწვრთნელი გქვია სულ უნდა სეგეძლოს მოტივირება სასტავის აბა მანჩესტერზე პრინციპული მეტოქე ლივერს არ ყავს რაც არ უნდა ტურნირზე თამაშობდეს.ჩვენი თამაში სხვა განზომილებაა ფეხბურთს იქეთაც.უბრალოდ დღეს პრესინგი მაღალიც და დაბალიც გუნდმა ითამაშა ირბინა იმუშავა ყველამ და აი ჩვენთან კი ეგ ამ შემადგენლობით გამორიცხულია იმიტო რო სიცოცხლე ეზარებათ ამ **ებს.მოკლედ იმის თქმა მინდა რო კარგად წაუვიდა ლივერს თამაში და აი დომინანტ სიტის რა ეკეთებინა აღარ იცოდა.მე სულ ვამბობდი და სულ ამ აზრზე ვიქნები ვისაც ჩემი ძველი კომენტარები ახსოვს სულ ვამბობდი რო გვარდიოლა ჩემთვის არის ფეოლა.აი ვერ გავიგე ამ მწვრთნელის სიდიადე ვერაფერში და რა ვქნა.აწყობილ გუნდში მიდის სულ და ტიკი ტაკას ათამაშებს მეტი არაფერი.აი lalana-მ დაწერა სწორად მხოლოდ გეგმა ა აქვს გვარდიოლას მეტს ვერაფერს ვერ შვება გადაწყობას ვერ ახერხებს.აი ამ ტამაშის მერე ათჯერ მეტად მაინტერესებს რა იქნება ჩვენთან თამაში

დავით გეთანხმები სულ უნდა განაწყოს, მაგრამ ასე თუ ისე კლოპი მოტივაციას სულ უწყობს გუნდს, რა ემოციებით არის სათადარიგოსთან ემჩნევა ყველა თამაშზე, მაგრამ სულ ვერ მოუყვანს მოტივაციასთქო ის ვიგულისხმე რომ სულ ამ მოტივაციით რასაც აძლევს ვერ მოაგებინებს გუნდს, მოტივაცია შეიძლება მისცეს მაგრამ ვეჩნად ვერ მიაღწევს ამით წარმატებას ამის თქმა მინდოდა ეს ფეხბურთია და შენი მოტივატორობით ყველა თამაშს ვერ მოიგებ. თორემ გეთანხმები იმაში რომ მწვრთნელი ყოველთვის უნდა იყოს მოტივატორი გუნდისთვის.
0
№20
ავტორი: Lalana
5 აპრილი 2018 01:31
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Dato kutaisi
Dato kutaisi
[ პასუხი ]

ყველაზე სასაცილო კიდევ იცი რა არის?მივიდა ბაიერნში,რომელმაც ყველაფერი მოიგო,რომელიც ჩემპიონი გუნდი იყო და რა ქნა?თავის გემოზე გარდაქმნა,დაშალა სრულიად და რა მიიღო?ბუნდესლიგა სა გერმანიის თასი,სხვა ვერაფერი.ჩემპიონთა ლიგაზე კი ხან რეალმა გაანადგურა,ხან ბარსელონამ და ხანაც ატლეტიკომ გამოაგდო.სრული კრახი ჰქონდა ბაიერნში.ჩემპიონი და ჰაინკესის უძლიერესი გუნდი აქცია დასაცინ გუნდად ევროპაში.მაქამდე მე არ მახენდებოდა ბაიერნს ასე მარტივად ვინმე უგებდეს.ახლა მოვიდა სიტიში.მას პელეგრინისგან დარჩა წამყვანი ფეხბურთელები და დარჩა ლიდერები,რომლებსაც შეეძლოთ თითოეულ თამასშI გარდატეხის შეტანა.ამის და მიუხედავად მაინც ასეთი კოლოსალური თანხები დასჭირდა რომ გუნდი აეწყო ისე როგორც მას სურდა და მიიღო მართლაც კარგი გუნდი,რომელიც პრემიერ ლიგაში ბრწყინავს.მეტი არაფერი.ამას წინათ ავღნიშნე,რომ არც ლივერპულს და არც სიტის ევროტურნირებზე სერიოზული მეტოქე არ შეხვედრიათ და წინასწარ რომელიმეს სიძLიერეზე ნუ ვისაუბრებთ-თქო.დღეს რა მივიღეთ?მივიღეთ უამრავი გადაყრილი თანხა და თითქოს ეს უმაგრესი შემტევი გუნდი ლივერპულს ვერ ურტყამს ერთხელაც კი კარში.ეს ხომ არ არის რიგითი მატჩი.სევილიაზეც უნდა ვთქვა ერთი-ორი სიტყვა.მონტელას საკუთარი გუნდი ბარსასთან რომ არ გადაეღალა უკეთესი შედეგი ექნებოდათ.ტიპები 70_თე წუთის შემდეგ ვეღარ სუნთქავდნენ,არა და საკმაოდ კარგი წინააღმდეგობა გაუწიეს,ისიც ორი გოლი საკუთარ კარშI შეაგდეს,ეგეც ძაან უაზრო მომენტებში.არა და შეეძლო საკუთარ სტადიონზე კარგი შედეგი დაეფიქსირებინათ.გვარდიოლაზე კი კიდევ ერთს დავამატებ,მართლაც მასეა,მაგ კაცს არ აქვს გეგმა ბ.მე არ მახსენდება მატჩი,სადაც მას საკუთამა ტაქტიკამ ჩაუსვარა,გადააწყო შემდეგ ეს ტაქტიკა და რაიმე შედეგი მიიღო.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top