თბილისი:
მანჩესტერი:
29-01-2018, 21:14
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2001,
კომენტარები: 23
ჟოზე იმედოვნებს, რომ ფელაინი დარჩება
მოურინიოს ბელგიელის შენარჩუნება სურს.
ჟოზე იმედოვნებს, რომ ფელაინი დარჩება
"იუნაიტედის" პორტუგალიელ მენტორს ჟოზე მოურინიოს გუნდიდან მარუან ფელაინის გაშვება არ სურს. ჟოზემ გამოთქვა იმედი იმისა, რომ ბელგიელი კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს და კლუბის გამოცვლის სურვილი აღარ ექნება.

"თითოეული ჩვენთაგანი უცდის მოლაპარაკებების დასრულებას. ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მარუანი გუნდის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს და მაქსიმალურად ცდილობს წარმატების მიღწევაში დაგვეხმაროს. ჩვენი მიზანია ეს თანამშრომლობა კლუბსა და ფეხბურთელს შორის გაგრძელდეს. მე ვიცი, რომ მას "იუნაიტედში" დარჩენა სურს, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას".- ციტირებს ჟოზეს სიტყვებს Goal.

შეგხსენებთ, რომ ბელგიელი ამ წუთამდე ახალ კონტრაქტს "იუნაიტედთან" ხელს არ აწერს, გავრცელებული ჭორების თანახმად ფეხბურთელს ანაზღაურების პირობები არ მოსწონს. აქამდე გავრცელებული ცნობებით ბელგიელის გადაბირებით თურქული კლუბები ინტერესდებიან.

პრემიერ ლიგის წლევანდელ სეზონში ფელაინის ანგარიშზე სამი გატანილი გოლია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მას ტრავმის გამო გარკვეული პერიოდის გაცდენა მოუწია, თუმც პოგბას დაბრუნების შემდეგ, მარუანმა ძირითად შემადგენლობაში ფეხის მოკიდება ვერ შეძლო.




წყარო: euro-football
ინტერვიუები
23 კომენტარი
№21
ავტორი: SANDROGRIGA
30 იანვარი 2018 21:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მე მგონია რო თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა
0
№22
ავტორი: gogita1991
30 იანვარი 2018 22:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
გასაშვებია ჩემი აზრით ძირითადის კაცი ეს არაა და ზამენაო რო იძახით არ უნდა ამ კაცს სკამზე ჯდომა და პირიქიტ ხელფასის მომატებას ითხოვს ხოდა წავიდეს რა და ვინმე უფრო კლასნი მოიყვანონ ეს ისედაც არაა მანჩეს დონის
0
№23
ავტორი: phil joness
30 იანვარი 2018 23:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
ნამდვილად მნიშვნელოვანი მოთამაშეა, თამაში რო არ მიგვდის ამის გამოყვანა მისწრებაა, აი ეხლა ტრამვა რო გვქონდა და თამაში არ მიგვდიოდა, მაშინ დავინახე ყველაზე კარგად ფელას მნიშვნელობა.შემოსვლის მერე 1-2 სახიფათო მომენტს ყოველთვის ქმნის ხოლმე, და რა მნჳშვნელობა აქვს თქვენთვის სოლო რეიდით შექმნის თუ საჯარიმოსთან ბურთის მიღებით ? :დ

ტყუილა არავის არ დაიტოვებს მოუ.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top