"იუნაიტედის" პორტუგალიელ მენტორს ჟოზე მოურინიოს გუნდიდან მარუან ფელაინის გაშვება არ სურს. ჟოზემ გამოთქვა იმედი იმისა, რომ ბელგიელი კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს და კლუბის გამოცვლის სურვილი აღარ ექნება.
"თითოეული ჩვენთაგანი უცდის მოლაპარაკებების დასრულებას. ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მარუანი გუნდის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს და მაქსიმალურად ცდილობს წარმატების მიღწევაში დაგვეხმაროს. ჩვენი მიზანია ეს თანამშრომლობა კლუბსა და ფეხბურთელს შორის გაგრძელდეს. მე ვიცი, რომ მას "იუნაიტედში" დარჩენა სურს, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას".- ციტირებს ჟოზეს სიტყვებს Goal.
შეგხსენებთ, რომ ბელგიელი ამ წუთამდე ახალ კონტრაქტს "იუნაიტედთან" ხელს არ აწერს, გავრცელებული ჭორების თანახმად ფეხბურთელს ანაზღაურების პირობები არ მოსწონს. აქამდე გავრცელებული ცნობებით ბელგიელის გადაბირებით თურქული კლუბები ინტერესდებიან.
პრემიერ ლიგის წლევანდელ სეზონში ფელაინის ანგარიშზე სამი გატანილი გოლია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მას ტრავმის გამო გარკვეული პერიოდის გაცდენა მოუწია, თუმც პოგბას დაბრუნების შემდეგ, მარუანმა ძირითად შემადგენლობაში ფეხის მოკიდება ვერ შეძლო.