თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2018, 10:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3481,
კომენტარები: 23
სანჩესი: "რატომ დავტოვე "არსენალი"
სანჩესმა თავისი გადაწყვეტილების მიზეზზე ისაუბრა.
სანჩესი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულმა "არსენალის" ლეგენდების მხრიდან მის მიმართ გამოვლენილ კრიტიკას უპასუხა.

"ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგების პირას მყოფი ჩილელის მიმართ არაერთი კრიტიკოსი გამოთქვამდა თავის აზრს ბოლო დღეების განმავლობაში - მათ შორის იყვნენ "არსენალის" ყოფილი მოთამაშეებიც. მაგალითად, მარტინ კიოუნმა სანჩესს ფეხბურთის უდიდესი მემკვიდრე უწოდა.

კიოუნმა პირდაპირ დაადანაშაულა სანჩესი, რომ იგი ფულის გამო გადადის "იუნაიტედში", რასაც ალექსისმა პირველივე შესაძლებლობისთანავე უპასუხა.

მისი თქმით, "არსენალის" დატოვების მიზეზი ტიტულების მოგების სურვილი გახდა - მიზეზი, რომლის გამოც თავის დროზე ტიერი ანრი გადაბარგდა არსენ ვენგერის გუნდიდან.

"არსებობს ხალხი ყოფილ ფეხბურთელთა რიგებში, რომლებიც ყოველგვარი წარმოდგენის გარეშე, თუ რა ხდება კლუბში, გამოთქვამდნენ აზრს და სისულელეს ყბედობნენ. უნდა გითხრათ, რომ ყოველთვის 100 პროცენტით ვიხარჯებოდი, ბოლო დღემდე. ბოლო დღესაც კი ვთხოვე მწვრთნელს, რომ შემადგენლობაში შევეყვანე, რადგან გუნდის დახმარება მინდოდა.

გავიხსენებ ჩემს დიალოგს ანრისთან, "არსენალის" ისტორიულ ფეხბურთელთან. მან კლუბი იმავე მიზეზით გამოიცვალა, რის გამოც მე. ახლა კი ჩემი ჯერი დადგა",
- განაცხადა ჩილელმა.

წყარო: express
ინტერვიუები
23 კომენტარი
№21
ავტორი: Phil Jones
23 იანვარი 2018 19:12
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: VALERI.s
ევროპა ლიგიდან რამდენი ფეხბურთელი შეგვიძლია ვათამაშოთ ჩემპიონთა ლიგაზე? ღმერთმა არ ქნას და პოგბას კიდე რამე მოუვიდეს უნდა ჩავიქნიოთ მერე ყველაფერზე ხელი ხომ იცი არაა. ამ უმადური ფელაინის დანახვა კიდე მაგრად არ მსიამოვნებს მანჩესტერის მაისურით!

ფელაინის თამაში რო მოსწონდეს ეგეთი კაცი არმეგულება, მაგრამ ლიგაზე მოურინიო მაგრად გამოიყენებს აი მააგრად, პსჟ და ბაიერნები და ეგეთ გუნდებთან თუ გადავაწყდით სწორედ ფელაინისნაირი მოთამაშე დაგვჭირდება.
0
№22
ავტორი: Alexis7
23 იანვარი 2018 19:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 54
ციტატა: ikeoni
Bogmisgan ras agar ityvian exla eg sirebii:)))

ეგ კი არა უკვე გამოკითხვები ტარდება სანჩესი თუ მხითარიანიო lol ძაან გაბოროტდა სასტავი
0
№23
ავტორი: VALERI.s
23 იანვარი 2018 20:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
ციტატა: Phil Jones
ციტატა: VALERI.s
ევროპა ლიგიდან რამდენი ფეხბურთელი შეგვიძლია ვათამაშოთ ჩემპიონთა ლიგაზე? ღმერთმა არ ქნას და პოგბას კიდე რამე მოუვიდეს უნდა ჩავიქნიოთ მერე ყველაფერზე ხელი ხომ იცი არაა. ამ უმადური ფელაინის დანახვა კიდე მაგრად არ მსიამოვნებს მანჩესტერის მაისურით!

ფელაინის თამაში რო მოსწონდეს ეგეთი კაცი არმეგულება, მაგრამ ლიგაზე მოურინიო მაგრად გამოიყენებს აი მააგრად, პსჟ და ბაიერნები და ეგეთ გუნდებთან თუ გადავაწყდით სწორედ ფელაინისნაირი მოთამაშე დაგვჭირდება.

ფელაინი იმიტომ კი არ მეზიზღება რო ცუდად თამაშობს ან ევერტონთან რო იქაჯა. იმიტომ ვერ ვიტან რომ დაუნახავი და უმადურია! ტიპს როცა უჭირდა ყველა გვერდში ედგა მოურინიო ხო ზედ გადაყვა და რამხელა მხარდაჭერა გამოუცხადა და ზუსტად ვიცი მანჩესტერმა იმდენი ხელფასი შესთავაზა რამდენსაც იმსახურებდა და ამ ყველაფრის მერე ტიპს უფასოდ წასვლა უნდა მაღალი ხელფასი რომ აიღოს!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top