თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2018, 10:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3481,
კომენტარები: 23
სანჩესი: "რატომ დავტოვე "არსენალი"
სანჩესმა თავისი გადაწყვეტილების მიზეზზე ისაუბრა.
სანჩესი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულმა "არსენალის" ლეგენდების მხრიდან მის მიმართ გამოვლენილ კრიტიკას უპასუხა.

"ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგების პირას მყოფი ჩილელის მიმართ არაერთი კრიტიკოსი გამოთქვამდა თავის აზრს ბოლო დღეების განმავლობაში - მათ შორის იყვნენ "არსენალის" ყოფილი მოთამაშეებიც. მაგალითად, მარტინ კიოუნმა სანჩესს ფეხბურთის უდიდესი მემკვიდრე უწოდა.

კიოუნმა პირდაპირ დაადანაშაულა სანჩესი, რომ იგი ფულის გამო გადადის "იუნაიტედში", რასაც ალექსისმა პირველივე შესაძლებლობისთანავე უპასუხა.

მისი თქმით, "არსენალის" დატოვების მიზეზი ტიტულების მოგების სურვილი გახდა - მიზეზი, რომლის გამოც თავის დროზე ტიერი ანრი გადაბარგდა არსენ ვენგერის გუნდიდან.

"არსებობს ხალხი ყოფილ ფეხბურთელთა რიგებში, რომლებიც ყოველგვარი წარმოდგენის გარეშე, თუ რა ხდება კლუბში, გამოთქვამდნენ აზრს და სისულელეს ყბედობნენ. უნდა გითხრათ, რომ ყოველთვის 100 პროცენტით ვიხარჯებოდი, ბოლო დღემდე. ბოლო დღესაც კი ვთხოვე მწვრთნელს, რომ შემადგენლობაში შევეყვანე, რადგან გუნდის დახმარება მინდოდა.

გავიხსენებ ჩემს დიალოგს ანრისთან, "არსენალის" ისტორიულ ფეხბურთელთან. მან კლუბი იმავე მიზეზით გამოიცვალა, რის გამოც მე. ახლა კი ჩემი ჯერი დადგა",
- განაცხადა ჩილელმა.

წყარო: express
ინტერვიუები
23 კომენტარი
№11
ავტორი: VALERI.s
23 იანვარი 2018 13:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
რეალურად ყველამ კარგად იცის რატომაც გადმოვიდა მანჩესტერში! უტვინო უნდა იყო რომ ვერ მიხვდე, ფულის მონა რომ იყოს ზაფხულს დაელოდებოდა წყნარად და უფასოდ წავიდოდა. მერე ხელფასი 2ჯერ მეტი ექნებოდა ვიდრე ეხლა აქვს! მანჩესტერმა სერიც რომ იყიდოს ამ ზამთარს ან ვინმე მაღალი დონის ნახევარმცველი ისეთი ვინც ლიგაზე ითამაშებს ყველაფერს მოიგებენ რისი შანსიც აქვთ!
0
№12
ავტორი: gache1991
23 იანვარი 2018 14:26
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
არაა ეგ სერი ეგეთი მაგარი როგორი პრესაც აქ.ძაან უაზროფ ბევრჯერ იღებს თავის თავზე ისეთ დროს როცა ჩამშლელმა არ უნდა აიღოს.რეალურად ჩვენ უფრო ისეთი ნახევარმცველი გვინდა ცენტრში რომელიც შეტევაშიც რამეს შეგვმატებს,ვიდალის ნაინგოლანის სტილი, რომლებმაც დაცვაც იციან და შეტევაც.ერთიც და მეორეც კაი 30 წლისები იწნებიან უკვე მატიჩიც ეგრე გახდება და უკვე მაგათ შემცვლელებზე ფიქრი მოგვიწევს მალე.თუ პოგბას აწევა გვინდა და ფაქტია ბევრად სასარგებლოა ამ დროს მაშინ ერთი არ გვეყოფა იმიტო რო ფელაინი კერიკი წამსვლელები არიან ერერას ამბავი გაურკვეველია და მატიჩს მეეყვილე უნდა.საული მაგარი ვარიანტია მარა მაგას 100ზე ნაკლებად არ მოგვცემენ.პერეირა მაგ პოზიციაზე არ თამაშობს,მენსა უკვე გახდა მარჯვენა მცველი,ტუანზებეს როგორც ჩანს ცენტრალურ მცველად განიხილავენ ანუ ჩვენი რესურსებით გაგვიჭირდება მაგ პრობლემის მოგვარება.დაიერი საული კაი ვარიანტია კანტეს არავინ მოგვცემს თორრე:)) იუვედან პიანიჩი სასწაული იგროკია.
0
№13
ავტორი: LASHQARA
23 იანვარი 2018 15:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ლიგაზე ვფიქრობ სერიოზულად ეს ერთი კაცი რადიკალურად ცვლის გუნდის თამაშსს, ეს და პოგბა ერთად + მარსიალი, ლუკაკუს გოლები ეხლა ნახეთ თქვენ love am
0
№14
ავტორი: kikicha
23 იანვარი 2018 15:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
სალამი ძმებო. GGMU. სუპერ ტრანსფერია <3
0
№15
ავტორი: Giomarinata
23 იანვარი 2018 15:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
წყობა უნდა შეცვალონ 4-3-3 დაგლიჯავს ჩემი აზრით manunited
0
№16
ავტორი: VALERI.s
23 იანვარი 2018 16:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
ციტატა: gache1991
არაა ეგ სერი ეგეთი მაგარი როგორი პრესაც აქ.ძაან უაზროფ ბევრჯერ იღებს თავის თავზე ისეთ დროს როცა ჩამშლელმა არ უნდა აიღოს.რეალურად ჩვენ უფრო ისეთი ნახევარმცველი გვინდა ცენტრში რომელიც შეტევაშიც რამეს შეგვმატებს,ვიდალის ნაინგოლანის სტილი, რომლებმაც დაცვაც იციან და შეტევაც.ერთიც და მეორეც კაი 30 წლისები იწნებიან უკვე მატიჩიც ეგრე გახდება და უკვე მაგათ შემცვლელებზე ფიქრი მოგვიწევს მალე.თუ პოგბას აწევა გვინდა და ფაქტია ბევრად სასარგებლოა ამ დროს მაშინ ერთი არ გვეყოფა იმიტო რო ფელაინი კერიკი წამსვლელები არიან ერერას ამბავი გაურკვეველია და მატიჩს მეეყვილე უნდა.საული მაგარი ვარიანტია მარა მაგას 100ზე ნაკლებად არ მოგვცემენ.პერეირა მაგ პოზიციაზე არ თამაშობს,მენსა უკვე გახდა მარჯვენა მცველი,ტუანზებეს როგორც ჩანს ცენტრალურ მცველად განიხილავენ ანუ ჩვენი რესურსებით გაგვიჭირდება მაგ პრობლემის მოგვარება.დაიერი საული კაი ვარიანტია კანტეს არავინ მოგვცემს თორრე:)) იუვედან პიანიჩი სასწაული იგროკია.

შევეცდები აგიხსნა რატომ დავიჩემე სერი! გუნდში ახალგაზრდა ნახევარმცველიროა საჭირო ყველამ კარგად ვიცით და თან ისეთი რომ ლიგაზე დაგვეხმაროს. რეალურად მე 2 ვარიანტს ვხედავ სერი და სავიჩი, სავიჩი 100 მილიონი დააფასეს და მაგ ფეხბურთელში მაგდენს არ გადავიხდით. სერის თამაში შეტევაში მომწონს ფანტაზიაც საკმარისი აქვს, პოგბა თუ ვერ შეძლებს თამაშს ჩაანაცვლებს თუ ფორმაში შევა მატიჩის გვერდით დადგება და პოგბას გაათავისუფლებს. ზაფხულში რომ ერთი მაღალი დონის ფეხბურთელი მოვა მარჯვნივ ან ათიანზე დარწმუნებული ვარ და სკამზე ჯდომასაც არ ითაკილებს სერი. იყიდო 100 მილიონიანი საული და შემდეგ სეზონში სკამზე დასვა ცოტა ტეხავს თან ლიგაზეც ვერ ითამაშებს. გორეცკა ყველაზე კარგი ვარიანტი იყო თან უფასოდ.
0
№17
ავტორი: bziki
23 იანვარი 2018 16:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
კერიკი წავა,ფელაინიც როგორც ჩანს,მატაზე რას იზავენ ჯერ თვითონაც არ იციან ჯერ,იბრაც მიდის,დარმიანიც,ბლინდიც წავა დიდი ალბათობით ცვლილებები გარდაუვალია.
რასაც სწორეთ აკეთებს მოუ ეტაპობრივად აძლიერებს გუნდს ერთიანად არც ეხლა გაუშვებს ყველას. 3-4 კაცს დაიმატებს ისევ. მაგ 4 იდან დიდი ალბათობით 2 ცენტრალური ნახევარმცველი იქნება,ერთი ფლანგის მცველი. მატასა და ოზილს შორისაც გასაკეთებელი აქვთ არჩევანი
ნაინგოლანი შარშან იმიტო არ მინდოდა რო როგორც განიხილებოდა პრესაში, ჩმშლელზე დადგებაო ეხლა უკვე მატიჩთან ერთად იასნია მინდა:D:D:D:Dდა ეჭვი მაქ მოუსაც ენდომება,გინდ ვიდალი.დიდი შანსია ვიდალი წავიდეს.
საული,დაიერი,ფაბინიო,სავიჩი ამათ ზაფხულამდე კიდევ ბევრი კანდიტი მიემატება თან მსოფლიოა.
0
№18
ავტორი: Phil Jones
23 იანვარი 2018 17:45
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ისა და ვსო ალექსისი მოგვარდა, ახალი გვინდა ეხლა კიდევ :))
0
№19
ავტორი: gache1991
23 იანვარი 2018 18:06
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
საულზე სკამზე არავინ არ დასვავს იმიტო რო უმააგრესი დონის იგროკია და ჯერ ძალიან ახალგაზრდაა,მატიჩიც ნელნელა 30წლის გახდება და იმდენად ნელია 2-3 წელი მაქსიმუმი იქნება.ამ სეზონს მატიჩი პოგბა ერერათიც გავალთ არაა საჩქარო არფერი ამ ზაფხულს მსოფლიოა და ბევრი კაი იგროკი გამოჩნდება კიდე
0
№20
ავტორი: VALERI.s
23 იანვარი 2018 18:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
ევროპა ლიგიდან რამდენი ფეხბურთელი შეგვიძლია ვათამაშოთ ჩემპიონთა ლიგაზე? ღმერთმა არ ქნას და პოგბას კიდე რამე მოუვიდეს უნდა ჩავიქნიოთ მერე ყველაფერზე ხელი ხომ იცი არაა. ამ უმადური ფელაინის დანახვა კიდე მაგრად არ მსიამოვნებს მანჩესტერის მაისურით!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top