გუშინ გაიმართა პრემიერ ლიგის მე-11 ტურის შეხვედრები, ხოლო ცენტრალური შეხვედრა სტემფორდ ბრიჯზე შედგა, ერთმანეთს "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდნენ, ამ მნიშნელოვან შეხვედრაში გამარჯვება წილად მასპინძლებს ხვდათ მინიმალური ანგარიშით 1-0, "იუნაიტედი" კვლავ ინარჩუნებს მეორე ადგილს, თუმცა აღსანიშნავია ის რომ უშუალო კონკურენტმა "სიტიმ" "არსენალთან" გამარჯვება მოახერხა და ახლა უკვე მათ შორის სხვაობა 8 ქულამდე გაიზარდა.
მატჩის შემდგომ კომენტარი "იუნაიტედის" დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ გააკეთა.
"ჩვენ არათუ მე-6, 7 ან 8 ადგილზე ვართ, მე-2 ადგილზე ვიმყოფებით და ეს არცთუისე ცუდი შედეგია, უშუალო კონკურენტების უმრავლესობა უარეს დღეშია, ხოლო უნდა აღინიშნოს ისიც რომ "ლივერპულთან" ტოტენჰემთან" და "ჩელსისთან" დაპირისპირებებში გვაკლდა გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები.
თამაში პირველ გოლამდე მიმდინარეობდა, ამ მატჩში ისინი ჩვენზე ბევრად იღბლიანები აღმოჩნდნენ, გოლის გატანის ჩემდეგ დაცვის ხაზი მნიშვნელოვნად გააძლიერეს, ჩვენ უფრო მრავალფეროვანი ფეხბურთის ჩვენება შევძელით ანგარიშის გახსნის მერე, თუმცა სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ მიუხედავად იმისა რომ ძალიან კარგი მომენტები გვქონდა".-ციტირებს BBC Sport მოურინიოს სიტყვებს.