თბილისი:
მანჩესტერი:
18-09-2017, 13:45
ავტორი: pogba.,
ნანახია: 2811,
კომენტარები: 21
მოურინიო მატჩის შემდეგ
მოურინიოს მატჩისშემდგომი ინტერვიუ.
მოურინიო მატჩის შემდეგ
კვირას გამართულ შეხვედრაში, ''მანჩესტერ იუნაიტედმა'' ''ევერტონი'' გამანადგურებელი ანგარიშით, 4-0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ჟურნალისტებმა მოურინიოს ინტერვიუ ჩამოართვეს.

ფიქრობდით თუ არა მატჩის მეორე ნახევარში, რომ ''ევერტონს'' თამაშის შემოტრიალება შეეძლო?

''მე ვფიქრობდი, რომ გავიმარჯვებდით 1–0 ან 2–0 ანგარიშით, მაგრამ არ მიფიქრია 1–1–ზე.''

ვალენსია ყოველთვის ასე ურტყამს ვარჯიშებზე?

''ხანდახან დიახ, თუმცა არაა ადვილი ამ პოზიციიდან ერთი შეხებით ასეთი გოლის გატანა, მაგრამ ხანდახან გამოსდის.''

რომელუ ლუკაკუმ გოლის გატანა მოახერხა და ასისტიც მიითვალა, კმაყოფილი ხართ მისით?

''მე მომწონს მისი თამაში, და უფრო მეტად კმაყოფილი ვარ მისი შრომით. პირველ ნახევარში ის შესანიშნავად მოქმედებდა და გუნდს სივრცეებს უხსნიდა.''

რატომ იტანს გუნდი ბევრ გოლს ძირითადად ბოლო წუთებზე?

''როგორც უკვე ვთქვი, პრემიერ ლიგის გუნდები დაცვით სტილზე გადავიდნენ, უმეტესი მათგანი იყენებს 5 მცველსა და 2 ან 3 ნახევარმცველს. როდესაც ანგარიში 0–0 ან 1–0–ია, მატჩის მიწურულს უკვე მეორე გუნდიც ფიქრობს შეტევაზე და მეტი სივრცეები ჩნდება.''

დე ხეამ მეასედ შეინახა კარი მშრალად და განახორციელა, რამდენიმე შესანიშნავი სეივი.

''უფრო რთულია მეკარისთვის ბურთს მოგერიება , როდესაც მატჩში არ არის ჩართული დაცვის კარგი თამაშიდან გამომდინარე. როდესაც რამდენიმე წუთი ბურთის არ ეხები და შემდეგ ასეთ სეივებს აკეთებ ეს გაცილებით რთული და მნიშვნელოვანია.''

3 შეხვედრა სახლში და 3 გამარჯვება, 12 გატანილი და არცერთი გაშვებული ბურთით. ''იუნაიტედი'' ფორმაშია, ბედნიერი ხართ ამით?

''დიახ ბედნიერი ვარ, დიდი განსხვავებაა წინა სეზონთან, ჩვენ ვთამაშობთ გაცილებით უკეთ და გაგვაქვს მეტი გოლი. ყოველი მატჩი განსხვავებულია ერთმანეთისგან და შემდეგი ''ბარტონია'', ვფიქრობ კიდევ ერთი რთული თამაში გველოდება.
ინტერვიუები
21 კომენტარი
№21
ავტორი: WeAreUnited
19 სექტემბერი 2017 09:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ოხ რეშფორდის კრიტიკა მომწონს ესენი ხედავნ მოუ ვერ ხედავს მე არავის არ ვუკრძალავ და ვერც ავუკრძალავს ამა თუ იმ თემაზე საკუთარი აზრის დაფიქსირებას მაგრამ ვიყოთ ობიექტურები ოკეი :)
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top