თბილისი:
მანჩესტერი:
31-01-2013, 19:32
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2012,
კომენტარები: 26
ბექჰემი კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს
"იუნაიტედის" ლეგენდა უახლოეს საათებში პსჟ-ს შეუერთდება
ბექჰემი კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს
ინგლისური მედიის მტკიცებით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ დევიდ ბექჰემმა "პარის სენ ჟერმენთან" მოლაპარაკებები დაასრულა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და ოფიციალურად, კლუბი მას დღეს გასამართ პრესკონფერენციაზე წარადგენს. დევიდმა ამერიკული "ლა გალაქსი" დეკემბერში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, მას შემდეგ ინგლისელს არაერთმა კლუბმა გაუკეთა შეთავაზება, მათ შორის პსჟ-მაც, ბექჰემმა კი მხოლოდ დღეს, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღო გადაწყვეტილება. მანამდე მან ფორმის შესანარჩუნებლად არსენ ვენგერს სთხოვა დახმარება და დადებითი პასუხის შემდეგ "არსენალში" ივარჯიშა. დევიდს უკვე ნამუშევარი აქვს კარლო ანჩელოტისთან "მილანში" არენდით ყოფნის დროს. ბექჰემი 3 წლიანი შესვენების შემდეგ კვლავ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე, თუ ეს ანჩელოტმა მოისურვა და 1/8 ფინალში "ვალენსიასთან" მისი მოედანზე გაყვანა გადაწყვიტა. პრესკონფერენცია, რომელიც სპეციალურად ამ თემისთვის გაიმართება, (ჩვენი დროით) 8 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ დევიდი "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას 10 წლის განმავლობაში იცავდა. მას ბოლო წლებში ჰქონდა შეთავაზებები პრემიერ ლიგიდან, მაგრამ მან არცერთი წინადადება არ მიიღო, ამის მიზეზი კი მხოლოდ ერთი იყო - მას არ სურდა "იუნაიტედის" წინააღმდეგ თამაში. ბევრი ბექჰემსს კარიერის დასრულებას "მანჩესტერში" უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ ეს მხოლოდ მანჩესტერელი გულშემატკივრის სურვილი იყო, რომელიც სამწუხაროდ ალბათ აღარ ასრულდება, რადგან დევიდი უკვე 38 წლისაა და კარიერასაც სავარაუდოთ საფრანგეთში დაასრულებს.

წყარო: skysports.com
ახალი ამბები
26 კომენტარი
№21
ავტორი: APeX
31 იანვარი 2013 22:27
  • სიახლეები: 25
  • კომენტარები: 384
ევარჯიშა მაინც ჩვენთან areyoukiddingme
0
№22
ავტორი: buka oboladze
31 იანვარი 2013 23:44
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ეჰ ეს დამანახა მანჩესტერის ფორმაში მოედანზე და რავიცი რა ძალიან გახარებული ვიქნები
0
№23
ავტორი: I_K_A
1 თებერვალი 2013 00:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 245
მართლა რა მაგარი იქნებოდა, ეს სეზონი მანჩესტერში დაემთავრებინა და დაესრულებინა love ფერგი შენ რა გითხარი რა, შესთავაზე ))

მემგონი კიდევ 1 წელი ითამაშებს ამის გარდა, იქნებ მაინც მოხდეს ისე "რო" ვიხილოთ მანჩესტერში, კარიერის დასასრულს winked

ისე გამიხარდა პესეჟეში "რო" გადავიდა, ლიგაზე გაიჩითება.

კაია ავსტრალიაში ან ყატარში არ გადაიკარგა.
0
№24
ავტორი: Red Hooligan
1 თებერვალი 2013 21:46
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
...RooNeY...FaN...,
+123123123 ბოლო დღესაც ქონდა იმედი რო შეთავაზებდნენ და არ შეთავაზეს და რა ქნას ეხა :|
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№25
ავტორი: TrueRed
27 თებერვალი 2013 20:43
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
magarad mevaseba becksy
0
№26
ავტორი: Degea1
27 თებერვალი 2013 22:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
sagol avtor
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top