თბილისი:
მანჩესტერი:
31-01-2013, 19:32
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2012,
კომენტარები: 26
ბექჰემი კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს
"იუნაიტედის" ლეგენდა უახლოეს საათებში პსჟ-ს შეუერთდება
ბექჰემი კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს
ინგლისური მედიის მტკიცებით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ დევიდ ბექჰემმა "პარის სენ ჟერმენთან" მოლაპარაკებები დაასრულა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და ოფიციალურად, კლუბი მას დღეს გასამართ პრესკონფერენციაზე წარადგენს. დევიდმა ამერიკული "ლა გალაქსი" დეკემბერში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, მას შემდეგ ინგლისელს არაერთმა კლუბმა გაუკეთა შეთავაზება, მათ შორის პსჟ-მაც, ბექჰემმა კი მხოლოდ დღეს, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღო გადაწყვეტილება. მანამდე მან ფორმის შესანარჩუნებლად არსენ ვენგერს სთხოვა დახმარება და დადებითი პასუხის შემდეგ "არსენალში" ივარჯიშა. დევიდს უკვე ნამუშევარი აქვს კარლო ანჩელოტისთან "მილანში" არენდით ყოფნის დროს. ბექჰემი 3 წლიანი შესვენების შემდეგ კვლავ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე, თუ ეს ანჩელოტმა მოისურვა და 1/8 ფინალში "ვალენსიასთან" მისი მოედანზე გაყვანა გადაწყვიტა. პრესკონფერენცია, რომელიც სპეციალურად ამ თემისთვის გაიმართება, (ჩვენი დროით) 8 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ დევიდი "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას 10 წლის განმავლობაში იცავდა. მას ბოლო წლებში ჰქონდა შეთავაზებები პრემიერ ლიგიდან, მაგრამ მან არცერთი წინადადება არ მიიღო, ამის მიზეზი კი მხოლოდ ერთი იყო - მას არ სურდა "იუნაიტედის" წინააღმდეგ თამაში. ბევრი ბექჰემსს კარიერის დასრულებას "მანჩესტერში" უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ ეს მხოლოდ მანჩესტერელი გულშემატკივრის სურვილი იყო, რომელიც სამწუხაროდ ალბათ აღარ ასრულდება, რადგან დევიდი უკვე 38 წლისაა და კარიერასაც სავარაუდოთ საფრანგეთში დაასრულებს.

წყარო: skysports.com
ახალი ამბები
26 კომენტარი
№11
ავტორი: gilmour
31 იანვარი 2013 19:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ბექჰემს ლიგაზე ვიხილავთ მაგარია!
0
№12
ავტორი: ლადო
31 იანვარი 2013 19:57
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
რაღაც პონტში გამიტყდა, მაგრამ ძალიან კარგი თუ კიდევ ერთხელ ვიხილავთ ლიგაზე))
0
№13
ავტორი: don_vini
31 იანვარი 2013 20:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
თურმე ვიქტორიას მოსდომებია პარიზში ცხოვრება და ბექჰემსაც რა ექნა ცოსლ უარი ვეღარ უთხრა.მუჭაში ყავს ვიქტორიას ბექსი wink wink შედი ქალო კუხნაში_ასე ვერ ყავს ცოლი wink wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№14
ავტორი: captain
31 იანვარი 2013 20:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 333
კარგია ხანდახან მაგის თამაშს მაინც ვნახავთ, აბა ამერიკაში სულ არ მაინტერესებდა რას შვებოდა
0
№15
ავტორი: Zizou
31 იანვარი 2013 20:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
მანჩესტერის ლეგენდაა, შვილები ჩელსიში გაუშვა,თვითონ არსენალში ვარჯიშობდა და პესეჟეში გადავიდა wink
0
№16
ავტორი: Esi
31 იანვარი 2013 20:36
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
წარმატებები
0
№17
ავტორი: Luka Gelashvili
31 იანვარი 2013 21:09
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
ფუიიიი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№18
ავტორი: Gvene
31 იანვარი 2013 21:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
გაასწორებდა რო მანჩესტერში დაესრულებინა კარიერა areyoukiddingme
0
№19
ავტორი: anri-barca
31 იანვარი 2013 21:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
Shako Jones,
პსჟ ში არ გადსულა საფრანგეთის "პარის სენ ჟერმენთან" მოლაპარაკებები დაასრულა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და ოფიციალურად
0
№20
ავტორი: Amanda Seyfried
31 იანვარი 2013 21:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ეჰჰჰჰჰჰჰჰჰ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top