თბილისი:
მანჩესტერი:
9-07-2017, 11:11
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 5471,
კომენტარები: 27
რომელო ლუკაკუ: "მსოფლიოს საუკეთესო გუნდში გადავდივარ"
რომერო ლუკაკუს ESPN-თან მიცემული ინტერვიუ.
რომელო ლუკაკუ:
რომელო ლუკაკუმ ESPN-ს ინტერვიუ მისცა რომელსაც ჩვენი საიტი უცვლელად გთავაზობთ.

"ეს ის შესაძლებლობაა,რომელსაც მე ბავშვობიდან ველი" - აცხადებს ლუკაკუ ინტერვიუში.

"როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" დამიძახა ორჯერ არ მიფიქრია. მე მოხარული ვარ რომ ამ დიდი გუნდის ნაწილი ვიქნები"

მოგეხსენებათ "ჩელსიმ" მას მოგვიანებით გაუკეთა შეთავაზება, თუმცა როგორც ბელგიელი ამბობს მას უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა.

"ყველაფერი გადაწყვეტილი მქონდა. მე სიტყვიდან არ გადავდივარ. ყველაფერი გადაწყვეტილი მქონდა და ვემზადებოდი თუ როდის შევუერთდებოდი ამ გუნდს."

კითხვაზე თუ რას ეტყვის ხალხს ლუკაკუ თუ მას შეეკითხებიან რომ რატომ არჩია მე-6 ადგილზე გასული გუნდი ჩემპიონებს, ბელგიელმა ასეთი პასუხი გასცა:

"ვინ ეტყვის არას მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ? საუკეთესო მოედანი და საუკეთესო გულშემატკივრები ინგლისში. ყოველთვის ვამბობდი რომ მსურდა მეთამაშა გუნდისთვის, რომელიც ყოველთვის იბრძოდა ტიტულების მოგებისთვის."

"მანჩესტერ იუნაიტედს" სურს იყოს დომინანტი. როდესაც მათ ისტორიას უყურებ ხვდები ყველაფერს. გავმხდარიყავი ასეთი გუნდის წევრი რა თქმა უნდა იყო ჩემი მიზანი. მადლობელი ვარ რომ "იუნაიტედმა" ეს შესაძლებლობა მომცა."

"ახლა ბევრი მუშაობაა საჭირო. იმაზე მეტად უნდა ვიმუშაო ვიდრე ეს ოდესმე გამიკეთებია. იმედია წინ წარმატებები გველის."

ლუკაკუმ პოლ პოგბაზეც ისაუბრა.

"პოგბას 7 თუ 8 წელია რაც ვიცნობ. ახლა ის ჩემი თანაგუნდელია, მანჩესტერში ერთ ქუჩაზე ვიცხოვრებთ და ეს რა თქმა უნდა ძალიან მაგარია."

"რა თქმა უნდა ის მესაუბრებოდა "იუნაიტედზე", თუ რა ხდებოდა გუნდში და რას აპირებდნენ ისინი სამომავლოდ. ამიტომ ვამბობ რომ მათ შემოთავაზებაზე ორჯერ აღარ მიფიქრია."

"ყველა მათგანი ("იუნაიტედის" ფეხბურთელები) ტოპ ფეხბურთელია. "იუნაიტედში" ფეხბურთელების კარგი ჯგუფი, რომელთაც გამარჯვება სურთ."

"ითამაშო "ოლდ ტრაფორდზე" "იუნაიტედის" გულშემატკივრების თვალწინ ეს უდიდესი შესაძლებლობაა. წინ რა თქმა უნდა დიდი გზაა გასავლელი, მაგრამ მუშაობას არ დავაკლებ რომ ჩემზე დაკისრებული მოვალეობა მაქსიმალურად შევასრულო."

ბოლოს ლუკაკუმ მოურინიოზეც ისაუბრა და მას მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი უწოდა.

"მოურინიოსთან მუშაობა მე ჯერ კიდევ 10 წლის ასაკიდან მსურდა და ახლა მე სრულად მომეცა ამის შესაძლებლობა."

"მასთან მქონდა კონტაქტი. მელაპარაკა თუ როგორ ვჭირდებოდი გუნდს და რას ელოდა ჩემგან."

"ახლა მე 24 წლის ვარ. გავიზარდე და ეს მოურინიომ იცის. ამიტომაც მომცა მან ეს შანსი და მე ამისთვის მადლობელი ვარ."

"ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია. მან კარგად იცის თუ როგორ მიიღოს ფეხბურთელისგან მაქსიმუმი. ეჭვიც არ მეპარება ჟოზეს ხელმძღვანელობის ქვეშ მე უკეთესი ფეხბურთელი ვიქნები. ამიტომ მოუთმენლად ველოდები მასთან მუშაობას."

შენიშვნა: მოცემული ინტერვიუ ეკუთვნის ESPN-ს . "მანჩესტერ იუნაიტედს" ჯერ ლუკაკუ ოფიციალურად არ წარუდგენია.

თარგმნა: დავით სირაბიძე
ახალი ამბები, ინტერვიუები
27 კომენტარი
№21
ავტორი: Malboro463
9 ივლისი 2017 15:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
მის დაწუნებულ ფეხბურთელში ეხლა 85 მლნ გადახდევინა
0
№22
ავტორი: gatika
9 ივლისი 2017 15:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
Gaumarjos fanobas bavshobidan qomagivar da wlebia amsaitzevar prosta arasdros davrehistrirebulvar yoveltvis mxolod tvals vadevnebdi.. Exlaki survili gamichnda chaveba diskusiebshi

Bevri wert daieri da erti kide da vso magarii gundi dadgao magram ertirameminda gavixsenot xomar dagvaviwyda raturnirshi vart ? Premier liga bazariara mkvleli gundi dgeba Mara dekembershi 10 Kaci ro travmashia vin moigvitan tituls fosu memda da lingardi ? Racsheileba meti xarisxiani motamashea sachiro ro poziciebze maragi iyos.. P.S Rooney magrat gamityda :((
0
№23
ავტორი: sandro2000
9 ივლისი 2017 15:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
lukakum gaiara samedicino shemowmeba da avtogrqoic gasca manius maisurshi
0
№24
ავტორი: Anderherrera20
9 ივლისი 2017 15:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 58
რუნიმ ოფიციალურად დაგვტოვა :(( recourse
0
№25
ავტორი: sandro2000
9 ივლისი 2017 15:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
avtograpic gasca ukve
0
№26
ავტორი: SANDROGRIGA
9 ივლისი 2017 16:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვნახოთ აბა თუ გახდება შეუცვლელი ფიგურა ისევე როგორც თავის დროზე რუნი იყო
0
№27
ავტორი: უეინ რუნი
10 ივლისი 2017 12:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
იმედია იმდენ ხანს დარჩება რომ ლეგენდა ვუწოდოთ ჩვენი love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top