თბილისი:
მანჩესტერი:
9-07-2017, 11:11
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 5470,
კომენტარები: 27
რომელო ლუკაკუ: "მსოფლიოს საუკეთესო გუნდში გადავდივარ"
რომერო ლუკაკუს ESPN-თან მიცემული ინტერვიუ.
რომელო ლუკაკუ:
რომელო ლუკაკუმ ESPN-ს ინტერვიუ მისცა რომელსაც ჩვენი საიტი უცვლელად გთავაზობთ.

"ეს ის შესაძლებლობაა,რომელსაც მე ბავშვობიდან ველი" - აცხადებს ლუკაკუ ინტერვიუში.

"როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" დამიძახა ორჯერ არ მიფიქრია. მე მოხარული ვარ რომ ამ დიდი გუნდის ნაწილი ვიქნები"

მოგეხსენებათ "ჩელსიმ" მას მოგვიანებით გაუკეთა შეთავაზება, თუმცა როგორც ბელგიელი ამბობს მას უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა.

"ყველაფერი გადაწყვეტილი მქონდა. მე სიტყვიდან არ გადავდივარ. ყველაფერი გადაწყვეტილი მქონდა და ვემზადებოდი თუ როდის შევუერთდებოდი ამ გუნდს."

კითხვაზე თუ რას ეტყვის ხალხს ლუკაკუ თუ მას შეეკითხებიან რომ რატომ არჩია მე-6 ადგილზე გასული გუნდი ჩემპიონებს, ბელგიელმა ასეთი პასუხი გასცა:

"ვინ ეტყვის არას მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ? საუკეთესო მოედანი და საუკეთესო გულშემატკივრები ინგლისში. ყოველთვის ვამბობდი რომ მსურდა მეთამაშა გუნდისთვის, რომელიც ყოველთვის იბრძოდა ტიტულების მოგებისთვის."

"მანჩესტერ იუნაიტედს" სურს იყოს დომინანტი. როდესაც მათ ისტორიას უყურებ ხვდები ყველაფერს. გავმხდარიყავი ასეთი გუნდის წევრი რა თქმა უნდა იყო ჩემი მიზანი. მადლობელი ვარ რომ "იუნაიტედმა" ეს შესაძლებლობა მომცა."

"ახლა ბევრი მუშაობაა საჭირო. იმაზე მეტად უნდა ვიმუშაო ვიდრე ეს ოდესმე გამიკეთებია. იმედია წინ წარმატებები გველის."

ლუკაკუმ პოლ პოგბაზეც ისაუბრა.

"პოგბას 7 თუ 8 წელია რაც ვიცნობ. ახლა ის ჩემი თანაგუნდელია, მანჩესტერში ერთ ქუჩაზე ვიცხოვრებთ და ეს რა თქმა უნდა ძალიან მაგარია."

"რა თქმა უნდა ის მესაუბრებოდა "იუნაიტედზე", თუ რა ხდებოდა გუნდში და რას აპირებდნენ ისინი სამომავლოდ. ამიტომ ვამბობ რომ მათ შემოთავაზებაზე ორჯერ აღარ მიფიქრია."

"ყველა მათგანი ("იუნაიტედის" ფეხბურთელები) ტოპ ფეხბურთელია. "იუნაიტედში" ფეხბურთელების კარგი ჯგუფი, რომელთაც გამარჯვება სურთ."

"ითამაშო "ოლდ ტრაფორდზე" "იუნაიტედის" გულშემატკივრების თვალწინ ეს უდიდესი შესაძლებლობაა. წინ რა თქმა უნდა დიდი გზაა გასავლელი, მაგრამ მუშაობას არ დავაკლებ რომ ჩემზე დაკისრებული მოვალეობა მაქსიმალურად შევასრულო."

ბოლოს ლუკაკუმ მოურინიოზეც ისაუბრა და მას მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი უწოდა.

"მოურინიოსთან მუშაობა მე ჯერ კიდევ 10 წლის ასაკიდან მსურდა და ახლა მე სრულად მომეცა ამის შესაძლებლობა."

"მასთან მქონდა კონტაქტი. მელაპარაკა თუ როგორ ვჭირდებოდი გუნდს და რას ელოდა ჩემგან."

"ახლა მე 24 წლის ვარ. გავიზარდე და ეს მოურინიომ იცის. ამიტომაც მომცა მან ეს შანსი და მე ამისთვის მადლობელი ვარ."

"ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია. მან კარგად იცის თუ როგორ მიიღოს ფეხბურთელისგან მაქსიმუმი. ეჭვიც არ მეპარება ჟოზეს ხელმძღვანელობის ქვეშ მე უკეთესი ფეხბურთელი ვიქნები. ამიტომ მოუთმენლად ველოდები მასთან მუშაობას."

შენიშვნა: მოცემული ინტერვიუ ეკუთვნის ESPN-ს . "მანჩესტერ იუნაიტედს" ჯერ ლუკაკუ ოფიციალურად არ წარუდგენია.

თარგმნა: დავით სირაბიძე
ახალი ამბები, ინტერვიუები
27 კომენტარი
№11
ავტორი: Phil Jones
9 ივლისი 2017 12:08
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
დროგბას ნავაროტკიანი ვერსიაა.
0
№12
ავტორი: Lalana
9 ივლისი 2017 12:12
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
დარწმუნებული ვარ ძალიან მაგარ შედეგებს დადებს და არც იმაში მეპარება ეჭვი რომ წელს ბომბარდირიც გახდება
0
№13
ავტორი: Luka888
9 ივლისი 2017 12:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 26
მალე ხამესიც იქნება . სანდო წყაროდან ვიცი :)
0
№14
ავტორი: mufc1878
9 ივლისი 2017 12:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ციტატა: hazard10
ნამდვილად კარგი ფორვარდია მაგრამ სულით ნაბ@ზარი ყოფილა. ახლაც მახსოვს ჩელსიში რომ მივიდა ნიანგის ცრემლები გადმოყარა, მეორე დროგბა მინდა გავხდეო. ჩელსი უფორვაროდ მაინც არ დარჩება, ან ობამეიანგს მოიყვანენ, ან მორატას და ან ბელოტის მაგრა, ვეჭვობ სანანებელი გაუხდება ამას მისი გადაწყვეტილება ;)



ჩელსის ფანები შორს ამ თემიდან

რა უნდოდა პატარა გუნდ ჩელსიში როცა მანჩესტერმა დაუძახა

0
№15
ავტორი: Lalana
9 ივლისი 2017 12:32
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: hazard10
hazard10

მერე ეგ დროგბა მოურინიომ გამოძერწა,ამიტომაც ახლაც შეუძლია გახდეს დროგბა,ოღონდ არა ცისფერი,არამედ წითელი.არც იმას ვფიქრობ რომ ცუდი გადაწყვეტილება მიიღო,ესე იგი გულით უნდოდა გადმოსვლა,რადგან ცალი ფეხით ჩელსიში იყო,მაგრამ მანჩესტერმა შეთავაზება გაუკეთა თუ არა აქეთ წამოვიდა.
0
№16
ავტორი: გრიზმანი 7
9 ივლისი 2017 13:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
დათო მადლობა ბრატ ასე რო მუშაობ და ყველას ვინც სიახლეებს გვაწვდით, რაცშეეხება ლუკაკუს ტოპ კლასის ფორვარდი დავითრიეთ იბრას იდეალური შემცვლელი ზუსტად ლუკაკუ იყო და მგონია რო სეზონს მინიმუმ 35 გოლით დაასრულებს ყველა ტურნირზე. რუნიზე კიი ძააან მწყდება გული რო მიდის მაგრსმ მისთვის ასე ჯობია წარმატებას უსურვებ და იმედია შირერს გადაასწრებს
0
№17
ავტორი: romelu lukaku
9 ივლისი 2017 13:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
მაგარია
0
№18
ავტორი: ROI
9 ივლისი 2017 13:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
დადასტურდი რა დადასტურდი დავიტანჯე და მერე სხვაზე ვიფიქრებ:პ
0
№19
ავტორი: Lalana
9 ივლისი 2017 14:12
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: ROI
დადასტურდი რა დადასტურდი დავიტანჯე და მერე სხვაზე ვიფიქრებ:პ

ოფიციალურად უკვე დადასტურებულია.
0
№20
ავტორი: saha777
9 ივლისი 2017 14:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
erti ra mainteresebs icit? am mauriniom xom chagvisvara shemtev pexburtshi manchesteri yoveltvis shemtev pexburts tamashobda da magit iyo sashishi tan armesmis es maurinios taktika xo ver davamugame wels kontr shetevebze tamashobda da sul mass tamashobs arvici zanti lukaku ar gamogvadgeba kontra atakaze chven gvinda modzravi swrapi kreatiuli forwardi
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top