თბილისი:
მანჩესტერი:
8-07-2017, 10:58
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3113,
კომენტარები: 21
The Guardian: "იუნაიტედი" დაიერისთვის იბრძოლებს
"მანჩესტერ იუნაიტედს" ერიკ დაიერის დამატება სურს.
The Guardian:
"მანჩესტერ იუნაიტედმა" რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა რომელო ლუკაკუს ტრანსფერი. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ გუნდმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე უკვე მეორე შენაძენი განახორციელა. თუმცა როგორც ჩანს ეს არ იქნება ბოლო ტრანსფერი, რომელსაც "იუნაიტედი" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე განახორციელებს.

The Guardian ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოურინიოს პერსონალურად სურს "ტოტენჰემის" ახალგაზრდა ფეხბურთელის, ერიკ დაიერის შეძენა. გამოცემის თანახმად "იუნაიტედი" ახლა სწორედ ერიკ დაიერის ტრანსფერზე იმუშავებს.

ერიკ დაიერი მოურინიოს ნახევარმცველებთა სიაში ნომერ პირველი სამიზნეა. მანჩესტერულ გუნდს ინგლისელის შეძენა სავარაუდოდ 50 მილიონი ფუნტი დაუჯდება.

გასულ სეზონში ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშის უფლება მას ვიქტორ ვანიამამ წაართვა. ვანიამა პოჩეტინოს ნომერ პირველი არჩევანი იყო ამ პოზიციაზე და შესაძლოა ამ ყველაფერმა დიდი როლი ითამაშოს დაიერის გადაწყვეტილებაზე, რადგან მოურინიოს გუნდში ის რეგულარულად ითამაშებს ჩამშლელის პოზიციაზე.

"იუნაიტედმა" კარგად იცის, რომ მას შემდეგ რაც მათ "ჩელსის" ლუკაკუ წაართვეს, ფაქტობრივად აღარ არის მატიჩის შეძენის შანსი. სწორედ ამიტომ შეეცდებიან "მანჩესტერელები" მაქსიმალურად ერიკ დაიერის გადმობირებას.

წყარო:The Guardian
ახალი ამბები, ჭორები, ტრანსფერები
21 კომენტარი
№21
ავტორი: yohan
8 ივლისი 2017 15:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
არ ვიცი რააა !! ესეთი ფეხბურთელები ნაკლებად ამართლებენ ხოლმე დიდ გუნდებში შნეიდერლინის მაგალითზე და კიდევ ბევრის მაგალითზე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top