თბილისი:
მანჩესტერი:
19-06-2017, 12:25
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 3461,
კომენტარები: 21
"რომამ" ნაინგოლანს ფასი დაადო
"მგლები" მზად არიან ბელგიელს შეელიონ.
"რომა" მზადაა გუნდიდან რაჯა ნაინგოლანი გაუშვას, რომლითაც აქტიურ დანტერესებას "მანჩესტერ იუნაიტედი" გამოხატავს. იტალიელები რაჯას სანაცვლოდ 30 მილიონს ითხოვენ. "იუნაიტედის" გარდა, მისით დაინტერესებას "ჩელსი" და "ინტერი" გამოხატავენ, იუწყება calciomercato.

ამავე წყაროს ცნობით, ნაინგოლანის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 50 მილიონს შეადგენს, თუმცა "რომა" მზადაა დათმობაზე წავიდეს, მიზეზი ისაა რომ Fair Play-ის წესების თანახმად, მათ ივნისის ბოლომდე 30 მილიონი უნდა გამოიმუშავონ. წინააღმდეგ შემთხვევაში იტალიურ კლუბს დიდი ფულადი სანქციების გადახდა მოუწევს, გარდა ფულადი ჯარიმისა, იტალიელებს შესაძლოა გარკვეული დროით ტრანსფერების გაკეთებაც აეკრძალოს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე "რომაა" მზადაა 50 მილიონის ნაცვლად, 30 მილიონს დასჯერდეს

ნაინგოლანი რომას კალიარიდან 2013 წელს შეუერთდა, ამ დროის განმავლობაში ბელგიელმა "მგლების" მაისურით 160 შეხვედრა ჩაატარა, გარდა ამისა რაჯას ეროვნულ ნაკრებში 28 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

წყარო:Mirror
ახალი ამბები
21 კომენტარი
№21
ავტორი: MANUTD FAN.
20 ივნისი 2017 15:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
ამ ფეხბურთელში 30 მილიონი არაფერია უეჭველი უდნა დაითრიოს მოუმ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top