თბილისი:
მანჩესტერი:
27-03-2017, 21:06
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 4361,
კომენტარები: 25
რეკორდული თანხა ნეიმარის სანაცვლოდ
"მანჩესტერ იუნაიტედი" მორიგი სატრანსფერო რეკორდის სამყარებისთვის ემზადება.
რეკორდული თანხა ნეიმარის სანაცვლოდ
"მანჩესტერ იუნაიტედი" მორიგი სატრანსფერო რეკორდის დამყარებისთვის ემზადება. კლუბი მზადაა ნეიმარში 173 მილიონი ფუნტი გადაიხადოს. ინფორმაციას ესპანური გამოცემა Sport-ი ავრცელებს.

ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში "ბარსელონას" ბრაზილიელი ვარსკვლავი კვირაში 416,000 ფუნტს მიიღებს, რაც მის წლიურ შემოსავალს 21 მილიონ ფუნტამდე გაზრდის.

25 წლის ბრაზილიელის შეძენას ლუი ვან გაალი ცდილობდა. "წითელი ეშმაკები" მზად იყვნენ მსოფლიო რეკორდი დაემყარებინათ და ფეხბურთელში 190 მილიონი ევრო გადაეხადათ, მაგრამ კლუბმა და ფეხბურთელმა თანამშრომლობის გაგრძელება ისურვეს.

როგორც თავად ნეიმარმა განაცხადა, მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობდა, თუმცა კონკრეტული შეთავაზება არ ყოფილა.

"საუბარი გვქონდა, მაგრამ კონკრეტული არაფერი ყოფილა. გავიგე, შეთავაზება გააკეთესო, მაგრამ ასეთი არაფერი მიმიღია" - განაცხადა ბრაზილიელმა

ნეიმარს "ბარსელონასთან" მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.
ჭორები
25 კომენტარი
№21
ავტორი: giorgi_mg
28 მარტი 2017 14:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მოიყვანონ და რამდენს გადავიხდით ვაფშე არ მაინტერესებს 1 თვეში მაინც ამოვიღებთ მაგის ფულს
0
№22
ავტორი: krekera
28 მარტი 2017 18:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
იასნა ერთ თვეში ამოიღებენ და რა კაცი გვეყოლება ხალხო ღადაობთ, დღეს დღეობით საუკეთესოა.... მოუ რო არ იყოს თავიდანვე გავწირავდი ამ თემას მარაა ვნახოთ ვნახოოთ...
0
№23
ავტორი: chi_08
28 მარტი 2017 23:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
კარგი იქნება თუ მოხდება ეგრე და დაითრევენ ნეიმარს.სანახაობრივად უფრო ლამაზ ფეხბურთს შემოგვთავაზებენ.თანხას რაც შეეხება,მეტის გადახდაც ღირს თუ წამოვიდა..მაისურების გაყიდვით ამოიღებს ნახევარს..ასწორებს გუნდში ვარსკვლავი.მითუმეტეს მანჩეს ჭირდება
0
№24
ავტორი: kobinio
29 მარტი 2017 00:37
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ლარებში ყიფ
დობენ თუ რა უბედურებაა
0
№25
ავტორი: ficxela2
10 მაი 2017 00:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
ვერ ვხვდები რა აზრი აქ შემტევის დამატებას !!! მაურინიო თუ არ ***ამს თავის პორტუგალიაში არაფერი წავა წი მთელი წელია უყურებ თამაშს და ვერ ვნახე სტაბილური გააზრებული თამაში და ეხლა ნეიმარი მერე ვერატი ვაფშე არაფერი შეიცვლება სულ რო მესიც იყიდონ 9 კაცი დაცვაში და ერტი წინ ეს სტრატეგია აგარ ამარტლებს სელტასთვის მოგება გუნდის წინ სვლას არ ნიშნავს!!!!!!!!!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top