თბილისი:
მანჩესტერი:
27-03-2017, 21:06
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 4361,
კომენტარები: 25
რეკორდული თანხა ნეიმარის სანაცვლოდ
"მანჩესტერ იუნაიტედი" მორიგი სატრანსფერო რეკორდის სამყარებისთვის ემზადება.
რეკორდული თანხა ნეიმარის სანაცვლოდ
"მანჩესტერ იუნაიტედი" მორიგი სატრანსფერო რეკორდის დამყარებისთვის ემზადება. კლუბი მზადაა ნეიმარში 173 მილიონი ფუნტი გადაიხადოს. ინფორმაციას ესპანური გამოცემა Sport-ი ავრცელებს.

ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში "ბარსელონას" ბრაზილიელი ვარსკვლავი კვირაში 416,000 ფუნტს მიიღებს, რაც მის წლიურ შემოსავალს 21 მილიონ ფუნტამდე გაზრდის.

25 წლის ბრაზილიელის შეძენას ლუი ვან გაალი ცდილობდა. "წითელი ეშმაკები" მზად იყვნენ მსოფლიო რეკორდი დაემყარებინათ და ფეხბურთელში 190 მილიონი ევრო გადაეხადათ, მაგრამ კლუბმა და ფეხბურთელმა თანამშრომლობის გაგრძელება ისურვეს.

როგორც თავად ნეიმარმა განაცხადა, მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობდა, თუმცა კონკრეტული შეთავაზება არ ყოფილა.

"საუბარი გვქონდა, მაგრამ კონკრეტული არაფერი ყოფილა. გავიგე, შეთავაზება გააკეთესო, მაგრამ ასეთი არაფერი მიმიღია" - განაცხადა ბრაზილიელმა

ნეიმარს "ბარსელონასთან" მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.
ჭორები
25 კომენტარი
№11
ავტორი: MU1810
27 მარტი 2017 23:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
ნეიმარი და გრიზმანი ვიყიდოთ :D
0
№12
ავტორი: stepno
27 მარტი 2017 23:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ფიქრიც მეზარება ამ თემაზეე 100 დან 1 პროცენტიც არ მგონია რომ ბარსელონამ თავისი მომავალი ლიდერი გაუშვას
0
№13
ავტორი: levani5594
28 მარტი 2017 00:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
ნეიმაი მანიუში, მესი გორის დილაში
0
№14
ავტორი: giorgisamnidze99
28 მარტი 2017 00:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ციტატა: levani5594
ნეიმაი მანიუში, მესი გორის დილაში

shen migalanzgo axla ra ironiulat laparakob
0
№15
ავტორი: dzia_David
28 მარტი 2017 02:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ციტატა: levani5594
ნეიმაი მანიუში, მესი გორის დილაში


გესმის გესმის. სერიოზული შედარებაა
0
№16
ავტორი: jokero89
28 მარტი 2017 08:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
კარგი იქნება გამოუშვით
0
№17
ავტორი: Mixito
28 მარტი 2017 09:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
არა საჭირო იყოს სადაცააა იქ
0
№18
ავტორი: kaxeti
28 მარტი 2017 10:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
გაზვაა
0
№19
ავტორი: JuanMata
28 მარტი 2017 13:30
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ძაან მეეჭვება ნეიმარი წავიდეს ბარსადან, მითუმეტეს ახლა როცა ძაან მოუმატა და მთავარი დამრტყმელი ძალა გახდა გუნდში.
მესი-ინიესტას ჩრდილში თამაში რთულია, ჰოდა მგონია რომ ბოლო პერიოდში გადალახა ეს ბარიერი.

ისე არა მგონია არსებობდეს გუნდი, რომელიც ნეიმარის დამატებაზე უარს იტყოდა.
0
№20
ავტორი: gaga1987
28 მარტი 2017 13:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ნეტა სიმართლე იყოს და წამოვიდეს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top