თბილისი:
მანჩესტერი:
5-03-2017, 17:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2561,
კომენტარები: 28
მოურინიო: "ოთხეულში მოხვედრის იმედი ჯერ კიდევ გვაქვს"
მოურინიო მე-4 ადგილთან სამქულიან ჩამორჩენას არ უფრთხის.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" კვლავ ოთხეულისთვის ბრძოლაში მონაწილეობს, მიუხედავად "ბორნმუთთან" მატჩში დაფიქსირებული ფრისა.

"წითლები" კვლავ მეექვსე ადგილზე იმყოფებიან და პირველი შემთხვევა არ არის, რომ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის შანსს ხელიდან უშვებენ.

"რეალობა ის არის, რომ სახლში ბევრ ქულას ვკარგავთ. ეს მატჩები "ჰალის", "ბარნლის", "ბორნმუთისა" და "სტოკის" წინააღმდეგ - იგივე ხდება.

კარგად ვთამაშობთ, კარგად ვიწყებთ, ერთი შანსი პირველივე წუთზე გვექმნება, მეორე კი მესამე ან მეხუთე წუთზე. მერე მათი მეკარე თავდაჯერებულობას იძენს და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხდება",
- განაცხადა მოურინიომ.

"იუნაიტედი" პრემიერ ლიგას 19 მარტს დაუბრუნდება, როცა "რივერსაიდ სტედიუმზე" "მიდლსბროსთან" სათამაშოდ გავა.

"დასრულდა თუ არა ოთხეულისთვის ჩვენი ბრძოლა? არა. არ დასრულებულა - მატჩებია სათამაშო, ქულები მოსაპოვებელი, ქულები დასაკარგი, ქულებისთვის საბრძოლო - მაგრამ რეალობა ის არის, რომ სახლში ძალიან ბევრ ქულას ვკარგავთ.

ჩვენ მიერ სახლში დაკარგულ ქულებს რომ გადახედოთ - მთელ იმ ფრედ დასრულებულ მატჩებს - მათ თუ შეაფასებთ, 10 ან 12 ქულას მოიაზრებთ ამაში, ამ ქულებით კი არათუ ოთხეულზე, არამედ პირველ და მეორე ადგილზე ვილაპარაკებდით ახლა."


მწვრთნელმა ხაზი გაუსვა მომენტების გამოყენების მნიშვნელობასაც, რამეთუ მისი გუნდი უახლოეს სამ მატჩში ევროპა ლიგისა და ინგლისის თასის შეხვედრებს ჩაატარებს.

"გოლები უნდა გავიტანოთ - სხვა გუნდები უფრო ნაკლები შანსის შექმნის ფონზე იტანენ გოლს. ლიგის თასის ფინალში "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ ხუთი შანსი გვქონდა და სამჯერ გავიტანეთ, "ბორნმუთის" წინააღმდეგ კი 10-ზე მეტი შანსი შევქმენით და ერთხელ გავიტანეთ.

შანსების შექმნისა და გოლების გაუტანლობის ძველი ამბავი ეს არის - ძველი ამბავი - მაგრამ ეს იდეალურად ერგება ჩვენს საშინაო მატჩებში ნაჩვენებ ფეხბურთს".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
28 კომენტარი
№21
ავტორი: Phil Jones
5 მარტი 2017 23:59
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: RojoDiablo
არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, არავის გულშემატკივრობის უნარს და კლუბისადმი სიყვარულს ეჭვქვეშ არ ვაყენებ, მაგრამ მაკვირვებს ის ფაქტი, რომ ადამიანი 4 დღის წინ გმირი შეიძლება იყოს, 4 დღის შემდეგ კი ყველაფერში დამნაშავე... ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ სხვების გულისწყრომის გამოწვევას ვერიდები, მხოლოდ ეგ არის, ძალიან მაინტერესებს, რას იტყვის ეს ხალხი, მოურინიო თუ პრემიერ ლიგას მოიგებს ჩვენთან ერთად (მითუმეტეს, რომ ვერაფრით ვხვდები, როგორ შეიძლება ამ კაცზე თქვა, პრემიერ ლიგისთვის შესაფერისი მწვრთნელი არ ხარო).

მართალი ხარ მაგ ყველაფერში, მაგრამ მე არ მიყვარს როცა ერთ კაცზეა ყველაფერი დამოკიდებული, მაგალითად ამ თამაშზე ზლატანი იყო აჭრილი ეს ჩვეულებრივი ამბავია ყველას შეიძLება მოუვიდეს, თან მსაჯმა სავარაუდოდ პირველი ტაიმის ბოლოს გაფრთხილებაც მისცა რომ ბოლო შანსი იყო, ამ ყველაფრის ფონზე მსოფლიოშI ნებისმიერ ფეხბურთლეს შეცვლიდნენ ალბათ, მაგრამ არა ზლატანს და არა მოურინიო, იმიტომ რომ მასზეა გუნდი აგებული და მე ეს ფაქტი არ მომწონს. დაჟე ისიც გამიკვირდა გამაზული პენლის მერე როგორც იქნნა მიხვდნენ და ჯარიმა პოგბას რომ დაუთმო (ნუ ის სხვა თემაა რომ პოგბამ რაგბის ჯარიმა დაარტყა) მე ცუდს არაფერს ვამბვობ ამათზე მაგრამ ასე არ შეიძლება, ზლატანი არაა მთლიანი გუნდი. ჩემი დასკვნა ასეთია ამ გუნდზე რაც ადრე ვთქვი სადღაც: ზლატანი ფორმაშია გუნდი იგებს, არაა ფორმაში ვერ იგებს... აი ეს არ მომწონს!
0
№22
ავტორი: gela-manutd
6 მარტი 2017 00:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ციტატა: tedore
გეთანცმები ძმაო! კვირას ზლატანი მეფე იყო და ზოგიერთის აზრით გუშინს მერე ცენზურა გახდა ისიც და მოუც გასაგებია რომ ბევრი მომენტი გავანიავეთ უკვე მერამდენედ მაგრამ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება მალე დარწმუნებული ვარ ამ სწზონში თუ არა მომავალ სეზონში მაინც მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი გუნდის მიმართ არასდროს მიგინებია და არც ვაგინებ თუ ვინმეს ბილეთი გაგიფუჭდათ ეგ ამბავი მოურინიოსაც და ზლატანსაც მაგრად კიდია დაანებეთ ბიძია თამაშს თავი

ასიანი ხარ ძმა მარა უნდა მიხვდეს მოუ რო ბევრი ნიკო ყავს გუნდში და ახალი სეზონიდან უნდა აჯმეინოს ლინგარებს და სირგარდებს
0
№23
ავტორი: GeorgeBest
6 მარტი 2017 00:33
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გუშინ მეორე ადგილს უმიზნებდი
0
№24
ავტორი: giorgi_mg
6 მარტი 2017 02:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ნუ 35 წლის ფეხბურთელს ყოველთვის ვერ წაუვა თამაში, აი ამ დროს უნდა იტანდნენ რუნი, მარსიალი პოგბა და ეგეთები და ერთი ფეხბურთელის იმედად არ უნდა იყოს მთელი გუნდი, ხოდა ეს პრობლემაც არ იქნებოდა, იმედია მოვა გრიზმანი და შეავსებს ამ დანაკლისს
0
№25
ავტორი: Lev
6 მარტი 2017 02:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
როგორ მაღიზიანებენ ეგეთი ხალხი კაცმა გუნდს თამაში დაუბრუნა ნახევრად ვანგაალური სასტავით ვიღაც როხოებიც კი აათამაშა რამდენიმე ქულაა სხვაობა მეორე ადგილთან და ბრძოლა ჯერ ეხლა იწყება და ამდენი მოგებების მერე ერთი ფრე ითამაშა და რეებს წერდნენ თამაში მერე. თუ ძმები ხართ ცოტა ცენზურა და ხალხი გავფილტროთ . ბანი დავაწესოთ . ისინი, ვინც 4-5 დღის იბრას და ჟოზეს მზეს იფიცებოდნენ, მაგ ფრის მერე წიოკი დაიწყეს ვენებში ვილკების თხრა და ვიღაც ბავშვების გამო პანიკა იყო საიტზე ისეთი რო , რო მეგონა ჩემპიონშიპში ხომ არ გადავვარდით თქო და ცხრილი შევამოწმე ნა ვსიაკი სლუჩი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№26
ავტორი: miqaeli
6 მარტი 2017 03:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
ჩემი აზრით; აქ არც პროფესსიონალზმშია საქმე და არც უიღბლობაში, მოდი გამოვთქვათ საფუძვლიანი ვარაუდი რაღაცრაღაცაებზე.... მოურინიომ დაასახელა ოთხი თამაში სადაც ფრე ვითამაშეთ და აუცილებლად უნდა მოგვეგოო, მე ეს ყველა თამაში კარგად მახსოვს და ასევე მახსოვს რომ მაგ თამაშების მოგების შემთხვევაში ოთხივეჯერ წინ გავდიოდით ქულებით რადგან ჩვენს მაღლა მყოფ გუნდებს უკვე იმავე ტურში ქონდათ დაკარგული მათი წილი ქულები. მე მიჩნდება ეჭვი რომ რაღაც მაიმუნობას აქვს ადგილი. აი ჩემს ერთადერთ შვილს ვფიცავარ დარწმუნებული ვიყავი მანჩესტერი რო ფრეს ითამაშებდა და მეწერა კიდეც(უბრალოდ იმ ბილეთში ჯარიმების რაოდენობამ გამიმაზა, მეგონა ბევრი წამოვიდოდა)
0
№27
ავტორი: Mixito
6 მარტი 2017 08:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
ციტატა: miqaeli
ჩემი აზრით; აქ არც პროფესსიონალზმშია საქმე და არც უიღბლობაში, მოდი გამოვთქვათ საფუძვლიანი ვარაუდი რაღაცრაღაცაებზე.... მოურინიომ დაასახელა ოთხი თამაში სადაც ფრე ვითამაშეთ და აუცილებლად უნდა მოგვეგოო, მე ეს ყველა თამაში კარგად მახსოვს და ასევე მახსოვს რომ მაგ თამაშების მოგების შემთხვევაში ოთხივეჯერ წინ გავდიოდით ქულებით რადგან ჩვენს მაღლა მყოფ გუნდებს უკვე იმავე ტურში ქონდათ დაკარგული მათი წილი ქულები. მე მიჩნდება ეჭვი რომ რაღაც მაიმუნობას აქვს ადგილი. აი ჩემს ერთადერთ შვილს ვფიცავარ დარწმუნებული ვიყავი მანჩესტერი რო ფრეს ითამაშებდა და მეწერა კიდეც(უბრალოდ იმ ბილეთში ჯარიმების რაოდენობამ გამიმაზა, მეგონა ბევრი წამოვიდოდა)

100 ℅ xar dzma prosta eg ragac iluziaa gamodis ra egeti rame ar xdeba ro otxjer ese uazrod uazrod uazrod, exla mxolod evropa unda dainteresos mous tore dznelia exla sitize mogeba chelsize totenhamze Iq kide mxolod lyoni romaa isenic ertmanets shevxvdebit da didi shansi gvaq mogebis
0
№28
ავტორი: MU2016
6 მარტი 2017 17:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
ციტატა: RojoDiablo
არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, არავის გულშემატკივრობის უნარს და კლუბისადმი სიყვარულს ეჭვქვეშ არ ვაყენებ, მაგრამ მაკვირვებს ის ფაქტი, რომ ადამიანი 4 დღის წინ გმირი შეიძლება იყოს, 4 დღის შემდეგ კი ყველაფერში დამნაშავე... ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ სხვების გულისწყრომის გამოწვევას ვერიდები, მხოლოდ ეგ არის, ძალიან მაინტერესებს, რას იტყვის ეს ხალხი, მოურინიო თუ პრემიერ ლიგას მოიგებს ჩვენთან ერთად (მითუმეტეს, რომ ვერაფრით ვხვდები, როგორ შეიძლება ამ კაცზე თქვა, პრემიერ ლიგისთვის შესაფერისი მწვრთნელი არ ხარო).


მაურინიოს კომპეტენტურობა, ავტორიტეტი პროფესიონალიზმი არც არავის დაუყენებია ეჭვის ქვეშ, პირიქით. მე იმაზე ვსაუბრობდი, რომ არ შეეფერება ამ კაცის საფეხბურთო ფილოსოფია მანჩესტერისას. ქულების უმრავლესობა მარტო იმიტომ დავკარგეთ, რომ 1-0ზე გავჩერდით და დავუწყეტ მოწინააღმდეგეს ლოდინი, როდის შეგვიტევდა და როდის დაუშვებდა შეცდომას. ვიღაცამ შეიძლება ეს იმით ახსნას, რომ მოუს არ უნდოდა გუნდი გადატვირთულიყო და შედარებით იოლი ტაქტიკით გადაწყვიტა ფონს გასვლა, მაგრამ არ გამოსდის გუნდს ასეთი ტაქტიკით თამაში და ხო უნდა მიხვდე?! 9-ჯერ რო ფრეს ითამაშებ მსგავსი მიდგომის გამო, მეათედაც იგივეს რაღატო აკეთებ?!
იმაზე არავინ დაობს, რომ მოუ შედეგს დადებს, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ნამდვილად არ მიღირს ამას შეეწიროს გუნდის სათამაშო სტილი და გახდეს შედეგზე ორიენტირებული (გავმეორდები და ვიტყვი, რომ არ ვართ არც პორტო, არც ინტერი და არც ჩელსი). თუ სწორად მახსოვს ზუსტად სათამაშო სტილის გამო გამოუშვეს მოუ რეალიდან, მიუხედავად იმისა, რომ შედეგი დადო.

აქვე იმასაც ვიტყვი, რომ არც მე მომწონს ერთ კაცზე ორიენტირებული შეტევა და გაუთავებელი ჩაწოდებები. ბებერო ძალიან მაგარია მაგრამ გუნდი არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთი ფეხბურთელის განწყობაზე.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top