თბილისი:
მანჩესტერი:
5-03-2017, 17:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2561,
კომენტარები: 28
მოურინიო: "ოთხეულში მოხვედრის იმედი ჯერ კიდევ გვაქვს"
მოურინიო მე-4 ადგილთან სამქულიან ჩამორჩენას არ უფრთხის.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" კვლავ ოთხეულისთვის ბრძოლაში მონაწილეობს, მიუხედავად "ბორნმუთთან" მატჩში დაფიქსირებული ფრისა.

"წითლები" კვლავ მეექვსე ადგილზე იმყოფებიან და პირველი შემთხვევა არ არის, რომ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის შანსს ხელიდან უშვებენ.

"რეალობა ის არის, რომ სახლში ბევრ ქულას ვკარგავთ. ეს მატჩები "ჰალის", "ბარნლის", "ბორნმუთისა" და "სტოკის" წინააღმდეგ - იგივე ხდება.

კარგად ვთამაშობთ, კარგად ვიწყებთ, ერთი შანსი პირველივე წუთზე გვექმნება, მეორე კი მესამე ან მეხუთე წუთზე. მერე მათი მეკარე თავდაჯერებულობას იძენს და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხდება",
- განაცხადა მოურინიომ.

"იუნაიტედი" პრემიერ ლიგას 19 მარტს დაუბრუნდება, როცა "რივერსაიდ სტედიუმზე" "მიდლსბროსთან" სათამაშოდ გავა.

"დასრულდა თუ არა ოთხეულისთვის ჩვენი ბრძოლა? არა. არ დასრულებულა - მატჩებია სათამაშო, ქულები მოსაპოვებელი, ქულები დასაკარგი, ქულებისთვის საბრძოლო - მაგრამ რეალობა ის არის, რომ სახლში ძალიან ბევრ ქულას ვკარგავთ.

ჩვენ მიერ სახლში დაკარგულ ქულებს რომ გადახედოთ - მთელ იმ ფრედ დასრულებულ მატჩებს - მათ თუ შეაფასებთ, 10 ან 12 ქულას მოიაზრებთ ამაში, ამ ქულებით კი არათუ ოთხეულზე, არამედ პირველ და მეორე ადგილზე ვილაპარაკებდით ახლა."


მწვრთნელმა ხაზი გაუსვა მომენტების გამოყენების მნიშვნელობასაც, რამეთუ მისი გუნდი უახლოეს სამ მატჩში ევროპა ლიგისა და ინგლისის თასის შეხვედრებს ჩაატარებს.

"გოლები უნდა გავიტანოთ - სხვა გუნდები უფრო ნაკლები შანსის შექმნის ფონზე იტანენ გოლს. ლიგის თასის ფინალში "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ ხუთი შანსი გვქონდა და სამჯერ გავიტანეთ, "ბორნმუთის" წინააღმდეგ კი 10-ზე მეტი შანსი შევქმენით და ერთხელ გავიტანეთ.

შანსების შექმნისა და გოლების გაუტანლობის ძველი ამბავი ეს არის - ძველი ამბავი - მაგრამ ეს იდეალურად ერგება ჩვენს საშინაო მატჩებში ნაჩვენებ ფეხბურთს".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
28 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
5 მარტი 2017 18:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
კატასტროფა იქნება უკვე გუნდისთვის ოთხეულში რო ვერ შევიდეთ :/
0
№12
ავტორი: Manutd1234
5 მარტი 2017 19:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
Me movayeneb yvelas fexburtis codnis unars sheurawyofas vinc ert mogebul tamashze agmertebs da meoreze maurinios braliao, karoche safexburto azrovneba 0, gverdshi dgoma 0 , sakutari gundis gineba mxolod. Modi aset xalxs getyvit bolomde daicadet ra da bolos tqvit. Gundi dzlivs gunds daemsgavsa bolo wlebshi eseni kide tvins burgaven. Mec magrad gamotyda rac gushin moxda magram kargis trakis ginebit ar shemovdivar aq
0
№13
ავტორი: K1llsw1tch
5 მარტი 2017 19:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
მერე ტირილს და მეკარის დაბრალებას შეეშვი და რეალიზაციაზე ავარჯიშე გუნდი თორემ უკვე ბურთს ფეხს აცილებენ areyoukiddingme
0
№14
ავტორი: nugo-nugo
5 მარტი 2017 19:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
ბევრ რამეს შეიძლება დავაბრალოდ ამდენი ქულის დაკარგვა.უიღბლობა,გამოუცდეოლდა(ზოგი) იქ შეიძლება ტოტალიზატორი,იქ ის იქ ის,ნუ ფატქია რო გუნდი ჯერ ვერ ცამოყალიბდა,კარგდ ვთამაშბთ მაგრამ როცა უკვე შანისია მაღლა აწევის მაშინ ვერ ვიგებთ,რამდნეი იყო ასეთი ფაქტი უკვე და მე ამას არ ვიცი რა ვუწოდო,ასე თ გავაგრძელეთ და საჭირო ქულები ვკარგეთ გაგვიჭირდება ოთხეული მაგრამ მჯერა რომ შევალთ,მესამე ადგილზე გასვლა შეგვიძლია am
0
№15
ავტორი: kaxeti
5 მარტი 2017 21:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
ერთი რა მაინტერესებს კიდევ გოლს რომ გაიტანენ რატომ ჩერდებიან დავიჯერო მწვრთნელის უსტანოვკაა თუ ფეხბურთელები არიან ასეთი იდიოტური ფსიქლოგიით დაავადებულები მერმდენედ ხდება უკვე ასე იმის მაგივრად რომ 5 0 ყოფილიყო მივიღეთ 1 1 არ ვიცი რითი უნდა აიხსნას ეს ადრეც მითქვია და კიდევ ვიმეორებ როცა წინ წაწევის შანსი გვაქვს მაშინ ხდება ქულების უაზრო დაგარგვები ეს არც მეტი და არც ნაკლები თვალებში ნაცრის შეყრაა ეს ჩემი სუბიექტური აზრია

სულ იმას იძახის კარგად დავიწყეთ მერე მოუკელით მომენტები გავანიავეთ ეს ყველაფერი ვისა ვკითხო ჩემს მეზობელ ჩობლეაანთ შაქროს თუ ვის

ეჰ ტედორეს ვისი სურათიც ააქვს ეგ გვინდა აფსუს
0
№16
ავტორი: Mixito
5 მარტი 2017 21:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Chemi azrit moum tavi ganeba epls da evropaze awveba me ase mgonia

Chemi azrit moum tavi ganeba epls da evropaze awveba me ase mgonia
0
№17
ავტორი: tupaca
5 მარტი 2017 22:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ციტატა: RojoDiablo
არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, არავის გულშემატკივრობის უნარს და კლუბისადმი სიყვარულს ეჭვქვეშ არ ვაყენებ, მაგრამ მაკვირვებს ის ფაქტი, რომ ადამიანი 4 დღის წინ გმირი შეიძლება იყოს, 4 დღის შემდეგ კი ყველაფერში დამნაშავე... ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ სხვების გულისწყრომის გამოწვევას ვერიდები, მხოლოდ ეგ არის, ძალიან მაინტერესებს, რას იტყვის ეს ხალხი, მოურინიო თუ პრემიერ ლიგას მოიგებს ჩვენთან ერთად (მითუმეტეს, რომ ვერაფრით ვხვდები, როგორ შეიძლება ამ კაცზე თქვა, პრემიერ ლიგისთვის შესაფერისი მწვრთნელი არ ხარო).

+1
0
№18
ავტორი: ROI
5 მარტი 2017 22:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
მოუ არგვინდა ეეგ ევროპა ლიგა სჯოობს:*
0
№19
ავტორი: Malboro463
5 მარტი 2017 22:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5891
ევროპა დაიდოს!!! მაგი თუ ვერ მოიგო საგინებელია
0
№20
ავტორი: Mixito
5 მარტი 2017 23:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
ციტატა: Malboro463
ევროპა დაიდოს!!! მაგი თუ ვერ მოიგო საგინებელია

Dedaze
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top