თბილისი:
მანჩესტერი:
11-02-2017, 23:35
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3930,
კომენტარები: 24
მოურინიო: "რატომ ვათამაშე მარსიალი"
ჟოზემ ახსნა, თუ რატომ აირჩია ენტონი მარსიალი "უოტფორთან" მატჩის ძირითად შემადგენლობაში.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ვარჯიშებზე ენტონი მარსიალის შრომამ ფრანგს "მანჩესტერ იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში თამაშის უფლება დაუბრუნა.

ფრანგმა ფეხბურთელმა "ოლდ ტრაფორდზე" "უოტფორდის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში ხუან მატას საგოლე გადაცემა გაუკეთა და მოგვიანებით გოლიც გაიტანა, რითაც გუნდს სამი ქულა მოუპოვა.

მატჩის შემდეგ მედიის წარმომადგენლებმა "იუნაიტედის" მწვრთნელს ჰკითხეს, თუ რა იყო მიზეზი იმისა, რომ მარსიალის მიმართ მან მიდგომა შეიცვალა.

"ბოლო ორი კვირის განმავლობაში ენტონის შრომით კმაყოფილი ვარ. როგორ ასრულებდა სამუშაოს, მძიმე სამუშაოს, როგორ ავლენდა კონცენტრაციას და მონდომებას.

ამიტომაც დავასაჩუქრე და სასტარტო შემადგენლობაში ვათამაშე. როგორც წესი, "ლესტერის" შემდეგ იმავე ფეხბურთელებით უნდა მეთამაშა და შემადგენლობაში მარკუსი კვლავ დამეყენებინა. მე კი ვიფიქრე, რომ მარკუსს ბიძგი არ სჭირდებოდა, რადგან ისედაც ხშირად თამაშობს. ენტონი კი ცუდ განწყობაზე იყო და საჩუქარი სჭირდებოდა. ამის სამაგიეროდ საუკეთესო პასუხი გამცა",
- განაცხადა მოურინიომ.

მარსიალის თამაშმა ფრანგს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მოუპოვა და გამოკითხულთა ხმების 72 პროცენტი დააგროვა, რითაც ხუან მატასა და ჰენრიხ მხითარიანს აჯობა.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე მოურინიომ თავისი მოსაზრება განავრცო: "ენტონი მარსიალი, რომელიც მე მსურს, ის მარსიალია, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვიხილე. თუ ისევე ივარჯიშებს, როგორც ბოლო ორ კვირაში, ისევე კარგად ითამაშებს, როგორც დღეს - ან უკეთესად.

ვფიქრობ, ჯერ კიდევ აკლია თავდაჯერებულობა. ხშირად ვახსენებდი, რომ შეტევაში წასულიყო და მცველთან ერთი-ერთზე დარჩენილიყო, რადგანაც თავდაჯერებულობა სჭირდება, მაგრამ კარგად შრომობს. ენტონიმ უნდა იგრძნოს, რომ მას დავეძებ და ვიცი, რასაც აკეთებს ვარჯიშებზე, მის თავდადებას ვხედავ. ამიტომაც მივეცი შანსი და კარგად ითამაშა. კარგი თამაში მომიძღვნა."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
24 კომენტარი
№21
ავტორი: Phil Jones manchester
12 თებერვალი 2017 12:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
ციტატა: giorgi kandelakisvili
იცი რა მწყინს როცა არსენალი ლივერპული სიტი ესენი რო აგეებენ ზუსტად მასჰინ უნდებათ ამათაც წაგება რააა >>>>>>> manutd

ხო ბედიც არ გვაქ
0
№22
12 თებერვალი 2017 13:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
მარსი საუკეთესო ხარ. winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
№23
ავტორი: Luka luka
12 თებერვალი 2017 18:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
didi imedi maqvs egre gaagrdzelebs
0
№24
ავტორი: Phil Jones manchester
12 თებერვალი 2017 18:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
ამ ბიჩს ფსიქოლოგიური პრობლემებიც აქვს თორე ისე კაია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top