თბილისი:
მანჩესტერი:
11-02-2017, 23:35
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3930,
კომენტარები: 24
მოურინიო: "რატომ ვათამაშე მარსიალი"
ჟოზემ ახსნა, თუ რატომ აირჩია ენტონი მარსიალი "უოტფორთან" მატჩის ძირითად შემადგენლობაში.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ვარჯიშებზე ენტონი მარსიალის შრომამ ფრანგს "მანჩესტერ იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში თამაშის უფლება დაუბრუნა.

ფრანგმა ფეხბურთელმა "ოლდ ტრაფორდზე" "უოტფორდის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში ხუან მატას საგოლე გადაცემა გაუკეთა და მოგვიანებით გოლიც გაიტანა, რითაც გუნდს სამი ქულა მოუპოვა.

მატჩის შემდეგ მედიის წარმომადგენლებმა "იუნაიტედის" მწვრთნელს ჰკითხეს, თუ რა იყო მიზეზი იმისა, რომ მარსიალის მიმართ მან მიდგომა შეიცვალა.

"ბოლო ორი კვირის განმავლობაში ენტონის შრომით კმაყოფილი ვარ. როგორ ასრულებდა სამუშაოს, მძიმე სამუშაოს, როგორ ავლენდა კონცენტრაციას და მონდომებას.

ამიტომაც დავასაჩუქრე და სასტარტო შემადგენლობაში ვათამაშე. როგორც წესი, "ლესტერის" შემდეგ იმავე ფეხბურთელებით უნდა მეთამაშა და შემადგენლობაში მარკუსი კვლავ დამეყენებინა. მე კი ვიფიქრე, რომ მარკუსს ბიძგი არ სჭირდებოდა, რადგან ისედაც ხშირად თამაშობს. ენტონი კი ცუდ განწყობაზე იყო და საჩუქარი სჭირდებოდა. ამის სამაგიეროდ საუკეთესო პასუხი გამცა",
- განაცხადა მოურინიომ.

მარსიალის თამაშმა ფრანგს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მოუპოვა და გამოკითხულთა ხმების 72 პროცენტი დააგროვა, რითაც ხუან მატასა და ჰენრიხ მხითარიანს აჯობა.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე მოურინიომ თავისი მოსაზრება განავრცო: "ენტონი მარსიალი, რომელიც მე მსურს, ის მარსიალია, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვიხილე. თუ ისევე ივარჯიშებს, როგორც ბოლო ორ კვირაში, ისევე კარგად ითამაშებს, როგორც დღეს - ან უკეთესად.

ვფიქრობ, ჯერ კიდევ აკლია თავდაჯერებულობა. ხშირად ვახსენებდი, რომ შეტევაში წასულიყო და მცველთან ერთი-ერთზე დარჩენილიყო, რადგანაც თავდაჯერებულობა სჭირდება, მაგრამ კარგად შრომობს. ენტონიმ უნდა იგრძნოს, რომ მას დავეძებ და ვიცი, რასაც აკეთებს ვარჯიშებზე, მის თავდადებას ვხედავ. ამიტომაც მივეცი შანსი და კარგად ითამაშა. კარგი თამაში მომიძღვნა."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
24 კომენტარი
№11
ავტორი: ROONEY-RUNI
12 თებერვალი 2017 00:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ციტატა: Mixito
ამ კაცმა იცის როგორ აათამაშოს ფეხბურთელი სომეხი აათამაშა ეხლა მარსიალი ასე რომ კაია და ნელ ნელა ვყალიბდებით ფერგის გუნდად



ხოოო ასიანია ამას რო ვუყურებ ერთი ორი თვეც და გუნდს დაააყენებს მაგარ ფორმაში ნუ დროთა დრო თავისთავად უფრო გაძლიერდება

და იმედია რუნის ოდნავ მაინც ააათამაშებს
0
№12
ავტორი: bachooo
12 თებერვალი 2017 00:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
love
0
№13
ავტორი: MU RED
12 თებერვალი 2017 00:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
ძალიან გახარებულივარ კარგია აი სიტისთან გაგვიჭირდებს მაგრამ უნდა მოუგოთ
0
№14
ავტორი: bziki
12 თებერვალი 2017 01:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
მთლად ფოკუსნიკიც არაა თვითონ თუ არ მოინდომეს მეც შევამჩნიე მარსიალს ხასიათი დგეს აღარ ტიროდა
ხასიათის პრობლემა აქ მარსიალს ისეთი ჯილკიანი და მიზანსწრაფული არაა ვნახოთ როგორ განვითარდება მაგრამ არ მჯერა დიდათ ნუ ნიჭი ბევრს ქონდა მაგრამ სწორედ ხასიათის ნაკლებობის გამო დაიკარგა ძაან ბევრი ნიჭიერი მოთამაში და ის დონეზე ვერ ავიდნენ რასაც ელოდნენ
0
№15
ავტორი: LASHQARA
12 თებერვალი 2017 02:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ახალგაზრდაა და ეგ ბაზარია ადვილად იქნევს ხელს და ადვილადვე მოდის აზრზე, ასაკთან ერთად გაუვლის, მანამდე უნდა ივარჯიშოს და თავის მაქსიმუმი გვაჩვენოს მოედანზე love am
0
№16
ავტორი: ani ani
12 თებერვალი 2017 08:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
მიდი მარსი შენ იცი
0
№17
ავტორი: Phil Jones manchester
12 თებერვალი 2017 11:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
მანჩესესტერ მიდი
0
№18
ავტორი: miss devil
12 თებერვალი 2017 11:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23
მანჩესტერი წინ <3
0
№19
ავტორი: kaxeti
12 თებერვალი 2017 11:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
ამ მოჯადოებულ მეექვსე ადგილს ვერ ავცდით მაგრამ რა ახლოს არიან ჩვენი კუდრაჭები ნუ ჩელსის გარდა რა თქმა უნდა
0
№20
ავტორი: giorgi kandelakisvili
12 თებერვალი 2017 12:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
იცი რა მწყინს როცა არსენალი ლივერპული სიტი ესენი რო აგეებენ ზუსტად მასჰინ უნდებათ ამათაც წაგება რააა >>>>>>> manutd
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top