თბილისი:
მანჩესტერი:
19-01-2017, 13:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3044,
კომენტარები: 22
სიმეონე გრიზმანის სიტუაციას გამოეხმაურა
"ატლეტიკოს" მწვრთნელი "იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნესთან დაკავშირებულ ვითარებაზე კომენტარს აკეთებს.
სიმეონე გრიზმანის სიტუაციას გამოეხმაურა
დიეგო სიმეონეს არ აკვირვებს მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდის, ანტუან გრიზმანისადმი "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესი და აცხადებს, რომ თუ ფრანგს წასვლის სურვილი ექნება, ის წინააღმდეგობას არ გაუწევს.

მიმდინარე სეზონში "ატლეტიკოს" რიგებში ჩატარებულ 25 მატჩში გრიზმანმა 12 გოლის გატანა მოახერხა და ბუნებრივია, რომ თავდამსხმელის მაძიებელი "იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნედ ითვლება.

სიმეონეს სრულიად ბუნებრივად მიაჩნია თავისი თავდამსხმელისადმი გამოხატული ინტერესი, მიუხედავად იმისა, რომ ანტუანმა მხოლოდ ახლახანს დაასრულა თავისი სამთვიანი უგოლო სერია.

"მე არავის ვექაჩები, მხოლოდ ჩემს სამუშაოს ვაკეთებ, რათა უკეთესი გავხდე გუნდის გულისთვის. ექსტრაორდინალურ მომენს განიცდის, კარგად შრომობს და უკვე გოლების გატანასაც დაუბრუნდა, კარგ ფორმაშია.

ჩვეულებრივია, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბებს სურთ მისი შეძენა. არ მიკვირს, რადგან კლუბები, რომლებიც მის ყიდვას ცდილობენ, ფინანსურად გაწვდებიან კიდეც"
- განაცხადა "ატლეტიკოს" მწვრთნელმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
22 კომენტარი
№21
ავტორი: Toko United
20 იანვარი 2017 00:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
შემდეგ წელს ლიგა ჩვენია გრიზმანი უნდა ვითრიოთ და კიდევ ვინმე კარგი მცველი და მანამდე ევროპა მოვიგოთ და მერე სუპერთასი
0
№22
ავტორი: stepno
20 იანვარი 2017 19:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ეს საჭიროა ძალიაან საჭიროო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top