თბილისი:
მანჩესტერი:
19-01-2017, 13:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3044,
კომენტარები: 22
სიმეონე გრიზმანის სიტუაციას გამოეხმაურა
"ატლეტიკოს" მწვრთნელი "იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნესთან დაკავშირებულ ვითარებაზე კომენტარს აკეთებს.
სიმეონე გრიზმანის სიტუაციას გამოეხმაურა
დიეგო სიმეონეს არ აკვირვებს მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდის, ანტუან გრიზმანისადმი "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესი და აცხადებს, რომ თუ ფრანგს წასვლის სურვილი ექნება, ის წინააღმდეგობას არ გაუწევს.

მიმდინარე სეზონში "ატლეტიკოს" რიგებში ჩატარებულ 25 მატჩში გრიზმანმა 12 გოლის გატანა მოახერხა და ბუნებრივია, რომ თავდამსხმელის მაძიებელი "იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნედ ითვლება.

სიმეონეს სრულიად ბუნებრივად მიაჩნია თავისი თავდამსხმელისადმი გამოხატული ინტერესი, მიუხედავად იმისა, რომ ანტუანმა მხოლოდ ახლახანს დაასრულა თავისი სამთვიანი უგოლო სერია.

"მე არავის ვექაჩები, მხოლოდ ჩემს სამუშაოს ვაკეთებ, რათა უკეთესი გავხდე გუნდის გულისთვის. ექსტრაორდინალურ მომენს განიცდის, კარგად შრომობს და უკვე გოლების გატანასაც დაუბრუნდა, კარგ ფორმაშია.

ჩვეულებრივია, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბებს სურთ მისი შეძენა. არ მიკვირს, რადგან კლუბები, რომლებიც მის ყიდვას ცდილობენ, ფინანსურად გაწვდებიან კიდეც"
- განაცხადა "ატლეტიკოს" მწვრთნელმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
22 კომენტარი
№11
ავტორი: giorgi_mg
19 იანვარი 2017 16:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ძალიან ბევრი იწერება და ეს ზამთრის ტრანსფერია თუ ზაფხულის ვეღარ გავიგე?
0
№12
ავტორი: rene harrison_
19 იანვარი 2017 16:17
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
საულიც რომ გამოიყოლოს გრიზმანმა ეგ იქნება უკვე რაც იქნება
0
№13
ავტორი: dachi_mu
19 იანვარი 2017 16:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ზაფხულში ეს ჩათვალეთ ვიყიდეთ,მაგრამ პატარა კარიკი სად ვიშოვოთ sad
0
№14
ავტორი: rene harrison_
19 იანვარი 2017 16:51
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
dachi_mu,
ატალანტში რომაა კესი.. ძაან დიდი მომავალი აქვს და ასე თუ გაააგრძელებს რავი..
0
№15
ავტორი: irakli87
19 იანვარი 2017 16:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
რატომგაც მგონია რო, უეფას თასის მოგება დიდად არ გაგვიჭირდება ეხლა ისეთ ფორმაში ვართ. ვპიქრობ რომ ლიგაზე მოვხვდებით რომელიმე გზით.
0
№16
ავტორი: ilker
19 იანვარი 2017 16:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
ხოოო მაგარია გრიზმანი, სოსიედადიდან მომწონდა, ეს როგორ არ შიყვანეს სიმბოლურ ნაკრებში?! თუ დავითრიეთ რავი შეტევა გვეყელობა ფანტასტიკა, თან პაიეს აერია სიტუაცია გუნდში და ეგეც თუ დავითრიეთ მერე გამჩერებელი აღარავინ იქნება მინიმუმ ინგლისში love
0
№17
ავტორი: The Special One
19 იანვარი 2017 17:33
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ციტატა: ilker
ხოოო მაგარია გრიზმანი, სოსიედადიდან მომწონდა, ეს როგორ არ შიყვანეს სიმბოლურ ნაკრებში?! თუ დავითრიეთ რავი შეტევა გვეყელობა ფანტასტიკა, თან პაიეს აერია სიტუაცია გუნდში და ეგეც თუ დავითრიეთ მერე გამჩერებელი აღარავინ იქნება მინიმუმ ინგლისში love

გეხვეწები 30 წლის პაიე რათ გვინდა?მითუმეტეს მაგის ფლანგზე მარსიალი და რეშფორდია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№18
ავტორი: Manstark_United
19 იანვარი 2017 17:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
--------------------Zlatan---------------------
-Martial---------Griezmann---------Henrik-
-------------Pogba------Carrick--------------<კერიკის შემცვლელი საპოვნელია.
-Shaw--------Jones--Bailly--------Valencia-<როხო და სმოლინგი როტაციაში
--------------------De Gea--------------------
0
№19
ავტორი: SANDROGRIGA
19 იანვარი 2017 17:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მოდი ანტუან მოდი
0
№20
ავტორი: Mixito
20 იანვარი 2017 00:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Mova aba sad wava
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top