თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2017, 12:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4926,
კომენტარები: 23
"იუნაიტედმა" გრიზმანის ხელფასი და სათამაშო ნომერი უკვე შეათანხმა
ანტუან გრიზმანის ტრანსფერისთვის "იუნაიტედს" კიდევ ერთი რეკორდის დამყარება მოუწევს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" სულ უფრო უახლოვდება ზაფხულში ანტუან გრიზმანის გადაბირებას, რისთვისაც მორიგი სატრანსფერო რეკორდის დამყარება მოუწევს.

ფრანგისა და ინგლისური კლუბის წარმომადგენლები რამდენიმე თვეა აწარმოებენ მოლაპარაკებას და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის სურვილს გამოთქვამს, სადაც პოლ პოგბასთან გაერთიანების საშუალება ექნება. ნებისმიერი შესაძლო შეთანხმების დეტალები უკვე დადასტურებულია, მათ შორის, გრიზმანის ხელფასიც და სათამაშო ნომერიც.

"იუნაიტედი" "ატლეტიკოს" ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გადაუხდის 100 მლნ. ევროს - გრიზმანის კონტრაქტში შეტანილ გამოსასყიდ თანხას. თუმცა, "ატლეტიკოს" პრობლემას ის წარმოადგენს, რომ სატრანსფერო აკრძალვის მოლოდინშია და ჯერ კიდევ ელოდება სასამართო არბიტრაჟის გადაწყვეტილებას, რომელმაც უნდა დაადგინოს, შეძლებენ თუ არა მადრიდელები ახალი ფეხბურთელის გადაბირებას, რაზე დაფუძნებითაც კლუბის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, უღირს თუ არა ლიდერებთან განშორება.

თუკი პასუხი იქნება, "დიახ", "ატლეტიკო" დიეგო კოშტას კანდიდატურას მიუბრუნდება, რომელსაც გრიზმანის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებს.

წყარო: independent
ახალი ამბები
23 კომენტარი
№21
ავტორი: Gamkrelidze
18 იანვარი 2017 19:00
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
არ გვჭირდებაა რაა
0
№22
ავტორი: ROONEY-RUNI
18 იანვარი 2017 20:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
აუუუ ეს უეჭველი უნდა გადმოვიდეს კარგი იქნება და იმაზე რო ვის ამოაგდებს ვის ათამაშებს ეს უკვე მოუს აუცილებლად მოფიქრებული ექნება.

იბრა შეილება ეხლა თამაშობს კარგათ მაგრამ მაგის იმეზე ყოფნა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიყოთ რუნის იმდეიც ნელ ნელა მეწურება რო მოუმატოს და ამიტომ გრიზმანი აუცილებელია
0
№23
ავტორი: Rooni
18 იანვარი 2017 20:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
მოდი გრიზ ეს მოვიდეს და იყოს ზაფხულსჰი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top