თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2017, 12:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4926,
კომენტარები: 23
"იუნაიტედმა" გრიზმანის ხელფასი და სათამაშო ნომერი უკვე შეათანხმა
ანტუან გრიზმანის ტრანსფერისთვის "იუნაიტედს" კიდევ ერთი რეკორდის დამყარება მოუწევს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" სულ უფრო უახლოვდება ზაფხულში ანტუან გრიზმანის გადაბირებას, რისთვისაც მორიგი სატრანსფერო რეკორდის დამყარება მოუწევს.

ფრანგისა და ინგლისური კლუბის წარმომადგენლები რამდენიმე თვეა აწარმოებენ მოლაპარაკებას და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის სურვილს გამოთქვამს, სადაც პოლ პოგბასთან გაერთიანების საშუალება ექნება. ნებისმიერი შესაძლო შეთანხმების დეტალები უკვე დადასტურებულია, მათ შორის, გრიზმანის ხელფასიც და სათამაშო ნომერიც.

"იუნაიტედი" "ატლეტიკოს" ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გადაუხდის 100 მლნ. ევროს - გრიზმანის კონტრაქტში შეტანილ გამოსასყიდ თანხას. თუმცა, "ატლეტიკოს" პრობლემას ის წარმოადგენს, რომ სატრანსფერო აკრძალვის მოლოდინშია და ჯერ კიდევ ელოდება სასამართო არბიტრაჟის გადაწყვეტილებას, რომელმაც უნდა დაადგინოს, შეძლებენ თუ არა მადრიდელები ახალი ფეხბურთელის გადაბირებას, რაზე დაფუძნებითაც კლუბის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, უღირს თუ არა ლიდერებთან განშორება.

თუკი პასუხი იქნება, "დიახ", "ატლეტიკო" დიეგო კოშტას კანდიდატურას მიუბრუნდება, რომელსაც გრიზმანის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებს.

წყარო: independent
ახალი ამბები
23 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
18 იანვარი 2017 12:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11629
Imedia gadmova
0
№2
ავტორი: tyeshela1
18 იანვარი 2017 12:37
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
გრიზმანი ნამდვილად კარგი ფეხბურთელია მარა ვის ამოაგდებს საკითხავია. მარსიალი ძაან მეცოდება.არადა როგორც იქნა შედის ფორმაში. საერთოდ ლივერპულთან რატო გაიყვაანა მოუმ ვერ მივხვდი ეგ ამწვავებდა თამაშს კრაიზე მარტო. თუ ცენტრ ფორვარდად უპირებს თამაშს ალბათ 4-4-2 ზე გადაერთვებიან და ფლეიმეიკერის გარეშე ითამაშებენ ცოტა უკან დაიწევს გრიზმანი და იბრა წინ იქნება.
0
№3
ავტორი: gerrard scholes
18 იანვარი 2017 12:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
Grinzmani ZZdzZz aaaan magaria
0
№4
ავტორი: RojoDiablo
18 იანვარი 2017 12:42
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: tyeshela1
გრიზმანი ნამდვილად კარგი ფეხბურთელია მარა ვის ამოაგდებს საკითხავია. მარსიალი ძაან მეცოდება.არადა როგორც იქნა შედის ფორმაში. საერთოდ ლივერპულთან რატო გაიყვაანა მოუმ ვერ მივხვდი ეგ ამწვავებდა თამაშს კრაიზე მარტო. თუ ცენტრ ფორვარდად უპირებს თამაშს ალბათ 4-4-2 ზე გადაერთვებიან და ფლეიმეიკერის გარეშე ითამაშებენ ცოტა უკან დაიწევს გრიზმანი და იბრა წინ იქნება.

რას ამწვავებდა, ერთხელ მოატყუა ალექსანდერი მხოლოდ. სულ კარისკენ ზურგით მდგომი იღებდა ბურთს და ეგრევე ორი-სამი კაცი ესეოდა. იმ ბავშვმაც კი უკეთესი მომენტი შექმნა მარსიალთან შედარებით. მაგ თამაშში თუ ვინმე რამეს ამწვავებდა, პოგბა იყო და ისიც საკუთარი გუნდის წინააღმდეგ.

ციტატა: gerrard scholes
Grinzmani ZZdzZz aaaan magaria

გინდა შენთან?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: DRJBECKHAM
18 იანვარი 2017 12:45
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
აი მოვიდა ვთვათ გრიზმანი, სად უნდა დადგეს? მოურინიო 4-5-1 არ შეცვლის იმიტო რო ყვეგნა მაგით თამაშობდა და აღწევდა კიდევაც წარმატებას. ფლანგზე გრიზმანი იგივეა რაც იბრა ნახევარდაცვაში. თავდამსხმელად გამორიცხულია იბრას ვერავინ შეეხება. გამოდის რო პოგბა უკან დაიწევს და გრიზმანი კიდე უკან დაწეულ თავდამსხმელად ან 10იანად ითამაშებს. პოგბას ვეღარ გამოიყენებს ისე როგორც ეხა იყენებს და იდგება საჯარიმოდან ძალიან შორს. კლასიკური ნახევარმცველის პოზიციაზე და რამდენად ღირს გრიზმანის გამო პოგბას შეზღუდვა ეგ უკვე არ ვიცი
0
№6
ავტორი: RojoDiablo
18 იანვარი 2017 12:48
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: DRJBECKHAM

მოურინიომ თუ მართლა მოიყვანა ანტუანი, მაგაზე ნაფიქრი არ ექნება?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Manstark_United
18 იანვარი 2017 12:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
თუ მარსიალი ფორმაში არ შევიდა.გრიზმანი ჩაიბარებს მარცხენა ფლანგს.მაგრამ უმჯობესია მარსიალი ფორმაში შევიდეს და ეგრეთწოდებულ ცრუ ფორვარდად ითამაშოს გრიზმანმა,მეორე თავდამსხმელი, რომელიც ზლატანის უკან იდგება და პოგბას დაწყებულ საქმეს დაამთავრებს.
როცა ზლატანი წავა,გამოკვეთილ შემტევად დადგება და ეგაა რა love
0
№8
ავტორი: DRJBECKHAM
18 იანვარი 2017 12:52
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: DRJBECKHAM
აი მოვიდა ვთვათ გრიზმანი, სად უნდა დადგეს? მოურინიო 4-5-1 არ შეცვლის იმიტო რო ყვეგნა მაგით თამაშობდა და აღწევდა კიდევაც წარმატებას. ფლანგზე გრიზმანი იგივეა რაც იბრა ნახევარდაცვაში. თავდამსხმელად გამორიცხულია იბრას ვერავინ შეეხება. გამოდის რო პოგბა უკან დაიწევს და გრიზმანი კიდე უკან დაწეულ თავდამსხმელად ან 10იანად ითამაშებს. პოგბას ვეღარ გამოიყენებს ისე როგორც ეხა იყენებს და იდგება საჯარიმოდან ძალიან შორს. კლასიკური ნახევარმცველის პოზიციაზე და რამდენად ღირს გრიზმანის გამო პოგბას შეზღუდვა ეგ უკვე არ ვიცი

მოურინიომ თუ მართლა მოიყვანა ანტუანი, მაგაზე ნაფიქრი არ ექნება?

ექნება ერთია მაგრამ რეალურად 4-4-2 არ გაამართლებს ეხლა, მაშინ პოგბას უნდა შეყწვილო მატიჩის და ბუსკეტსის მსგავსი მოთამაშე , გუნდში ყველა შემტევი ფეხბურთელები რჩებიან
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
18 იანვარი 2017 12:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
რთული დასაჯერებელია ეს ყველაფერი ასე შეკვეთილად, თუმცა შანსი მაინც არსებობს და თუ ატლეტიკო დატოვმანჩესტერი პრიორიტეტი იქნება ალბათ
0
№10
ავტორი: RojoDiablo
18 იანვარი 2017 13:04
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: DRJBECKHAM
ექნება ერთია მაგრამ რეალურად 4-4-2 არ გაამართლებს ეხლა, მაშინ პოგბას უნდა შეყწვილო მატიჩის და ბუსკეტსის მსგავსი მოთამაშე , გუნდში ყველა შემტევი ფეხბურთელები რჩებიან

მერე მოიყვანს მატიჩსაც, რა პრობლემაა wink ბაკაიოკოზე იწერება და ეგ დაიმატოს შეიძლება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top