თბილისი:
მანჩესტერი:
11-01-2017, 17:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2681,
კომენტარები: 23
"ნუ მოხვალთ თეატრის სანახავად, მოდით სათამაშოდ"
მოურინიოს მოწოდება გულშმატკივრებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გულშემატკივრებს "ლივერპულთან" მატჩის წინ მოწოდებით მიმართა.

ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალურ მატჩში "ჰალ სიტის" დამარცხების შემდეგ მწვრთნელმა განაცხადა, რომ გულშემატკივრებისგან, საკუთარი თავისგან და მწვრთნელისგან უფრო მეტი სურს, მიუხედავად იმისა, რომ "ვეფხვებს" 2-0 მოუგეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გასარკვევია, ვინ ითამაშებს "უემბლიზე", "იუნაიტედის" გულშემატკივრებმა მერსეისაიდელებს არაერთი ჩანტი მიუძღვნეს, რაც იურგენ კლოპის გუნდის საწინააღმდეგოდ იქნა მიმართული.

"ყოველთვის მგონია, რომ თამაშში გულშემატკივართა ჩართულობაზე პასუხისმგებელნი ჩვენ ვართ. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა.

თუ ძალიან, ძალიან კარგად, ან ენთუზიაზმით ვითამაშებთ, გულშემატკივარიც გადმოვა მოედანზე და ჩვენთან ერთად ითამაშებს. როცა კარგად ან საკმარისი ემოციითა და ინტენსიურობით ვერ ვთამაშობთ, ნორმალურია, რომ გულშემატკივარი მოდუნებულია.

საოცარი ფანები გვყავს, მათ შესახებ მხოლოდ ფანტასტიკური რამეების თქმა შემიძლია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ რეალური გულშემატკივრობა მაშინ ვლინდება, როცა საქმე კარგად არ მიდის. როცა ეს დრო იყო, ზურგს უკან საოცარი გულშემატკივარი გვყავს, რომელიც მუხტს გვაძლევდა და მხარს გვიჭერდა.

ასე რომ, აბსოლუტურად საოცარი გულშემატკივარი გვყავს, მაგრამ ვგრძნობ, რომ კვირა ჩვენთვის და "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის საოცარი დღეა, ამიტომ ჩემი მოწოდება იქნებოდა, რომ თეატრის სანახავად ნუ მოვლენ, მოდით სათამაშოდ, ჩვენთან ერთად სათამაშოდ".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
23 კომენტარი
№21
ავტორი: Mixito
12 იანვარი 2017 00:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Ha rodis mova kviraa
0
№22
ავტორი: krekera
12 იანვარი 2017 12:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
ლივერპულიც თუ დავდეთ მხარზეეე, უკვე თემაა ძმებოო ;)
0
№23
ავტორი: temo-scholes
12 იანვარი 2017 16:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: Luciferi
ლივერპულს თუ მოვუგეთ ჩემპიონობისთვისაც რეალური გახდება ბრძოლა..აუცილებლად მოვიგებთ ბებერი ფერგი ჩვენთანაა :)

+1 love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top