თბილისი:
მანჩესტერი:
11-01-2017, 17:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2679,
კომენტარები: 23
"ნუ მოხვალთ თეატრის სანახავად, მოდით სათამაშოდ"
მოურინიოს მოწოდება გულშმატკივრებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გულშემატკივრებს "ლივერპულთან" მატჩის წინ მოწოდებით მიმართა.

ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალურ მატჩში "ჰალ სიტის" დამარცხების შემდეგ მწვრთნელმა განაცხადა, რომ გულშემატკივრებისგან, საკუთარი თავისგან და მწვრთნელისგან უფრო მეტი სურს, მიუხედავად იმისა, რომ "ვეფხვებს" 2-0 მოუგეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გასარკვევია, ვინ ითამაშებს "უემბლიზე", "იუნაიტედის" გულშემატკივრებმა მერსეისაიდელებს არაერთი ჩანტი მიუძღვნეს, რაც იურგენ კლოპის გუნდის საწინააღმდეგოდ იქნა მიმართული.

"ყოველთვის მგონია, რომ თამაშში გულშემატკივართა ჩართულობაზე პასუხისმგებელნი ჩვენ ვართ. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა.

თუ ძალიან, ძალიან კარგად, ან ენთუზიაზმით ვითამაშებთ, გულშემატკივარიც გადმოვა მოედანზე და ჩვენთან ერთად ითამაშებს. როცა კარგად ან საკმარისი ემოციითა და ინტენსიურობით ვერ ვთამაშობთ, ნორმალურია, რომ გულშემატკივარი მოდუნებულია.

საოცარი ფანები გვყავს, მათ შესახებ მხოლოდ ფანტასტიკური რამეების თქმა შემიძლია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ რეალური გულშემატკივრობა მაშინ ვლინდება, როცა საქმე კარგად არ მიდის. როცა ეს დრო იყო, ზურგს უკან საოცარი გულშემატკივარი გვყავს, რომელიც მუხტს გვაძლევდა და მხარს გვიჭერდა.

ასე რომ, აბსოლუტურად საოცარი გულშემატკივარი გვყავს, მაგრამ ვგრძნობ, რომ კვირა ჩვენთვის და "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის საოცარი დღეა, ამიტომ ჩემი მოწოდება იქნებოდა, რომ თეატრის სანახავად ნუ მოვლენ, მოდით სათამაშოდ, ჩვენთან ერთად სათამაშოდ".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
23 კომენტარი
№1
ავტორი: ilker
11 იანვარი 2017 17:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
გიჟი ხარ მოუ love am გულშემატკივარი მართლა მაგარი ყავს ჩვენ გუნდსაც და ლივერპულსაც, თუმცა ოლდ ტრაფორდზე გახარება არ უწერიათ ფენიქსებს manunited GGMU
0
№2
ავტორი: M.M.M
11 იანვარი 2017 17:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
მოგესალმებით სუყველას დიდი ხანია ვადევნებ თვალს ამ საიტს და ვკიტხულობ სიახლეებს და კომენტარებს და მემგონი მოვიდა დრო რო მეც შევუერთდე ამ საიტს. იმედია კარგატ მიმიგებთ და კარგათ გავუგებთ ერთმანეთს.
5
№3
ავტორი: RojoDiablo
11 იანვარი 2017 17:35
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: M.M.M
მოგესალმებით სუყველას დიდი ხანია ვადევნებ თვალს ამ საიტს და ვკიტხულობ სიახლეებს და კომენტარებს და მემგონი მოვიდა დრო რო მეც შევუერთდე ამ საიტს. იმედია კარგატ მიმიგებთ და კარგათ გავუგებთ ერთმანეთს.

რა თქმა უნდა, მიგიღებთ.
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Mike
11 იანვარი 2017 17:37
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ციტატა: M.M.M
მოგესალმებით სუყველას დიდი ხანია ვადევნებ თვალს ამ საიტს და ვკიტხულობ სიახლეებს და კომენტარებს და მემგონი მოვიდა დრო რო მეც შევუერთდე ამ საიტს. იმედია კარგატ მიმიგებთ და კარგათ გავუგებთ ერთმანეთს.

მოგესალმები მეგობარო ))
მგონია რო მოუ დიდ რაღაცეებს იზავს <3
0
№5
ავტორი: mogeba
11 იანვარი 2017 17:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
mao ra emociuri xar 15 yvela ertaf vetamashod
0
№6
ავტორი: M.M.M
11 იანვარი 2017 17:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
ციტატა: Mike
ციტატა: M.M.M
მოგესალმებით სუყველას დიდი ხანია ვადევნებ თვალს ამ საიტს და ვკიტხულობ სიახლეებს და კომენტარებს და მემგონი მოვიდა დრო რო მეც შევუერთდე ამ საიტს. იმედია კარგატ მიმიგებთ და კარგათ გავუგებთ ერთმანეთს.

მოგესალმები მეგობარო ))
მგონია რო მოუ დიდ რაღაცეებს იზავს <3

კი მეც მაგის იმედი მაქ. რომც არ ქნას არაფერი იმ პაპკიან ვან გალს მაინც ჯობია ათასი თავით სკამიდან მაინც დგება ეს სუ ყველაფერს რო შევეშვათ
0
№7
ავტორი: I L C
11 იანვარი 2017 17:48
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ვან გაალის შემდეგ რა სასიამოვნოა ასეთი მწვრთნელი love

ატმოსფეროს რაც შეეხება ძაან მომენტა ჩემპიონთა ლიგის მუხტი განსაკუთრებით ჯგუფური ეტაპების შემდგომი მუხტი ოლ ტრაფორდზე. მაგრამ არანაკლები უნდა იყოს თხუთმეტში manunited
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№8
ავტორი: MEMPHIS 7
11 იანვარი 2017 18:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ციტატა: M.M.M
მოგესალმებით სუყველას დიდი ხანია ვადევნებ თვალს ამ საიტს და ვკიტხულობ სიახლეებს და კომენტარებს და მემგონი მოვიდა დრო რო მეც შევუერთდე ამ საიტს. იმედია კარგატ მიმიგებთ და კარგათ გავუგებთ ერთმანეთს.

აბა რა ბრატ ჩვენხო მანჩეს ფანებივართ 15შიი დიდი თამაში გვაქ და უნდა გავგლიჯოთ ლივერპულიიი ეს თამაში ბევრ რამეს გადაწყვეტს
0
№9
ავტორი: giorgi_mg
11 იანვარი 2017 18:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
შეკრება არ იქნებოდა ცუდი, სადმე კარგ ბარ/პაბში, კარგი პროექტორით ან დიდი ტვ_თ, არაფერს გეგმავთ?
0
№10
ავტორი: M.M.M
11 იანვარი 2017 18:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
ციტატა: MEMPHIS 7
ციტატა: M.M.M
მოგესალმებით სუყველას დიდი ხანია ვადევნებ თვალს ამ საიტს და ვკიტხულობ სიახლეებს და კომენტარებს და მემგონი მოვიდა დრო რო მეც შევუერთდე ამ საიტს. იმედია კარგატ მიმიგებთ და კარგათ გავუგებთ ერთმანეთს.

აბა რა ბრატ ჩვენხო მანჩეს ფანებივართ 15შიი დიდი თამაში გვაქ და უნდა გავგლიჯოთ ლივერპულიიი ეს თამაში ბევრ რამეს გადაწყვეტს

კი15ში ძაან კაი თამაშს ველი მანჩესტერის შესრულებით რათქმაუნდა.ეგ თამაში 3_1დასრულდება ასე მგონიაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top