თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2013, 23:14
ავტორი: Esi,
ნანახია: 2698,
კომენტარები: 36
მანჩესტერ იუნაიტედი-ვესტ ჰემი
6 რამ,რაც ამ შეხვედრიდან უნდა ვისწავლოთ...
მანჩესტერ იუნაიტედი-ვესტ ჰემი
“FA CUP-ის“ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ოლდ ტრაფორდზე ერთმანეთს ადგილობრივი კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედი“ და ლონდონური კლუბი „ვესტ ჰემი“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.შეგახსენებთ,რომ ამ კლუბების პირველი შეხვედრა ლონდონში ფრედ 2-2 დასრულდა.

შეხვედრა როგორც მოსალოდნელი იყო „მანჩესტერ იუნაიტედის“ უპირატესობით წარიმართა და ეს შემდგომ მათ თამაშზეც აისახა და პირველ ნახევარში „წითელმა ეშმაკებმა“ უეინ რუნის გოლის შემდეგ შესძლეს ამ შეხვედრაში დაწინაურება,რის შემდეგადაც მოედანზე ისევ და ისევ ადგილობრივი კლუბის სახიფათო მომენტები ემატებოდა და პირველი ტაიმიც ასეთივე შედეგით დამთავრდა,ხოლო რაც შეეხება შეხვედრის მეორე ნახევარს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა თუ არ ჩავთვლით უეინ რუნის გაცუდებულ პენალტს.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოიგო შეხვედრა და გავიდა შემდეგ ეტაპზე.მატჩშის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფეხბურთლი კი ვეტერანი რაიან გიგზი იყო,რომელმაც 90 წუთი გაატარა მოედანზე.



1.სერ ალექს ფერგიუსონმა სემ ელერდაისს ისევ აჯობა.

მანჩესტერ იუნაიტედი-ვესტ ჰემი

ამ სეზონში უკვე მეორედ მოხდა,როდესაც სემ ელერდაისის ბიჭები „წითელ ეშმაკებთან“ დამარცხდნენ.პირველად ინგლისის პრემიერ ლიგაში,ხოლო ახლა კი “FA CUP-ის“ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში.ელერდაისის ბიჭები ამ შეხვედრაში ძალიან კარგად მობილიზებულნი ჩანდნენ,მაგრამ იუნაიტედმა დაჯაბნა მეტოქე,რაც უეინ რუნის გოლითაც აისახა.გასაკვირი არც არის,რომ სერ ალექსმა თავის მეგობარ სემ ელერდაისს აჯობა,რადგან ფაქტია,რომ შოტლანდიელს უფრო კარგი გუნდი ჰყავს ვიდრე სემს,მაგრამ ამასთანავე თუ გავითვალისწინებთ იმას,რომ ფერგიუსონმა რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა და თავის ჩვეულ როტაციას მიმართა ამ შეხვედრაში,მაშინ იმის თქმაც შეგვიძლია,რომ მან თავის მეტოქეს ტაქტიკითაც კი აჯობა.იშვიათია შემთხვევა,როდესაც ის ტაქტიკაში მოიკოჭლებს და ეს ამ შეხვედრაშიც დამტკიცდა.



2.გიგზს ჯერ კიდევ შეუძლია თამაში!

მანჩესტერ იუნაიტედი-ვესტ ჰემი

ვეტერანი უელსელი ფეხბურთელი რაიან გიგზი სერ ალექსმა ამ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში დააყენა და ის უდავოდ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდათ და რა გასაკვირია თუ ამ გამარჯვებას სწორედ ამ ფეხბურთლს მივაწერთ.მან ამ შეხვედრაში უდიდესი წვლილი დაიდო იმაში,რომ თავისმა კლუბმა ეს შეხვედრა მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.მატჩის დასრულების შემდეგ კი სერ ალექს ფერგიუსონმა მანჩესტერის ბოსებს მოსთხოვა,რომ რაიანისთვის ერთწლიანი კონტრაქტი შეეთავაზებინათ,რაც იმაზე მეტყველებს,რომ ვეტერანს ფეხბურთში კიდევ 1 წელი ვიხილავთ.შესაძლოა მისი ასეთი კარგი თამაში განპიროვნებულია იმით,რომ ის თავისი კარიერის დასრულებასთან ახლოსაა და ის უფრო ლაღად და თავისუფლად თამაშობს ვიდრე მისი კარიერის ადრეულ წლებში.ამ შეხვედრაში კი შეგვიძლია ასევე ისიც ავღნიშნოთ,რომ გიგზმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო და მეორე ნახევარში მისი ფლანგზე რამდენიმე გარღვევაც ვნახეთ.პრაქტიკულად ის მთელი შეხვედრა არ გაჩერებულა და ისე ლაღად და თავისუფლად გრძნობდა მოედანზე თავს,რომ გეგონებოდა სულ ახალი დაწყებული ჰქონდა საფეხბურთო კარიერა.ასევე არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი,რომ უელსელმა ჯერ მოედნის ცენტრში თამაშობდა,რაც მას ძალიან კარგად გამოუვიდა,ხოლო მეორე ტაიმში კი ფლანგზეც მოუწია თამაში.



3.ლათინო-ამერიკელებს არ უყვართ ცივი ამინდი!

მანჩესტერ იუნაიტედი-ვესტ ჰემი

ამ შეხვედრაში ახლად დაბრუნებულმა ლუის ნანიმ დიდი ვერაფერი გააკეთა და ერთ-ერთი უსუსტესი შეხვედრა ჩაატარა,მაგრამ ალბათ ეს იმით არის განპირობებული,რომ მას დიდი დრო გაუცდა და 15 მატჩის შემდეგ ის პირველად გამოვიდა მოედანზე.ასევე მოწოდების სიმაღლეზე არ იყო ეკვადორელი ანტონიო ვალენსია,რომელსაც შეეძლო უფრო უკეთესად ეთამაშა ამ შეხვედრაში.რაფაელი კი ამ სეზონში საუკეთესო სეზონს ატარებს ალბათ თავისი საფეხბურთო კარიერის მანძილზე.როგორც წინა შეხვედრებში ასევე ამ მატჩშიც ის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო მანჩესტერელების მხრიდან.ასევე რამდენიმე ხნიანი ტრავმის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა ბრაზილიელი ოლივეირა ანდერსონი,რომელმაც ამ შეხვედრაში სასტარტოში დაიწყო და საგოლე ეპიზოდშიც მიიღო მონაწილეობა.მან შესანიშნავი გამჭოლი გადაცემით ხავიერ ერნანდესი გაიყვანა ხელსაყრელ პოზიციაზე,რომელმაც უეინ რუნის დაუგორა ბურთი და ამ უკანასკნელმაც ცარიელ კარებში შეაგორა ბურთი.



4.სმოლინგი და ჯონსი მანჩესტერის მომავალია.

მანჩესტერ იუნაიტედი-ვესტ ჰემი

ნემანია ვიდიჩის ტრავმისა და ჯონი ევანსის დასვენების(ტოტენჰემთან მატჩისთვის) შემდეგ,სერ ალექსმა დაცვის ხაზში სმოლინგი და ჯონსი დააყენა,რომლებმაც ძალიან კარგად ჩაატარეს შეხვედრა.ამ მატჩში შესაძლებლობა მოგვეცა ორივე მათგანი თავიანთ პოზიციაზე გვენახა და უდავოდ უნდა ავღნიშნოთ,რომ ორივე მათთგანი თითქმის უშეცდომო გახლდათ ამ შეხვედრაში.მოგეხსენებათ ამ სეზონში მანჩესტერ იუნაიტედს დაცვის ხაზში არ ულხის,რადგან თითქმის ყოველ შეხვედრაში მანჩესტერ იუნაიტედის კარში გოლი გადის.ამ შეხვედრაში კი სმოლინგისა და ჯონსის დუეტმა მოახერხა ის,რომ ლინდეგაარდან ერთად კარი მშრალად შეინახეს.თუ ამ შეხვედრით ვიმსჯელებთ მაშინ ვიდიჩისა და ფერდინანდის კლუბიდან წასვლის შემდეგ თამამად შეიძლება ვთქვათ,რომ ჯონსი,სმოლინგი,ევანსი,ვუტონი და კინი შეძლებენ მათ ჩანაცვლებას დაცვის ხაზში და ისინი მანჩესტერ იუნაიტედის მომავალი ფეხბურთელები არიან.



5.უეინ რუნიმ პენალტი ვერ გაიტანა.

მანჩესტერ იუნაიტედი-ვესტ ჰემი

ეს არის უეინ რუნის 27 დარტყმული პენალტიდან მეათე გაცუდებული თერთმეტმეტრიანი მანჩესტერ იუნაიტედის რიგებში.რაც დამეთანხმებით ალბათ ძალიან ცუდი შედეგია ისეთი ფეხბურთელისთვის,როგორიც უეინ რუნია.ამ სეზონში მანჩესტერ იუნაიტედში პენალტების დარტყმის მხრივ საქმე კარგად არ მისდის.ამ სეზონში პენალტი ვან პერსის,ჩიჩარიტოსა და უეინ რუნის აქვთ გაცუდებული.ამ ყველაფრის შემდეგ ფერგიუსონმა კი განაცხადა,რომ ის აუცილებლად ავარჯიშებდა გუნდს პენალტებთან დაკავშირებით,მაგრამ ვესტ ჰემთან მატჩში უეინ რუნიმ კიდევ ერთხელ გააცუდა პენალტი და სერ ალექსაც კიდევ ერთხელ მოუწევს დაფიქრდეს თუ ვინ დაარტყამ იუნაიტედიდან პენალტებს.ალბათ ყველაზე კარგი ვარიანტი მაინც იქნება რობინ ვან პერსი ნომერ პირველ პენალტის დამრტყმელად,მაგრამ თუ რაიან გიგზი მოედანზე იქნება მაშინ აუცილებლად ამ უკანასკნელმა უნდა დაარტყას თერთეტმეტრიანი.





6. კერიკი თავისი საქმის ოსტატია!

მანჩესტერ იუნაიტედი-ვესტ ჰემი

როდესაც რაიან გიგზი ფლანგზე გადავიდა ამ შეხვედრაში,მაშინვე მანჩესტერმა ცენტრში ბურთის კონტროლი დაკარგა,რის შედეგადაც აუცილებელი გახდა მაიკ კერიკის მოედანზე შემოყვანა.კერიკის შემოსვლის შემდეგ კი ყველაფერი ძველებურ კალაპოტში ჩადგა და მანჩესტერმაც ცენტრში ბურთი დაიბრუნა.ამ სეზონში კი კერიკი თითქმის უშეცდომოა,რაც სტატისტიკებსა და გუნდის კარგ თამაშზე აისახება.ინგლისელმა ნახევარმცველმა შეძლო ამ სეზონში იმის გაკეთება და იმ პრობლემის მოგვარება,რომელიც მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი პრობლემა იყო წინა სეზონში.კერიკმა ცენტრში სრულიად დაალაგა ყველაფერი მანჩესტერის სასიკეთოდ,რაც შეგვიძლია ამ შეხვედრაშიც ავღნიშნოთ.ის უდავოდ საუკეთესო იყო ამ შეხვედრაში და არამარტო ამ მატჩში,როგორც ზემოთ უკვე მოგახსენეთ მისთვის ეს სეზონი ძალიან კარგად მიდის,რაც პირველ რიგში მანჩესტერ იუნაიტედის წისქვილზე ასხამს წყალს.
სტატიები
36 კომენტარი
№21
ავტორი: VaRdo
19 იანვარი 2013 00:27
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: buka oboladze
ვალენსიასგან რაგინდათ მაგრად ითამაშა, საზიზღარ ფორმაშია და ამ ფორმისთვის ესე თამაშიც კარგია, მალე ჩადგება ფორმაში


ვალენსიამ ითამაშა მაგრად? facepalm
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№22
ავტორი: don_vini
19 იანვარი 2013 00:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
კარგი სტატიააა.საინტერესო მოვლენები და ფაქტებია...ნანი და ანდერსონი კი ფორმაში არ არიან ჯეერ.ვალენსიაც მასეა არა ფრომაში.ვალენსია მაგრათ მაფიქრებს საერთოდ ვეგარ პროგრესირებს პირქით მაგრათ უკლო თამაშს.პენალი უნდა დაარტყას ჩემი მოკრძალებული აზრით თუ სასთავში იქნება გიგზმა.თუ არა ქერიქმა.პერსიც შეიძლება...ჯონსი ძალაინ ძლიერია ფიზიკურად და ძალიან მომწოსნ,სმოლიგნსაც მუშაობა ჭირდება თორემ ამასაც აქვს დიდი პოტენციალი...ბოლოს გიგზზეე და ფერგიზე ვიტყვი.ორი ლეგენდა და ორი უძლიერესი და პროფესიონალი თავის საქმეში smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№23
ავტორი: Hernandez
19 იანვარი 2013 00:40
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
პენალტზე მიმაჩნია ,რომ ვან პერსიმ უნდა დაარტყავს უფრო ტეხნიკაა და რუნი შრეკია რასაც ქვია ძალა ერჩის რა რამოსებრი დარტყა მაშინ lol
0
№24
ავტორი: Zizou
19 იანვარი 2013 00:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
სმოლინგის რა გითხრათ მაგრამ ჯონსი მაგარი გვეზრდება...

ბრავო გიგზს და საღოლ კერიკს
0
№25
ავტორი: always ReD
19 იანვარი 2013 01:38
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
ვერ გაიტანა გაიტანს! პენალტი მაინც რუნიმ უნდა დაარტყას! likeaboss
0
№26
ავტორი: WayneMarkRooney 10
19 იანვარი 2013 02:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 51
კერიკს საღოლს! ჩემი იმედი გაამართლა და ბევრის არა რომელიც იგინებოდა შარშან ! smile
0
№27
ავტორი: gio100
19 იანვარი 2013 08:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
mainc moviget exla totenhemi dznelia
0
№28
ავტორი: ლადო
19 იანვარი 2013 11:31
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საღოლ ავტორ)) კერიკი და გიგზი ძაან მაგრები იყვნენე ამ მტჩში
0
№29
ავტორი: razma21
19 იანვარი 2013 12:21
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
ესი საღოლ :))
0
№30
ავტორი: Jubo
19 იანვარი 2013 13:31
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
4.სმოლინგი და ჯონსი მანჩესტერის მომავალია.

3d_13
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top