თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2013, 23:14
ავტორი: Esi,
ნანახია: 2698,
კომენტარები: 36
მანჩესტერ იუნაიტედი-ვესტ ჰემი
6 რამ,რაც ამ შეხვედრიდან უნდა ვისწავლოთ...
მანჩესტერ იუნაიტედი-ვესტ ჰემი
“FA CUP-ის“ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ოლდ ტრაფორდზე ერთმანეთს ადგილობრივი კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედი“ და ლონდონური კლუბი „ვესტ ჰემი“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.შეგახსენებთ,რომ ამ კლუბების პირველი შეხვედრა ლონდონში ფრედ 2-2 დასრულდა.

შეხვედრა როგორც მოსალოდნელი იყო „მანჩესტერ იუნაიტედის“ უპირატესობით წარიმართა და ეს შემდგომ მათ თამაშზეც აისახა და პირველ ნახევარში „წითელმა ეშმაკებმა“ უეინ რუნის გოლის შემდეგ შესძლეს ამ შეხვედრაში დაწინაურება,რის შემდეგადაც მოედანზე ისევ და ისევ ადგილობრივი კლუბის სახიფათო მომენტები ემატებოდა და პირველი ტაიმიც ასეთივე შედეგით დამთავრდა,ხოლო რაც შეეხება შეხვედრის მეორე ნახევარს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა თუ არ ჩავთვლით უეინ რუნის გაცუდებულ პენალტს.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოიგო შეხვედრა და გავიდა შემდეგ ეტაპზე.მატჩშის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფეხბურთლი კი ვეტერანი რაიან გიგზი იყო,რომელმაც 90 წუთი გაატარა მოედანზე.



1.სერ ალექს ფერგიუსონმა სემ ელერდაისს ისევ აჯობა.

მანჩესტერ იუნაიტედი-ვესტ ჰემი

ამ სეზონში უკვე მეორედ მოხდა,როდესაც სემ ელერდაისის ბიჭები „წითელ ეშმაკებთან“ დამარცხდნენ.პირველად ინგლისის პრემიერ ლიგაში,ხოლო ახლა კი “FA CUP-ის“ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში.ელერდაისის ბიჭები ამ შეხვედრაში ძალიან კარგად მობილიზებულნი ჩანდნენ,მაგრამ იუნაიტედმა დაჯაბნა მეტოქე,რაც უეინ რუნის გოლითაც აისახა.გასაკვირი არც არის,რომ სერ ალექსმა თავის მეგობარ სემ ელერდაისს აჯობა,რადგან ფაქტია,რომ შოტლანდიელს უფრო კარგი გუნდი ჰყავს ვიდრე სემს,მაგრამ ამასთანავე თუ გავითვალისწინებთ იმას,რომ ფერგიუსონმა რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა და თავის ჩვეულ როტაციას მიმართა ამ შეხვედრაში,მაშინ იმის თქმაც შეგვიძლია,რომ მან თავის მეტოქეს ტაქტიკითაც კი აჯობა.იშვიათია შემთხვევა,როდესაც ის ტაქტიკაში მოიკოჭლებს და ეს ამ შეხვედრაშიც დამტკიცდა.



2.გიგზს ჯერ კიდევ შეუძლია თამაში!

მანჩესტერ იუნაიტედი-ვესტ ჰემი

ვეტერანი უელსელი ფეხბურთელი რაიან გიგზი სერ ალექსმა ამ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში დააყენა და ის უდავოდ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდათ და რა გასაკვირია თუ ამ გამარჯვებას სწორედ ამ ფეხბურთლს მივაწერთ.მან ამ შეხვედრაში უდიდესი წვლილი დაიდო იმაში,რომ თავისმა კლუბმა ეს შეხვედრა მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.მატჩის დასრულების შემდეგ კი სერ ალექს ფერგიუსონმა მანჩესტერის ბოსებს მოსთხოვა,რომ რაიანისთვის ერთწლიანი კონტრაქტი შეეთავაზებინათ,რაც იმაზე მეტყველებს,რომ ვეტერანს ფეხბურთში კიდევ 1 წელი ვიხილავთ.შესაძლოა მისი ასეთი კარგი თამაში განპიროვნებულია იმით,რომ ის თავისი კარიერის დასრულებასთან ახლოსაა და ის უფრო ლაღად და თავისუფლად თამაშობს ვიდრე მისი კარიერის ადრეულ წლებში.ამ შეხვედრაში კი შეგვიძლია ასევე ისიც ავღნიშნოთ,რომ გიგზმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო და მეორე ნახევარში მისი ფლანგზე რამდენიმე გარღვევაც ვნახეთ.პრაქტიკულად ის მთელი შეხვედრა არ გაჩერებულა და ისე ლაღად და თავისუფლად გრძნობდა მოედანზე თავს,რომ გეგონებოდა სულ ახალი დაწყებული ჰქონდა საფეხბურთო კარიერა.ასევე არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი,რომ უელსელმა ჯერ მოედნის ცენტრში თამაშობდა,რაც მას ძალიან კარგად გამოუვიდა,ხოლო მეორე ტაიმში კი ფლანგზეც მოუწია თამაში.



3.ლათინო-ამერიკელებს არ უყვართ ცივი ამინდი!

მანჩესტერ იუნაიტედი-ვესტ ჰემი

ამ შეხვედრაში ახლად დაბრუნებულმა ლუის ნანიმ დიდი ვერაფერი გააკეთა და ერთ-ერთი უსუსტესი შეხვედრა ჩაატარა,მაგრამ ალბათ ეს იმით არის განპირობებული,რომ მას დიდი დრო გაუცდა და 15 მატჩის შემდეგ ის პირველად გამოვიდა მოედანზე.ასევე მოწოდების სიმაღლეზე არ იყო ეკვადორელი ანტონიო ვალენსია,რომელსაც შეეძლო უფრო უკეთესად ეთამაშა ამ შეხვედრაში.რაფაელი კი ამ სეზონში საუკეთესო სეზონს ატარებს ალბათ თავისი საფეხბურთო კარიერის მანძილზე.როგორც წინა შეხვედრებში ასევე ამ მატჩშიც ის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო მანჩესტერელების მხრიდან.ასევე რამდენიმე ხნიანი ტრავმის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა ბრაზილიელი ოლივეირა ანდერსონი,რომელმაც ამ შეხვედრაში სასტარტოში დაიწყო და საგოლე ეპიზოდშიც მიიღო მონაწილეობა.მან შესანიშნავი გამჭოლი გადაცემით ხავიერ ერნანდესი გაიყვანა ხელსაყრელ პოზიციაზე,რომელმაც უეინ რუნის დაუგორა ბურთი და ამ უკანასკნელმაც ცარიელ კარებში შეაგორა ბურთი.



4.სმოლინგი და ჯონსი მანჩესტერის მომავალია.

მანჩესტერ იუნაიტედი-ვესტ ჰემი

ნემანია ვიდიჩის ტრავმისა და ჯონი ევანსის დასვენების(ტოტენჰემთან მატჩისთვის) შემდეგ,სერ ალექსმა დაცვის ხაზში სმოლინგი და ჯონსი დააყენა,რომლებმაც ძალიან კარგად ჩაატარეს შეხვედრა.ამ მატჩში შესაძლებლობა მოგვეცა ორივე მათგანი თავიანთ პოზიციაზე გვენახა და უდავოდ უნდა ავღნიშნოთ,რომ ორივე მათთგანი თითქმის უშეცდომო გახლდათ ამ შეხვედრაში.მოგეხსენებათ ამ სეზონში მანჩესტერ იუნაიტედს დაცვის ხაზში არ ულხის,რადგან თითქმის ყოველ შეხვედრაში მანჩესტერ იუნაიტედის კარში გოლი გადის.ამ შეხვედრაში კი სმოლინგისა და ჯონსის დუეტმა მოახერხა ის,რომ ლინდეგაარდან ერთად კარი მშრალად შეინახეს.თუ ამ შეხვედრით ვიმსჯელებთ მაშინ ვიდიჩისა და ფერდინანდის კლუბიდან წასვლის შემდეგ თამამად შეიძლება ვთქვათ,რომ ჯონსი,სმოლინგი,ევანსი,ვუტონი და კინი შეძლებენ მათ ჩანაცვლებას დაცვის ხაზში და ისინი მანჩესტერ იუნაიტედის მომავალი ფეხბურთელები არიან.



5.უეინ რუნიმ პენალტი ვერ გაიტანა.

მანჩესტერ იუნაიტედი-ვესტ ჰემი

ეს არის უეინ რუნის 27 დარტყმული პენალტიდან მეათე გაცუდებული თერთმეტმეტრიანი მანჩესტერ იუნაიტედის რიგებში.რაც დამეთანხმებით ალბათ ძალიან ცუდი შედეგია ისეთი ფეხბურთელისთვის,როგორიც უეინ რუნია.ამ სეზონში მანჩესტერ იუნაიტედში პენალტების დარტყმის მხრივ საქმე კარგად არ მისდის.ამ სეზონში პენალტი ვან პერსის,ჩიჩარიტოსა და უეინ რუნის აქვთ გაცუდებული.ამ ყველაფრის შემდეგ ფერგიუსონმა კი განაცხადა,რომ ის აუცილებლად ავარჯიშებდა გუნდს პენალტებთან დაკავშირებით,მაგრამ ვესტ ჰემთან მატჩში უეინ რუნიმ კიდევ ერთხელ გააცუდა პენალტი და სერ ალექსაც კიდევ ერთხელ მოუწევს დაფიქრდეს თუ ვინ დაარტყამ იუნაიტედიდან პენალტებს.ალბათ ყველაზე კარგი ვარიანტი მაინც იქნება რობინ ვან პერსი ნომერ პირველ პენალტის დამრტყმელად,მაგრამ თუ რაიან გიგზი მოედანზე იქნება მაშინ აუცილებლად ამ უკანასკნელმა უნდა დაარტყას თერთეტმეტრიანი.





6. კერიკი თავისი საქმის ოსტატია!

მანჩესტერ იუნაიტედი-ვესტ ჰემი

როდესაც რაიან გიგზი ფლანგზე გადავიდა ამ შეხვედრაში,მაშინვე მანჩესტერმა ცენტრში ბურთის კონტროლი დაკარგა,რის შედეგადაც აუცილებელი გახდა მაიკ კერიკის მოედანზე შემოყვანა.კერიკის შემოსვლის შემდეგ კი ყველაფერი ძველებურ კალაპოტში ჩადგა და მანჩესტერმაც ცენტრში ბურთი დაიბრუნა.ამ სეზონში კი კერიკი თითქმის უშეცდომოა,რაც სტატისტიკებსა და გუნდის კარგ თამაშზე აისახება.ინგლისელმა ნახევარმცველმა შეძლო ამ სეზონში იმის გაკეთება და იმ პრობლემის მოგვარება,რომელიც მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი პრობლემა იყო წინა სეზონში.კერიკმა ცენტრში სრულიად დაალაგა ყველაფერი მანჩესტერის სასიკეთოდ,რაც შეგვიძლია ამ შეხვედრაშიც ავღნიშნოთ.ის უდავოდ საუკეთესო იყო ამ შეხვედრაში და არამარტო ამ მატჩში,როგორც ზემოთ უკვე მოგახსენეთ მისთვის ეს სეზონი ძალიან კარგად მიდის,რაც პირველ რიგში მანჩესტერ იუნაიტედის წისქვილზე ასხამს წყალს.
სტატიები
36 კომენტარი
№11
ავტორი: R.v.Persie
18 იანვარი 2013 21:55
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
ეს ყველაფერი კი არ ვისწავლეთ.... ყველაფერი ფაქტებია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№12
ავტორი: Malboro463
18 იანვარი 2013 22:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ნანი მარცხენა ფლანგზე ვერ თამაშობს ამას ვიძახი რაც სეზონი დაიწყო მის მერე და ალექსი კიდე მარჯვნივ არ აყენებს იმიტო რო ვალენსია ტამაშობს და რო დაყენოს შეიძლება აჯობოს კიდეც
0
№13
ავტორი: Amerigo
18 იანვარი 2013 22:29
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
ბრავო ავტორ
0
№14
ავტორი: Luka Gelashvili
18 იანვარი 2013 22:41
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
საღოლ ესი . .უმკვლელ"ესი" სტატიაა :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№15
ავტორი: MAGNIFICENT 7
18 იანვარი 2013 22:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
კაი იყო ადმის საღოლ (ისე რუნიმ რა სერხიო რამოსივით დაარტყა) fuckthatbitch
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
№16
ავტორი: gigapersie
18 იანვარი 2013 23:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 169
თუ გიგზი მოედანზე არ იქნება პენალტი რუნიმ უნდა დაარტყას
0
№17
ავტორი: VaRdo
18 იანვარი 2013 23:45
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
2.გიგზს ჯერ კიდევ შეუძლია თამაში!


100% : )) გიგზი გუნდის სული და გულია. საჭირო ფეხბურთელია მისი გამოცდილება ვესტ ჰემთანაც გამოჩნდა 91 წუთზე და რო მარა გიგზი შემდეგ ეტაპზე არა მანჩესტერი არამედ ვესტ ჰემი იქნებოდა. გამოცდილება დიდი რაღაცაა სწორედ ამ გამოცდილების გამო არის ჩელსი ესეთ ცუდ დღეში. ოსკარები და აზარები სეზონს ვერ მოგაგებინებენ ( ტერი ლამპარდი სუ დამტვრრეული ჰყავდათ ხან ეღტი ხან მეორე ხან ორივე ერთად )


3.ლათინო-ამერიკელებს არ უყვართ ცივი ამინდი!


ცივი თბილი ამინდი არ ვიცი მაგრამ ნანის და ანდოს დრო სჭირდებათ და ვალენსია ძაან ერთფეროვანია და ყველამ აუღო მის თამაშს ალღო. + მიყვარს ფეხბურთელი როდესაც ბრაზდება ამას არც ეგ აქვს სამწუხაროდ. იმედია მოუმატებს ისევ!


4.სმოლინგი და ჯონსი მანჩესტერის მომავალია.


ჯონსის და ევანსის მეიმედება მაგრად სმოლინგის რა მგოახსენოთ? ალბათ მოუმატებს ეგეც და ევანსისავით პროგრესირებას დაიწყებს. კარგი ახალგაზრდობა გვყავს და არ გვჭირდება არც ჰუმელსი და არც სხვა!


5.უეინ რუნიმ პენალტი ვერ გაიტანა.


ეს მართლაც პრობლემაა. 9 თერთმეტმეტრიანიდან 5_ს რომ გავაფუჭებთ ცუდის ნიშანია. როდესაც მოედანზე გიგზია იქ ყველა ზედმეტი უნდა იყოს. დაარტყას გიგზმა ან კერიკმა. არაა ცუდი ვარიანტი ვან პერსიც მაგრამ წელს პერსიმაც გამაზა და ლივერპულთანაც არადამაჯერებელი პენალტი გაიტანა.


6. კერიკი თავისი საქმის ოსტატია!


ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელი მთელ იუნაიტედში. არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის უბრალოდ ბრავო კერიკს წლევანდელი სეზონისთვის. ამ კაცს ვერასოდეს ვაკრიტიკებ თქო ბევრჯერ მითქვია და აი რატომაც ვერ ვაკრიტიკებ. მაგარი კაცია და ბევრი თამაში მოგვაგებინა ამას + კლევერლი და საკაიფო ნახევარი გვყავს. შარშან რომ ესეთ ფორმაში ყოფილიყვნენ ჩემპიონობას ჩვენ ვიზეიმებდით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№18
ავტორი: VaRdo
19 იანვარი 2013 00:12
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: R. Van Persie
მაგრად მოვიგეეთ ^_^ ნეტა გამეტანა ერთი გოლი...


პირველ პირში რატომ ლაპარაკობ პერსი ხარ და გვიმალავ? ტრანსლეით.ჯის მეშვეობით წერ კომენტარებს? ahahaha
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№19
ავტორი: RVP (20)
19 იანვარი 2013 00:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 342
საღოლ კაი სტატიაა love ყველაფერში გეთანხები fellow
0
№20
ავტორი: buka oboladze
19 იანვარი 2013 00:25
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ვალენსიასგან რაგინდათ მაგრად ითამაშა, საზიზღარ ფორმაშია და ამ ფორმისთვის ესე თამაშიც კარგია, მალე ჩადგება ფორმაში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top