თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2013, 22:38
ავტორი: razma21,
ნანახია: 5459,
კომენტარები: 172
"ლეგენდა თუ მოღალატე"?!
რონალდოს "იუნაიტედში" გატარებულ სეზონის მიმოხილვა და კითხვა პასუხზე - "ლეგენდა თუ მოღალატე"?!
ნებისმიერ ფეხბურთის გუნდს ყავს, ყოლია ან ეყოლება ფეხბურთელი, რომელიც ლეგენდაა ან მოღალატე... მინდა მე შემოგთავაზოთ ასეთი სტატია ერთ-ერთი მანჩესტერელზე...
სტატიის სახელია

"ლეგენდა თუ მოღალატე"?!

1985 წლის, 5 თებერვალს პორტუგალაში, კერძოდ კი ქალაქ მადეირაში, ერთ ჩვეულებრივ ოჯახში დაიბადა კრისტიანო რონალდო დოს სანტოს ავეირო. არც ისე შეძლებული ოჯახისთვის რონალდო მეოთხე შვილი იყო. როგორც მშობლები აცხადებენ მცირე ასაკიდანვე მას ჰქონდა ძალიან დიდი ინტერესი ფეხბურთისადმი, დიდ დროს ატარებდა ის მეგობრებთან ერთად "საფეხბურთო მოედნებზე" - რომელიც მათ ქალაქში ძალიან ცოტა და ცუდი მდგომარეობის იყო... მშობლები ხედავდნენ თუ როგორ იზიდავდა ფეხბურთი კრისტიანოს, მაგრამ მატერიალური მდგომარეობის გამო მათ რონალდოს მიყვანა მხოლოდ 8 წლის ასაკში შეძლეს რეგიონალურ გუნდ "ანდორინაში", მაგრამ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა თუ რას მიაღწევდა ეს პატარა ფეხბურთი მოყვარული ბიჭი...

"ლეგენდა თუ მოღალატე"?!

გადიოდა დრო, კრისტიანო ასაკის ზრდასთან ერთდ, ფეხბურთშიც წინ მიიწევდა, გემოვნება უყალიბდებოდა და ისახავდა მიზნად ეთამაშ გუნდ - "რეალ მადრიდში"... მისი ოცნება იყო მოერგო ეს ბრწყინვალე თეთრი მაისური. აგრეთვე მის სიპატიებში სხვა დიდი გუნდებიც იყვნენ, მაგრამ ოცნების ასასრულებლად ხვდებოდა, რომ მას დიდი მუშაობა მოუწევდა. გავიდა გარკვეული დრო და ის "სპორტინგში" ჩაირიცხა, გუნდში რომელმაც ძალიან დიდი გავლენა იქონია რონალდოს ბედ-იღბალზე... 2003 წელს სწორედ სპორტინგი დაუპირისპირდა "მანჩესტერ იუნაიტედს" , სადაც 18 წლის კრისტიანო რონალდომ შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა და ლეგენდარულ მწვრთნელს სერ ალექს ფერგიუსონს არ გასჭირვებია დაენახა თუ რამხელა პოტენციალი იმალებოდა ამ ახალგაზრდა ფეხბურთელში და გადაწყვიტა მისი შეძენა...



ამავე წელს ფერგიუსონმა ოფიციალურად გაიფრომა რონალდო და ლეგენდარული 7 ნომრიანი მაისური მისცა, ალბათ ხედავდა, რომ ამ 18 წლის ფეხბურთელს შეეძლო გაემართლებინა ეს ნომერი. და სწორედ ამ დღიდან დაიწყო ყველამ მასზე საუბარი, მისი თამაში გაოცებას იწვევდა - ტექნიკა, ბურთის კონტროლი, სისწრაფე და სისხარტე ყველაში განცვიფრებას იწვევდა, ფეხბურთელი კი დრო და დრო პროგრესს განაგრძობდა და ამის მთავარი შემოქმედი სერ ალექს ფერგიუსონი იყო. რონალდოს ძალიან უხაროდა მანჩესტერში ყოფნა და ფერგიუსონთან მუშაობა. ფერგიც ხვდებოდა, რომ ეს ფეხბურთელი განსხვავებული იყო და მას სხვანაირად ეკიდებოდა... ალბათ, ვისაც 19-20 წლის რონალდო გახსოვთ, ნახავთ, რომ მას მოედანზე სრული თავისუფლება ჰქონდა, დრიბლინგის დროს თუ ბურთს დაკარგავდა არავინ არაფერს ეტყოდა, რადგან ფერგის მიზანი იყო სწორედ თავის შეცდომებზე ესწავლებინა. რონალდოც მასზე გაცემულ ავანსს ამართლებდა და მსოფლიოს აჩვენებდა, რომ ის მომავალი ვარსკვლავი გახდებოდა, ამავე წელს "იუანიტედის" ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელიც გახდა, გუნდის ფეხბურთელების აზრით, მაგრამ მწვერვალამდე ჯერ კიდევ დიდი გზა იყო გასავლელი. სამი სეზონის განმავლობაში ფერგის მას ამაზდებდა გუნდის ლიდერად...

"ლეგენდა თუ მოღალატე"?!

ამ ხნის განმავლობაში ის დაღვინდა და უკვე 2006-07 წლების სეზონში გუნდის ერთ პიროვნული ლიდერი გახდა, მისი თამაში ყველა ფეხბურთის მოყვარულში განცვიფრებას იწვევდა. მისთვის გადაულახავი ბარიერი არ არსებობდა, ნებისმიერი მცველის მოტყუება შეეძლო და ეპიზოდის მაღალ დონეზე დასრულება... სწორედ ეს დაეხმარა "იუნაიტედს 4 წლიანი პაუზის შემდეგ ტიტული დაებრუნებინა.. და ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ამ 2007-08 წლების სეზონი, რონალდოს ფორმის პიკი იყო, ის პრემიერ-ლიგის ბომბარდირი გახდა - 31 გოლით, რაც ამ ჩემპიონატისთვის ძალზე მაღალი მაჩვენებელია, მოაპოვებინა გუნდს ზედიზედ მეორე ტიტული, ასევე გახდა პრემიერ ლიგის საუკეთესო მათამაშე და გუნდთან ერთად მოიგო ჩემპიონთა-ლიგა და ლიგის ფინალშიც მოახერხა გოლის გატანა. და ამავე წელს ის ოქროს ბურთის მფლობელიც გახდა... 2008-09 წლების სეზონში კი მან გუნდს ზედიზედ მესამე ტიტული მოაგებინა და ინგლისის-ლიგის თასსაც დაეუფლა და დამარცხა ჩემპიონთა-ლიგის ფინალში... ალბათ იმ დროს ყველა ფიქრობდა თუ რა სურდა კიდევ რონალდოს? ამ კითხვაზე პასუხი კი მარტივი იყო - აესრულებინა ის ოცნება, რომელიც ბავშვობაში ჰქონდა - ჩაეცვა "რეალ მადრიდის" მაისური... ამავე წლის 1 ივლისს ეს ტრანსფერიც შედგა - 80 მილიონ ფუნტ სტერლინგად ( შეგახსენებთ ეს ჯერ-ჯერობით რეკორდული თანხაა) კრისტიანო "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადაბარგდა და ოცნებაც აისრულა. ბევრი მისი საქციელით გაკვირვებული იყო, მას ხომ ყველაფერი ჰქონდა "იუნაიტედში", მაგრამ რონალდომ ამასაც გასცა პასუხი - მე "იუნაიტედში" ყველა ტიტულის მოპოვება მოვახერხე და ამ კლუბის მაისურით საუკეთესო ფეხბურთელიც გავხდი.

"ლეგენდა თუ მოღალატე"?!

ეს ყველაფერი იმისთვის არ დამიწერია, რომ ვინმესთვის რონალდოს ისტორია გამეცნო, ის სულ მალე "იუნაიტედს" მოწინააღმდეეგის სტატუსში დაუპირისპირდება და სწორედ ამის გამო გადავწყვიტე ამ ყველაფრის დაწერა. უბრალოდ ზემოთ მოყვანილი იმის დასტური იქნება რასაც ახლა განვიხილავ...
მრავალია ისეთი გულშემატკივარი, რომელიც რონალდოს მოღალატედ მიიჩნევს, ვერ ხედავს იმას თუ რამდენი გააკეთა ამ ფეხბურთელმა კლუბისთვის ამ 6 წელიწადში, ხშირად ხდება ეს ფებურთელი "იუნაიტედის" ქომაგების ზიზღის ობიექტი სწორედ იმ ფაქტის გამო, რომ მან კლუბი დატოვა... მაგრამ იმას კი არავინ უფიქრდება თუ რა მიზეზი ამოძრავებდა მას ამისკენ ან რატომ მოიქცა ის ასე. ყველას პასუხი მარტივი აქვს - რომ ეს ყველაფერი მან ფულის გამო გააკეთა. ხშირად ვაწყდები ხოლმე ჩვენ საიტზე და ფეისბუქის გვერდზე რონალდოს კრიტიკას, გინებას მისდამი - თუ როგორ გაცვალა მან "იუნაიტედი" "რეალში". მაგრამ მინდა ყველა ასეთს ასეთი კითხვისმაგვარი, რამ დაგისვათ - ალბათ ყველა თქვენთაგანის ოცნებაა "იუნაიტედში" თამაში და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი თქვენგანი ყველაფერს იზამთ, რომ ამას მიაღწიოთ, სწორედ ასე მოიქცა რონალდო და აისრულა ოცნება რომელიც მას ჰქონდა... ამიტომ არ შეიძლება მას მოღლატე ვუწოდოთ და ტევეზის გვერდით დავაყენოთ...
თქვენთვის არვიცი, მაგრამ ჩემთვის ის ნამდვილი ლეგენდაა, ფეხბურთელი , რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა, გუნდისთვის და იმ პერიოდში შეაყვარა ყველა "იუნაიტედის" გულშემატკივარს თავისი თავი, ის ღირსეულად იმსახურებს ადგილს იმ ლეგენდარული ფეხბურთელების გვერდით როგორებიც არიან: სერ ბობი ჩარლტონი, ჯორჯ ბესტი, ბრაიან რობსონი, რაიან გიგზი, პოლ სკოულზი და მრავალი სხვანი... სამუდამოდ დატოვა კვალი "იუნაიტედის" საოცარ ისტორიაში, რაც ნამდვილად არ არის ადვილი, ამიტომაც ფანების გარკვეული ნაწილი "ოლდ ტრაფორდზე" დღესაც მღერის მისდამი დაწერილ სიმღერას "Viva Ronaldo"_ს და ეს ასე გაგრძელდება მიუხედავად იმისა დაბრუნდება თუ არა ის უკან "მანჩესტერ იუნაიტედში".

ვფიქრობ, რომ ეს სტატია ნებისმიერ თქვენგანს დააფიქრებს და ვიმედოვნებ, რომ სწორ პასუხამდეც მიიყვანს!





ავტორი: გიორგი რაზმაძე (RazMa.) სპეციალურად RedArmy.Ge_სთვის.
სტატიები
172 კომენტარი
№21
ავტორი: Rooney
18 იანვარი 2013 00:06
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
სტატია წაოკითხეთ ყველას გთხოვთ, გიო მადლობა სტატიისთვის მართლაც ამაღელვებელი სტატიაა აბსოლიტურად გეთანხ,ები რონალდოს ტავიდანვე ჰქონდა ოცნება ეთამაშა მადრიდის რეალში, მადლობა რონალდო რაც გუნდისთვის გააკეთე რონალდო რო არა დღეს ბევრი თქვენგანი იუნაიტედის ფანი არ იქნებოდა შეიძლება ვცდები და ბოდისი, ვამაყობ იმით რომ რონალდო იუნაიტედსი თამაშობდა და დდი სიამოვნებით მივიღებ თუ ოდესმე დაბრუნდება.
0
№22
ავტორი: love united
18 იანვარი 2013 00:07
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
creep
გეთანხმები!..დიდ პატივს ვცემ რონალდოს მაგრამ ჯერ-ჯერობით ჩემთვის ლეგენდა არ არის...
0
№23
ავტორი: creep
18 იანვარი 2013 00:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 211
R.v.Persie,
ლეგენდობა მიღწევებით არ შემოიფარგლება.....
0
№24
ავტორი: always ReD
18 იანვარი 2013 00:08
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
1-უნდოდა რეალში წასვა მიარწია წავიდა! გაუფუჭდა ურთიერთობა კლუბთან, უკვე დააფიქრება გადაწყვიტა გაეგრძელებინა თუ არა კონტრაქტი რეალთან.

2-ნამდვილი ლეგენდა რამოდენიმე წელიწადში ვერ გახდება. ლეგენდაა რაიან გიგზი. მანჩესტერში იყო რამოდენიმე ლეგენდა რომელთაც შესაძლოა ყველას საოცნებო კლუბი უნაიტედი არ იყო. რატო არ წავიდნენ ისინი იუნაიტედიდან?? იმიტომ ,რომ ყველა მათგანი მიხვდა საქმე კარგად წაუვიდოდა ამ კლუბში გახდებოდა ერთ ერთი საუკეთესო და ეს ასეც მოხდა! რონალდუმ იმდენად იყო დამოკიდებული გუნდიდან წასვლაზე, რომ ეს ვერ გაითვალისწინა და არა მარტო ფანებს არამედ რამოდენიმე გუნდის ფეხბურთელთანაც გაიფუჭა ურთიერთობა! მე ის რაღაც პონტში მოღალატედ მიმაჩნია:)
0
№25
ავტორი: creep
18 იანვარი 2013 00:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 211
არიან ლეგენდები რომელთაც ეპლ-ი არ აქვთ მოგებული, არიან ლეგენდები რომელთაც ჩ.ლ. არ აქვთ მოგებუყლი მაგრამ ისტორიაში მათი სახელები ოქროს ასოებით წერია.....
0
№26
ავტორი: Roddey
18 იანვარი 2013 00:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
RazMa.,
რონალდო არ ვიცი მარა შენ ჩემი ლეგენდა ხარ <3
0
№27
ავტორი: reddevil
18 იანვარი 2013 00:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 139
საღოლ ავტორ კარგი საჭირო სტატიაა შესაფერის დროს love
ჩემთვის ეს კაცი ლეგენდაა და დღესაც მევასება ამის თამაშის ყურება....სტატიაში სწორად წერია ოცნების კლუბში თამაშის შანსი რომ მოგეცემა უნდა გამოიყენო...პლიუს ამას იუნაიტედი კრიზისში რომ ყოფილიყო აი როგორც ლივერპულს მოუვიდა და იმ დროს დაეტოვებინა გუნდი მაშინ ნამდვილად მოღალატე იქნებოდა......ასეა თუ ისე ამ კაცმა იუნაიტედი ისტორიაში ჩაიწერა თავი და ყველას ემახსოვრება და გაიგებს რო აქ რონალდო თამაშობდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ იუნაიტედი სიცოცხლის ბოლომდე,დანარჩენი ეშმაკსაც წაუღია!!!
№28
ავტორი: data
18 იანვარი 2013 00:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
sagol kai statiaa !! me ronaldo arasdros ar mimachnda mogaatet rasac tevesze ver vityvi tevezi chirivit mezizgeba eg martla mogalateaaa !!!
0
№29
ავტორი: Gavita
18 იანვარი 2013 00:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
ის ნუ გავიწყდებათ ყველაფერი რო მოიგო და ფერგის ხათრით 1 წელი კიდე რო დარჩა )))
0
№30
ავტორი: creep
18 იანვარი 2013 00:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 211
love united,
მაგას ვამბობ მეც,მოღალატედ არადროს მიმაჩნდა, უბრალოდ გამორჩეული და ნამდვილად კარგი ფეხბურთელი იყო მუ-სისტორიაში, არც აგრესია მაქვს მის მიმართ და არც დიდი სიმპატია, მუ რონალდოთი არ დაწყებულა და არც დამთავრდება ჩემთვის ხოდა ეგაა რა....
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top