თბილისი:
მანჩესტერი:
15-10-2016, 15:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4630,
კომენტარები: 22
"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის მე-8 ტურის ცენტრალური მატჩის პრევიუ.
"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "ენფილდი", ლივერპული
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-8 ტური
თარიღი: ორშაბათი, 17 ოქტომბერი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: ენტონი ტეილორი
მატჩის დასაწყისი: 23:00, (ჩვენი დროით)

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ლივერპული"

ტრავმირებულები: ოჯო, გომესი, ლოვრენი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ვიინალდუმი, ლალანა
განაცხადი: Karius, Clyne, Lovren, Matip, Milner, Henderson, Can, Wijnaldum, Mane, Firmino, Coutinho, Mignolet, Klavan, Moreno, Lucas, Grujic, Origi, Sturridge, Ings, Ejaria.
იურგენ კლოპს მოუწევს, ადამ ლალანასა და ჯორჯინიო ვიინალდუმის ფიზიკური მდგომარეობა შეაფასოს, რომელთაც ტრავმები "სუონსისთან" დაპირისპირებისას და ჰოლანდიის ნაკრებში თამაშისას მიიღეს შესაბამისად..


"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ჯონსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ:
განაცხადი: De Gea, Romero, Valencia, Darmian, Fosu-Mensah, Bailly, Blind, Rojo, Smalling, Shaw, Carrick, Fellaini, Herrera, Mata, Depay, Pogba, Schneiderlin, Young, Mkhitaryan, Lingard, Rooney, Ibrahimovic, Martial, Rashford.

როგორც ჟოზე მოურინიო იტყობინება, "ლივერპულთან" მატჩში სათამაშოდ მზად არიან ლუკ შოუ და ჰენრიხ მხითარიანი, რომლებმაც ტრავმა სრულად მოირჩინეს. გუნდის ლაზარეთში რჩება ფილ ჯონსი.


"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ლივერპული"


მე-4 ადგილი, 16 ქულა

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 5 შეხვედრა: ფ-მ-მ-მ-მ

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მას შემდეგ, რაც 2015 წელს "ლივერპულის" სათავეში იურგენ კლოპი ჩადგა, "მერსეისაიდელებმა" პრემიერ ლიგის გუნდებს შორის ყველაზე მეტი (73) გოლი გაიტანეს და საუკეთესო საშუალო მაჩვენებელი აქვთ ბურთის ფლობის მიხედვით (58,8%).

ჟოზე მოურინიოს წინააღმდეგ იურგენ კლოპი მხოლოდ ერთხელ დამარცხდა 5 მატჩში (3 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება). ეს მარცხი 2013 წელს მადრიდში იწვნია, როცა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში მისი "ბორუსია" "რეალმა" 2-0 დაამარცხა.

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-6 ადგილი, 13 ქულა

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 5 შეხვედრა: მ-წ-წ-მ-ფ

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედის" ანგარიშზე გასული სეზონის ამავე ეტაპზე 3 ქულით მეტი (16) ირიცხებოდა, ვიდრე პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში (13).

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ლივერპული"


წამყვანი ბომბარდირები: კოუტინიო, ფირმინო, მილნერი - 4-4 გოლი.


"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირი: იბრაჰიმოვიჩი - 6 გოლი (4 ლიგაში).

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტან უეინ რუნის კიდევ 3 გოლის გატანა სჭირდება იმისათვის, რომ სერ ბობი ჩარლტონთან ერთად კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის წოდება გაიყოს.

გასვლით მატჩში გატანილი მომდევნო გოლი რუნის პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირად აქცევს მეტოქის მოედანზე გატანილი გოლების მიხედვით. ამჟამად რუნი პირველ ადგილს ალან შირერთან იყოფს 87 გოლით.

"იუნაიტედის" კაპიტანმა "ლივერპულთან" მატჩში 6 გოლი გაიტანა. მხოლოდ სტივენ ჯერარდს, "ლივერპულის" ყოფილ კაპიტანს აქვს გატანილი ამ გუნდებს შორის დაპირისპირებაში უფრო მეტი (8) გოლი.

ხუან მატამ "ლივერპულის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 4 მატჩში გასულ 5 გოლში მიიღო მონაწილეობა - 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჩემპიონატის ზედიზედ მესამე მატჩში არ გაუტანია გოლი. 2015 წლის იანვრის შემდეგ ეს მისი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

2016 წლის 25 თებერვალს "იუნაიტედის" რიგებში დებიუტის შემდეგ მარკუს რეშფორდმა ყველა ტურნირზე 12 გოლი გაიტანა. ეს 4 გოლით მეტია, ვიდრე კლუბის ნებისმიერი სხვა ფეხბურთელის მიერ ამავე პერიოდში გატანილი გოლების რაოდენობა. ასევე ორით მეტია, ვიდრე "ლივერპულის" ნებისმიერი ნებისმიერი ფეხბურთელის მიერ დებიუტის შემდეგ გატანილი გოლების რაოდენობა იმავე პერიოდში.

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 196-ჯერ შეხვდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამარჯვება 79-ჯერ იზეიმა, "ლივერპულმა" 65-ჯერ, ხოლო 52 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"ლივერპული" "იუნაიტედთან" ინგლისის ჩემპიონატში 67-ჯერ დამარცხდა, მათ შორისაა პრემიერ ლიგაში წაგებული 27 მატჩიც - ეს უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა გუნდის წინააღმდეგ განცდილი მარცხის რაოდენობა.

"ლივერპულმა" პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო 4 მატჩი წააგო. 2008 წლის მარტის შემდეგ, როცა ასეთი მარცხების რაოდენობა 5-ს აღწევდა, "მერსეისაიდელებს" ასეთი ცუდი მაჩვენებელი "წითელ ეშმაკებთან" არასდროს ჰქონიათ.

"ლივერპულმა" პრემიერ ლიგაში "იუნაიტედის" წინააღმდეგ "ენფილდზე" ჩატარებული ბოლო 2 მატჩი წააგო. ბოლოს ზედიზედ სამი საშინაო მარცხი ჩემპიონატში მათ 2005 წლის იანვარში განიცადეს.

პრემიერ ლიგის ისტორიაში მსაჯები მოედნიდან ფეხბურთელებს უფრო ხშირად (21-ჯერ) მხოლოდ "ლივერპულისა" და "ევერტონის" მატჩში აძევებდნენ, ვიდრე "იუნაიტედისა" და "ლივერპულის" დაპირისპირებაში - 16.

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)



სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 67 მოგება, "ლივერპული" - 55 მოგება, ფრე - 44.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 27 მოგება, "ლივერპული" - 12 მოგება, ფრე - 8.


"ლივერპულის" სტადიონი


ლიგა: "ლივერპული" - 38 მოგება. "იუნაიტედი" - 25 მოგება, ფრე - 19.

პრემიერ-ლიგა: "ლივერპული" - 8 მოგება. "იუნაიტედი" - 12 მოგება, ფრე - 4

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


წინა ანალოგიური შეხვედრა


"ლივერპული" 0-1 "მანჩესტერ იუნაიტედი"

თარიღი: 17 იანვარი, 2016 წელი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: რუნი 78'

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გუნდების შემადგენლობები


"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მატჩში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა ენტონი ტეილორმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 9 მატჩში იმსაჯა და 27 ყვითელი ბარათი უჩვენა.

გვერდითი მსაჯები: სტივ ბენეტი, სტივენ ჩაილდი
სათადარიგო არბიტრი: მარტინ ატკინსონი
მატჩის წინ
22 კომენტარი
№21
ავტორი: PaLoMo
17 ოქტომბერი 2016 13:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4084
Eს უნდა მოვიგიტ მტლად ლიგის გარესჰე რო დავრჩეტ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№22
ავტორი: aspirin11
17 ოქტომბერი 2016 17:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
Bichebo silk universali uchvenebs tamashs?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top