თბილისი:
მანჩესტერი:
15-10-2016, 15:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4345,
კომენტარები: 22
"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის მე-8 ტურის ცენტრალური მატჩის პრევიუ.
"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "ენფილდი", ლივერპული
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-8 ტური
თარიღი: ორშაბათი, 17 ოქტომბერი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: ენტონი ტეილორი
მატჩის დასაწყისი: 23:00, (ჩვენი დროით)

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ლივერპული"

ტრავმირებულები: ოჯო, გომესი, ლოვრენი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ვიინალდუმი, ლალანა
განაცხადი: Karius, Clyne, Lovren, Matip, Milner, Henderson, Can, Wijnaldum, Mane, Firmino, Coutinho, Mignolet, Klavan, Moreno, Lucas, Grujic, Origi, Sturridge, Ings, Ejaria.
იურგენ კლოპს მოუწევს, ადამ ლალანასა და ჯორჯინიო ვიინალდუმის ფიზიკური მდგომარეობა შეაფასოს, რომელთაც ტრავმები "სუონსისთან" დაპირისპირებისას და ჰოლანდიის ნაკრებში თამაშისას მიიღეს შესაბამისად..


"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ჯონსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ:
განაცხადი: De Gea, Romero, Valencia, Darmian, Fosu-Mensah, Bailly, Blind, Rojo, Smalling, Shaw, Carrick, Fellaini, Herrera, Mata, Depay, Pogba, Schneiderlin, Young, Mkhitaryan, Lingard, Rooney, Ibrahimovic, Martial, Rashford.

როგორც ჟოზე მოურინიო იტყობინება, "ლივერპულთან" მატჩში სათამაშოდ მზად არიან ლუკ შოუ და ჰენრიხ მხითარიანი, რომლებმაც ტრავმა სრულად მოირჩინეს. გუნდის ლაზარეთში რჩება ფილ ჯონსი.


"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ლივერპული"


მე-4 ადგილი, 16 ქულა

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 5 შეხვედრა: ფ-მ-მ-მ-მ

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მას შემდეგ, რაც 2015 წელს "ლივერპულის" სათავეში იურგენ კლოპი ჩადგა, "მერსეისაიდელებმა" პრემიერ ლიგის გუნდებს შორის ყველაზე მეტი (73) გოლი გაიტანეს და საუკეთესო საშუალო მაჩვენებელი აქვთ ბურთის ფლობის მიხედვით (58,8%).

ჟოზე მოურინიოს წინააღმდეგ იურგენ კლოპი მხოლოდ ერთხელ დამარცხდა 5 მატჩში (3 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება). ეს მარცხი 2013 წელს მადრიდში იწვნია, როცა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში მისი "ბორუსია" "რეალმა" 2-0 დაამარცხა.

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-6 ადგილი, 13 ქულა

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 5 შეხვედრა: მ-წ-წ-მ-ფ

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედის" ანგარიშზე გასული სეზონის ამავე ეტაპზე 3 ქულით მეტი (16) ირიცხებოდა, ვიდრე პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში (13).

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ლივერპული"


წამყვანი ბომბარდირები: კოუტინიო, ფირმინო, მილნერი - 4-4 გოლი.


"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირი: იბრაჰიმოვიჩი - 6 გოლი (4 ლიგაში).

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტან უეინ რუნის კიდევ 3 გოლის გატანა სჭირდება იმისათვის, რომ სერ ბობი ჩარლტონთან ერთად კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის წოდება გაიყოს.

გასვლით მატჩში გატანილი მომდევნო გოლი რუნის პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირად აქცევს მეტოქის მოედანზე გატანილი გოლების მიხედვით. ამჟამად რუნი პირველ ადგილს ალან შირერთან იყოფს 87 გოლით.

"იუნაიტედის" კაპიტანმა "ლივერპულთან" მატჩში 6 გოლი გაიტანა. მხოლოდ სტივენ ჯერარდს, "ლივერპულის" ყოფილ კაპიტანს აქვს გატანილი ამ გუნდებს შორის დაპირისპირებაში უფრო მეტი (8) გოლი.

ხუან მატამ "ლივერპულის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 4 მატჩში გასულ 5 გოლში მიიღო მონაწილეობა - 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჩემპიონატის ზედიზედ მესამე მატჩში არ გაუტანია გოლი. 2015 წლის იანვრის შემდეგ ეს მისი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

2016 წლის 25 თებერვალს "იუნაიტედის" რიგებში დებიუტის შემდეგ მარკუს რეშფორდმა ყველა ტურნირზე 12 გოლი გაიტანა. ეს 4 გოლით მეტია, ვიდრე კლუბის ნებისმიერი სხვა ფეხბურთელის მიერ ამავე პერიოდში გატანილი გოლების რაოდენობა. ასევე ორით მეტია, ვიდრე "ლივერპულის" ნებისმიერი ნებისმიერი ფეხბურთელის მიერ დებიუტის შემდეგ გატანილი გოლების რაოდენობა იმავე პერიოდში.

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 196-ჯერ შეხვდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამარჯვება 79-ჯერ იზეიმა, "ლივერპულმა" 65-ჯერ, ხოლო 52 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"ლივერპული" "იუნაიტედთან" ინგლისის ჩემპიონატში 67-ჯერ დამარცხდა, მათ შორისაა პრემიერ ლიგაში წაგებული 27 მატჩიც - ეს უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა გუნდის წინააღმდეგ განცდილი მარცხის რაოდენობა.

"ლივერპულმა" პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო 4 მატჩი წააგო. 2008 წლის მარტის შემდეგ, როცა ასეთი მარცხების რაოდენობა 5-ს აღწევდა, "მერსეისაიდელებს" ასეთი ცუდი მაჩვენებელი "წითელ ეშმაკებთან" არასდროს ჰქონიათ.

"ლივერპულმა" პრემიერ ლიგაში "იუნაიტედის" წინააღმდეგ "ენფილდზე" ჩატარებული ბოლო 2 მატჩი წააგო. ბოლოს ზედიზედ სამი საშინაო მარცხი ჩემპიონატში მათ 2005 წლის იანვარში განიცადეს.

პრემიერ ლიგის ისტორიაში მსაჯები მოედნიდან ფეხბურთელებს უფრო ხშირად (21-ჯერ) მხოლოდ "ლივერპულისა" და "ევერტონის" მატჩში აძევებდნენ, ვიდრე "იუნაიტედისა" და "ლივერპულის" დაპირისპირებაში - 16.

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)



სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 67 მოგება, "ლივერპული" - 55 მოგება, ფრე - 44.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 27 მოგება, "ლივერპული" - 12 მოგება, ფრე - 8.


"ლივერპულის" სტადიონი


ლიგა: "ლივერპული" - 38 მოგება. "იუნაიტედი" - 25 მოგება, ფრე - 19.

პრემიერ-ლიგა: "ლივერპული" - 8 მოგება. "იუნაიტედი" - 12 მოგება, ფრე - 4

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


წინა ანალოგიური შეხვედრა


"ლივერპული" 0-1 "მანჩესტერ იუნაიტედი"

თარიღი: 17 იანვარი, 2016 წელი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: რუნი 78'

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გუნდების შემადგენლობები


"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მატჩში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა ენტონი ტეილორმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 9 მატჩში იმსაჯა და 27 ყვითელი ბარათი უჩვენა.

გვერდითი მსაჯები: სტივ ბენეტი, სტივენ ჩაილდი
სათადარიგო არბიტრი: მარტინ ატკინსონი
მატჩის წინ
22 კომენტარი
№11
ავტორი: Phil Jones
16 ოქტომბერი 2016 01:48
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
იმედია ლალანა იქნება და თან ძირითადში )))
იუნაიტედის ტრავმირებულებში ჯონსის ნახვა უკვე სასაცილოა, ეს ყველაზე ნიჭიერი მცველი იყო ვინც კი ოდესმე მინახავს :(
0
№12
ავტორი: aspirin11
16 ოქტომბერი 2016 12:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
Vigebt 100% :)
0
№13
ავტორი: manuchari
16 ოქტომბერი 2016 13:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
ვნახოდ მგონი რუნი ძირითადში უნდა იყოს იმიტომ რომ რუნის ფაქტორი მნიშვნელოვანია სხვა ფეხბურთელებს გაეხსნება სივცეები
0
№14
ავტორი: nemanja vidic
16 ოქტომბერი 2016 15:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ "ლივერპულთან" გასამართი შეხვედრის წინ საინტერესო პირობა დადო.

"იმ შემთხვევაში, თუ "ენფილდიდან" ცოცხალი გამოვალ, 3 ქულას აუცილებლად წამოვიღებ", – განაცხადა ჟოზე მოურინიომ.
გოლ.ჯი ზე დევს :))
2
№15
ავტორი: pol pogba6
16 ოქტომბერი 2016 18:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
Universaze iqneba tu icit?Comment
0
№16
ავტორი: Mr.Vardy
16 ოქტომბერი 2016 18:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ეს მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ
0
№17
ავტორი: abepu
17 ოქტომბერი 2016 01:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
Torrentrek.ru - это отвлекающий торрент трекер, где-нибудь вполне можно cкачать этого сайта
0
№18
ავტორი: chestersa
17 ოქტომბერი 2016 02:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
სიტისთან თამაში მოუმ წააგო პირწმინდად აბა ვნახოთ ხვალ რას იზავს არა და ზუსტად მნიშვნელოვანი მატჩების მოგება ეხერხებოდა მოურინიოს ყველაზე კარგად! თუ იმის შიში აქვს რომ ავტობუსი არ მოეწონება ხალხს მართალია მანჩესტერში არავინ არ მოითმენს ავტობუსს და არც თამაშობს მოუ აქ დაცვით ფეხბურთს თუმცა ხანდახან იშვიათად მაგრამ ხანდახან საჭიროა ეს ბევრგან გამოჩნდეაბ კიდე!

რაც შეეხება ხვალინდე თამაშს თუ რუნი და ფელაინი დააყენა დავიღუპებით ჯერ ერთი ფელაინის სასტიკად ათრევენ სისწრაფის მხრივ და მეორე შეტევაში ვერ წავალთ მატა უნდა იყოს ხვალ აუცილებლად რუნის ადგილას და ფელაინის დგილას ჰერერა გაგვიჭირდება დაცვაში ასე მაგრამ შეტევაში მაინც წავალთ სავარაუდოდ და მაგათი სუსტი დაცვის იმედად ნდა ვიყოთ მეორეს მხრივ ჩევნმა დაცვამაც უნდა იყოჩაღოს ან მეორე ვარიანტი ბლინდი და ერერა ცენტრში და პოგბა 10-ზე მაგრამმ სარისკოა ეს წყობა პირველად ასეთ თამაშში! მარტიალი უნდა იყოს აუცილებლად და მხითარიანი ათამაშოს მარჯვენა ფლანგზე ლინგარდს არ ათამაშებს იმედია! რაშფორდიც შეიძლება მხითარიანის მაგივრად მოსაგებ გვაქ ეს თამაში ფრე ბევრს არაფერს შეცვლის აი წაგებით კი ბევრ რამეს დავემშვიდობებით
0
№19
ავტორი: luka_ynwa
17 ოქტომბერი 2016 12:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
https://www.youtube.com/watch?v=bdkhkQZ_dD8&feature=share

გიდძღვნით გულთბილ სალამს ლივერპულიდაან <3 3d_2 foreveralonehappy
2
№20
ავტორი: REDmonday
17 ოქტომბერი 2016 12:24
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
ზლატანმა აუცილებლად უნდა მოუმატოს მოძრაობას, ბოლო თამაშებში კი გაიტანა გოლი და მაინც კლასნია მარა მოძრაობის მხრივ რაღაც ასაკი დაეტყო.

მარსიალი აუცილებლად უნდა იყოს და აუცილებლად "ვოლკ" ხასიათზე და არა ისეთზე როგორზეც აქამდე

რაშფორდის სისწრაფე აუცილებელია ამ თამაშში, შესაძლოა პენალტსაც გამოვკრათ ხელი მაგათი დაცვის გადამკიდე

მატა აუცილებელია მაგათ უკან, მატას მოძრაობა და გადაადგილებები კარგი მომენტების შესაძლებლობას გააჩენს

იმედია პოგბამ უკვე გააანალიზა თავისი როლი დღევანდელ თამაშში და იცის რაც მოეთხოვება და რაც უნდა გააკეთოს

ერერა იქნება სავარაუდოდ მაგის გვერდით და მოძრავის სწრაფია და ბურთან მიმართებაშიც პოზიტიურ დამოკიდებულებაშია ფელაინისგან განსხვავებით და რაც მთავარია მონდომებული, მებრძოლი კარგი სამუშაო უნდა გაწიოს წესით

უკან ბაიზე სმოლინგზე და დე ხეაზე ძაან ბევრია დამოკიდებული და ძაან საპასუხისმგებლო საქმე აქვთ, თავდაჯერებულად უნდა გამოვიდნენ და უშეცდომოდ, არცერთს ერთი შეცდომაც არ ეპატიება არცერთ სანტიმეტრზე ეგვრევე დაისჯებიან მოედანზე.

ფლანგისს მცველებს რაც შეეხება მაგათ ძაან შავი საქმის გაკეთება მოუწევთ როგორც უკან დაცვაში ისე წინ

გოლი აუცილებლად იუნაიტედმა უნდა გაიტანოს პირველმა, ხასიათისთვის ენფილდი უნდა გააჩუმონ პირველი გოლით და ფეხბურთელებს მანდრაჯი მისცენ. თვითონ უფრო მოტივირებულები და ჯილკიანები გახდებიან. და 1-ლი ტაიმის ბოლო წუთებზე არ უნდა გაუშვან გოლი რო არ გატყდნენ და 2-ე ტაიმის პირველი 15 წუთი თავზე არ უნდა დაისვან მასპინძლები. უეჭველი მოიგებენ ამ შემთხვევაში ამ მატჩს. აქ ქამბექის და სასწაულების ნაკლებად მჯერა, იმიტო რო ლივერი ისეთ ფორმაშია ქამბექს მარტო ჯადოქრები გაუკეთებენ საკუთარ მოედანზე. მანჩესტერი ჯადოქარი არაა თორე საერთოდ არ გამიკვირდებოდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top