თბილისი:
მანჩესტერი:
8-09-2016, 13:30
ავტორი: ლადო,
ნანახია: 3629,
კომენტარები: 22
დერბის ფავორიტი
დუაიტ იორკის კომენტარი მანჩესტერულ დერბიზე
დერბის ფავორიტი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა შემტევმა დუაიტ იორკმა განაცხადა, რომ მანჩესტერულ დერბიში "წითელი ეშმაკები" ფავორიტები არიან.

ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში ფავორიტის სტატუსი "ცისფერების" მხარს იყო, რადგან როდესაც ისინი იბრძოდნენ ჩემპიონობისთვის ამ დროს "იუნაიტედი" იმას ცდილობდა პირველ ოთხ გუნდში მოხვედრილიყო.

თუმცა, ჟოზე მოურინიოს სათავეში მოსვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. იორკი თვლის, რომ "იუნაიტედმა" კვლავ დაიბრუნა ფავორიტის სტატუსი "ოლდ ტრაფორდზე".

"ძალიან რთულია ეს მატჩი შევაფასო. ორივე გუნდი შესანიშნავ ფორმაშია, მათ ქულების მაქსიმუმი აიღეს და შესანიშნავი სტარტი გამოუვიდათ. უნდა ვაღიაროთ, რომ მოურინიო და გვარდიოლა შესანიშნავად მუშაობენ."

"იუნაიტედში" თითქოს გარდასახვა მოხდა, კლუბმა ისეთი მატჩები მოიგო, რომლებშიც შესაძლოა გასულ სეზონში ქულები თავისუფლად დაეკარგა. მოურინიომ ფეხბურთელებს გამარჯვების სურვილი ჩაუნერგა."

"ასევე აღსანიშნავია პეპიც. ჩვენ ვიცით, რომ ის გამარჯვებულია. ყველგან სადაც მივიდა, ყველგან გაიმარჯვა. ახლა კი ამ ყველაფრის გაკეთებას "სიტისთან" ერთადაც სურს."

"ამ დროისთვის რთულია ამ მატჩის შეფასება, "ქალაქელებმა" საკმაოდ დიდი დარტყმა მიიღეს კუნ აგუეროს დაკარგვით, მაგრამ მათ ყავთ საკმაოდ მაღალი კლასის ფეხბურთელები, რომლებსაც არგენტინელის ჩანაცვლება შეუძლიათ."

"ამასთანავე, "იუნაიტედის" უპირატესობა კიდევ იმაშიც იკვეთება, რომ მატჩი მათ კედლებში, "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება." - აცხადებს იორკი Sky Sports-თან.

წყარო:fapl.ru
სიახლეები
22 კომენტარი
№21
ავტორი: Shaw
9 სექტემბერი 2016 21:49
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 31
ციტატა: kantona-7
ვიგებთ ამაში დარწმუნებულივარ გგმუ manunited 4-0 გამიხარდება manutd

მე 2-1 :დდ ასე რომ ვიგებთ
0
№22
ავტორი: kantona-7
10 სექტემბერი 2016 02:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ციტატა: Shaw
ციტატა: kantona-7
ვიგებთ ამაში დარწმუნებულივარ გგმუ manunited 4-0 გამიხარდება manutd

მე 2-1 :დდ ასე რომ ვიგებთ

მეუბრალოდ 4-0 მინდა თორემ მაგანგარიშზეც თანახმავარ ძმა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top