თბილისი:
მანჩესტერი:
8-09-2016, 13:30
ავტორი: ლადო,
ნანახია: 3629,
კომენტარები: 22
დერბის ფავორიტი
დუაიტ იორკის კომენტარი მანჩესტერულ დერბიზე
დერბის ფავორიტი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა შემტევმა დუაიტ იორკმა განაცხადა, რომ მანჩესტერულ დერბიში "წითელი ეშმაკები" ფავორიტები არიან.

ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში ფავორიტის სტატუსი "ცისფერების" მხარს იყო, რადგან როდესაც ისინი იბრძოდნენ ჩემპიონობისთვის ამ დროს "იუნაიტედი" იმას ცდილობდა პირველ ოთხ გუნდში მოხვედრილიყო.

თუმცა, ჟოზე მოურინიოს სათავეში მოსვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. იორკი თვლის, რომ "იუნაიტედმა" კვლავ დაიბრუნა ფავორიტის სტატუსი "ოლდ ტრაფორდზე".

"ძალიან რთულია ეს მატჩი შევაფასო. ორივე გუნდი შესანიშნავ ფორმაშია, მათ ქულების მაქსიმუმი აიღეს და შესანიშნავი სტარტი გამოუვიდათ. უნდა ვაღიაროთ, რომ მოურინიო და გვარდიოლა შესანიშნავად მუშაობენ."

"იუნაიტედში" თითქოს გარდასახვა მოხდა, კლუბმა ისეთი მატჩები მოიგო, რომლებშიც შესაძლოა გასულ სეზონში ქულები თავისუფლად დაეკარგა. მოურინიომ ფეხბურთელებს გამარჯვების სურვილი ჩაუნერგა."

"ასევე აღსანიშნავია პეპიც. ჩვენ ვიცით, რომ ის გამარჯვებულია. ყველგან სადაც მივიდა, ყველგან გაიმარჯვა. ახლა კი ამ ყველაფრის გაკეთებას "სიტისთან" ერთადაც სურს."

"ამ დროისთვის რთულია ამ მატჩის შეფასება, "ქალაქელებმა" საკმაოდ დიდი დარტყმა მიიღეს კუნ აგუეროს დაკარგვით, მაგრამ მათ ყავთ საკმაოდ მაღალი კლასის ფეხბურთელები, რომლებსაც არგენტინელის ჩანაცვლება შეუძლიათ."

"ამასთანავე, "იუნაიტედის" უპირატესობა კიდევ იმაშიც იკვეთება, რომ მატჩი მათ კედლებში, "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება." - აცხადებს იორკი Sky Sports-თან.

წყარო:fapl.ru
სიახლეები
22 კომენტარი
№11
ავტორი: gela-manutd
8 სექტემბერი 2016 17:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
დედა უნდა უტიროთ
0
№12
ავტორი: POGBACK
8 სექტემბერი 2016 17:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ისე შეკრება იქნება 10-ში ? wink
0
№13
ავტორი: LASHQARA
8 სექტემბერი 2016 20:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
გუნდურ ფეხბურთში მაინც სიტი ცოტა უკეთ გამოიყურება სწრაფად გადადის შეტევაში ფლანგებს კარგად ტვირთავს, მაგრამ ინდივიდუალურად ჩვენი გუნდი ჯობია ნებისმიერს შეუძლია შეტევაში ხიფათი შექმნას შეცვლაზე შემოსულ ხითარიანს, რაშფორდს, ლინგარდს, რავიცი რომელი ერთი ვთქვა მარჯვენა ფლანგზე ვალენსია მაგრად მუშაობს აი მარსიალს ცოტა უჭირს ყველაფერს კარგად აკეთებს და დამაგვირგვინებელ ფაზაში რაღაც ემართება მაგრამ წაუვა მაგ ბიჭს თამაშები გაისწორებს ბურთს ფეხზე და ვეღარავინ გააჩერებს უსწრაფესია და ძალიან ტექნიკურია, რეშფორდიც მაგრად მეცოდება სკამზე, მაგრამ რას ვიზამთ იბრა იბრაა და უფრო სახიფათოა საჯარიმოში სულ რო არაფერი იმდენ კაცს აყავს რომ სივრცეები თავისუფლდება და საგოლე მომენტები იქმნება. აი პოგბა და ფელაინი ცენტრში უმაგრესი წყვილია და იმიტომ ვატარებთ უმეტეს დროს მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან, ახლოს არ უშვებენ დაცვამდე ბურთს ბრძოლა მიდის ცენტრშივე და ეს ნაკლებ ხიფათს ქმნის, მოკლედ ცოტა შეთამაშება უნდა გუნდს ერთმანეთში და უსერიოზულესი ძალა იქნება ნებისმიერი გუნდისთვის love am
0
№14
ავტორი: nika manchester
8 სექტემბერი 2016 21:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
2-1 მგონია
0
№15
ავტორი: floyd41k
8 სექტემბერი 2016 21:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
Eurospprt.ru ze devs statia dzaliaan magariii gadatargmneet da dadderet magra gauswordebaa xaalxsss.!!statia aris gvardiola mous dapirispirebaze tu rogor eshinia peps jozestan wagebiis!!
0
№16
ავტორი: MANUTD FAN.
9 სექტემბერი 2016 00:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
უეჭველი უნდა მოვიგოთ!!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№17
ავტორი: dybbuk
9 სექტემბერი 2016 02:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
უნდა დადუღდეს სიტი ოლდ ტრაფორდზე, მეზიზღება ეგ გუნდი, დიდი შანსია ფრე დამთავრდეს, არც ერთს არ უნდა წაგება პირველივე დერბიში ამიტო მგონია ფრთხილი თამაში იქნება ნაკლები გოლებით, მოვიგოთ და ანგარიშს სულ არ ვჩივი
0
№18
ავტორი: stepno
9 სექტემბერი 2016 02:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Ro wavagoot ar vicii raa gafiqrebac mzaraavs inediaa movigebt:-(
0
№19
ავტორი: krekera
9 სექტემბერი 2016 09:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
უეჭველი ვიგეებთ.... იბრა შეაგდებს
0
№20
ავტორი: levionok
9 სექტემბერი 2016 10:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ძალიან საინტერესო სასტარტო დადო მანჩესტერის ვებგვერდმა.
დე ხეა
ვალენსია ბაი ბლინდი შოუ

ფელაინი პოგბა

მიხითარიანი იბრაგიმოვიჩი მარსიალი

რეშფორდი

მეორე სართულზე აშკარა უპირატესობა გვაქვს მითუმეტეს კომპანი არ ყავთ და მაუს ეს ისე არ დარჩება დარწმუნებული ვარ როცა ფელაინი და იბრა აჯარიმოში იქნებიან ჩაწოდებებს რათქმაუნდა აზრი აქვს და სტანდარტებზე მთელი რიგი მაღალი ფეხბურთელები გვყავს რომლებიც ოტამენდებს დაა მაგათ კომპანიას აშკარად დაჩაგრავენ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top